განაჩენი

სისხლის სამართლის 12.07.2019
საქმის ნომერი
140100119003065917
თარიღი
12.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100119003065917

საქმე #1/275-19 (011140519002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 ივლისი, 2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - რ--------- ლ-----

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ---- კ-----–--- (დაბადებული 1----–-–------------, პ/ნ------------, ნასამართლევი /გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, მე-3 ნაწილი ,,ა“ ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საბოლოოდ მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით, დამატებით სასჯელად - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით და ჯარიმა - 7 000 ლარი/, მცხოვრები: გ------------------------–---------------–-----------–---)

 

ადვოკატი - ე---------- დ--------

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 10 მაისს, საღამოს, გ------------------------–---------------–-----------–---ში, შელაპარაკების გამო, გ---- კ-----–---მ შ--–-- კ-------ს მოქაჩა თმა, მუშტი დაარტყა თავში და დანით მიაყენა ჭრილობა კეფის არეში, რის შედეგად შ--–-- კ-------მ მიიღო მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა გ---- კ-----–---მ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;

 

3.3. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული შ--–-- კ------ის, გ------ ტ--------ის, მ-----– ხ------–---–ის, შ--–-- მ------–---–ის გამოკითხვის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ---- კ-----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი 3-ჯერ ნასამართლობა განზრახი, მათ შორის - მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის;

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 531-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს გ---- კ-----–--ის მიერ დანაშაულის აღიარებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობასა და სწრაფი მართლმსაჯულების ხელშეწყობას. მას შეურიგდა დაზარალებული, ჰყავს არასრულწლოვანი შვილი. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალად შერაცხული ქმედების გარემოებებსა და ხერხს - მან დანის გამოყენებით, კეფის არეში მიაყენა დაზიანება დაზარალებულს. იარაღის გამოყენებით დანაშაულის ჩადენა, სსკ-ის 531-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას, როგორც დამამძიმებელი გარემოება. ასევე სახეზეა რეციდივი. ამასთან, გ---- კ-----–---მ დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში;

 

5.2 ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად აუცილებელია საპატიმრო სასჯელის გამოყენება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ---- კ-----–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს წინა - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რომლის მოუხდელი ზომის ნაწილი - 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, ასევე ჯარიმა - 7 000 (შვიდი ათასი) ლარი - დაემატოს ამ განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს, რის შედეგად გ---- კ-----–---ს საბოლოოდ განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

 

მსჯავრდებულ გ---- კ-----–---ს ძირითადი სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 16 მაისიდან;

 

ნივთიერი მტკიცებულება - ქვა, ნიადაგის ნაწილაკები, სისხლის ნიმუში - განადგურდეს, ხოლო ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი