გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
150210019002994539
საქმე №2/110-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 ივლისი, 2019 წელი ქ. ა---–---–---
შესავალი ნაწილი
ა---–---–---ს რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ანაიტ ოგანესიან
სხდომის მდივანი - ეთერ მაღრაძე
მოსარჩელე - სს ,,საქართველოს ბანკი’’
წარმომადგენელი - ი-----–--------–--, ქ------------–------
მოპასუხეები - 1.ო------------------
2. ვ---------------–--- (დასწრების გარეშე)
თარჯიმანი - სუსანნა მელიქიძე
დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოსარჩელე სს “საქართველოს ბანკი” -ს წარმომადგენელმა ი-----–--------–--მ 2019 წლის 03 ივლისს წარმოადგინა დაზუსტებული სარჩელი და მოითხოვა :
1.1. ო------------------ს და ვ---------------–---ს სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ 2016 წლის 17 ნოემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების #G------------------ ფარგლებში გაფორმებული 2018 წლის 20 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან #G---------------------------- გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 29 094.46 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 18 122.48 ლარი, პროცენტი - 4 040.35 ლარი და პირგასამტეხლო - 6931.63 ლარი.
1.2. ო------------------ს და ვ---------------–---ს სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ 2016 წლის 17 ნოემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების #G------------------ ფარგლებში გაფორმებული 2018 წლის 20 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან #G---------------------------- გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავალი (სარგებელი) ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან (2019 წლის 14 მაისი) გადაწყვეტილების აღსრულებმადე ყოველდღიურად - 06.38 ლარი.
1.3. ო------------------ს და ვ---------------–---ს სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ 2016 წლის 17 ნოემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების #G------------------ ფარგლებში გაფორმებული 2018 წლის 20 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან #G---------------------------- გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ პირგასამტეხლო ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან (2019 წლის 14 მაისი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად - 03.62 ლარი.
2. ო------------------ს სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ 2017 წლის 01 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან/ბარათიდან „A---------------------’ გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს - 3 202.06 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1 980.14 ლარი, პროცენტი - 302.66 ლარი და პირგასამტეხლო 919.26 ლარი;
3. ო------------------ს და ვ---------------–---ს სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 1 297.54 ლარი. ხოლო ზედმეტად გადახდილი ბაჟი 1 470.39 ლარის ოდენობით დაუბრუნდეს სს „საქართველოს ბანკს“.
(იხ. დაზუსტებული სარჩელი და 2019 წლის 16 ივლისის სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ო------------------მა და ვ---------------–---მა შესაგებლით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ და მიუთითეს, რომ გადასახდელად უნდა დაეკისროთ მხოლოდ სესხი ძირი თანხა და პროცენტი, თუკი მოხდება გრძელვადიანი გრაფიკის შედგენა. ხოლო რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს ის არ შეესაბამება რეალობას და არ არის თანახმა გადაიხადოს აღნიშნული თანხა.
მოპასუხე ო------------------მა სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მხარი არ დაუჭირა მოსარჩელის დაზუსტებულ მოთხოვნას.
მოპასუხე ვ---------------–---ი სასამარლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 17 ნოემბერს სს ,,საქართველოს ბანკს’’ და ო------------------ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება #G-------------------, რომლის თანახმადაც მსესხებლის საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარით ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 240 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.5 -48 პროცენტი.
3.1.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 17 ნოემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება #G-------------------, სს ,,საქართველოს ბანკს’’ და ო------------------ს შორის გაფორმდა 2016 წლის 17 ნოემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #C-----------, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ო------------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი ა---–---–---, სოფელი ჯ--------, #5-, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #6--1--3--0--.
3.1.3. დადგენილია, რომ გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში 2018 წლის 20 ივლისს სს „საქართველოს ბანკს“ და ო------------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება #G-----------------------------, რომლის თანახმადაც ო------------------ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 51 000 (ორმოცდა თერთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, წლიური 12.85 % სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 36 თვით, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და დაზღვევის მართვის საკომისიო.
3.1.4. დადგენილია, რომ 2018 წლის 20 ივლისს საკრედიტო ხელშეკრულების #G----------------------------- უზრუნველყოფის მიზნით სს „საქართველოს ბანკსა“ და ვ---------------–---ს შორის 2018 წლის 20 ივლისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება #C-----------;
3.1.5. მოპასუხეების მხრიდან დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულებების სესხის დაფარვის გრაფიკი. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ# G-------------------;
- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების დანართი #3 - # G--------------------1;
- დოკუმენტური ოპერაციების წარმოების პირობები დანართი #4 - G--------------------2;
- იპოთეკური ხელშეკრულება #C-----------;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- საკრედიტო ხელშეკრულება #G-----------------------------;
- ო------------------ის კრედიტის დაფარვის გრაფიკი;
- ვ---------------–---ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;
- 20.07.2018წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება;
- ვ---------------–---ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;
- განაცხადი პლასტიკური ბარათის PIN კოდის განმეორებით მოთხოვნაზე;
- პლასტიკური ბარათის და pin კოდის მიღების აქტის #9------;
- "A---------------------------” საკრედიტო ბარათით მომსახურების ძირითადი პირობები;
- საბანკო მომსახურების პირობები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 20.07.2018-13.05.2019წ;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 28.11.2017-13.05.2019წ;
- ინფორმაცია სს „საქართველოს ბანკის“ წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- შეტყობინებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე;
- საფოსტო გზავნილები;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. ო------------------ს და ვ---------------–---ს სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ 2016 წლის 17 ნოემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების #G------------------ ფარგლებში გაფორმებული 2018 წლის 20 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან #G---------------------------- გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 29 094.46 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 18 122.48 ლარი, პროცენტი - 4 040.35 ლარი და პირგასამტეხლო - 6931.63 ლარი.3.2.2.
3.2.2. ო------------------ს და ვ---------------–---ს სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ 2016 წლის 17 ნოემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების #G------------------ ფარგლებში გაფორმებული 2018 წლის 20 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან #G---------------------------- გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავალი (სარგებელი ) ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან (2019 წლის 14 მაისი) გადაწყვეტილების აღსრულებმადე ყოველდღიურად - 06.38 ლარი.
3.2.3. ო------------------ს და ვ---------------–---ს სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ 2016 წლის 17 ნოემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების #G------------------ ფარგლებში გაფორმებული 2018 წლის 20 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან #G---------------------------- გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ პირგასამტეხლო ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან (2019 წლის 14 მაისი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად - 03.62 ლარი.
3.2.4. ო------------------ს სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ 2017 წლის 01 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან/ბარათიდან „A---------------------’ გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს - 3 202.06 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1 980.14 ლარი, პროცენტი - 302.66 ლარი და პირგასამტეხლო 919.26 ლარი;
3. ო------------------ს და ვ---------------–---ს სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 1 297.54 ლარი. ხოლო ზედმეტად გადახდილი ბაჟი 1 470.39 ლარის ოდენობით დაუბრუნდეს სს „საქართველოს ბანკს“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ# G-------------------;
- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების დანართი #3 - # G--------------------1;
- დოკუმენტური ოპერაციების წარმოების პირობები დანართი #4 - G--------------------2;
- იპოთეკური ხელშეკრულება#C-----------;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- საკრედიტო ხელშეკრულება #G-----------------------------;
- ო------------------ის კრედიტის დაფარვის გრაფიკი;
- ვ---------------–---ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;
- 20.07.2018წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება;
- ვ---------------–---ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;
- განაცხადი პლასტიკური ბარათის PIN კოდის განმეორებით მოთხოვნაზე;
- პლასტიკური ბარათის და pin კოდის მიღების აქტის #9------;
- A---------------------------”საკრედიტო ბარათით მომსახურების ძირითადი პირობები;
- საბანკო მომსახურების პირობები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 20.07.2018-13.05.2019წ;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 28.11.2017-13.05.2019წ;
- ინფორმაცია სს „საქართველოს ბანკის“ წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- შეტყობინებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე;
- საფოსტო გზავნილები;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 427-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ო------------------ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, მაშინ თუ ორ კვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,საქართველოს ბანკსა’’ და ო------------------სა და ვ---------------–---ს) შორის გაფორმებული 2018 წლის 20 ივლისის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა ო------------------ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას 17.11.2016წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 29094.46 ლარს, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს, ხოლო 2017 წლის 01 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან/ბარათიდან „A---------------------’ გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხა შეადგენს 3 202.06 ლარი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც, კერძოდ 17.11.2016წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 23 094.46 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო 2017 წლის 01 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან/ბარათიდან „A---------------------’ გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხა შეადგენს 2382.08 ლარის დაკისრების ნაწილში. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, სს ''საქართველოს ბანკსა'' და ვ---------------–---ს შორის 2018 წლის 20 ივლისის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''საქართველოს ბანკსა'' და მეორეს მხრივ ვ---------------–---ს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხე - ვ---------------–---მს იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 102 000(ას ორი ათასი) ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა 2018 წლის 20 ივლისის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო დავალიანების და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
მართალია მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა 17.11.2016წ. საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, გრაფიკით გათვალისწინებული გადახდები ნაწილობრივ არ შეუსრულებია, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ დაკისრებული და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღვრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. (იხ. სუსგ. №ას-181-181-2018; 23 მარტი, 2018 წელი).
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 17.11.2016წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 6 931.63 ლარი უნდა შემცირდეს და ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 931.63 ლარით, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 2017 წლის 01 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან/ბარათიდან „A---------------------’ გამომდინარე 919.26 ლარი უნდა შემცირდეს და ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 100 ლარით
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ შესაბამისად ო------------------ს და ვ---------------–---ს სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 648.77 ლარის ოდენობით, ხოლო ზედმეტად გადახდილი ბაჟი 1 470.39 ლარის ოდენობით დაუბრუნდეს სს „საქართველოს ბანკს“.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „საქართველოს ბანკი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი სახით:
1.1. ო------------------ს და ვ---------------–---ს სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ 2016 წლის 17 ნოემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების #G------------------ ფარგლებში გაფორმებული 2018 წლის 20 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან #G---------------------------- გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 23 094.46 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 18 122.48 ლარი, პროცენტი - 4 040.35 ლარი და პირგასამტეხლო - 931.63 ლარი.
1.2. ო------------------ს და ვ---------------–---ს სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ 2016 წლის 17 ნოემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების #G------------------ ფარგლებში გაფორმებული 2018 წლის 20 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან #G---------------------------- გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავალი (სარგებელი) ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან (2019 წლის 14 მაისი) გადაწყვეტილების აღსრულებმადე ყოველდღიურად - 06.38 ლარი.
1.3. ო------------------ს და ვ---------------–---ს სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ 2016 წლის 17 ნოემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების #G------------------ ფარგლებში გაფორმებული 2018 წლის 20 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან #G---------------------------- გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ პირგასამტეხლო ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან (2019 წლის 14 მაისი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად - 03.62 ლარი.
2. ო------------------ს სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ 2017 წლის 01 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან/ბარათიდან „A---------------------’ გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს - 2382.08 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1 980.14 ლარი, პროცენტი - 302.66 ლარი და პირგასამტეხლო 100 ლარი;
3. ო------------------ს და ვ---------------–---ს სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 648.77 ლარი. ხოლო ზედმეტად გადახდილი ბაჟი 1 470.39 ლარის ოდენობით დაუბრუნდეს სს „საქართველოს ბანკს“.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ა---–---–---ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ა---–---–---ს რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანაიტ ოგანესიან