განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/5477-18
(№------------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
19 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ონიანი, ანნა ქოჩიაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ---------------, ი-----–-----------, თ---------------–---
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ნ-----------–---–-, ვ----–-------–-–---–-
ბრალდებული - ო--------------, დაბადებული 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ე----------------------; დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, დ-----------–------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად).
ბრალდებული - ბ------------–---–-, დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, რ----------------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2018 წლის 24 სექტემბერს, ბ------------–---–-- და ო--------------მ ჯგუფურად განიზრახეს ა-----–------------- დაყაჩაღება. აღნიშნული მიზნით, ქ. თბილისი, ა--–---–------------თან, ვითომდა ო--------------- მფლობელობაში არსებული “-------------- ა/მანქანის (სახ. №---------) მიყიდვის მიზნით, შეხვდნენ ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ა-----–------------, საიდანაც ამავე ა/მანქანით მოძრაობა განაგრძეს ქ. თბილისში, ს------------------. მითითებული ქუჩის №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 14:15 საათზე, ისინი თავს ჯგუფურად დაესხნენ ა-----–------------, რა დროსაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ბ------------–---–-ს მიერ დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარითა და ჯგუფური ყაჩაღური თავდასხმით, დაეუფლნენ მის კუთვნილ ფულად თანხას 2020 აშშ დოლარისა და 1600 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2018 წლის 24 სექტემბერს, ბ------------–---–- და ო--------------, ვითომდა ო--------------- მფლობელობაში არსებული “------------- ა/მანქანის მიყიდვის მიზნით, შეხვდნენ ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ა-----–------------, რა დროსაც ამავე ა/მანქანით მოძრაობა დაიწყეს ქ. თბილისში, ს-------------------. მითითებული ქუჩის №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ო-------------- და ბ------------–---–-, ჯგუფურად აიძულებდნენ ა-----–------------ ჩამჯდარიყო ო--------------- კუთვნილ ა/მანქანაში; ამასთან, არ აძლევდნენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას. აღნიშნულ ქმედებასა და ა/მანქანიდან გადასვლის შეზღუდვას, ადგილი ჰქონდა ხსენებულ მისამართზე მისვლამდეც. ბრალდებულთა ქმედებით ა-----–------------- საკუთარ თავზე განიცადა ფიზიკური იძულება - შეესრულებინა ან არ შეესრულებინა მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლება იყო.
2.2. სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ო---------------ა და ბ------------–---–-ს ქმედება შეაფასა, არა ყაჩაღობად, ესე იგი თავდასხმად სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, არამედ - იძულებად, ესე იგი ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვად, მის ფიზიკურ იძულებად - შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი ჯგუფურად. შესაბამისად, ო---------------ა და ბ------------–---–-ს ბრალად წარდგენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, რამდენად აკმაყოფილებს საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
3.2. ო--------------- და ბ------------–---–-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად/უარსაყოფად, მხარეებმა სასამართლოს წარმოუდგინეს მოწმეების: ა-----–-------------, ჩ---------------, ლ-------–-----------, ი-----------–---–--, გ----------------, გ--------------–-----, გ-----------------, ხ--------------–-–---–--, ლ----------–---–--, გ------------------, ვ-------------------, ზ-------------–---–--, ბ----------------, ჯ-------–---–------, ვ-----------------, ვ----–---–------, გ-----------–--------, ნ--------–------, ნ------------, ვ-–---------–---–--, ა-------------, ო--------------- და ბ------------–---–-ს ჩვენებები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; პირის ამოცნობის ოქმები; ამოღების ოქმები; პირადი ჩხრეკის ოქმი, ა/მანქანის დათვალიერების ოქმი; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა; ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა; ვიდეოჩანაწერები; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი; ნივთიერი მტკიცებულება ა-----–------------- პიჯაკის სახით; ოქმი ვიდეოფაილის იდენტურობის შესახებ; მიმართვა მთარგმნელობითი მომსახურების გაწევის შესახებ და თარჯიმნის მიერ მომზადებული დოკუმენტი. მხარეთა მიერ საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული სხვა მტკიცებულებები ო--------------- და ბ------------–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდებების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით, რელევანტური არ არის. შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.
ბრალდების მხარის მტკიცებულებები:
3.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ა-----–------------- განმარტა, რომ ბრალდებული ო-------------- გაიცნო შემთხვევამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე ტაქსით მგზავრობისას, რა დროსაც დაინტერესდა მისი ა/მანქანის შეძენით. 2018 წლის 24 სექტემბერს, ო-------------- ბ------------–---–---- ერთად მივიდა მასთან და ო--------------- კუთვნილი ა/მანქანის შეძენის მიზნით, რომელზეც მოლაპარაკებულები იყვნენ წინა დღეს, გაემართნენ რ-------–-. მოწმის თქმით, საჭესთან იჯდა ო--------------, თავად - მის გვერდით, ხოლო უკანა სავარძელზე - ბ------------–---–-. გზად საუბრობდნენ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ირანში ნარკოდანაშაულთან მიმართებით არსებულ სიტუაციაზე. ამის შემდეგ ისინი მივიდნენ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ო--------------მ უთხრა, რადგან ა/მანქანა ფაქტიურად უკვე მისი იყო, ჩაესხა საწვავი. მან ამოიღო საფულე, სადაც ედო 2020 აშშ დოლარი და დაახლოებით 1620-1630 ლარი და გადაიხადა საწვავის ფული. შემდეგ განაგრძეს გზა, რა დროსაც, დაახლოებით სამების სასაფლაოებთან, შენიშნა, რომ სხვა გზით მიდიოდნენ. მან მაშინვე მოსთხოვა ო--------------ს ა/მანქანის გაჩერება. კითხვაზე, თუ რატომ მიდიოდნენ ამ გზით, ო--------------მ უპასუხა, რომ ა/მანქანის საბუთების ასაღებად მიდიოდა. მალევე გაჩერდა ა/მანქანა, რა დროსაც მოწმე და ბ------------–---–- გადავიდნენ ა/მანქანიდან. ამ დროს ბ------------–---–-- დანა მიადო კისერზე და დასვა ა/მანქანის უკანა სავარძელზე. ო--------------მ კი დაძრა ა/მანქანა. იგი ცდილობდა მოძრავი ა/მანქანიდან გადასვლას, თუმცა ამის საშუალებას ბ------------–---–- არ აძლევდა. ეს უკანასკნელი მას სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყოფდა და ეუბნებოდა, რომ ფულადი თანხა, რაც იმ მომენტში გააჩნდა, მიეცა მათთვის. ო--------------მ შემდეგ კვლავ გააჩერა ა/მანქანა. ა/მანქანაში ყოფნის პერიოდში აღნიშნული პირები დანის გამოყენებით ემუქრებოდნენ, ხოლო ა/მანქანიდან გადასვლის შემდეგ, მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა და გაქცევის მცდელობისა, ისინი აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, თუმცა დანის დემონსტრირებას ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მოწმის განმარტებით, ფიზიკური დაპირისპირებისას ჩამოტყდა ერთი კბილი და პირი სისხლით ჰქონდა სავსე. მასვე გაეხა ტანსაცმელი. ვინაიდან აღარ შესწევდა წინააღმდეგობის გაწევის უნარი, ამოიღო ფული (2020 აშშ დოლარი და 1600 ლარზე მეტი) და მისცა მათ. გარდა აღნიშნული თანხისა, მათ წაიღეს მოწმის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. იმ მომენტში, როდესაც ო-------------- და ბ------------–---–- ართმევდნენ ფულს, შემთხვევის ადგილზე გაიარა ორმა მოხუცმა ქალბატონმა. ამის შემდეგ, თავდამსხმელებმა დატოვეს შემთხვევის ადგილი. მან კი, დაურეკა მეუღლეს და უთხრა რაც შეემთხვა. ეს უკანასკნელი მალევე მივიდა შემთხვევის ადგილზე. მოწმემ დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, გამვლელი პირების დახმარებით დარეკა პოლიციის განყოფილებაში. პოლიციელთა მისვლის შემდეგ, მონაწილეობა მიიღო არაერთ საგამოძიებო მოქმედებაში. სასამართლო სხდომაზე მოწმემ მიუთითა ბრალდებულებზე - ო--------------ზე და ბ------------–---–---, როგორც იმ პირებზე, ვინც შემთხვევის დღეს დაესხნენ თავს დანის გამოყენებით და ძალადობის მუქარით მოსთხოვეს ფულადი თანხა. მოწმის განმარტებით, ნარკოტიკულ ნივთიერებებს მოიხმარდა სამედიცინო მიზნებისთვის. ვიდეოჩანაწერში არსებული საუბარი ნარკოტიკების შესახებ ეხებოდა არა მას, არამედ მის მეგობარს. შესაბამისად, არ უთქვამს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება მას ჰქონდა. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ვიდეოჩანაწერში ასახული პირი, ვისაც ურტყამენ არის თავად.
3.4. ა-----–------------- გამოძიების პროცესში გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციის დაზუსტებისა და დადასტურების მიზნით, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც აღწერა შემთხვევის დღეს მომხდარი ფაქტი.
3.5. პირის ამოცნობის ოქმით (25.09.2018) დგინდება, რომ ა-----–------------- მის წინ წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ო-------------- და განმარტა, რომ ამ უკანასკნელმა, რომელსაც იცნობდა სახელით ოთო, 2018 წლის 24 სექტემბერს, თანმხლებ პირთან ერთად ძალადობითა და მუქარით წაართვა ფულადი თანხა. ამომცნობმა ამოსაცნობი პირი ამოიცნო: ასაკით, აღნაგობით, ხორბლისფერი კანის ფერით, წვერით, ღია თაფლისფერი თვალებით, საშუალო ზომის წარბებით, ცხვირითა და ტუჩებით, აგრეთვე საერთო იერით.
3.6. პირის ამოცნობის ოქმით (25.09.2018) დგინდება, რომ ა-----–------------- მის წინ წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ბ------------–---–- და განმარტა, რომ ამ უკანასკნელმა, 2018 წლის 24 სექტემბერს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დანის მუქარით გასტაცა ფულადი თანხა. ამომცნობმა ამოსაცნობი პირი ამოიცნო: ასაკით, აღნაგობით, სიმაღლით, სახის მოყვანილობით და საერთო იერით.
3.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ჩ--------------- ჩვენებით დგინდება, რომ არის ა-----–------------- მეუღლე. 2018 წლის 24 სექტემბერს, დღის საათებში, სახლში მივიდა მისი მეუღლე, რომელმაც უთხრა, რომ მიდიოდა ა/მანქანის შესაძენად, აიღო ფულადი თანხა 1600 აშშ დოლარი და 1200 ლარი და წავიდა სახლიდან. დაახლოებით, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, მას დაუკავშირდა მეუღლე, რომელმაც უთხრა, რომ პირმა, რომლისგანაც უნდა ეყიდა ა/მანქანა, მეგობართან ერთად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: სცემა, კბილი ჩაუმტვრია, ტანსაცმელი შემოახია, თავი დაუსისხლიანა და ფული წაართვა. აღნიშნული ზარის განხორციელებიდან იგი მალევე მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ა-----–------------ იმყოფებოდა იგივე მდგომარეობაში, როგორც ამას ტელეფონით საუბრისას აღწერდა.
3.8. მხარეთა მიერ არასადავოდ მიჩნეული სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, ა-----–------------ პირადი შემოწმებისას მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
3.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლ-------–----------- განმარტა, რომ დაზარალებულ ა-----–------------ იცნობს დაახლოებით 8 თვეა. მათი ნაცნობობა მისი მხრიდან შემოიფარგლებოდა თარგმანის განხორციელებით. დაახლოებით 2018 წლის აგვისტოს ბოლოს, იგი ა-----–------------ ა/მანქანის შესაძენად გაჰყვა რ-------–-, თუმცა გარკვეული დოკუმენტაციის მოუწესრიგებლობის გამო, ა/მანქანის შეძენა ვერ მოხერხდა. აღნიშნული ფაქტიდან დაახლოებით 10-15 დღის შემდეგ, მას კვლავ დაუკავშირდა ა-----–------------, რომელმაც უთხრა, რომ წასული იყო სხვა ა/მანქანის საყიდლად, რა დროსაც სცემეს და ფული წაართვეს.
3.10. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით (16.11.2018) დგინდება, რომ 2018 წლის 24 სექტემბერს, ბრალდებულ ო--------------- მფლობელობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომრიდან განხორციელებულია არაერთი ზარი ა-----–------------- მობილურ ტელეფონის ნომერზე, ხოლო ბ------------–---–-ს ტელეფონის ნომრიდან, ამ უკანასკნელის ტელეფონის ნომერზე შემავალი ან გამავალი ზარი არ ფიქსირდება.
3.11. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ნივთიერი მტკიცებულება - სარეკლამო კომპანია შპს „ო-–-------------“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები, გადატანილი დისკზე, ორ ფაილად. მეორე ვიდეოჩანაწერის გახსნისას ჩანს ქ. თბილისი, ს--------- ქუჩა №---ის მიმდებარე ტერიტორია. 2018 წლის 24 სექტემბერს აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩერდება მოვერცხლისფრო “------------- ა/მანქანა, რომლის წინა მარცხენა სავარძლიდან გადმოდის ახალგაზრდა მამაკაცი. იგი გადმოსვლისთანავე რაღაცას საქმიანობს, შემდეგ იხრება უკანა მარცხენა კარებისკენ. მალევე ა/მანქანის უკანა კარებიდან გადმოდის მეორე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ჩახუტებული გადმოჰყავს მესამე მამაკაცი. ეს უკანასკნელი ვარდება ძირს, მეორე მამაკაცი იხრება, ხელების მოძრაობით იჭერს და ცდილობს მის შებოჭვას. მალევე პირველი ახალგაზრდა მამაკაცი ჯდება ა/მანქანაში და “------------- ა/მანქანა მოძრაობას იწყებს ქ. თბილისი, ს--------- ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც აღარ იმყოფება ვიდეოკამერის ხედვის არეში. ქ. თბილისი, ს--------- ქუჩა №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთი, რომელსაც აცვია მუქი მოკლემკლავიანი ზედა, ახორციელებს ფიზიკურ ზემოქმედებას მეორეზე, კერძოდ, უკნიდან იჭერს მას, რომელიც თავის მხრივ ცდილობს გაქცევას, თუმცა ვერ ახერხებს და მოძრაობაში ისინი თავდაპირველი ადგილიდან ათიოდე მეტრის დაშორებით გადაადგილდებიან, რის შემდეგაც მამაკაცი გრძელმკლავიანი მაისურით წაიქცევა. ამ დროს მეორე მამაკაცი თავზე ადგას (სავარაუდოდ იჭერს ხელებით და ახორციელებს მასზე ძალადობას). მალევე ადგილზე მიდის მამაკაცი, რომელიც ა/მანქანით გავიდა ს--------- ქუჩა №---ის მიმდებარე ტერიტორიიდან, თუმცა ამჯერად ბრუნდება ფეხით (ა/მანქანის გარეშე), მიდის მათთან და თავზე ადგას მამაკაცს, რომელიც წაქცეულია ძირს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ორივე მუქი მოკლემკლავიანი მაისურით თავზე ადგანან მესამეს, რომელიც წაქცეულია ძირს. ხელებისა და სხეულის მოძრაობიდან გამომდინარე ჩანს, რომ მას არ აძლევენ ფეხზე წამოდგომის შესაძლებლობას, რის შემდეგაც აღნიშნული ორი მამაკაციდან ერთ-ერთი სირბილით მიდის ს--------- ქუჩის მიმართულებით, მალევე ს--------- ქუჩა №---ის მიმდებარედ კვლავ მოდის იმავე “------------- ა/მანქანა, რომელიც ჩერდება ძირს წაქცეულ მამაკაცთან. მალევე ორი მამაკაცი, რომელთაც აცვიასთ მოკლემკლავიანი მაისური სხდებიან ზემოაღნიშნულ ა/მანქანაში, რის შემდეგაც ა/მანქანა მიემართება ქ. თბილისი, ს--------- ქუჩის მიმართულებით. ვიდეოჩანაწერებში ზემოაღნიშნული მოვლენების მიმდინარეობისას ჩანს, რამდენიმე უცნობი მოქალაქის გავლის ფაქტი. მოქალაქეები მცირე ხნით ჩერდებიან და იყურებიან ახალგაზრდა მამაკაცებისკენ, თუმცა თავიდან ბოლომდე აღნიშნული ფაქტის შემსწრე არავინ ყოფილა.
3.12. ამოღების ოქმით (24.09.2018) დგინდება, რომ ა-----–-------------გან ამოიღეს მისი ტანსაცმელი: ჯინსის შარვალი, პიჯაკი და მაისური.
3.13. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, ა-----–------------- პიჯაკზე, მარჯვენა კალთის ზედა მესამედში, საყელოს მიმდებარედ არსებულ მოთეთრო-მონაცრისფრო დანაშრევებზე, გარე ჯიბეებსა და მიმდებარე უბნებზე, შიდა ჯიბეებსა და მიმდებარე უბნებზე და მარცხენა სახელოზე მთლიანობა დარღვეული უბნის ირგვლივ არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობიექტი №3-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ბ------------–---–-, ხოლო ობ. №5,5ა-ს პროფილის მინორულ წილში ვლინდება ბ------------–---–-ს გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო ო--------------- გენეტიკური პროფილი არ ვლინდება. ობ. №4-ის პროფილის მინორული წილი, ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, იდენტიფიკაციისთვის არაიფორმატიულია.
3.14. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ნ--------–------.
3.15. ტრასოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, ა-----–------------- პიჯაკს აღენიშნება მექანიკური (შესაძლო ფიზიკური) ზემოქმედების შედეგად, რღვევით განვითარებული დაზიანება. მაისურს და შარვალს დაზიანება არ აღენიშნება.
3.16. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ნ------------.
3.17. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ი-----------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ ო--------------- მფლობელობაში არსებული ა/მანქანა, მის სახელზე არის რეგისტრირებული. მართალია მესაკუთრედ თავად მიიჩნეოდა, თუმცა აღნიშნული განპირობებული იყო ა/მანქანის შეძენის მომენტში, მისი კარგი საკრედიტო ისტორიით, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობდა ა/მანქანისთვის სესხის გაცემის მომენტში. ამდენად, ა/მანქანა როგორც შემძენსა და მფლობელს - ო--------------ს ეკუთვნოდა, თუმცა გასხვისების (მაგ., გაყიდვის) უფლება მოწმეს გააჩნდა. 2018 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, ო-------------- დაუკავშირდა მას და უთხრა, რომ აპირებდა ა/მანქანის გაყიდვას და უახლოეს დღეებში მზადყოფნაში ყოფილიყო, რადგან მისი, როგორც „მესაკუთრის“ თანხმობა დასჭირდებოდა. უშუალოდ შემთხვევის დღეს, ო--------------სთან კონტაქტი არ ჰქონია.
3.18. პირადი ჩხრეკის ოქმებით (25.09.2018) დგინდება, რომ ო---------------გან ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო ბ------------–---–-სგან - მობილური ტელეფონი.
3.19. ა/მანქანის დათვალიერების ოქმით (25.09.2018) დგინდება, რომ ო--------------- მფლობელობაში არსებული “------------- ა/მანქანა (სახ. №---------), რის შედეგადაც ამოღებულ იქნა ა-----–------------- სახელზე გაცემული საქართველოს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, თეთრი ფერის ქაღალდში გახვეული მომწვანო-მოყავისფრო ფხვიერი მასა და სუნის ნიმუშები.
3.20. ამოღების ოქმით (25.09.2018) დგინდება, რომ ო---------------გან ამოღებულ იქნა მის მფლობელობაში არსებული “------------- ა/მანქანა (სახ. №---------) და აღნიშნული ა/მანქანის გასაღები.
3.21. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი გ---------------, რომელმაც განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო მოცულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში და დაადასტურა მათი კანონით დადგენილი წესით ჩატარება. მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებათა ოქმების სისწორე დაადასტურეს აგრეთვე გამომძიებლებმა: გ--------------–-----, გ-----------------, ხ--------------–-–---–--, ლ----------–---–--, გ------------------, ვ-------------------, ზ-------------–---–--, ბ----------------, ჯ-------–---–------, ვ-----------------; აგრეთვე ექსპერტებმა: ვ----–---–------ და გ-----------–--------.
დაცვის მხარის მტკიცებულებები:
3.22. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა------------- ჩვენებით დგინდება, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, ს--------- ქუჩის №---ში. 2018 წლის 24 სექტემბერს, იმყოფებოდა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მოესმა გინება: „შენი ბარიგა დედა...“ მოწმის განმარტებით, მან მიიხედა და დაინახა მისთვის უცნობი სამი ბიჭი. დარწმუნდა, რომ იმ მომენტში სერიოზულ ჩხუბს ადგილი არ ჰქონია, ამიტომ განაგრძო გზა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მანვე შენიშნა მაღაზიიდან მომავალი ქალბატონები, რომელთაც ხელებში პარკი ეჭირათ. ამის შემდეგ, წავიდა მაღაზიაში, უკან დაბრუნებისას, გზად, იმავე ადგილზე, სადაც აღნიშნული პირები იყვნენ, არავინ დახვედრია. მოწმემ დაადასტურა ვიდეოჩანაწერში ასახული ინფორმაციის რეალობასთან შესაბამისობა. გარდა ზემოაღნიშნული გინებისა, მოწმეს შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს სხვა არაფერი შეუნიშნავს.
3.23. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ვ-–---------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ არის ბ------------–---–-ს მამა. თავისი შვილის დაკავების შემდეგ, დაუკავშირდა მისი ყოფილი თანამშრომელი - ლ--------–------, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და უთხრა, რომ „ამ თემასთან დაკავშირებით“ მასთან მისული იყო ბ------------–---–-, რომელმაც გაუგზავნა ვიდეოჩანაწერი. მოწმემ სთხოვა აღნიშნული ვიდეოჩანაწერის მისთვის ე.წ. „ვაიბერით“ გადაგზავნა.
3.24. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით (26.12.2018) დგინდება, რომ ადვოკატ ვ----–-------–-–---–-ს მიერ დათვალიერდა ვ-–---------–---–--გან მიწოდებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს ა/მანქანაში განვითარებულ სიტუაციას: ა/მანქანაში ისმის ორი პირის საუბარი, რომლებიც საუბარში იყენებენ ქართულ და ინგლისურ სიტყვებს, საუბარია ნარკოტიკული ნივთიერებების ფასებთან დაკავშირებით, რიგ შემთხვევაში ისმის ასევე მესამე პირის საუბარიც, ვიდეო ჩანაწერის ბოლოს ჩანს ერთი პირის თავი და სახე. ნივთმტკიცების გახსნა-დალუქვა მოხდა კანონით დადგენილი წესით.
3.25. ადვოკატ ვ----–-------–-–---–-ს მიმართვით (25.12.2018) დგინდება, რომ მთარგმნელობითი მომსახურების გაწევის მიზნით მიმართა შპს „უ---------–-------------------------“ თარჯიმანს, რომელმაც თარგმნა ერთ ცალ ლაზერულ დისკზე ჩაწერილი ვიდეოფაილში ასახული საუბარი. თარჯიმნის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ერთი მამაკაცი ეკითხება მეორეს აქვს თუ არა ნარკოტიკული ნივთიერებები და ინტერესდება მათი ფასებით: „...ჰეროინი? - არაა; ჰაშიში გააქვს? - კი; რა ღირს? - 1 გრამი 50 ლარი; მე მყავს ირანელი მეგობრები და მინდა კარგი ჰაშიში. - კი მაქვს; მე ყოველთვის ბევრს ვყიდულობ და ფასდაკლებას აკეთებ? - კი; დღეს 4 გრამი მინდა. - არაა პრობლემა; ფასი რა აქვს? - 1 გრამი 50 ლარი, 4 გრამი 200 ლარი; 150 ლარად არ გამოვა? - არაა...“
3.26. ვიდეოფაილების იდენტურობის შესახებ ოქმით (26.12.2018) დგინდება, რომ ვ-–---------–---–--გან მიწოდებული ვიდეოჩანაწერი და ლ--------–---------- გამოთხოვილი ინფორმაცია არის ერთმანეთის იდენტური.
3.27. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა ო--------------მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ შემთხვევამდე გარკვეული პერიოდით ადრე, ერთ-ერთ კლუბში დაინახა პირი, რომელიც ყიდიდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს. აღნიშნული პირი, როგორც მგზავრი, რამდენიმე დღის შემდეგ შეხვდა შემთხვევით, მაშინ, როდესაც თავად ტაქსისტობდა კუთვნილი ა/მანქანით. ა/მანქანაში ჩაჯდომისას მგზავრმა, რომელიც იყო უცხოელი (ირანელი), აღნიშნა, რომ მოეწონა მისი ა/მანქანა და საკუთარი ნომერი დაუტოვა იმ შემთხვევისთვის, თუკი მოწმე გადაწყვეტდა მის გაყიდვას. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია მან მოუყვა ბავშვობის მეგობარს - ბ------------–---–-, რომელსაც სთხოვა ხსენებული პირის, როგორც დამნაშავის მხილებაში დახმარება. ამ მიზნით, მათ გადაწყვიტეს აღნიშნული პირისთვის გადაეღოთ ვიდეო, რომელსაც მოგვიანებით მიიტანდნენ ბ------------–---–-ს მეგობართან, რომელიც იყო პოლიციელი. დასახული მიზნის სისრულეში მოსაყვანად, მოწმე დაუკავშირდა და ბ------------–---–---- ერთად შეხვდა ა-----–------------, რომელსაც ბ------------–---–-- ფარულად გადაუღო ვიდეო, სადაც უცხოელი გარკვევით საუბრობდა ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღებაზე. ამის შემდეგ, ბ------------–---–-- მას ქართულად უთხრა, რომ უნდა წასულიყვნენ პოლიციაში (მოწმემ ჩვენების დასაწყისში აღნიშნა, რომ ირანელი პირი, რომელსაც გაუწია ტაქსის მომსახურება, ცუდად, თუმცა მაინც საუბრობდა ქართულად), რა დროსაც ა-----–------------- დაიწყო ყვირილი და ითხოვდა ა/მანქანის გაჩერებას. მოწმემ გააჩერა და უცხოელიც გადავიდა ა/მანქანიდან, თუმცა ბ------------–---–-- ის ძალით დააბრუნა ა/მანქანაში. ამის შემდეგ, მათ განაგრძეს გზა, თუმცა ა-----–------------ არ ჩერდებოდა, იგი ცდილობდა ა/მანქანიდან გადახტომას, რის გამოც მოუწია ა/მანქანის ხელმეორედ გაჩერება. ამის შემდეგ, ა-----–------------ გადავიდა ა/მანქანიდან, მას თავადაც გადაყვნენ, რათა დაებრუნებინათ ის ა/მანქანაში, თუმცა ეს უკანასკნელი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო. ამ დროს, მას და ბ------------–---–-, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ხელში არ სჭერიათ. ჩვენების მიცემისას მოწმემ არაერთგზის დაადასტურა, რომ ა-----–-------------თვის ვიდეოს გადაღება მათი მხრიდან იყო წინასწარ მოფიქრებული. რაც შეეხება უცხოელი პირის ბინადრობის მოწმობას, აღნიშნული მას დაუვარდა ა/მანქანაში.
3.28. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა ბ------------–---–-- თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ო--------------ს, რომელთანაც აკავშირებს ბავშვობის მეგობრობა, ა/მანქანის გაყიდვის მიზნით გაჰყვა. შემძენი უნდა ყოფილიყო ირანელი პირი, რომელსაც შეხვედრის დროს გაუბა საუბარი ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ, კერძოდ ეკითხებოდა ფასებს. ირანის ნარკოპოლიტიკის შესახებ საუბარი, რაზეც მიუთითებდა დაზარალებული, არ ჰქონიათ. მან აღნიშნული საუბარი, ა-----–------------- მხილების მიზნით, ჩაიწერა ტელეფონის მეშვეობით, რომელიც მიუტანა ლ--------–------ს. თავად ა-----–-------------თვის ცნობილი იყო ვიდეოს არსებობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია თავად მიაწოდა.
3.29. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც სანდოობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისას, უპირველესად ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი საკანონმდებლო აქტით - საქართველოს კონსტიტუციით, რომლის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.
4.2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე
ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/548, 22/01/2015, §41).
4.3. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ წარმოდგენილი და მათივე მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, იკვეთება ო---------------ა და ბ------------–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, თუმცა არა იმ კვალიფიკაციით, რასაც მას ბრალდების მხარე ედავება. ამდენად, სასამართლო პირველ რიგში იმსჯელებს, თუ რატომ არ არის ბრალდებულთა მიერ ჩადენილი უმართლობა ყაჩაღობის ობიექტური/სუბიექტური ნიშნების შემცველი, ხოლო შემდეგ - ჩადენილი ქმედების სწორ კვალიფიკაციაზე და განიხილავს აკმაყოფილებს თუ არა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები პირის მსჯავრდებისთვის კანონმდებლის მიერ დაწესებულ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
4.4. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული ყაჩაღობისთვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმისთვის. აღნიშნული დანაშაული გამოიხატება, როგორც ქონების ხელყოფაში, ისე თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარაში. ყაჩაღობის დროს ძალადობის მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. მისი გამოვლენის ფორმას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად, ან სხვაგვარი მოქმედებით. ყაჩაღობის დროს დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან ყოველ შემთხვევაში, საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს მუქარა რეალიზებულ იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. ყაჩაღობა დამთავრებულია თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, მოახერხა თუ არა თავდამსხმელმა ამ შესაძლებლობის რეალიზება.
4.5. სასამართლო უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულ ა-----–------------- ჩვენებაზე, რომელსაც შეაფასებს სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, ვინაიდან აღნიშნული მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენების უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევისათვის. საქმის არსებითი განხილვისას, უნდა შემოწმდეს მოწმის ჩვენება წინააღმდეგობაში ხომ არაა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან. მოწმის სანდოობა ორი ელემენტისგან შედგება: 1. მოწმის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობისა და 2. უშუალოდ მოწმის პიროვნების სანდოობისგან. ამდენად, სასამართლო ზემოაღნიშნული ორი ელემენტით შეაფასებს დაზარალებულ ა-----–------------- ჩვენებას და იმსჯელებს მისი სარწმუნოობის ხარისხზე.
4.6. მოწმის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობა:
4.6.1. სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა განმარტა, რომ ა/მანქანის შეძენის მიზნით წასულს, ფიზიკური ძალადობითა და დანის გამოყენების მუქარით, ო--------------მ და ბ------------–---–-- გასტაცეს ფულადი თანხა 2020 აშშ დოლარისა და დაახლოებით 1600 ლარის ოდენობით. მას ფიზიკური დაპირისპირებისას ჩამოტყდა ერთი კბილი და პირი სისხლით ჰქონდა სავსე.
4.6.2. იმისთვის, რომ სასამართლო დარწმუნდეს მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობაში, აუცილებელია მის მიერ დაკითხვის ფარგლებში სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია შეესაბამებოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებს, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენების აღნიშნული ნაწილი, რაც შეიცავს ყაჩაღობის შემადგენლობისთვის აუცილებელ ობიექტურ ნიშნებს, არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად გამოირიცხება დაზარალებულის სხეულზე რაიმე ზიანის არსებობის ფაქტი (იხ. პუნქტი 3.8.). საუბარი ზედმეტია კბილის ჩამოტეხვაზე, რომელიც ვიზუალურად მარტივად შესამჩნევია. აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნას, მხარეთა შეთანხმების შედეგად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. დაზარალებულის განმარტების (რომ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად პირი სისხლით ჰქონდა სავსე) საპირისპიროს ადასტურებს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის თანახმად, დაზარალებულ ა-----–------------- ტანსაცმელზე რაიმე სახის სისხლის კვალი ან ლაქა აღმოჩენილი არ არის, რაც ნაკლებად სავარაუდოა იმგვარი დაზიანების არსებობისას, რაც დაზარალებულის თქმით მას გააჩნდა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა ავტომატურად გამორიცხავს დაზარალებულის მეუღლის - ჩ--------------- განმარტებასაც, რომ შემთხვევის ადგილზე მისულს დახვდა დასისხლიანებული ა-----–------------.
4.6.3. მართალია დაზარალებული ა-----–------------ თავის ჩვენებაში მიუთითებდა, რომ ო--------------მ და ბ------------–---–-- მას ფიზიკური ძალადობის შედეგად წაართვეს ფულადი თანხა, თუმცა აღნიშნული გარემოების უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის განხილვისას არ წარმოდგენილა. უფრო მეტიც, სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული ნივთიერი მტკიცებულებით - სარეკლამო კომპანია შპს „ო-–-------------“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით, ცალსახად გამოირიცხება მოვლენათა იმგვარი განვითარება, როგორც ამას დაზარალებული აღწერს თავის ჩვენებაში. ვიდეოჩანაწერი, რომელიც ხასიათდება უტყუარობის მაღალი სტანდარტით, არ ასახავს ბრალდებულთა მიერ დაზარალებულისთვის ფულის წართმევის მომენტს. საგულისხმოა, რომ ბრალდებულთა პირადი ჩხრეკისა და ა/მანქანის დათვალიერების შედეგად, რაიმე სახის ფულადი თანხა არ ამოღებულა. აღნიშნული გარემოების პარალელურად, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ფაქტის უშუალო შემსწრე პირზე - ა------------- ჩვენებაზე, რომელმაც განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე დაინახა სამი პირი, რომელთა შორის სერიოზულ ჩხუბს ადგილი არ ჰქონია. სასამართლო განმარტავს, რომ ისეთი მტკიცებითი ძალის მქონე დოკუმენტს, როგორიცაა ვიდეოჩანაწერი, (განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საწინააღმდეგო მტკიცებულება არ არსებობს), ვერ გადაწონის ვერც დაზარალებულის ჩვენება და ვერც დაზარალებულის მეუღლის განმარტება, რომ შემთხვევის დღეს ა-----–------------- აიღო ფული და ისე წავიდა სახლიდან. ეს უკანასკნელი თავისი არსით წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რაც პირდაპირ მტკიცებულებათა არ არსებობის ფონზე, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
4.6.1. დაზარალებული ა-----–------------ თავის ჩვენებაში მიუთითებდა, რომ ო---------------ა და ბ------------–---–-ს მიერ ფულის წართმევის მომენტში, შემთხვევის ადგილზე გაიარა ორმა ქალბატონმა. მიუხედავად აღნიშნული განცხადებისა, სასამართლოს არც აღნიშნული ქალბატონების დაკითხვის და არც მათი გამოკითხვის ოქმის გამოკვლევის/შეფასების შესაძლებლობა მიეცა (ბრალდების მხარეს ისინი არ წარმოუდგენია მოწმის სახით).
4.7. მოწმის პიროვნების სანდოობა:
4.7.1. სასამართლოს შეფასებით, დაზარალებულ ა-----–------------- შესაძლო დაინტერესებაზე მიუთითებს ნარკოტიკულ დანაშაულთან მისი შემხებლობა. დაზარალებულის კატეგორიული განმარტება, რომ მასსა და ბრალდებულებს შორის ა/მანქანაში გამართული საუბარი ეხებოდა ირანში არსებულ ნარკოპოლიტიკას, ხოლო ვიდეოჩანაწერში ნახსენები პირი იყო არა თავად, არამედ მისი მეგობარი, არადამაჯერებელია. სასამართლომ დაზარალებულის ჩვენების ამ ნაწილის გაუზიარებლობას საფუძვლად დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დაუდო. კერძოდ: ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით (26.12.2018) დგინდება, რომ ა/მანქანაში ისმის ორი პირის საუბარი, რომლებიც საუბარში იყენებენ ქართულ და ინგლისურ სიტყვებს, საუბარია ნარკოტიკული ნივთიერებების ფასებთან დაკავშირებით, რიგ შემთხვევაში ისმის მესამე პირის საუბარიც, ვიდეო ჩანაწერის ბოლოს, ჩანს ერთი პირის თავი და სახე. ვინაიდან ჩანაწერი მხოლოდ ქართულ ენაზე არ ხორციელდებოდა, დაცვის მხარემ აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულების შინაარსისთვის მტკიცებულებითი ძალის მინიჭებისთვის, მთარგმნელობითი მომსახურების გაწევის მიზნით მიმართა შპს „უ---------–-------------------------“ თარჯიმანს, რომელმაც თარგმნა ერთ ცალ ლაზერულ დისკზე ჩაწერილ ვიდეოფაილში ასახული საუბარი. თარჯიმნის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ერთი მამაკაცი ეკითხება მეორეს, აქვს თუ არა ნარკოტიკული ნივთიერებები და ინტერესდება მათი ფასებით: „...ჰეროინი? - არაა; ჰაშიში გააქვს? - კი; რა ღირს? - 1 გრამი 50 ლარი; მე მყავს ირანელი მეგობრები და მინდა კარგი ჰაშიში. - კი მაქვს; მე ყოველთვის ბევრს ვყიდულობ და ფასდაკლებას აკეთებ? - კი; დღეს 4 გრამი მინდა. - არაა პრობლემა; ფასი რა აქვს? - 1 გრამი 50 ლარი, 4 გრამი 200 ლარი; 150 ლარად არ გამოვა? - არაა...“ საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში არსებულ პირთა იდენტურობის საკითხი, მხარეთა მიერ ეჭვქვეშ არ დამდგარა. მამაკაცი, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ იგი ყიდის ნარკოტიკულ საშუალებას და მათი სახეობის მიხედვით ასახელებს ფასებს, არის ა-----–------------. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში თარგმნის შეცდომის გამოსარიცხად (როგორც ამას დაზარალებული ამბობდა), მხარეს შეეძლო წარმოედგინა სხვა თარჯიმნის მიერ შესრულებული თარგმანი, რაც გაამყარებდა დაზარალებულის პოზიციას, თუმცა ამგვარი დოკუმენტი არ წარმოდგენილა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს არ აქვს საფუძველი იმისა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება. განსახილველ შემთხვევაში, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ა-----–-------------თვის ცნობილი გახდა ფარული ვიდეოჩანაწერის არსებობის თაობაზე, რომელიც ბ------------–---–-- ჩაიწერა. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება მიუთითებს მის პირად მოტივზე - საკუთარი ქმედების შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ხასიათიდან გამომდინარე, აღნიშნული ვიდეოჩანაწერი არ გავრცელებულიყო.
4.8. ზემოაღნიშნულ მსჯელობათა ფონზე, ნათელია, რომ დაზარალებულ ა-----–------------- ჩვენებამ, ვერ დააკმაყოფილა სანდოობის კრიტერიუმი, რაც აცლის მას მტკიცებით ძალას. მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, სასამართლო მიმოიხილავს სხვა მტკიცებულებებსაც, რომელიც ბრალდების მხარემ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად წარმოუდგინა სასამართლოს.
4.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეებიდან არცერთი მათგანი ყოფილა ფაქტის უშუალო შემსწრე პირი. ჩ--------------- განმარტა, რომ მისმა მეუღლემ სახლიდან ფული წაიღო და წავიდა, შემდეგ კი დაურეკა და უთხრა მომხდარი ფაქტის შესახებ. ადგილზე მისულს ა-----–------------ დახვდა დასისხლიანებული. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულ ა-----–------------- ტანსაცმელზე რაიმე სახის სისხლის კვალი ან ლაქა აღმოჩენილი არ არის, რაც გამორიცხავს ჩ--------------- განმარტებას. აღნიშნული გარემოება თავის მხრივ, მეტყველებს ჩ--------------- მიერ მიცემული ჩვენების არასანდოობაზე. რაც შეეხება ლ-------–----------, იგი ცალსახად მიუთითებდა, რომ შემთხვევის შემდეგ დაუკავშირდა ა-----–------------, რომელსაც ამცნო შემთხვევის დღეს მომხდარი ფაქტის დეტალები (ირიბი მოწმე). რაიმე იმგვარი ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა ო--------------- ან/და ბ------------–---–-ს მხრიდან ყაჩაღობის ჩადენას, არც ი-----------–---–- მიუწოდებია სასამართლოსთვის (ირიბი მოწმე).
4.10. ფაქტზე, რომ შემთხვევის დღეს, ა-----–------------ ო--------------სთან და ბ------------–---–---- ერთად იმყოფებოდა ო--------------- მფლობელობაში არსებული ა/მანქანაში, მხარეები არ დავობენ. სადავოა ყაჩაღური თავდასხმით დაზარალებულის კუთვნილი ფულადი თანხის დაუფლება. კითხვაზე - ჰქონდა თუ არა ადგილი ო---------------ა და ბ------------–---–-ს მხრიდან ა-----–------------- კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმას, ჩადენილს ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, პასუხის მისაღებად, სასამართლო მართებულად მიიჩნევს მიმოიხილოს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული ნივთიერი მტკიცებულება - ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებს და რაზეც დაზარალებული ა-----–------------ც საუბრობდა თავის ჩვენებაში.
4.11. სარეკლამო კომპანია შპს „ო-–-------------“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისი, ს--------- ქუჩა №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული მოვერცხლისფრო “------------- ა/მანქანის წინა მარცხენა სავარძლიდან გადმოდის ახალგაზრდა მამაკაცი. მალევე ა/მანქანის უკანა კარებიდან გადმოდის მეორე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ჩახუტებული გადმოჰყავს მესამე მამაკაცი. ეს უკანასკნელი ვარდება ძირს, მეორე მამაკაცი იხრება და ხელების მოძრაობით იჭერს მას და ცდილობს მის შებოჭვას. მალევე პირველი ახალგაზრდა მამაკაცი ჯდება ა/მანქანაში და “------------- ა/მანქანა იწყებს მოძრაობას. მამაკაცი, რომელიც ცდილობდა პირის შებოჭვას არის ბ------------–---–-, ხოლო მამაკაცი, რომელსაც უზღუდავდა გადაადგილებას - ა-----–------------. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ბ------------–---–- ახორციელებს ფიზიკურ ზემოქმედებას არსალან ჰეიდარზე, კერძოდ, ეს უკანასკნელი ცდილობს გაქცევას, ხოლო ბრალდებული უკნიდან იჭერს მას და ისინი ერთდროული მოძრაობით გადაადგილდებიან თავდაპირველი ადგილიდან ათიოდე მეტრის დაშორებით. ამის შემდეგ, ა-----–------------ წაიქცევა, ხოლო ბ------------–---–- ადგას თავზე (სავარაუდოდ იჭერს ხელებით და ახორციელებს მასზე ძალადობას). მალევე აღნიშნული ადგილზე მიდის მამაკაცი, რომელიც ა/მანქანით გავიდა ს--------- ქუჩა №---ის მიმდებარე ტერიტორიიდან - ო--------------, თუმცა ამჯერად ბრუნდება ფეხით, მიდის მათთან და თავზე ადგას მამაკაცს, რომელიც წაქცეულია ძირს. ხელებისა და სხეულის მოძრაობიდან გამომდინარე ჩანს, რომ მას არ აძლევენ ფეხზე წამოდგომის შესაძლებლობას. ამის შემდეგაც ბ------------–---–- და ო-------------- ტოვებენ ა-----–------------ შემთხვევის ადგილზე, ხოლო თავად სხდებიან ა/მანქანაში და ტოვებენ ტერიტორიას.
4.12. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი, რაც ბრალდებულთა მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს, არ მიუთითებს ბ------------–---–-სა და ო--------------- მხრიდან ა-----–------------- მიმართ ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობისა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარის გამოყენებასა და დანის გამოყენებით მისი ფულადი თანხის დაუფლების თაობაზე, როგორც ამას დაზარალებული მიუთითებდა თავის ჩვენებაში. მიუხედავად მოცულობითი სგაამოძიებო მოქმედების ჩატარებისა, აღმოჩენილ ვერ იქნა დაზარალებულის მიერ ხსენებული დანაშაულის იარაღი - დანა, აგრეთვე ფულადი თანხა.
4.13. რაც შეეხება ტრასოლოგიური ექსპერტიზით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ა-----–------------- პიჯაკს აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანება, აღნიშნული არ შეიძლება მივიჩნიოთ ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან დაზარალებულსა და ბრალდებულებს შორის ფიზიკური დაპირისპირება ვიდეოჩანაწერითაც დასტურდება და არც სადავო გარემოებას წარმოადგენს. ფიზიკური დაპირისპირება კი, თავის მხრივ არ გამორიცხავს, რომ ამ დროს დაზარალებულს დაზიანებოდა ტანსაცმელი. მხარეთა შორის ფიზიკური დაპირისპირების კიდევ ერთი დასტურია ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა აღნიშნული დასკვნა მსგავსად ტრასოლოგიური ექპერტიზისა, არ წარმოადგენს ყაჩაღობის განხორციელების დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებას.
4.14. ზემოაღნიშნულ მსჯელობათა ფონზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულებმა ო--------------მ და ბ------------–---–-- ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება. ამდენად, ვინაიდან საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დაზარალებულ ა-----–-------------თვის ქმედების თავისუფლების შეზღუდვასთან ერთად, დგინდება ბრალდებულთა მიერ მისი ნების საწინააღმდეგოდ განხორციელებული მოქმედება და არა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ო---------------ათვის და ბ------------–---–-სთვის ბრალად წარდგენილი ქმედება - საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლზე.
4.15. კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია იძულება, რომლისგანაც სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება - კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება ადამიანისთვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ და ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება. ფიზიკურ იძულებაში იგულისხმება პირის გათოკვა, მისთვის შებოჭვა, ცემა და სხვ., ხოლო ფსიქიკურ იძულებაში - მუქარა. დანაშაული დამთავრებულია, მაშინ, როდესაც პირს აიძულებენ შეასრულოს რაიმე მოქმედება, იმისდა მიუხედავად, შეასრულა თუ არა მან დამნაშავისათვის სასურველი ქმედება. ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული პირდაპირ განზრახვაში ვლინდება.
4.16. ბრალდებულთა ქმედების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მსგავსი ტიპის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლომ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ დაზარალებულის თავდახრილ მდგომარეობაში ა/მანქანაში ჯდომის ფაქტი (როდესაც თავდამსხმელები არ აძლევდნენ ა/მანქანიდან გადასვლის საშუალებას) შეაფასა ფსიქიკურ იძულებად და ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (იხ. უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება, საქმე №99აპ-18, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 10).
4.17. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით ჩანს, თუ როგორ ახორციელებს ფიზიკურ ზემოქმედებას ბ------------–---–- ა-----–------------- წინააღმდეგ, კერძოდ, იგი ხელების მოძრაობით იჭერს და ბოჭავს დაზარალებულს. კადრში ბ------------–---–---- ერთად ასევე ჩანს ო--------------, რომლის ხელებისა და სხეულის მოძრაობა მიუთითებს იმაზე, რომ ისინი დაზარალებულს არ აძლევენ ფეხზე წამოდგომის შესაძლებლობას. იმ ფაქტს, რომ ა-----–------------- მიმართ თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას ქ. თბილისში, ს------------------ განხორციელებულ ფიზიკურ ზემოქმედებამდეც ჰქონდა ადგილი, ადასტურებს ბრალდებულ ო--------------- ჩვენებაც, რომელმაც განმარტა, რომ ქ. თბილისში, ს------------------ მისვლამდე, დაზარალებული გადავიდა ა/მანქანიდან, ხოლო ბ------------–---–-- ა-----–------------ მისი ნების საწინააღმდეგოდ დააბრუნა ა/მანქანაში. შემდეგ კი, როდესაც დაზარალებული კვლავ ცდილობდა ა/მანქანიდან გადასვლას, ამის საშუალება გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ მისცეს. შემდეგ დაზარალებულის ქცევიდან გამომდინარე, ა/მანქანა გააჩერეს ქ. თბილისში, ს--------- ქუჩა №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაზარალებულის მიმართ განხორციელებულ ზემოქმედებას ხაზს უსვამს ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც, რომელიც ადასტურებს მის პიჯაკზე მექანიკური (შესაძლო ფიზიკური) ზემოქმედების შედეგად მიღებულ დაზიანებას.
4.18. სასამართლო იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (შემდეგში - ევროპული სასამართლო) განმარტებას, რომ თუ მტკიცებულება ძალიან მყარია და არ არსებობს მის სანდოობაში დაეჭვების რისკი, შესაბამისად მცირდება დამხმარე მტკიცებულებათა საჭიროება (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bykov v. Russia, №4378/02; 10/03/2009; §90). განსახილველ შემთხვევაში ამგვარ თვალსაჩინო მტკიცებულებას წარმოადგენს ვიდეოჩანაწერი, რომელიც ხასიათდება უტყუარობის მაღალი ხარისხით. აღნიშნული ჩანაწერით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კი თანხვედრაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, რომელზეც სასამართლომ დეტალურად იმსჯელა.
4.19. ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულების ო--------------- და ბ------------–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედება, შეიცავს ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემადგენლობას, როგორიც არის იძულება, ჩადენილი ჯგუფურად. სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ბრალდებულთა ქმედება გამოიხატა დაზარალებულ ა-----–-------------თვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, მის ფიზიკურ იძულებაში, შეესრულებინა/არ შეესრულებინა ისეთი მოქმედება, რომლის შესრულება/შესრულებისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენდა - გადაადგილებულიყო თავისუფლად.
4.20. დაცვის მხარე, სასამართლოს წინაშე აცხადებდა, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებაში, რომ მათი მოტივი ა-----–------------- პოლიციაში წარდგენის მიზნით შეპყრობა იყო. არის თუ არა დაცვის მხარის აღნიშნული განმარტება რეალობასთან შესაბამისი, სასამართლომ უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებების სიღრმისეული შეფასების შედეგად, რა დროსაც გადამწყვეტ მნიშვნელობას ბრალდებულთა მიერ განხორციელებული ქმედებები (მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებამდე და მის შემდეგ) წარმოადგენს. მართალია ერთი შეხედვით, ბ------------–---–-ს მიერ ვიდეოჩანაწერის მომზადება, სადაც ა-----–------------ საუბრობს ნარკოტიკულ საშუალებებზე, მეტყველებს მის ინტერესზე - ამხილოს დამნაშავე, თუმცა აღნიშნული ინტერესის საპირისპიროს ამტკიცებს ფაქტი - ისინი არ ცდილობენ საპატრულო პოლიციაში დარეკვას. სსიპ 112-ში დარეკვის ფაქტი არც მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემდეგ განხორციელებულა მათ მიერ. უფრო მეტიც, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერი არის ნათელი დასტური იმისა, რომ მიუხედავად ფიზიკური შესაძლებლობისა, ძალის გამოყენებით ჩაესვათ ა-----–------------ ა/მანქანაში, ო-------------- და ბ------------–---–- მას უეცრად ანებებენ თავს და ტოვებენ შემთხვევის ადგილს. აღნიშნული გარემოება ცალსახად გამორიცხავს მიზანს - ა-----–------------- პოლიციაში წაყვანას, რადგან, როგორც აღინიშნა რეალურად მათ ამის შესაძლებლობა გააჩნდათ. დამნაშავის მიმართ პოლიციაში წარდგენის მიზნით პროპორციული ძალის გამოყენება, როგორც მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებებში მოქმედება, გამართლებული იქნებოდა. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივი შეფასების შედეგად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ო--------------მ და ბ------------–---–-- იძულება ჩაიდინეს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებაში.
4.21. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულთა მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას - დანაშაულებრივი ქმედების ჯგუფურად ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლი იძლევა ჯგუფური დანაშაულის დეფინიციებს. განსახილველ შემთხვევაში, ნათელია და არც ბრალდებულები უარყოფენ იმ ფაქტს, რომ მათ მიერ განხორციელებული ქმედება ატარებდა ურთიერთშეთანხმებულ ხასიათს.
4.22. ვინაიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ო---------------ა და ბ------------–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება იცვლება, სასამართლოს სურს დამატებით განმარტოს, რომ ბრალდების უცვლელობის პრინციპის დარღვევას ადგილი არ აქვს, შემდეგ გარემოებათა გამო: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდეგში - ევროპული კონვენცია) მე-6 მუხლის მე-3(b) პუნქტი უზრუნველყოფს ბრალდებულს დაცვის მოსამზადებლად ადეკვატური დროითა და საშუალებით. სასამართლო იზიარებს ამ საკითხთან მიმართებით ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომ ბრალდების გადაკვალიფიცირებისას, ბრალდებულს უნდა მიეცეს სათანადო დრო და საშუალება მათზე რეაგირებისთვის და ახალ ბრალდებაზე დაყრდნობით დაცვის ორგანიზებისთვის (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Mattoccia v. Italy, 25/07/2000, განაცხადი №23969/94, §61); ევროპული სასამართლო მნიშვნელობას ანიჭებს დროის ფაქტორს. კერძოდ, როდესაც სამართალწარმოების განმავლობაში, ფაქტების კვალიფიკაცია იცვლება, ბრალდებულს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ პრაქტიკულად და ეფექტურად განახორციელოს დაცვის უფლებები გონივრულ ვადაში (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Pélissier and Sassi v. France, 25/03/1999, განაცხადი №25444/94, §62); ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის სტანდარტი არ არის დარღვეული იმ შემთხვევაში, როცა სამართალწარმოების განმავლობაში ქმედების გადაკვალიფიცირებისას ბრალდებულს დაცვის განსახორციელებლად საკმარისი დრო და შესაძლებლობა ჰქონდა (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Block v. Hungary, 25/01/2011, განაცხადი №56282/09, §24); აგრეთვე, ევროპული სასამართლოს მიდგომით, ქმედების გადაკვალიფიცირება დაცვისთვის წინასწარ განჭვრეტადია, როდესაც „ქმედება ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტია“ (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე De Salvador Torres v. Spain, 24/10/1996, განაცხადი №21525/93, §33); აგრეთვე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Juha Nuutinen v. Finland, 24/04/2007, განაცხადი №45830/99, §32).
4.23. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულ ო---------------ა და ბ------------–---–-ს მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ფაქტი, რომ ბრალდებულები იძულებით ცდილობდნენ დაზარალებულისთვის არ მიეცათ ა/მანქანიდან გადასვლის საშუალება, ხოლო უკვე გადასულ ა-----–------------ ძალის გამოყენებით არ აძლევდნენ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, დაცვის მხარეს აძლევდა შესაძლებლობას წინასწარ განეჭვრიტა მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს, მართალია სხვა მოტივაციით, თუმცა თავად ბრალდებულებიც ადასტურებდნენ.
4.24. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ო---------------ა და ბ------------–---–-ს ქმედება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
5.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.
5.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რითაც სასჯელი უნდა დაენიშნოთ ო--------------სა და ბ------------–---–-, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტ თვემდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ასეთ შემთხვევაში სასამართლომ თავისი დისკრეციის ფარგლებში უნდა შეარჩიოს ისეთი სასჯელის სახე და ზომა, რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
5.4. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სამართლიანობის, პროპორციულობისა და თანასწორობის პრინციპებთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს ო---------------ა და ბ------------–---–-ს მიერ მომეტებული საშიშროების მატარებელი ძალადობრივი დანაშაულის დღის საათებში, საჯარო სივრცეში ჩადენას, რომლის მსხვერპლიც უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. იმ ფაქტს, რომ ბრალდებულთა მიერ გამოვლენილი ნება მტკიცე იყო, ადასტურებს მათი მხრიდან დაზარალებულის მიმართ თავისუფალი გადაადგილების არაერთჯერადი (ქ. თბილისი, ს------------------ მისვლამდეც და მითითებულ მისამართზეც) უკანონო შეზღუდვა, რითაც დაზარალებულ ა-----–------------ არ მისცეს საშუალება შეესრულებინა მოქმედება, რომლის შესრულებაც მისი უფლება იყო და თავი შეეკავებინა ამგვარი მოქმედების შესრულებისგან. სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულთა ოჯახურ მდგომარეობასაც (ბ------------–---–- ჰყავს მეუღლე და შვილები) და მიიჩნევს, რომ ო---------------ა და ბ------------–---–-ს რესოციალიზაციისათვის, ზემოთ ხსენებული პრინციპებიდან გამომდინარე, სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოთ თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 4 თვის ვადით, რაც იქნება მათ მიერ განხორციელებული ქმედების შესაბამისი, რეალური და პროპორციული საშუალება სასჯელის მიზნების მისაღწევად.
6. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:
· ა-----–-------------გან ამოღებული ტანისამოსი, ა-----–------------- სახელზე გაცემული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, ო--------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, ბ------------–---–-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი, ო---------------გან ამოღებული ა/მანქანა და ა/მანქანის გასაღები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან/და მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;
· თეთრ ქაღალდში გახვეული მომწვანო-მოყავისფრო ფხვიერი ნივთიერება, სუნის ნიმუშები, ნერწყვის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს;
· ელექტრონული დისკები, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო--------------- ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
ო-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით.
ო--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 25 სექტემბრიდან.
ბ------------–---–-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
ბ------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით.
ბ------------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 25 სექტემბრიდან.
მსჯავრდებულების: ო--------------- და ბ------------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები:
· ა-----–-------------გან ტანისამოსი, ა-----–------------- სახელზე გაცემული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, ო--------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, ბ------------–---–-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი, ო---------------გან ამოღებული ა/მანქანა და ა/მანქანის გასაღები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან/და მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;
· თეთრ ქაღალდში გახვეული მომწვანო-მოყავისფრო ფხვიერი ნივთიერება, სუნის ნიმუშები, ნერწყვის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;
· ელექტრონული დისკები, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი