განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1468-19
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილი
სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა------–--------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ----–----------------–----–---- - დ----------–-------–-–-------------------------------–----------–--------------------------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–-------------------------–--–-------------------------------–---------------------–----------------–---------------------–----–-------------------–--
ადვოკატი - გ---------------–--–---–--
თარჯიმანი - ხ-----------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ასევე, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
2----–-–-------------–-, თბ--–--–-------------------–----–-------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ----–--–----–---- არასრულწლოვან შვილთან, ლ---–---–----–------- სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ამ უკანასკნელის სამსახურთან დაკავშირებით. კონფლიქტისას ვ----–--–----–-------–---–---–----–----, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი ძმის, ე-––----–----–----- თანდასწრებით, სახეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც ლ---–---–----–----- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2----–-–-------------- თბ--–--–-------------------–----–-------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი ე-––----–----–----- თნდასწრებით, ვ----–--–----–---- არასრულწლოვან შვილთან, ლ---–---–----–------- სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ამ უკანასკნელის სამსახურთან დაკავშირებით. კონფლიქტისას ვ----–--–----–----- შვილს შეაფურთხა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახის არეში ხელი დაარტყა, თმა მოქაჩა და თმით ითრია. სიტუაციის განმუხტვას შეეცადა ვ----–--–----–----- მეუღლე, ვ------------------------- რა დროსაც ვ----–--–----–----- მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ბეჭის არეში მუშტი დაარტყა, მასვე, გაშლილი ხელი მოუქნია, რომელიც მარჯვენა ყურთან მოხვდა და რამდენჯერმე შეაფურთხა. ვ----–--–----–----- ქმედებების შედეგად ლ---–---–----–---------------------------------- თავს დამცირებულად გრძნობდნენ, განიცდიდნენ ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას.
2----–-–-------------- თბ--–--–-------------------–----–-------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ვ----–--–----–---- დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით, დაემუქრა მეუღლეს, ვ------------------------ და არასრულწლოვან შვილს, ლ---–---–----–----. ინციდენტს შეესწრო ვ----–--–----–----- და ვ------------------------- არასრულწლოვანი შვილი, ე-––----–----–----- რომელმაც მამას დანა წაართვა. იმავდროულად, ვ----–--–----–----- სამზარეულოს ცული გამოიტანა და აღნიშნულის გამოყენებით, კვლავ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, ვ------------------------ და არასრულწლოვან შვილს, ლ---–---–----–----. ვ----–---–----–----- ქმედებების შედეგად, ვ------------------------ და ლ---–---–----–---- მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვ----–--–----–----- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადაოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ვ----–--–----–----- მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ასევე, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების - გ-------------, ვ-------------------------, ლ---–---–----–-------------------–---–---------------–----- ე-––----–----–----- გამოკითხვის ოქმებით, ვ----–--–----–----- დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რასაც ეთანხმება თავად ბრალდებულიც.
ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ----–--–----–----- ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ასევე, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.
ვ----–--–----–----- მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ, ისე დამამძიმებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, მის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებების და დამდგარი შედეგის მიმართ.
ვ----–--–----–----- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვნის მიმართ, ასევე არასრულწლოვნის თანდასწრებით.
ამდენად, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ვ----–--–----–----- რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ----–--–----–---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად, 01 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმით, ვ----–--–----–---- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 06 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად, 01 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
მსჯავრდებულ ვ----–--–----–---- ძირითადი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან -------–-–-----------------, ხოლო იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ვადის ათვლა დაეწყოს ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ვ----–--–----–---- დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულება:
_ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა და ცული, რაც ინახება თ---–--–-------------–---–-------------–------------–--------------–-------–-–---------------------------–---------------------------–------------------------------–-----------------–----– შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი