განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1383-19
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ ლ---------------,ადვოკატ ა---------–-------------,ბრალდებულ ი-–--------–------ მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-–--------–------ (პირადი #6----------) - დაბადებულის 2----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქის, არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ს------–-----–----------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისში, ვ---------–------------–---------7-ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ი-–--------–-----მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა; მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
ი-–--------–-----მ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებული და სროლისათვის ვარგისი, თურქული წარმოების, 9 მმ ნომინალური კალიბრის, ,,B-----------‘‘ მოდელის პისტოლეტი და ამავე პისტოლეტისათვის განკუთვნილი ოთხი ცალი ქარხნული წესით დამზადებული და თვითნაკეთი წესით დამუხტული ვაზნა, რომელიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. ზემოაღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას 2019 წლის 19 თებერვალს თბილისში, ვ---------–------------–---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-–--------–----- მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებები, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ი-–--------–-----მ ჩაიდინა დანაშაული, რაც გამოიხატა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში.
სასამართლომ, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ ი-–--------–------ დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - ბრალდებულ ი-–--------–------, მოწმეების: ზ---------–--------–---–--- და ი----------- გამოკითხვის ოქმებით; ი-–--------–------ პირადი ჩხრეკის ოქმით; ბალისტიკური ექსპერტიზის #1---- დასკვნით - დადასტურებულად მიაჩნია ი-–--------–------ მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
ზემოაღნიშნულის გამო, ი-–--------–------ მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელები განესაზღვროს ამ მუხლის შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
ი-–--------–------ მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ი-–--------–------ მიმართ თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომის გამოყენებას, რაც იქნება ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით იქნება ადეკვატური. ამასთან, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმის პრინციპით.
რაც შეეხება ნივთიერ მტკიცებულებებს, მათი ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი-–--------–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი-–--------–------, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
ი-–--------–------ სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2019 წლის 19 თებერვლიდან.
ი-–--------–------ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები - ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 2 ცალი ვაზნა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს; ი-–--------–------ პირადი ჩხრეკისას ამოღებული მწვანე ფერის ხელჩანთა, მასში მოთავსებული ნივთებით, გადაეცეს მათ კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; 3 ცალი მასრა, პისტოლეტიდან, მჭიდიდან და ვაზნებიდან აღებული ანაწმენდები და ნერწყვის ნიმუში განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე