განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №------------------------
სამტრედიის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 მაისი , 2019 წელი ქ.სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - დავით სვანაძე
სხდომის მდივანი - ინგა თოხაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მა----მ მე-–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული ელ-----ა ვა-––---ის ძე მ----–----–--- დაბადებული 1----–-–-----------------------------, მცხოვრები: ვანის რაიონი, სო----–--–--------ა.
ადვოკატი- გრ-----–------------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-117-ე მუხლის პირველი ნაწილით
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ელ-----ა მ----–----–---მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ვანის რაიონის სოფელ შუ-------ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში ვახშმობისას, სადღეგრძელოს წარმოთქმასთან დაკავშირებით, ელ-----ა მ----–----–---ს, სტუმრების თანდასწრებით კონფლიქტი მოუვიდა შვილთან ვა-----გ მ----–----–---სთან. იმავე დღეს, დაახლოებით 21:00 საათზე, შვილთან მარტოდ დარჩენილმა ელ-----ა მ----–----–---მ, კამათით განაწყენების ნიადაგზე ვა-----გ მ----–----–---ს გულმკერდის მარცხენა მიდამოში განზრახ დაარტყა სუფრიდან აღებული შამფური, რითაც მიაყენა გულმკერდის და მუცლის ღრუში შემავალი, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, რაც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო, სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ელ-----ა მა---–----–იძის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 – 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:
საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ელ-----ა მ----–----–---მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და გამოიყენა დუმილის უფლება.
საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულ ელ-----ა მა---–----–იძის ახლო ნათესავმა, კერძოდ, შვილმა -დაზარალებულმა ვა-----გ მ----–----–---მ ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის, ბრალდებულ ელ-----ა მა---–----–იძის წინააღმდეგ.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ას---- გა------- განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ქვ-----------ში, ელ-----ა მა---–----–იძის მეზობლად, 2018 წლის 14 თებერვალს, საღამოს საათებში, იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ქუჩიდან შემოესმა ყვირილის ხმა, მან ფანჯრიდან, ჭიშკართან ახლოს, დაინახა თავისი მაზლი, შა-–--------------ძე, რომელმაც შეკითხვაზე თუ რა ხდებოდა, უპასუხა, რომ ვა-––---ის შვილიშვილი არის მთვრალი და იძახის დაჭრილი ვარო, მამაჩემმა დამჭრა და მიშველეთო. მან (მოწმემ) დარეკა სასწრაფოში, თან ჭიშკართან გამოვიდა და დაინახა, რომ იქვე, ცოტა მოშორებით, იწვა ელ-----ა მა---–----–იძის შვილი და იმეორებდა ,,32 წლის ბიჭი ვარ და მიშველეთ ნუ მომკლავთო’’, იგი შეეცადა მის დამშვიდებას და სასწრაფოს მოსვლამდე მისი საცხოვრებელი სახლიდან გამოატანინა გასაშლელი საწოლი, ე. წ ,,ლეჟანკა’’ და დააწვინა იგი. დაჭრილს ორივე ხელი და ფეხი უკვე გაცივებული ჰქონდა, როდესაც მაისური აუწია, მას სისხლის კვალი გარეგნულად არ ემჩნეოდა, მხოლოდ მცირე ზომის ნაჩხვლეტი შენიშნა და რადგან სციოდა გადააფარა ადიელა. ძალიან მალე მოვიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარებაც. თუ რა და სად მოხდა და რით ჰქონდა მიყენებული ჭრილობა მას დაჭრილი პირისთვის არ უკითხავს და ვინაიდან სახლში მარტო ჰყავდა მცირეწლოვანი ბავშვები, სასწრაფოს მოსვლის შემდეგ, დატოვა ისინი და შევიდა სახლში. მისი ინფორმაციით დაჭრილ პირს, მამასთან ელ-----ა მ----–----–---სთან ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე შა-–--------------ძემ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ გ-----–ი, არის ვა-----გ და ელ-----ა მ----–----–---ების მეზობელი. 2018 წლის 14 თებერვალს დაახლოებით 21:00 საათზე, იგი იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ეზოში გასულს, შემოესმა მისი ბავშვობის მეგობრის, ვა-----გ (ვ------–ი) მა---–----–იძის ხმა, ,,ცუდად ვარ, დაჭრილი ვარ, მამაჩემმა დაჭრა და რამე მიშველეთო’’, იმ საღამოს იყო ნაწვიმარი და მიწა სველი იყო, ვა-----გი ძირს ეგდო სველ მიწაზე, ტანთ ეცვა შარვალი, მაისური და სვიტერი, თუმცა ფეხსაცმელი არ ეცვა და მხოლოდ სველი წინდების ამარა იყო, მან აუწია მაისური, სადაც მხოლოდ პატარა ნაჩხვლეტი ჰქონდა და სისხლის კვალი მაინცდამაინც არ ემჩნეოდა, ამის შემდეგ იგი შებრუნდა მის საცხოვრებელ სახლში და მის რძალს, ას---- გა-----ას უთხრა, რომ ჭიშკართან ვა-----გ მ----–----–--- იყო დაჭრილი და შველას ითხოვდა, რომელმაც მობილური ტელეფონით დარეკა სასწრაფოში. გამოიტანა გასაშლელი საწოლი, ე.წ ,,ლეჟანკა’’, რომელზედაც მოათავსეს დაჭრილი ვა-----გ მ----–----–---. იქ მეზობლებიც შეგროვდნენ და პოლიციაც მოვიდა, მათი მოსვლიდან რამდენიმე წუთში მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა და დაჭრილი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. მას ვა-----გ მ----–----–---სთან არ უსაუბრია, რადგან ამ უკანასკნელმა მალევე დაკარგა გონება და ვეღარ საუბრობდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე და-------------–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ფე------ში. 2019 წლის 14 თებერვალს იგი იმყოფებოდა ვანის რაიონის სოფელ შუ-------ში, ელ-----ა მა---–----–იძის ოჯახში, სადაც სახლს ხურავდა. მას თან ახლდა მისი შვილი და მისი შვილის მეგობარი ზ---– მ----–----–---, ასევე მათ ეხმარებოდნენ მამა -შვილი ელ-----ა და ვა-----გ მ----–----–---ები, მუშაობა ძალიან ხალისიანად მიმდინარეობდა, სამუშაო დაასრულეს დაახლოებით საღამოს 8 საათისთვის, ბუხარში შეწვეს მწვადები, რადგან საკმარისი არ აღმოჩნდა რკინის შამფურები, ხის შამფურიც დაამატეს, სუფრასთან დაახლოებით 3-4 ჭიქა ღვინო დალიეს, არავითარ ინციდენტს მათი იქ ყოფნის დროს ელ-----ა და ვა-----გ მ----–----–---ებს შორის ადგილი არ ჰქონია, მხოლოდ ვა-----გ მ----–----–---მ სადღეგრძელოში იგი მოიხსენია როგორც უხუცესი, რაზედაც ელ-----ამ მისცა შენიშვნა და უთხრა, რომ უფროსი ასაკის მე ვარო. ამ საუბრიდან რამდენიმე წუთში ისინი დაიშალნენ, მამა-შვილმა გამოაცილეს ჭიშკრამდე და სრულიად მშვიდ გარემოში დაშორდნენ ერთმანეთს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლა-------------–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ქვ-----------ში, 2018 წლის 14 თებერვალს იგი, და-------------–---–თან და მეგობარ ზ---– მ----–----–---სთან ერთად, მუშაობდა ელ-----ა მა---–----–იძის სახლში, კერძოდ, ასრულებდა სახლის გადახურვის სამუშაოს. დაახლოებით საღამოს 8 საათისათვის, რკინის და ხის შამფურებზე აცმული მწვადი შეწვეს ბუხარში და დასხდნენ სავახშმოდ, სუფრასთან ისხდნენ დაახლოებით 1 საათი, რა დროსაც მოხდა მცირე ინციდენტი, იმის თაობაზე, რომ ვა-----გ მ----–----–---მ დავით მახარობლიშვილი მოიხსენია უხუცეს პიროვნებად, ელ-----ა მ----–----–---მ კი შეუსწორა და უთხრა, რომ და------- უხუცესი არ ითქმის, უფრო უხუცესი მე ვარო და ამით დასრულდა ეს საუბარი. დაახლოებით 15-20 წუთის გასვლის შემდეგ, ისინი წამოვიდნენ ელ-----ა მა---–----–იძის სახლიდან, ისინი გამოაცილა მასპინძელმა და სრულიად მშვიდ გარემოში დატოვეს ელ-----ა მა---–----–იძის საცხოვრებელი სახლი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ---– მ----–----–---მ განმარტა, რომ იგი არის ვა-----გ მა---–----–იძის ბიძაშვილი. 2018 წლის 14 თებერვალს იგი მის მეგობართან ლა-------------–---–თან და მის მამასთან და-------------–---–თან ერთად მუშაობდა ელ-----ა მა---–----–იძის სახლის გადახურვაზე. ძირითადი სამუშაოს დასრულების შემდეგ, საღამოთი დასხდნენ სუფრასთან. სადაც ვა-----გ მ----–----–---სა და ელ-----ა მ----–----–---ებს შორის მოხდა მცირე ინციდენტი, ვა-----გ მ----–----–---ს ელ-----ა მ----–----–---მ შეუსწორა სადღეგრძელო და ამით ამოიწურა აღნიშნული. წარსულში მათ შორის რაიმე სახის კონფლიქტსა და უსიამოვნებზე მას არ სმენია.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლუ----------–---------მ განმარტა, რომ იგი მუშაობს ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის გადაუდებელი მე---–----------დ. 2018 წლის თებერვლის თვეში, მორიგეობის დროს ,112-ის ბრიგადის მიერ მიყვანილი იქნა პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა შემავალი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე. მისი მდგომარეობა იყო მძიმე, აღენიშნებოდა არტერიული წნევის ვარდნა და ჰემორაგიული შოკი, ჰქონდა მძაფრი ალკოჰოლის სუნი, კონტაქტური იყო, თუმცა არ განმარტავდა თუ რა დაემართა მას. სასწრაფოს ექიმისაგან და თანმხლები პირებისაგან გაიგეს, რომ იყო დაჭრილი. პაციენტს ჰქონდა ძირითადად შინაგანი სისხლდენა. მას ჩაუტარდა პირველადი დახმარება, კვლევები, გამოძახებულ იქნენ სპეციალისტები და გადაყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში. პაციენტს ტანთ ეცვა სვიტერი, მაისური, შარვალი. ყველა ტანისამოსი შემოჭრილი იქნა და კანონის შესაბამისად მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და აღიწერა თითოეული ნივთი, რაც ჩვეულებრივ პოლიციის მოვლამდე ინახება ხოლმე მათ განყოფილებაში. როდესაც პოლიციელები მივიდნენ, პაციენტის ტანსაცმელი გადასცა მათ და ხელიც მოაწერა შესაბამის დოკუმენტს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მა------------–-----------------ე) განმარტა, რომ იგი მუშაობს ვანის სამედიცინო გადაუდებელი დახმარების მ------------ად, არის ექიმ- ნევროლოგი, ასევე მუშაობს ვანის სამედიცინო ცენტრ ჯეოჰოსპიტალში. 2018 წლის თებერვლის თვეში, მას ოპერატორმა გადმოსცა შეტყობინება, რომ ვანის რაიონის სოფელ გ-----–ი იყო პაციენტი. ადგილზე გამოცხადებულს, ერთ-ერთი მოსახლის ჭიშკართან დახვდა დაჭრილი, რომელიც იყო უკიდურესად მძიმე, შოკურ მდგომარეობაში, გარეგანი სისხლდენა არ ფიქსირდებოდა, პაციენტს ჰქონდა შემავალი ჭრილობა გულმკერდის არეში, თვალში საცემი იყო მისი სიფერმკრთალე და დაბალი არტერიული წნევა, პაციენტი იძახდა მხოლოდ მიშველეთ, მომეხმარეთო, ადგილზე მისვლამდე პოლიცია იქ უკვე მისული დახვდა და პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო მისი ავტომანქანის სალონში შეყვანისა და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის გადაწყვეტილება. იმავდროულად დაუკავშირდა ოპერატორს, იმის გასარკვევად თუ რომელი საავადმყოფო მიიღებდა პაციენტს და ვინაიდან მდგომარეობა ყოვლწუთიერად მძიმდებოდა იგი წამოიყვანეს ქუთაისში და გზად აცნობეს რომ ელოდებოდნენ ევექსის კლინიკაში, შესაბამისად მის მიერ მოხდა პაციენტის გადაბარება მედ პერსონალზე. ვინაიდან, პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, მთელი ძალისხმევა გადატანილი ჰქონდა იმაზე, რომ როგორმე ის ცოცხალი მიეყვანა შესაბამის კლინიკამდე, თუ სად, როდის და ვისგან მოხდა დაჭრა არ უკითხავს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლა–-------–-----მ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ვანის რაიონულ სამმართველოში, უ-----------------------------–-- თანამდებობაზე. 2018 წლის 14 თებერვალს ასრულებდა მის სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც პოლიციაში შევიდა შეტყობინება დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, იგი, კოლეგებთან, კ---- დვ--–-–---–თან, გი---------------ესთან და დ------------ძესთან ერთად გაემართა ვანის რაიონის სოფელ შუა გ-----–ი, სადაც ელ-----ა მა---–----–იძის სახლიდან მოშორებით დახვდათ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი, ვა-----გ მ----–----–---, რომელიც იწვა გასაშლელ საწოლზე, მან შეეკითხა ვა-----გ მ----–----–---ს, თუ რა მოხდა რაზედაც უპასუხა, რომ იგი მამამ დაჭრა და ამის შემდეგ მათთან კონტაქტში აღარ შესულა. რამდენიმე წუთში მოვიდა სასწრაფო დახმარების ავტომანქანა, რომელმაც იგი წაიყვანა საავადმყოფოში. ამის შემდეგ იგი თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა ელ-----ა მა---–----–იძის საცხოვრებელ სახლში, სადაც ადგილზე მისულებს დახვდათ ელ-----ა მ----–----–---, იქვე გაწყობილი იყო სუფრა, რომელზეც ეწყო ჭურჭელი, დანები, ჩანგლები, შამფურები და სხვა ნივთები. სწორედ იმავე სახლში მოხდა ელ-----ა მა---–----–იძის დაკავება გამომძიებლის მიერ, მას დაკავებაში მონაწილება არ მიუღია. მოცემულ საქმეზე ასევე მის მიერ შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე აკ-----------ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოს რეფერალურ ჰოსპიტალში ქ--------ად, ასევე არის ენდოსკოპისტი. დაზარალებული ვა-----გ მ----–----–--- იყო მისი პაციენტი. 2018 წლის თებერვლის თვეში, კლინიკაში შეყვანილი იქნა ვა-----გ მ----–----–---, რომელიც იყო დაჭრილი, გარეგნულად ჭრილობა დიდი ზომის არ იყო, პაციენტს მუცლის ღრუში აღენიშნებოდა თავისუფალი სითხე, ჰქონდა ანემია და აყვანილი იქნა ოპერაციულ მკურნალობაზე. ჭრილობა იყო დაახლოებით შუა ხაზზე, დაზიანებული იყო გულმკერდის ღრუ, შესული იყო დიაფრაგმით მუცლის ღრუში, დაზიანებული იყო ელენთა, კუჭი, პანკრიასის კუდი, მისული იყო ხერხემლამდე, ხერხემალს აცილებული იყო და დაზიანებული იყო ღვიძლის მარჯვენა სადინარი, ძირითადი სისხლდენა ვითარდებოდა მუცლის ღრუში, მოწმის განმარტებით მსგავსი სიღრმის ჭრილობა იშვიათია, შესაბამისად, მისთვის არ არის ცნობილი თუ რა საგნით იყო აღნიშნული ჭრილობა მიყენებული, თეორიულად შესაძლებელია ჭრილობა წაქცევის შედეგადაც მიიღოს ადამიანმა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ბო------–-------ემ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ზე-------ში, ელ-----ა და ვა-----გ მ----–----–---ების მეზობლად. 2018 წლის 14 თებერვალს იგი იმყოფებოდა მის მეზობელ კა-------------ან ფეხბურთის საყურებლად, რა დროსაც დაურეკეს კ----------ეს და უთხრეს, რომ ვა-----გ მაღლაკლიძე იყო დაჭრილი, ისინი გაემართნენ ვა-----გ მა---–----–იძისაკენ, გზად შემოხვდათ შა-–--------------ძე, რომელიც უნდა დახვედროდა სასწრაფო დახმარების ბრიგადას, რათა გზა ესწავლებინა. რადგანაც შალვას ფეხი სტკიოდა, თვითონ წავიდა სასწრაფოს დასახვედრად, რა დროსაც ავტომანქანით შემოხვდა მის მეზობლად მცხოვრები სო----–------ძე, ისინი წინ გაუძღვნენ სასწრაფო დახმარების ავტომანქანას, როდესაც მივიდნენ მუ-----------------ძის სახლთან ახლოს, დაინახა, რომ ვა-----გ მ----–----–--- დაწოლილი იყო და იძახდა მიშველეთ, დაჭრილი ვარო, სასწრაფო დახმარების მანქანის მისვლამდე ადგილზე უკვე დახვდათ პოლიცია, ასევე იქვე იყვნენ მეზობლებიც, რომლებიც ამბობდნენ რომ ვა-----გ მა---–----–იძის ნათქვამს, რომ დაჭრილი ვარ, მამამ დამჭრაო.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სო----–------ძემ.
სასამართლო სხდომაზე მოწმე რ----- მ----–----–---მ განმარტა, რომ იგი არის ელ-----ა მა---–----–იძის ბიძაშვილი, 2018 წლის 14 თებერვალს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ვა-----გ მ----–----–--- იყო დაჭრილი, როდესაც იგი მივიდა ვანის რაიონის სოფელ შუ-------ში, სო----------ების ჭიშკართან, იმ დროს უკვე ვა-----გ მ----–----–--- მიჰყავდა სასწრაფო დახმარების მანქანას. თუ ვინ დაჭრა ვა-----გი მან ამის თაობაზე არაფერი იცის.
სასამართლო სხდომაზე მოწმე კ---- დვ--–-–---–მა განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ვანის რაიონულ სამმართველოში, უ-----------------------------–-- თანამდებობაზე. 2018 წლის 14 თებერვალს იგი ასრულებდა მის სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ ვანის რაიონის სოფელ შუა გ-----–ი, ე.წ სო----------ების უბანში, ცივი იარაღით დაჭრილი იყო ვა-----გ მ----–----–---, იგი კოლეგებთან, ლა–-------–-----სთან, გი---------------ესთან და დ------------ძესთან ერთად გაემგზავრა ვანის რაიონის სოფელ შუა გ-----–ი, სადაც დახვდათ დაჭრილი ვა-----გ მ----–----–---, რომელიც ითხოვდა შველას, იგი იწვა გასაშლელ საწოლზე, ლ-–-------–--იძის შეკითხვაზე, თუ რა მოხდა უპასუხა, რომ იგი მამამ დაჭრა, ამის შემდეგ, რამდენიმე წუთში მოვიდა სასწრაფო დახმარების ავტომანქანა, რომელმაც დაჭრილი წაიყვანა საავადმყოფში, თავად კი, თანმხლებ პირებთან ერთად, მივიდა ელ-----ა მა---–----–იძის საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდათ ეს უკანასკნელი, რომელიც უყურებდა ტელევიზორს და თან სიგარეტს ეწეოდა, შეკითხვაზე თუ სად იმყოფებოდა მისი შვილი ელ-----ა მ----–----–---მ უპასუხა, რომ მისთვის არ იყო ცნობილი მისი ადგილსამყოფელი.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცეს სასამართლოს საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა უბნის ინსპეტორ გამომძიებელებმა დ------------ძემ და გი---------------ემ.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ირ---–---------ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ვანის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე -გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის თებერვლის თვეში გამოძიება დაიწყო შსს ვანის რაიონულ სამმართველოში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, მას მოცემულ საქმეზე გამოკითხული ჰყავს მოწმეები. ექსპერტებთან ერთად, აგრეთვე, სოფლის რწმუნებულის მონაწილობით, დათვალირებული აქვს შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობდა ვანის რაიონის სოფელ გ-----–ი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლა–-------–----ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ვანის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მას გამოკითხული ჰყავს მოწმე ას---- გა-----ა, რომელმაც განმარტა, რომ როდესაც მის ჭიშკართან მან ნახა დაჭრილი ვა-----გ მა----–--–--იძე, ამ უკანასკნელს ფეხთ ეცვა ტალახიანი და სველი წინდები, რომელიც გამოუცვალა და ეს წინდა ინახებოდა მასთან, რის საფუძველზეც გამოტანილი იქნა დადგენილება და მოწმე ას---- გა-----ასთან ჩატარდა 2 წყვილი წინდის ამოღება. ასევე გამოკითხული ჰყავს მოწმე ლა–-------–-----, ასევე სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადვოკატ ელ---------------თან ერთად, ჩატარებული აქვს ბრალდებულ ელ-----ა მა---–----–იძის გამოკითხვა. მის მიერვე მოხდა ამ უკანასკნელისათვის ბრალის წარდგენა და მტკიცებულებათა გაცვლა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ბა-------------ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ვანის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე მის მიერ მოცემულ საქმეზე დაკავებული იქნა ელ-----ა მ----–----–--- და შედგენილი იქნა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ბრალდებულის დაკავება მოხდა 2018 წლის 15 თებერვალს, მისივე საცხოვრებელ სახლში, რომლის შესახებ შეატყობინა მის ნათესავს. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლე-----–-------------ძემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ვანის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მის მიერ ბრალდებულის სახით გამოკითხულ იქნა ელ-----ა მ----–----–--- .
მასვე დათვალიერებული აქვს ელ-----ა მა---–----–იძის სახლის მიმდებარე ტერიტოტრია. დათვალიერება ჩატარდა 2018 წლის 15 თებერვალს დილის საათებში, ინსპექტორ-გამომძიებელ შმ------------ესთან ერთად. გამოკითხვის დროს ელ-----ა მ----–----–---მ განმარტა, რომ 2018 წლის 14 თებერვალს იგი მუშაობდა მისი სახლის სახურავის შეკეთებაზე, ეხმარებოდა რამდენიმე მეზობელი და მისი შვილი ვა-----გ მ----–----–---ც, დაახლოებით საღამოს 8 საათისთვის დაიშალნენ და იგი დაწვა დასაძინებლად. მან მისი შვილის ვა-----გ მა---–----–იძის დაჭრის თაობაზე არაფერი იცოდა. ასევე მის მიერ მოხდა ბრალდებულის ტანსაცმლის ამოღება.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა შმ------------ემ.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ბა-----------–---–მა განმარტა, რომ იგი არის მერის წარმომადგენელი ზ-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში. ელ-----ა მა---–----–იძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით 2018 წლის თებერვლის თვეში, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, დაურეკა პოლიციელმა კ---- დვ--–-–---–მა და უთხრა, რომ ვანის რაიონის სოფელ გ-----–ი ელ-----ა მა---–----–იძის ოჯახში ადგილი ჰქონდა ინციდენტს, კერძოდ, დაჭრის ფაქტს და ვინაიდან იქ არავინ იყო, უნდა გამოცხადებულიყო ელ-----ა მა---–----–იძის სახლში. იგი გამოცხადდა ადგილზე, სადაც რამდენიმე წუთში მივიდნენ შსს ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები, ასევე ექსპერტი და დაახლოებით ღამის 1-2 საათზე დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები. ეძებდნენ დანაშაულის იარაღს, რომლითაც მოხდა დაჭრა. როგორც შემდგომ პოლიციელებისაგან შეიტყო, ინციდენტი მომხდარი იყო მამა-შვილს შორის, რა დროსაც ელ-----ა მ----–----–---ს დაუჭრია ვა-----გ მ----–----–---.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ზუ---------–--ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ვანის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ გამოკითხული იქნა ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმი, ლუ----------–--------- და იმავე ჰოსპიტლის მედდა თა-------------ა. 2018 წლის 15 თებერვალს კი, ექიმ ლუ----------–---------თან ჩატარდა დაზარალებულ ვა-----გ მა---–----–იძის ტანსაცმლის ამოღება, ტანსაცმელი. აღნიშნული ტანსაცმელი მას წარმოუდგინა ლუ----------–---------მ, რომელიც მოთავსებული იყო ცოლოფნის პარკში და არ იყო დალუქული. ვა-----გ მა---–----–იძის ტანსაცმელი დაილუქა 1 პაკეტად.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ბა--------–----ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ვანის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ მოხდა ექიმისაგან ცნობის გამოთხოვა. რომლის მიხედვითაც დაჭრილი ვა-----გ მ----–----–--- იყო მძიმედ და მისი გამოკითხვა არ შეიძლებოდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გრ-----–------–---–მა განმარტა, რომ იგი 2018 წლის 14 თებერვალს მუშაობდა შსს ვანის რაიონულ სამმართველოში, უ-----------------------------–-- თანამდებობაზე. მის მიერ მოხდა ელ-----ა მა---–----–იძისათვის დაზუსტებული ბრალის წარდგენა და ბრალდებულის გამოკითხვა, რა დროსაც ელ-----ა მ----–----–---მ აირჩია დუმილის უფლება, ასევე ადვოკატის თანდასწრებითვე მოხდა მასთან მტკიცებულებების გაცვლა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ცი--–------------ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს რეფერალური კლინიკის, ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოს ქ--------იული განყოფილების ინტენსიური პალატის უფროს მედდად. 2018 წლის თებერვლის თვეში, განყოფილებაში შემოიყვანეს დაჭრილი ვა-----გ მ----–----–---, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ, როგორც ახლაგაზრდა და მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაცინეტს. მოცემულ საქმეზე მის მიერ მოხდა სისხლის ნიმუშის აღება, პოლიციელთა დავალების საფუძველზე, ნიმუშის აღება მოხდა ვა-----გ მა---–----–იძის თანხმობით, სრულიად მშვიდ ვითარებაში, რომლიც დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
2018 წლის 16 თებერვლის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის
(ევექსის ქუთაისის N1 რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი 1629-ის ასლი) მონაცემებისა: მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით, მოქალქე ვა-----გ მ----–----–---მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 14.02.2018 წ- 22:25 საათზე, სადაც დაესვა დიაგნოზი : მარცხენა გულმკერდის მიდამოს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, შემავალი გულმკერდის და მუცლის ღრუში. ჰემოპნევმოთორაქსი, ელენთის, პანკრეასის, კუჭის და დიაფრაგმის დაზიანებით. ჰემორაგიული შოკი. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ - მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.
2018 წლის 28 ივნისის ბიოლოგიოური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით, ,,პაკეტში წარწერით ,,ლითონის დანა.... მოთავსებულ დანის ტარზე არსებული ბიოლოგოიური მასალის (ობ. N2) გენატიკური პროფილი შერეულია. ობN2-ის პროფილში ვლინდება ვა-----გ მა---–----–იძის (ობN44 პაკეტი წარწერი: .. ,,ვა-----გ მა---–----–იძისაგან აღებული სისხლის ნიმუში...“) გენეტიკური თანამონაწილეობსა არ ვლინდება ელ-----ა მა---–----–იძის (ობ N45; პაკეტში წარწერით :,,.... ელ-----ა მა---–----–იძისაგან სისხლის ნიმუში) გენეტიკური თანამონაწილობა. ამავე დანის პირზე (ობN1) სისხლი და გენეტიკური იდენთიფიკაციისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის, მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
-პაკეტში წარწერით:... HUAWEI’’ ფირმის ტელეფონი თავისივე შალითთან ერთად’’ მოთავსებულ ტელეფონზე, არსებული მოწითალო- მოყავისფრო ლაქა (ობN3) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ვა-----გ მ----–----–---ს. ამავე ტელეფონზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ N4) შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია.
პაკეტში, წარწერით: ,,ლითონის ოთხი ცალი შამფური’’ მოთავსებულ ოთხ ცალ შამფურზე (ობ.N07, 7ა, 7ბ, 7გ, 8, 8ა, 8ბ და 8გ,) გენეტიკური იდენთიფიკაციისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
პაკეტში წარწერით: ,,სამი ცალი ხის შამფური და ერთი ცალი ხის შამფური, მასზე წამოცმული ხორცის ნაჭრით’’ მოთავსებულ ოთხ ცალ ხის ჯოხზე (ობN9, 10) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
პაკეტში წარწერით: ,,ორი ცალი სიგარეტის ნამწვი’’ მოთავსებულ სიგარეტის ნამწვზე წარწერით ,,KENT’’ არსებული ბიოლოგიური მასალის (ობN11) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ვა-----გ მა---–----–იძისა (ობN44) და ელ-----ა მა---–----–იძის (ობN45) გენატიკური პროფილისაგან. ამავე პაკეტში მოთავსებულ სიგარეტის ნამწვზე, წარწერით : Marlboro’’, არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ N12) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ელ-----ა მ----–----–---ს (ობ.ჟN45)
პაკეტში წარწერით: ,,მორუხო-მონაცრისფრო ფერის გრძელსახელოებიანი მაისური’’ , მოთავსებულ სპორტული ტიპის ჟაკეტის მარჯვენა სახელოს შიდა ზედაპირზე არსებული მოყავისფრო-მომწვანო ფერის ლაქა, (ობN18ა) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ვა-----გ მ----–----–---ს, (ობ N44). ჟაკეტის წინა ზედაპირზე, არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ N16ა) შეიცავს ადამიანის სისხლს, ობN16ა-ს შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი ვა-----გ მა---–----–იძის (ობ N44) ხოლო მეორე წილი, ელ-----ა მა---–----–იძის (ობN45) გენეტიკური პროფილების იდენტურია. ჟაკეტზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ N16) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ელ-----ა მ----–----–---ს (ობ N45) . ამავე ჟაკეტზე არსებული ღია და მუქი მოყავისფრო ლაქები (ობ 17,18, 18ბ) სისხლს არ წარმოადგენს.
პაკეტში წარწერით: ,,მოშავო ფერის სპორტული შარვალი’’ მოთავსებულ შარვალზე, არსებული მოყავისფრო-მოყვითალო ფერის ლაქა, (ობ N20) სისხლს არ შეიცავს. ობ N20-ზე არსებულ ბიოლოგიური მასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული( ძირითადი) წილი და ამავე შარვალზე არსებული ფლუორესცენტული ნათების მქონე ლაქებზე (ობN21) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროიფილი ეკუთვნის ელ-----ა მ----–----–---ს (ობ N45) ობ N20-ის მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. შარვალზე არსებული მუქი მოყავისფრო ლაქა, (ობ N19) სისხლი არ აღმოჩნდა.
პაკეტში წარწერით: ,,მოლურჯო ფერის მოსაცმელი შავი ფერის ჩანართებით, უმკლავო და შავი ფერის ქუდი,, ე. წ კეპი’’ მოთავსებულ ჟილეტზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ 23) შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი ვა-----გ მა---–----–იძის (ობ N44) ხოლო მეორე წილი ელ-----ა მა---–----–იძის (ობ N45) გენეტიკური პროფილების იდენტურია, ამავე პაკეტში მოთავსებულ ქუდზე, არსებული ბიოლოგიური მასალის ობN25 გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ელ-----ა მ----–----–---ს (ობ N45) აღნიშნულ ჟილეტზე, არსებული მუქი მოყავისფრო ლაქა (ობ N22) და ქუდზე არსებული მოუყვითალო-მოყავისფრო ლაქა, (ობ N24) სისხლი არ აღმოჩნდა.
პაკეტში წარწერით: ,, მოშავო ფერის ტყავის ტუფლები“, მოთავსებულ წყვილ ფეხსაცმელზე არსებული მოყავისფრო და მოყავისფრო-მოშინდისფრო ლაქები (ობ N26,27) სისხლი არ აღმოჩნდა;
პაკეტში წარწერით: ,,...ელ-----ა მა---–----–იძის მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდები’’..., მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე არსებული მოყვითალო-მონაცისფრო ლაქებში (ობ . N28, 29) სისხლი არ აღმოჩნდა;
პაკეტში წარწერით: ,, ელ-----ა მა---–----–იძის ფრჩხილების გადანაჭრები’’.. მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებულ მოყვითალო ფერის ლაქები (ობ N30,31) სისხლი არ აღმოჩნდა.
პაკეტში წარწერით: ,, ელ-----ა მა---–----–იძისაგან ამოღებული ტანსაცმელი’’.., მოთავსებულ ჯინსის შარვალზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ N32) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ელ-----ა მ----–----–---ს (ობ N45) . აღნიშნულ შარვალზე (ობN33, 34) და პაკეტში მოთავსებულ ჟილეტზე (ობ N35), სვიტერზე (ობ N36, 36ა) , ჟაკეტზე (ობ N37) და ფეხსაცმელზე (ობ N38) არსებული მოყავისფრო და მოყვითალო-მოყავისფრო ლაქები სისხლი არ აღმოჩნდა;
პაკეტში, წარწერით: ,, ვა-----გ მა---–----–იძის კუთვნილი ტანსაცმელი’’ მოთავსებულ შარვალზე (ობ N39) , კაპიუშონიან სვიტერზე (ობ N40), ლურჯი ფერის სვიტერსა (ობ N41) და ქვედა საცვალზე (ობ N42) არსებული მოწითალო- მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს , რომელიც ეკუთვნის ვა-----გ მ----–----–---ს (ობ N44). ამავე პაკეტში მოთავსებულ ერთ-ერთ წინდაზე არსებული ღია მოყავისფრო ლაქები (ობ N43) სისხლი არ აღმოჩნდა.
ზემოაღნიშნულ დასკვნებში მოყვანილი საკითხების თაობაზე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა შო------------ემ და ეკ------------------–-ძემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.
პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე, 2018 წლის ნივთიერებათა , მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N0-------- დასკვნის მიხედვით, ელ-----ა მა---–----–იძის ფრჩხილების გადანაჭრებში, აღმოჩენილ მონაცრისფრო ფერის ბამბის ბოჭკოს ფრაგმენტს და ვა-----გ მა---–----–იძის სპორტული ზედა ჩასაცმელის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილების ნიშნები. ვა-----გ მ----–----–---სა და ელ-----ა მა---–----–იძის ტანსაცმელზე საერთო გვარობრივი თვისებების ურთიერთგარდამავალი ბოჭკოები არ აღმოჩნდა.
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა გამოძიებით დადგენილად მიჩნეულმა გარემოებამ იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა ელ-----ა მ----–----–---მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
სასამართლო იზიარებს ბრალდებულ ელ-----ა მა---–----–იძის პოზიციას მისი უდანაშაულობის თაობაზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;
სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას ბრალდებულის შვილმა - დაზარალებულმა ვა-----გ მ----–----–---მ ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის ბრალდებულ ელ-----ა მა---–----–იძის წინააღმდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს- ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად, ასევე დაუშვებელია მათი პოზიციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება. შესაბამისად, სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ელ-----ა მა---–----–იძის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც არ არსებობს დაზარალებულის (ან/და) მოწმის ჩვენება, ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, იგი ადასტურებს მხოლოდ დაზიანების არსებობას, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა მისი ქმედება ბრალეული. აღნიშნული მტკიცებულების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულება, მით უფრო, როდესაც თავად ელ-----ა მ----–----–--- უარყოფს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ წარდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ სწორედ ელ-----ა მ----–----–---მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. უფრო მეტიც, მხარეთა მიერ შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოსათვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, ელ-----ა მა---–----–იძის მიმართ წარდგენილი ზემოხსენებული ბრალდება მხოლოდ ეჭვს ემყარება და ეს ეჭვი არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით წარდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, ბრალდებული ელ-----ა მ----–----–--- უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 – 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე- 276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ელ-----ა მ----–----–--- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 – 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ელ-----ა მა---–----–იძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ე-–-------–---------------------------------–----–------------------------------–-------–---------------------------------------–-------------------------------------------–-----------–------------------------------------------------------–--------–---------------------------------------------–-------------------–--------------------------------------------------------------– 10.000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, მოეხსნას ვანის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წელის 22 თებერვლის განჩინებით დადებული ყადაღა;
გამართლებულ ელ-----ა მ----–----–---ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
ნივთიერი მტკიცებულეებები: ას---- გა-----ასგან ამოღებული ვა-----გ მა---–----–იძის ორი წყვილი წინდა, ელ-----ა მა---–----–იძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი და 10 ლა----ნი კუპიურა, ელ-----ა მა---–----–იძისგან ამოღებული ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, მორუხო ფერის ნაქსოვი სვიტერი, მოლურჯო -მორუხო ფერის გრძელსახელოიანი ჟაკეტი, მოშავო ფერის დუტის უმკლავო ქურთუკი და შავი ფერის ტყავის ფეხსაცმელი, მორუხო-მონაცრისფრო ფერის გრძელსახელოიანი მაისური, მოლურჯო ფერის უმკლავო მაისური, მოშავო ფერის სპორტული შარვალი, მოშავო ფერის ტყავის ფეხსაცმელები, „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ლუიზა ტალსტიკოვასგან ამოღებული ვა-----გ მა---–----–იძის მოლურჯო ფერის სვიტერი, მოშავო ფერის სპორტული შარვალი, მოშავო ფერის მაისური, მოშავო ფერის ე.წ „კაპიშონიანი“ ზედატანისამოსი, მოლურჯო ფერის ტრუსი და მორუხო ფერის წინდები, რაც ინახება შსს ვანის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
ელ-----ა მა---–----–იძისგან აღებული თმის, ფრჩხილების და ხელის ანაწმენდების ნიმუშები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სიგარეტის ორი ცალი ნამწვი, ვა-----გ მა---–----–იძისგან აღებული სისხლის ნიმუში, ელ-----ა მა---–----–იძისგან აღებული ნერწყვის და სისხლის ნიმუში, ხელის თითის კვალის ნიმუში, რც ინახება შსს ვანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათების CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით სვანაძე