განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N200100117002026977
№ 1/198-17
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
17 ივლისი, 2019 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - ე-–------------–---–ის
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ლ---–------------–---–ის
ბრალდებული: გ------- ქ---–-----ი
მამის სახელი: შ--–--
დაბადებული: 2----------- წელი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება:უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ახმეტის რაიონი სოფელი ქ---------ი
მცხოვრები: ახმეტის რაიონი სოფელი ქ---------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი - ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის მარტის თვეში, ახმეტის რაიონის სოფელ ქ---------ის მიმდებარედ, თ--–--------------------- უბნის ქ---------ის N1-----–---–--ში, გ------- ქ---–-----მა უკანონოდ გაჩეხა 63 ძირი წიფელის და 01 ძირი რცხილის ჯიშის ხე, რითაც გარემოს მიადგა 35354,55 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. ბრალდებულმა გ------- ქ---–-----მა დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო, თუმცა საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ მან მუშებს ხეები მოაჭრევინა იმ ტერიტორიაზე, რომელიც თავისი ეგონა, აღმოჩნდა, რომ ეს ტერიტორია იყო ტყის ფონდის საკუთრებაში და წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ სცნო.
3. მოწმის ა-–-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ყ-----–--------------------რის მ-----------–---–----ის თანამდებობაზე. მას უნდა „დაეფირნიშებინა“ გ.ქ---–-----ის მიერ მოჭრილი მორები, ანუ მორებისთვის ნომერი უნდა მიენიჭებინა, რაც შესაბამის საბუთებში აისახება. საბუთში იწერება მორების დიამეტრი, სიგრძე, რაც უნდა შეესაბამებოდეს მოჭრილ ძირებს. მას დაეწერა გ.ქ---–-----ის განცხადება. ის მივიდა სოფელ ქ---------ის ტერიტორიაზე. გ------- ქ---–-----მა განუმარტა, რომ საკუთარ ტერიტორიაზე მოჭრა მორები. მისვლისას დახვდა იმაზე მეტი მორი, რაც უნდა დაენომრა. „ჯიპიეს“ კოორდინატები აიღო მოჭრილი ხის ძირებიდან. კორდინატები აიღო სამგან, თავში შუაში და ბოლოში და სამსახურს მიაწოდა აღებული კორდინატები. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველა მოჭრილი ხის ძირი იყო ტყის ფონდში. მას სამსახურიდან უთხრეს, რომ შეეჩერებინა დაფირნიშება და მონაცემები მიეტანა სამსახურში. მან შეადგინა მოხსენებითი ბარათი, რაც წარადგინა სამსახურში.
4. 2017 წლის 20 აპრილს შეადგინა საველე შემოწმების აქტი. შემოწმებაზე მასთან ერთად იმყოფებოდა თელავის უბნის უფროსი. მათ ნახეს ყველა მოჭრილი მორი და რეალური სურათი. თ--–--------------------- უბნის ქ---------ის სატყეოს მე-1-----–---–--ს კვარტალ 15, 16, 17 და 22-ე -ში შემოწმებით გაირკვა, რომ მოჭრილი იყო 55 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე-ტყე, მათ შორის 38- წიფლის, 16 აკაციის და ერთი რცხილის ხე-ტყე. საველე შემოწმება უშუალოდ მოჭრილ ძირებზე ჩატარდა. მოჭრილი ხეებიდან ძირითადად პირველი ხარისხის იყო წიფელი, რამდენიმე აკაცია და რცხილა. ეს ყველა ხე ტყის ფონდში იყო. მან ასევე შეადგინა მოხსენებითი ბარათი, გამოიანგარიშა გარემოზე მიყენებული ზიანი, რამაც 19303,55 ლარი შეადგინა.
5. მანვე განმარტა, რომ დაფირნიშების მოთხოვნით ზუსტად ვინ მიმართა სატყეოს, არ ახსოვს. განცხადებაში ეწერა, რომ გ------- ქ---–-----ის კუთვნილ ადგილზე მორები უნდა დაეფირნიშებინა. იგი წაიყვანეს დაინტერესებულმა პირებმა და ადგილზე დახვდა გ------- ქ---–-----ი. ადგილზე იმაზე მეტი მორი დახვდა ვიდრე ეწერა განცხადებაში. ქ---–-----მა უთხრა, რომ ეს მორები მის ტერიტორიაზე იყო მოჭრილი.
6. მოწმის ი-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს კ------------------------------------------------ის თანამდებობაზე. 2017 წლის მარტის თვეში გ------- ქ---–-----მა კ---------------------------ში წარადგინა ადგილწარმოშობის ცნობა ახმეტის რაიონიდან, სადაც მითითებული იყო, რომ თავის საკარმიდამო ნაკვეთში მოჭრილი ქონდა 25 ძირი წიფლის სახეობის პირველი ხარისხის ხე-ტყე, ამოღებული იყო 80 მორი და სახერხ საამქროში შემდგომი ტრანსპორტირებისთვის ითხოვდა ამ მორების დაფირნიშებას. განცხადება დასაფირნიშებლად გადაეცა ა-–-----------ეს. ასეთ სიტუაციაში, როდესაც ტყის ფონდის მიდამოებში არის კერძო საკარმიდამო ნაკვეთი, ხის გადანაჭერი ძირიდან იღებენ აკეთებენ ჯიპიეს კოორდინატებს ა-–-----------ემ პირველი ჯიპიეს წერილი რომ აიღო, მას დაურეკა. მან გადაამოწმა „გისის“ პროგრამაში და აღმოჩნდა სატყეოს ტერიტორია, მეორე და მესამე წერტილიც აღმოჩნდა სატყეოს ტერიტორიაზე. ბოლოს აღმოჩნდა, რომ 25 ხე მოჭრილი იყო ტყის ფონდის ტერიტორიაზე.
7. მოწმის ი-----------–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს კახეთის სატყეო სამმართველოს ტყის მცველის თანამდებობაზე. 2017 წელს მის სამოქმედო ტერიტორიაზე შედიოდა მე-1-----–---–--, სოფელ ქ---------ის ტერიტორია. გ------- ქ---–-----ის საკარმიდამო ნაკვეთი ესაზღვრება დასავლეთით მხრიდან ტერიტორია ა-------ი, საკოლმეურნეო ნაკვეთი და ტყის ფონდშია შეჭრილი. მან გ------- ქ---–-----ი რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ დაენებებინა თავი საქმიანობისთვის, ჯერ დაედგინა თავისი ტერიტორიის საზღვრები, გაემიჯნა ტყის ფონდიდან და მერე ეწარმოებინა თავისი საქმიანობა, მაგრამ ქ---–-----მა არ მოუსმინა. ხის მოჭრაზე მუშაობდა ტრაქტორზე ა----- ა-------–ი ბენზოხერხზე გ----- პ-------–---–ი, ხოლო ტექნიკა ეკუთვნოდა ა----- თ---–--–---–ს. ეს პირები, ა-----ს გარდა, ორივე ნახა, როდესაც გ------- ქ---–-----ი ხე-ტყეს ჭრიდა. გ------- ქ---–-----ი პასუხობდა, რომ თავისი ტერიტორია იყო და რასაც უნდოდა, იმას გააკეთებდა. გ------- ქ---–-----ი ძირითადად წიფლის ხეს ჭრიდა. შემდეგი შემოვლისას ნახა, რომ ასევე მოჭრილი იყო ერთი ცალი რცხილა და 16 ძირი აკაცია. მან თავის ხელმძღვანელს ი-–------------–---–ს პირველივე დღეს აცნობა, ხოლო გ------- ქ---–-----ს უთხრა, რუკა მოეტანა და ეტყოდა სად მოეჭრა. მან უფროსთან ერთადაც მოსთხოვა რუკა, მაგრამ არ წარმოადგინა.
8. მისივე განმარტებით მონაწილეობა მიიღო გ------- ქ---–-----ის მიერ მოჭრილი მორების ამოღებაში. იყო სულ დაახლოებით 180 მორი. 2,20-2,50 მეტრამდე სიგრძის, 2 ცალი 2 მეტრზე დაბალი, ხოლო 27 ცალი დაუმორავი ხე. საშუალოდ ამდენი მორის დასამზადებლად დაახლოებით 40 ხე უნდა მოიჭრას. ეს ამოღებული მორები იგივე ტერიტორიაზე ინახება, მას აბარია და ხელუხლებელია, მაგრამ უკვე დამპალია.
9. ადვოკატის შეკითხვაზე უპასუხა, რომ ა-------ის ტერიტორიაზე ნასახლარები იყო, მაგრამ ის ტერიტორია სადაც ქ---–-----მა მოჭრა ხე-ტყე, ნასახლართან ახლოს არ იყო და ნასახლარების ტერიტორიაზე ამდენი რაოდენობის წიფლის ხე არ იზრდება.
10. მოწმის ი-–------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის დასაწყისში მუშაობს თ--–---------------------ს უფროსის თანამდებობაზე. ტყის მცველმა ი-----------–-----მა უთხრა, რომ გ------- ქ---–-----ს ჰქონდა კერძო საკუთრება ა-------ის ტყის ფონდის ტერიტორიაზე და აპირებდა სამუშაოების წარმოებას, ხეების მოჭრას. იგი შეხვდა გ------- ქ---–-----ს, რომელაც აჩვენა ამონაწერი და რადგან ნახაზი საეჭვო იყო, ეჭვი შეეპარა ნასახლარის ტერიტორიაზე ამხელა ხეები ყოფილიყო. გააფრთხილა არანაირი სამუშაო არ განეხორციელებინა, სანამ საკუთარ ტერიტორიას ტყის ფონდის ტერიტორიისგან არ გამიჯნავდა. ამჟამად უკვე გამიჯნულია. ა-------ს ოთხივე მხარეს სახელმწიფო ტყის ფონდი ესაზღვრება. გამიჯვნა როცა მოუწიათ ვიზუალურადაც ეტყობოდა სად იყო სახელმწიფო ტყის ფონდი. წესით არ უნდა შეშლოდა გ------- ქ---–-----ს, მაგრამ გ------- ქ---–-----ი ამტკიცებდა, რომ ვინც დაურეგისტრირა იმან უთხრა, საიდან იყო მისი საკუთრება. მან გააფრთხილა გ------- ქ---–-----ი, რომ არ გაეგრძელებინა სამუშაოები, მაგრამ გ------- ქ---–-----მა არ დაუჯერა. შემდეგ კიდევ შეხვდა და გ.ქ---–-----მა უთხრა, რომ თავისი ტერიტორია იყო და სატყეოშიც ქონდა შეტანილი განცხადება დასაფირნიშებლად. განცხადება მესამე შეხვედრის მერე შეიტანა სატყეოში. დასაფირნიშებლად მ-----------–---–----ი ა-–-----------ე გავიდა და შემდეგ ი-------------–---–ისგან მიიღო ინფორმაცია, რომ გ------- ქ---–-----მა რა ხეც მოჭრა ყველა სახელმწიფო ტყის ფონდში იყო და არ დააფირნიშა სპეციალისტმა. ამის მერე 4-5 დღეში ავიდნენ ადგილზე სადაც ნახეს, რომ მოჭრილი იყო 16 ძირი აკაცია, ერთი რცხილა და დანარჩენი წიფელი. შეადგინა საველე აქტი, გამიჯნა ტერიტორია და დაანგარიშდა ზიანი. გ------- ქ---–-----ი იმ დროსაც და დღესაც დარწმუნებულია, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ჭრიდა ხეებს, მაგრამ თვითონ შეუძლია დაამტკიცოს, რომ ტყის ფონდის ტერიტორია იყო. ზიანის გამოაანგარიშება ხდება ტყის კოდექსისა და დაანგარიშების მეთოდის მიხედვით. ჯიპიესები, რითაც ისინი ხელმძღვანელობენ ცდომილება 2 - დან 3 მეტრამდეა.
11. მისივე განმარტებით გ------- ქ---–-----ის კუთვნილ ტერიტორიაზე არცერთი ხე არ არის მოჭრილი.
12. მოწმის ბ-------- გ------–---–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის მარტი აპრილის თვეში მუშაობდა კ---------------------------ში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. მან იცის, რომ მის თანამშრომელს ა-–---------- რ----ეს უნდა დაეფირნიშებინა კერძო ტერიტორიაზე მოჭრილი ხის მორები. ა-–---------- რ----ემ როდესაც აიღო ჯიპიეს კოორდინატები, აღმოჩნდა, რომ ტყის ფონდის ტერიტორიაზე იყო მოჭრილი.
13. მოგვიანებით ი-–------------–---–მა უთხრა, რომ უნდა წასულიყვნენ და უნდა გაემიჯნა კერძო საკუთრების ტერიტორია ტყის ფონდის ტერიტორიისგან. იგი ჯიპიეს პროგრამით სვამდა კონტურებს მთელ ტერიტორაზე, რომ გაემიჯნა. დადასტურდა, რომ ხეები მოჭრილი იყო ტყის ფონდის ტერიტორიაზე. შემდეგ გამოძიება დაიწყო. ის დაიბარეს რათა მოჭრილი ხის პარამეტრები - დიამეტრი, ხარისხი და ჯიში დაედგინა. მოითხოვეს, რომ ყველა გადანაჭრელ ხეზე ჯიპიეს კოორდინატი ყოფილიყო და მან ეს ყველა მონაცემი დაადგინა. იმ ტერიტორიაზე რაც აჩვენა გ.ქ---–-----მა მოჭრილი იყო 25 ძირი. მისი თვალთახედვითაც ის ტერიტორია, სადაც მოჭრილი იყო ხეები, არ შეიძლება ნასახლარის ტერიტორია ყოფილიყო, რაც ჯიპიეს კოორდინატებმაც დაადგინეს.
14. მოწმის ე---------- შ--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს კ---------------------------ში საქმის მწარმოებლად. 2017 წლის დაახლოებით 23 მარტს გ------- ქ---–-----მა მასთან შეიტანა განცხადება დაფირნიშებაზე, თვითონ იმ დღეს არ იყო სამსახურში და სხვამ ჩაიბარა. მეორე დღეს მივიდა სამსახურში და ცოტა მოგვიანებით გაატარა განცხადება. განცხადებას ყველა საჭირო დოკუმენტი თან ერთვოდა. მან ეს განცხადება გატარების შემდეგ გადააწერა უფროსს, რომელმაც შესასრულებლად მ-----------–---–----ს ა-–---------- რ----ეს დააწერა. ა-–-----------ემ გაარკვია, რომ ეს ტერიტორია იყო არა კერძო საკუთრება, არამედ ტყის ფონდის ტერიტორიას წარმოადგენდა. ა-–---------- რ----ემ ამის თაობაზე მოხსენებითი ბარათი დაწერა, მან ეს მოხსენებით ბარათი და ქ---–-----ის განცხადება კვლავ უფროსს წარუდგინა და შემდეგ რა მოხდა არ იცის. მისგან ახმეტის გამომძიებელმა ზ-------------–---–მა ამოიღო დოკუმენტები, რაზეც გამომძიებელმა ოქმი შედგინა და მან მოაწერა ხელი.
15. მოწმის დაზარალებულის წარმოამდგენლის, გ------- ლ--–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის წელს მუშაობს კ---------------------------ში იურისტის თანამდებობაზე. მას წარუდგინეს დაზარალებულის შესახებ დადგენილება, რასაც გაეცნო. გ------- ქ---–-----ის ქმედებამ მის ორგანიზაციას მიაყენა 35 000 ლარზე მეტი ოდენობის ზიანი. რამდენი ძირი ხე მოჭრა გ.ქ---–-----მა არ ახსოვს. დღეის მდგომარეობით, ზიანი არ ანაზღაურებულა და იგი ითხოვს ზიანის ანაზღაურებას. მასთან გამომძიებელმა ჩაატარა დოკუმენტების ამოღება - სატყეო სამსახურის დებულება, შინაგანაწესის ბრძანება და სხვა დოკუმენტები, რაც სრულად აისახა ამოღების ოქმში. გარემოზე მიყენებული ზიანის გაანგარიშება ხდება 54-ე დადგენილებით.
16. მოწმის ზ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს კ------------–-–--------------------------------------------------–-------------------------–----–--------------------------------------–ის თანამდებობაზე. 2017 წელს გამოძიებას საფუძვლად დაედო სატყეო სამსახურიდან შესული ინფორმაცია, გ------- ქ---–-----ის მიერ უკანონო ჭრასთან დაკავშირებით ე.წ. ა-------ის ტერიტორიაზე. მან ჩაატარა დათვალიერება და ამოღებები. 2017 წლის 13 აპრილს ამოიღო მორები და შეადგინა ოქმი. მან საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარა ორ პიროვნებასთან ერთი იყო დრუჟბისტი და მეორე - მემანქანე. მან დაკითხა მოწმეები. მან ასევე ჩაატარა ხის გადანაჭრელი მორების დათვალიერება.
17. 2017 წლის 18 აპრილს ა-------ის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას ნახა გადაჭრილი ხის ძირები, განსაზღვრეს ჯიშები და ჯიპიეს კოორდინატები. დათვალიერებაში ასევე მონაწილეობდა გ.ქ---–-----ი. მან ყველა საგამოძიებო მოქმედებაზე შეადგინა ოქმები და მონაწილეებმა მოაწერეს ხელი.
18. 2017 წლის 22 აპრილს ასევე დაათვალიერა გადანაჭრელი ხის მორები და განსაზღვრეს ჯიპიეს კორდინატები.
19. მოწმის დ------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის მარტის თვეში მუშაობდა სატყეო სააგენტოს კ---------------------------ის უფროსის თანამდებობაზე. გ------- ქ---–-----ის საქმეზე დაიკითხა პოლიციაში. გ------- ქ---–-----ს ჰქონდა ტყეში 36 ჰექტარი, უნდოდა ფერმის გაკეთება და გზის ჩამოწმენდა. მან იკითხა მეტყევებთან და მათ უთხრეს, რომ გზის ჩამოწმენდა შეიძლება, მაგრამ თუ რამე ხე მოიგლიჯა, აუცილებლად მათ უნდა ცოდნოდათ. გ------- ქ---–-----მა მათ მეორედ მიმართა მორების დაფირნიშებისთვის. მან ა-–---------- რ----ე გაგზავნა დასაფირნიშებლად, თან გააფრთხილა ჯიპიეს კოორდინატორი წაეღო, ვინაიდან, მას გაუკვირდა, რომ შუა ტყეში ამხელა მიწა ვინმეს საკუთრებაში ჰქონოდეს. ა-–---------- რ----ემ როდესაც ჯიპიესი დასვა, აღმჩნდა, რომ ყველა ხე მოჭრილი იყო ტყის ფონდის ტერიტორიაზე. ეს ჯიპიეს კოორდინატორების გისის პროგრამაში გადაამოწმეს. მან ა-–---------- რ----ეს უთხრა, რომ არ დაეფირნიშებინა ხეები და უბნის უფროსს ი-–------------–---–ს დაავალა საქმის გარკვევა, რატომ მოიჭრა ტყის ფონდის ხეები. მარტის თვე იყო და ცუდი ამინდების გამო ასვლა დაუგვიანდათ. როდესაც ავიდნენ, უკვე პოლიცია იყო ჩართული. მისმა თანამშრომელმა ს-------------–---–მა ზეპირად გადათვალა და ზიანი 35-36 ათას ლარამდე იყო.
20. მისივე განმარტებით გ------- ქ---–-----ს თავდაპირველად შესთავაზეს, რომ ჯერ თავიდან დაედგინა საზღვრები და შემდეგ გაეწმინდა თავისი ტერიტორია, მაგრამ არ დაუჯერა.
21. მოწმის დაზარალებულის წარმოადგენლის, ა-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის მარტის თვეში მუშაობდა სსიპ ე---------–---------------------ს კ---------------------------ის მეტყევის თანამდებობაზე. გ------- ქ---–-----ს პირადად არ შეხვედრია, მაგრამ საქმეს კარგად იცნობს. 2017 წლის მარტი აპერილის თვეში მათთან შევიდა განცხადება მორების დაფირნიშებასთან დაკავშირებით. სპეციალისტმა ა-–---------- რ----ემ გადამოწმებით დაადგინა, რომ მორები მოჭრილი იყო არა კერძო საკუთრებაში, არამედ სატყეო ფონდში. შემდეგ ხელმძღვანელობამაც აიღო კოორდინატები და მთელი მასალები გადაიგზავნა გამოსაძლიებლად შსს ა------------------–-------------–--ში. მას ხელზე წარმოდგენილი აქვს რუკები. რუკები ამოღებულია „გისის“ პროგრამიდან. რუკაზე ა-------ის ტერიტორია თეთრად ჩანს, ხოლო შავად რაც ჩანს, ტყის ფონდის ტერიტორია. მან ასევე წარმოადგინა ტყის რუკები, რომელიც შედგენილია 1992 წელს, სადაც ნაჩვენებია ასევე ა-------ის ტერიტორიაც. 2011 წელს ტყის ტერიტორიები დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. მათ როდესაც ჯიპიეს კოორდინატები დასვეს, აღმოჩნდა, რომ ხეები მოჭრილია ა-------ის მიმდებარე ტყის ფონდის ტერიტორიაზე, კერძოდ, ქ---------ის სატყეოში კვარტალ 14-ში, რაც აღნიშნულია წარმოდგენილ რუკაზეც.
22. მისივე განმარტებით მოიჭრა 64 ძირი ხე და გარემოზე მიყენებულმა ზიანმა როოგორც ახსოვს შეადგინა 35 354 ლარი და 54 თეთრი. რის ანაზღაურებასაც ითხოვდა დაზარალებული მხარე.
23. მოწმის გ--------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წელს მუშაობდა ა----------------------–---------–---–-დ. გ------- ქ---–-----ის საქმესთან დაკავშირებით, უფროსმა დ------------–---–მა ისინი გააგზავნა რათა დაედგინათ, აეღწერათ და ენახათ ტერიტორია სადაც, გ------- ქ---–-----მა მოჭრა ხე. იგი სპეციალისტ ა-–------–----- რ----ესთან, უბნის უფროსი ი-–------------–---–თან, მეტყევე ი-----------–-----თან და მეტყევე სპეციალისტთან მ---------–--ესთან ერთად წავიდა საველე აქტის შესადგენად. მათ აღრიცხრეს მოჭრილი ხეები, ჯიპიეს კოორდინატები დასვეს ყველა მოჭრილი ხის ძირებთან და შეადგინეს საველე აქტი. კოორდინატები გააგზავნეს სამმართველოში, გადამოწმდა „გისის“ პროგრამაში და აღმოჩნდა, რომ ყველა ხე მოჭრილი იყო ტყის ფონდის ტერიტორიაზე.
24. მან მონაწილეობა მიიღო დათვალიერებაში პოლიციასთან ერთად ზ-------------–---–თან, პოლიციელ გ-------სთან და მეტყევე ქ-----–-----თან ერთად კვალავ აიღო ჯიპიეს კოორდინატები. მან საგამოძიებო მოქმედების ოქმზე მოაწერა ხელი.
25. მან 2017 წლის 21 აპრილს მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, მე-1-----–---–--ს, მე-14 კვარტალში, პ-------–---–თან ერთად. პ-------–---–მა მოჭრა ხეები და მან აჩვენა რა ხეები და როგორ ჰქონდა მოჭრილი.
26. მოწმის გ------- პ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ სპეციალობით ხე ტყის მჭრელია. ზუსტად არ ახსოვს 2017 წელი იყო, თუ რა დრო, იგი მუშაობდა ქ---------ელი რ-------–----------ესთან ტყის მჭრელად. დამამზადებელი თ---–--–---–ი ა----- იყო. რომელიც გარდაიცვალა. ა-----მ მათ უთხრა, რომ ა-------ის ტერიტორიაზე ხე იყო მოსაჭრელი და თვითონ, დამზადების უფროსი და ტრაქტორისტი ა----- ა-------–ი წავიდნენ იმ ტერიტორიაზე. მაშინ ნახა ქ---–-----ი პირველად. ქ---–-----ს ოფიციალური საბუთი ჰქონდა, რომ ტყე მას ეკუთვნოდა. მაგრამ მას ეს საბუთები არ აინტერესებდა, თვითონ მუშაა და რამდენ ხესაც მეტს მოჭრის, მეტს მიიღებს საფასურს. მათ ტრაქტორი წაიყვანეს, წაიღეს ლოგინები, რომ იქ დაეძინათ. გ------- ქ---–-----მა უთხრა, რომ ეს იყო მისი ადგილი, მოუნიშნა საზღვრები და მათ დაიწყეს ჭრა. ა----- ა-------–ს ტრაქტორით გაჰქონდა მოჭრილი ხეები და ასე მუშაობდნენ. ზუსტად რამდენი ხე მოჭრეს არ იცის. როდესაც მორჩნენ, მოჭრილი ხეები გაიტანეს დაალაგეს. მან დამორა. იმავე, თუ მეორე დღეს, სატყეოს დირექტორი ი-–-- და ვიღაც სხვა ხალხი მივიდნენ, ჯიპიეს კოორდინატები დასვეს და აღმოჩნდა, რომ ეს მოჭრილი ხეები არ იყო კერძო საკუთრებაში. უთხრეს, რომ შეეწყვიტათ მუშაობა და წასულიყვნენ. მას შემდეგ არაფერი არ იცის. მან მუშის საქმე შეასრულა და მეტი არაფერი იცის. მან ორჯერ მოჭრა სამასალე წიფლის ხეები, პირველად დაახლოებით 26, მეორედ 36 ზუსტად არ იცის. დაახლოებით 8-10 დღე ჭრიდნენ. ხეები - საშუალო ასაკის იყო, ნაწილი ასაკობრივი, ხეები არ იყო დანომრილი, მათ იცოდნენ, რომ ხეები კერძო საკუთრებაში იყო.
27. მისივე განმარტებით, ხეები მოჭრა იმ ადგილზე, სადაც ქ---–-----მა მიუთითა. გამოძიების დროს მან პოლიციელებს აჩვენა ყველა ხის ძირი, რაც მოჭრა და მას სურათები გადაუღეს. მან დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე ხელმოწერა.
28. მოსამართლის შეკითხვაზე განმარტა, რომ სადაც ჭრიდა იქ სხვა ხეები არ იყო მოჭრილი, თვითონ დაიწყო ჭრა.
29. მოწმის ა---------– ა-------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მექანიზატორად ტრაქტორზე მუშაობს ტყეში. მას გ------- ქ---–-----თან არანაირი კავშირი არ ჰქონია. მას ა----- თ---–--–---–მა უთხრა, რომ ა-------ის ტერიტორიიდან ტყე იყო გამოსატანი. ა-------ი ძველი ნასოფლარია. მის გარშემოა ტყე. მორიგდნენ და გ----- პ-------–---–თან ერთად წავიდა. გ.პ-------–---–ი ჭრიდა ხეებს, თვითონ კი ტრაქტორზე ალაგებდა და გაჰქონდა. იგი ა----- თ---–--–---–თან იყო ანგარიშვალდებული. ა----- თ---–--–---–მა უთხრა, რომ ტყე საკუთრებაში ჰქონდა ქ---–-----ს. მუშაობის პროცესში, დაახლოებით 4-5 დღე იმუშავეს. თვითონ ცუდად გახდა და სახლში წავიდა. 1-2 კვირის მერე ა----- თ---–--–---–ი კვლავ მივიდა მასთან და იმავე ადგილიდან კიდევ უნდა გამოეტანათ ხე. წავიდა და მეოთხე თუ მეხუთე დღეს სატყეოს უფროსმა და პოლიციამ უთხრეს, რომ აღარ გაეტანათ ხე. 2-3 ხე ჰქონდათ დარჩენილი და მუშაობას ისედაც რჩებოდნენ. სატყეოს უფროსმა და პოლიციამ უთხრა, რომ ეს ადგილი სატყეოს ეკუთვნოდა. მათ ჯიპიესი ქონდათ და იმით ამოწმებდნენ. პირველად დაახლოებით 30 ხე მოჭრეს, მეორედ დაახლოებით 25. ძირითადად წიფლის ჯიშის ხეები მოჭრეს, ერთი რცხილა.
30. მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედების ოქმზე ხელმოწერა ეკუთვნის თვითონ .
31. მოწმის ლ-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ს-------------------------------–----------------------------------–--------ის უფროსის თანამდებობაზე. გ------- ქ---–-----ის „ა-------ის“ ტერიტორიაზე 36 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე პირველადი რეგისტრაცია იჯარის უფლებით განხორციელდა 2005 წლის 8 სექტემბერს. მიწა სახელმწიფო საკუთრება იყო და გ------- ქ---–-----ი მოსარგებლე. რეგისტრაციას ერთვოდა იჯარის ხელშეკრულება. ეს იყო დაუზუსტებელი მონაცემები და მიენიჭა პირობითი საკადასტრო კოდი. ნახაზის ელექტრონული ვერსია არ ჰქონდათ, მაშინ სისტემაში არ არსებობდა. 2011 წელს გ------- ქ---–-----მა კვლავ მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვა ცვლილების შეტანა, თან დაურთო აზომვითი ნახაზი. აღნიშნული აზომვითი ნახაზით საკადასტრო კოდი შეიცვალა მხოლოდ. ნაკვეთზე მესაკუთრე დარჩა სახელმწიფო, ხოლო გ------- ქ---–-----ი ისევ მოსარგებლე. 2011 წლის 18 მაისს გ------- ქ---–-----მა მომართა სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სახელმწიფოს მიერ პრივატიზებულ ქონებაზე და წარმოადგინა სარეგისტრაციო დოკუმენტები- ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული კ-------------–-–---------------------–------------------------------------------------ს და გ------- ქ---–-----ს შორის, სადაც გ------- ქ---–-----ი ხდებოდა მესაკუთრე. შესაბამისად, გ------- ქ---–-----ი დარეგისტრირდა ამ ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში. 2017 წლის 29 აგვისტოს გ------- ქ---–-----მა შეიტანა განცხადება და მოითხოვა ცვლილების რეგისტრაცია, დაურთო ახალი აზომვითი ნახაზი. ფასიან ნახაზზე, კადასტრის სამსახურმა მათ მოუმზადა სიტუაციური ნაზახი, რომლის მიხედვითაც ნაკვეთი ფიქსირდება ტყის მასივის კონტურთან, ნაკვეთი იცვლიდა ადგილმდებარეობას და კოორდინატებს 1/3-ზე მეტად. არ იცვლიდა კონფიგურაციას, მხოლოდ ადგილი იცვლებოდა. ვინაიდან ნაკვეთი 1/3-ზე მეტად იცვლებოდა და ქონება იპოთეკით იყო დატვირთუკლი, რეგისტრატორმა მოითხოოვა იპოთეკარის თანხმობა და მიიღო გადაწვეტილება შეჩერების შესახებ. მესაკუთრემ იპოთეკარის თანხმობა წამოადგინა. შემდეგ, დრეგისტრატორმა 2017 წლის 26 სექტემბერს მიიღო ახალი გადაწყვეტილება, დოკუმენტაცია გადააგზავნა ა-------------–----–------------------ში. პასუხი ჯერ არ მიუღიათ. განცხადებას დღესაც მიმდინარე სტატუსი აქვს. დოკუმენტები გააგზავნეს, ვინაიდან, ახალი აზომვითი ნახატი იდენტური იყო თუ არა ნასყიდობის ხელშეკრულებაში გ------- ქ---–-----ისათვის გადაცემულ ქონებას.
32. ადვოკატის შეკითხვაზე განმარტა, რომ ვინაიდან, რეესტრში დარეგისტრირებულ ქონებას არ დააჯდა ახალი ნახაზი, რადგან ერთიდაიგივე კოორდინატთა სისტემაში არ იყო, მაგიტომ გადააგზავნეს ა-------------–----–---------------ში.
33. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, ბრალდებულების დაკავების ოქმებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან, მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
34. სასამართლო, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში აანალიზებს რა გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული და არასადავოდ გამხდარი მოწმეების ჩვენებები, საგამოძიებო მოქმედების ოქმები ადასტურებენ გ------- ქ---–-----ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი. სახელდობრ, დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- ქ---–-----მა სოფელ ა-------ის ტერიტორიაზე მოჭრა ხე-მასალა.
35. გ------- ქ---–-----ი სადავოდ ხდიდა იმ ტერიტორიას, სადაც მოჭრა ხე მასალა, მიაჩნდა, რომ მას ეკუთვნოდა. თუმცა სასამართლო განხილვის შემდეგ, დასკვნით სიტყვაში მან განმარტა შემდეგი, იგი დარწმუნდა, რომ ის ტერიტორია მას არ ეკუთვნის, წარმოადგენს ტყის ფონდის საკუთრებას და თავს დამნაშავედ სცნობს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს, რომ აღნიშნული გარემოება მან ასევე დაადასტურა ბრალდებულის სახით დაკითხვისას იმ განსხვავებით, რომ მან შეიძინა რა სოფელ ა-------ის ტერიტორია, იმ სოფლის სადაც თვითონ დაიბადა, იცოდა სოფლის საზღვრები და მიუხედავად იმისა რომ ის ტერიტორია, სადაც მოჭრა ხე, არ იყო მოქცეული ნახაზში, მაინც სოფლის ნაწილს წარმოადგენდა. ამიტომ ჩათვალა, რომ მან სოფლის ტერიტორიაზე მოჭრა ხე-მასალა.
36. ბრალდებულ გ------- ქ---–-----ის აღიარების გარდა, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება ასევე დადასტურებულია მოწმეების, ა---------– ა-------–ისა და გ------- პ-------–---–ის ჩვენებებით. ტყის მჭრელმა გ.პ-------–---–მა სწორედ გ.ქ---–-----ის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე მოჭრა ხე მასალა. გასაკაფი ტყის საზღვრებიც სწორედ გ.ქ---–-----მა მიუთითა, ხოლო ა---------– ა-------–მა კი ტრაქტორით გამოიტანა გ.პ-------–---–ის მიერ მოჭრილი ხე-მასალა.
37. ორივე მოწმე ასევე ადასტურებს, რომ მუშაობის პროცესში მათთან მივიდნენ ტყის მცველები, ჯიპიეს ხელსაწყოთი გაზომეს ტყეკაფი და მათ უთხრეს, რომ ხეს სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჭრიდნენ და შეაჩერებინეს მუშაობა.
38. სატყეო სამსახურის თანამშრომლების ა-–-----------ის, ი-------------–---–ის, ი-----------–-----ის, ი-–------------–---–ის, ბ-------- გ------–---–-–---–ის, ა-------------–---–ისა და გ--------------–-–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ მათ ჯიპიეს მინაცემებით „გისის“ პროგრამაში გადაამოწმეს იმ ხეების ძირები, სადაც ქ---–-----ის მითითებით მოიჭრა ხე მასალა და დაადგინეს, რომ ტერიტორია არ წარმოადგენდა გ.ქ---–-----ის საკუთრებას და იყო ტყის ფონდი.
39. გამომძიებლის, ზ-------------–---–ის ჩვენებითა დასტურდება, რომ 2017 წლის 18 აპრილს ა-------ის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას ნახა გადაჭრილი ხის ძირები, განსაზღვრეს ჯიშები და ჯიპიეს კოორდინატები. ჯიპიეს კორდინარები დააფიქსირა ოქმში. დათვალიერებაში ასევე მონაწილეობდა გ.ქ---–-----ი. მან ყველა საგამოძიებო მოქმედებაზე შეადგინა ოქმები და მონაწილეებმა მოაწერეს ხელი.
40. 2017 წლის 22 აპრილს ასევე დაათვალიერა გადანაჭრელი ხის მორები და განსაზღვრეს ჯიპიეს კორდინატები. ადგილი მას მიუთითა ტყის მჭრელმა. ჯიპიეს კორდინარები დააფიქსირა ოქმში. ამ შემთხვევაშიც შეადგინა ოქმი, რომლის სისწორეც დაადასტურეს ხელმოწერით.
41. მოწმე ს-------------------------------–----------------------------------–--------ის უფროსის ლ-----------–---–ის ჩვენებითა და სასამართლოში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით, ასევე გ.ქ---–-----ის განცხადებით სასამართლო ადგენს, რომ გ------- ქ---–-----ის „ა-------ის“ ტერიტორიაზე საკუთრებაში ჰქონდა 36 ჰექტარი მიწის ნაკვეთი - საძოვარი. საკადასტრო კოდით 5----------- 2017 წლის 29 აგვისტოს, ამ საქმეზე ბრალდების წარდგენის შემდეგ, გ.ქ---–-----მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონულ სამსახურს განცხადებით მოსთხოვა საკუთრებაში დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ცვლილება. კერძოდ, ნაკვეთი არ იცვლიდა კონფიგურაციას, იცვლიდა მხოლოდ ადგილმდებარეობას 1/3 მეტად და ზედდებაში მოდიოდა ტყის მასივთან. ანუ იყო გადაფარვა.
42. ვინაიდან ნაკვეთი 1/3-ზე მეტად იცვლებოდა და ქონება იპოთეკით იყო დატვირთული, რეგისტრატორმა მოითხოვა იპოთეკარის თანხმობა და მიიღო გადაწვეტილება შეჩერების შესახებ. მესაკუთრემ იპოთეკარის თანხმობა წამოადგინა. შემდეგ, რეგისტრატორმა 2017 წლის 26 სექტემბერს მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომ არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგაგმვითი/აზომვითი ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა და აღნიშნული გარემოების გარკვევის მიზნით გადააგზავნა ა-------------–----–------------------ში.
43. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა საკადასტრო რუქაზე დატანილი სქემა ნახაზები, სადაც ჩანს გ.ქ---–-----ის საკუთრებაში არსებული საკადასტრო კოდით 5----------- მიწის ნაკვეთი და მის მიერ მოთხოვნილი ცვლილების შეტანის შემდეგ დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რომელთა ადგილმდებარეობა ერთმანეთისგან განსხვავდება.
44. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს, მეტყევეების ი-----------–-----ისა და ი-–------------–---–ის ჩვენებებზე, რომ მათ გ.ქ---–-----ს უთხრეს, ჯერ გაემიჯნა თავისი ტერიტორია ტყის ფონდისგან და შემდეგ დაეწყო ხის ჭრა, რაც გ.ქ---–-----მა არ გააკეთა.
45. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ადგენს, რომ მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა გ.ქ---–-----მა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოჭრა ხის მასალა და ბრალდების წარდგენის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონულ სამსახურს მოსთხოვა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის შეცვლა, რაც სრულად ადასტურებს ბრალდებულის აღიარებას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.
46. სასამართლოს მიერ განხილული საქმეზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 17 აპრილს და მიმდინარეობდას რამდენიმე პირის მიმართ. სასამართლოში საქმე განსახილველად გადმოიგზავნა გ------- ქ---–-----ის, მ-----------------–---–ისა და ა---------– ბ--–----–---–ის მიმართ. შემდგომ მ-----------------–---–ისა და ა---------– ბ--–----–---–ის ბრალდების საქმე გამოიყო ცალკე და მათ მიმართ წარმოება დასრულდა. სისხლის სამართლის საქმეს სასამართლოში შემოსვლისას ერთვოდა შემდეგი ნივთმტკიცებები, საქმეზე ამოღებული, ავტომანქანა „ზილ 131“, სახ. N G-------- , რაც დალუქული მოთავსებულია შსს ა------------------–--------------–--ს ეზოში. ავტომანქანა „ზილ 131-დან“, სახ. N G-------- ამოღებული 01 ცალი ბენზოხერხი. ავტომანქანა „ზილ 131-დან“, სახ. N G-------- ამოღებული 13 ცალი წიფლის ჯიშის ხის მორი, რაც დალუქული ინახება შსს ა------------------–--------------–--ს ეზოში. საქმეზე ამოღებული, ავტომანქანა „ზილ 131“, სახ. N O--------, რაც დალუქული მოთავსებულია შსს ა------------------–--------------–--ს ეზოში ; ავტომანქანა „ზილ 131-დან“, სახ. N O-------- ამოღებული 01 ცალი ბენზოხერხი , რაც დალუქული ინახება კ------------–-–-------------------ის ადმინისტრაციულ შენობაში; ავტომანქანა „ზილ 131-დან“, სახ. N G-------- ამოღებული 11 ცალი წიფლის ჯიშის ხის მორი, რაც დალუქული ინახება შსს ა------------------–--------------–--ს ეზოში; საქმეზე ამოღებული, ავტომანქანა „ზილ 131“, სახ. N S--------, რაც დალუქული მოთავსებულია შსს ა------------------–--------------–--ს ეზოში; ავტომანქანა „ზილ 131-დან“, სახ. N S-------- ამოღებული 01 ცალი ბენზოხერხი , რაც დალუქული ინახება კ------------–-–-------------------ის ადმინისტრაციულ შენობაში; ავტომანქანა „ზილ 131-დან“, სახ. N G-------- ამოღებული 11 ცალი წიფლის ჯიშის ხის მორი , რაც დალუქული ინახება შსს ა------------------–--------------–--ს ეზოში; საქმეზე ამოღებული, ავტომანქანა „ზილ 131“, სახ. N O--------, რაც დალუქული მოთავსებულია შსს ა------------------–--------------–--ს ეზოში; ავტომანქანა „ზილ 131-დან“, სახ. N O-------- ამოღებული 01 ცალი ბენზოხერხი, რაც დალუქული ინახება კ------------–-–-------------------ის ადმინისტრაციულ შენობაში; ავტომანქანა „ზილ 131-დან“, სახ. N O-------- ამოღებული 11 ცალი წიფლის ჯიშის ხის მორი , რაც დალუქული ინახება შსს ა------------------–--------------–--ს ეზოში; საქმეზე ამოღებული 2 ტრაქტორი, ხელწერილით ჩაბარდა ლ---- თ---–--–---–ს; საქმეზე ამოღებული 182 მორი და 27 დაუმორავი ხე, რაც ხელწერილით ჩაბარდა ი-----------–-----ს;
47. გ.ქ---–-----ის საქმის განხილვისას დადგინდა, რომ მის ბრალდების საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ამოღებული 2 ტრაქტორი, რომელიც ხელწერილით ჩაბარდა ლ---- თ---–--–---–ს და 182 მორი და 27 დაუმორავი ხე, რაც ხელწერილით ჩაბარდა ი-----------–-----ს, ამიტომ სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ამ მტკიცებულებებზე.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
48. ბრალდებულ გ------- ქ---–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
49. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
50. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ გ------- ქ---–-----ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმუმი, რაც პირობით არ იქნება გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 85-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
51. ბრალდებული გ------- ქ---–-----ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01(ერთ) წელი.
52. გ------- ქ---–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაოს გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გ------- ქ---–-----ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით დაყადაღებულ გ------- ქ---–-----ის (პირადი N0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
53. გ------- ქ---–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 13 აპრილიდან 2017 წლის 18 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.
54. ნივთიერი მტკიცებულება - 2 ტრაქტორი, ხელწერილით ჩაბარდა ლ---- თ---–--–---–ს დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
55. საქმეზე ამოღებული 182 მორი და 27 დაუმორავი ხე, რაც ხელწერილით ჩაბარდა ი-----------–-----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, გადაეცეს სახელმწიფოს.
56. კ---------------------------ის დოკუმენტბრუნვის ელ. სისტემიდან გამოთხოვილი ინფორმაცია CD დისკზე, რაც დალუქული ერთვის სისიხლის სამართლის საქმეს შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
57. საქმეზე გამოთხოვილი, ი.მ რ-------–----------ის საფინანსო, საბურალტრო, სამეურნეო და იურიდიული დოკუმენტაცია CD დისკზე, დალუქული ერთ კონვერტში, რაც ერთვის სისიხლის სამართლის საქმეს შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
58. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
59. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური