განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N------------------
ს---------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
06 ივნისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგ--
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი - ა-–--------------------
ადვოკატი - ნ---------------–---
ბრალდებული: კ----------
მამის სახელი: გ--
პირადი ნომერი: 6----------
დაბადების თარიღი: 1-.0--1-----–--–-
მოქალაქეობა: ს----------–----------–---
განათლება: ს-–----–----------–-----------
ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–-
მცხოვრები: ქ------------–-------–-------------
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-108-ე მუხლი
[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]
1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება
1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ კ----------მ ჩაიდინა ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 20---–-–------------------- დაახლოებით 23:20 საათზე, ქალაქ ბათუმში, წ-------–-------------–- მდებარე მ------------ დროებით საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, კ----------მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, დანის გამოყენებით, თავისი ოჯახის წევრს - დედას, მ------------ მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები - სახისა და კისრის ღია ჭრილობები; მარჯვენა შიგნითა საუღლე ვენის, ტრაქეის წინა კედლის, ლოყისა და ფარისებური ჯირკვლის დაზიანება, ლოყის გამჭოლი ჭრილობა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო მ----------- გადაუდებელი სამედიცინო-ქირურგიული დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს, რის გამოც კ----------- მიერ განზრახული დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
1.2 ბრალდებულმა კ----------მ ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ და განაცხადა, რომ მ------------ მოკვლა მას არ სურდა.
1.3 კ----------- ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, კ-----------აგან ტანისამოსის ამოღების ოქმი, ამოღებული ნივთები, სასამართლო სამედიცინო, ნარკოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნები, მოწმეების - მ-------------------------------–--------------------------------------------–--------------------–------------------------------------–-------------------------------–-----–------------–--------–------- გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ბრალდებულის ნასამართლობისა და ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის შესახებ ცნობები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
საქმის არსებითი განხილვისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, გარდა დაზარალებულ - მ------------, მოწმეების - ნ-----–---–---–---------------------–------------------------–---- ჩვენებებისა, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებათა ნაწილი სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
1.4 მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, მ------------ ჩვენების თანახმად, მისი შვილი კ---------- დაახლოებით ღამის 1--ის ნახევრაზე მივიდა სახლში. ამ დროისთვის თავს შეუძლოდ გრძნობდა, კარები გადაკეტა და დაძინებას აპირებდა. კ---------- ფანჯრიდან შევარდა სახლში, აიღო გობში დადებული დანა და 4-ჯერ ყელის და 1-ჯერ სახის არეში დაუსვა. ყელის არეში 2-ჯერ ვერტიკალურად და 2-ჯერ ჰორიზონტალურად მიაყენა ჭრილობები. დანით ჭრილობების მიყენებისას თან ეუბნებოდა „ხომ ჩაგაძაღლე მაინცო“. კ---- შეზღუდული ქონდა მასთან მიახლოების უფლება მანამდე მომხდარი ფაქტის გამო. დანა რომ დაარტყა, იყვირა, რა დროსაც მეზობლებმა დაიწყეს თავმოყრა. კ---- დანა იქვე დააგდო და გაიქცა. ეს პროცესი დაახლოებით 5 წუთი გრძელდებოდა. მიყენებული ჭრილობებიდან სისხლი ფანტანივით ასხამდა. წინააღმდეგობა თავისი ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე კ----ათვის არ გაუწევია. მეზობლებმა გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. ისინი რომ არ დახმარებოდნენ სისხლისგან დაიცლებოდა. კ---- მისი დახმარება არც უფიქრია, ისე გაიქცა.
1.5. მოწმე ნ-----–---–---–------- ჩვენების თანახმად, მ---- და კ----------ები არიან მისი მეზობლები. დედა-შვილს ხშირად ქონდათ ერთმანეთთან კონფლიქტი. 20---–-–------------------- დაახლოებით ღამის 1--ის ნახევარზე ძაღლისთვის საჭმელი უნდა დაეყარა, რა დროსაც მოესმა ტირილის ხმა. გამოვიდა სახლიდან გარეთ. შეხვდა კ---- რომელიც მ------------ დროებით საცხოვრებელი სახლიდან გამოვიდა. ჰკითხა, თუ რა ხდებოდა. ,,არაფერი არ ხდებაო'' უპასუხა კ----. გამოვარდნენ სხვა მეზობლებიც, ყვირილის ხმა არ ჩერდებოდა. შევიდნენ მ--------- და ნახეს, რომ ოთახში შუქი არ ენთო. ტელეფონით მიანათეს და დაინახეს, რომ მ---- იატაკზე იწვა და სისხლში იყო გასვრილი. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, რომელიც მალევე მოვიდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს დაჭრილი.
1.6 მოწმის სახით სასამართლოში დაიკითხნენ ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ჯ----------–--- და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ზ------------–---- რომლებმაც 2018 წლის 28 სექტემბერს განახორციელეს ბრალდებულის დაკავება და პირადი ჩხრეკა. მათ განაცხადეს, რომ 20---–-–------------------- დაახლოებით ღამის 1--ის ნახევარზე მათთან შევიდა შეტყობინება სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შესახებ. რამდენიმე წუთში მივიდნენ მ------------ საცხოვრებელ სახლში. შემთხვევის ადგილზე გაირკვა, რომ კ----------მ დაჭრა თავისი დედა მ-----------. რამდენიმე წუთში წერეთლის ქუჩაზე დააკავეს კ----------. მოწმეებმა სრულად დაადასტურეს ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები.
2. სამართლებრივი შეფასება:
2.1 საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის თანახმად, აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად, ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული.
2.2 სასამართლო განმარტავს, რომ განზრახ მკვლელობა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა და შედეგ--ნ დელიქტს წარმოადგენს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, ხოლო მკვლელობის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო მკვლელობის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
2.3 ქმედების განზრახ მკვლელობად (მკვლელობის მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, ბრალდებული უარყოფდეს მკვლელობის განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
მოცემულ შემთხვევაში, კ----------- მიერ მიყენებული, დაზარალებულის სხეულზე არსებული ჭრილობების რაოდენობა, განლაგება და ლოკალიზაცია აშკარად მიუთითებს თავდამსხმელის განზრახვაზე მოეკლა დაზარალებული, მით უმეტეს, რომ ჭრილობების მიყენების შემდეგ კ----------მ დატოვა დაზარალებული სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და გაეცალა შემთხვევის ადგილს. მას არც კი უცდია მ------------ დახმარება, ან/და სასწრაფოს სამედიცინო დახმარების გამოძახება. დაზარალებული მ----------- მხოლოდ ექიმების დახმარებით გადაურჩა სიკვდილს. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №007546218 დასკვნის თანახმად, მ------------ მიყენებული ქონდა „სახისა და კისრის ღია ჭრილობები; მარჯვენა შიგნითა საუღლე ვენის, ტრაქეის წინა კედლის, ლოყისა და ფარისებური ჯირკვლის დაზიანება, ლოყის გამჭოლი ჭრილობა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედებებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. “
2.4 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 1-0-ე, 1-6-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2.5 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ კ---------- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
3.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის თანახმად, განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
3.2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუმთავრებელი დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება გარემოებანი, რომელთა გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ მ------------ ყვირილზე მეზობლებმა დაიწყეს თავმოყრა, რა დროსაც ბრალდებულმა კ----------მ დანა იქვე დააგდო და გაიქცა. მ----------- გადაუდებელი სამედიცინო-ქირურგიული დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.
3.3 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
კ----------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედების ხასიათს, რომელიც საზოგადოებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველია და თვლის, რომ კ----------ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის 108-ე მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი.
4. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესით.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
2. კ----------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 29 სექტემბრიდან.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით, კ----------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. ნივთმტკიცებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ზეწარი, დარინა ნაკაშიძისგან ამოღებული მ------------ ტანსაცმელი - თეთრი ფერის კაბა, მუქი ფერის მაისური, პირსახოცი, ბალიში, ქალის რეზინის ფეხსაცმელი (ჩუსტი), ბიუსჰალტერი, კ-----------აგან ამოღებული ნაცრისფერი მაისური, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად სისხლის მაგვარი გუბეებიდან სპეციალურ ჩხირებზე აღებული ნიმუშები, დანა, ხელის კვლები, გ------------–-------- აღებული ნერწყვის ნიმუში, კ----------- ნერწყვის ნიმუში ერთ ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე, მ------------ სისხლის ნიმუში, მ------------ ხელის კვლების ნიმუში, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
კ----------- ხელის ანაბეჭდი ერთ ცალ დისკზე, - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი