გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210119002936440
საქმე #2/268-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 ივნისი, 2019 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე - სს "თ----- ბანკი"
წარმომადგენელი - რ--------–-----ძე
მოპასუხეები - მ-----–---------–---–-------------------–-–---–-----------------–---–-
ზ--------------–-–---–-ს წარმომადგენელი - მაკა მესხი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მ-----–---------–---–-------------------–-–---–--------------------–---–- სოლიდარულად გადახდეთ სს "თ----- ბანკის" სასარგებლოდ 7761 ლარი და 99 თეთრი, საიდანაც 6125.37 ლარის არის სესხის ძირი თანხა, 1224.94 ლარი არის პროცენტი, დაზღვევის პრემია 14 ლარი და 14 თეთრი, 397.54 ლარი პირგასამტეხლო.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2017 წლის 8 სექტემბერს, ,,თ----- ბანკსა“ და მ-----–---------–---–ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით, მ-----–---------–---–-- მიიღო 7 200 ლარი 36 თვით, წლიური 30 %-ით. იმავე დღეს, დაზღვეული იქნა მ-----–---------–---–-ს სიცოცხლე. ხელშეკრულებით განისაზღვრა სადაზღვევო პრემიის ოდენობა, რომლის გადახდაც მსესხებელს ეკისრებოდა;
2017 წლის 8 სექტემბერს, მოსარჩელესთან დადებული თავდებობის ხელშეკრულებით, ზ--------------–-–---–-ა სოლიდარული ვალდებულება იკისრა კრედიტორის წინაშე მ-----–---------–---–-ს ვალდებულების შესრულებაზე. პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 9 360 ლარით;
2017 წლის 8 სექტემბერს, მოსარჩელესთან დადებული თავდებობის ხელშეკრულებით, მ-------------–---–-ა სოლიდარული ვალდებულება იკისრა კრედიტორის წინაშე მ-----–---------–---–-ს ვალდებულების შესრულებაზე. პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 9 360 ლარით;
მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის გადახდის გრაფიკი, რაც, მხარეთა შორის ხელშეკრულებების თანახმად, მოსარჩელეს უფლებას აძლევს მოითხოვოს: სოლიდარული მოვალეებისაგან - 7761 ლარი და 99 თეთრი, საიდანაც 6125.37 ლარის არის სესხის ძირი თანხა, 1224.94 ლარი არის პროცენტი, დაზღვევის პრემია 14 ლარი და 14 თეთრი, 397.54 ლარი პირგასამტეხლო.
2. მოპასუხის პოზიცია
სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო;
,3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 8 სექტემბერს, ,,თ----- ბანკსა“ და მ-----–---------–---–ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით, მ-----–---------–---–-- მიიღო 7 200 ლარი 36 თვით, წლიური 30 %-ით. იმავე დღეს, დაზღვეული იქნა მ-----–---------–---–-ს სიცოცხლე. ხელშეკრულებით განისაზღვრა სადაზღვევო პრემიის ოდენობა, რომლის გადახდაც მსესხებელს ეკისრებოდა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ინფორმაცია სიცოცხლის საზღვევის შესახებ (ს.ფ.27-33);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. 2017 წლის 8 სექტემბერს, მოსარჩელესთან დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით, ზ--------------–-–---–-ა და მ-------------–---–-ა სოლიდარული ვალდებულება იკისრეს კრედიტორის წინაშე მ-----–---------–---–-ს ვალდებულების შესრულებაზე. მათი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 9 360 ლარით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ.34-43);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3.მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის გადახდის გრაფიკი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.31-32, ამონაწერი მ-----–---------–---–-ს ანგარიშიდან ს.ფ.44, ცნობა დავალიანების შესახებ ს.ფ.56);
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობენ
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ, შეაფაასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317- ე მუხლის პირველი ნაწილი; 411-ე, 417-ე, 420-ე, 626-ე, 891-ე მუხლები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის დაკმაყოფილების დასაბუთება.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;
317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
626-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოიშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. მოპასუხე მხარე აღიარებს, რომ ვალდებულება არ შეასრულა - ვალი არ დააბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხეებისაგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;
891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის;
მოცემულ შემთხვევაში მ-----–---------–---–სა და ბანკს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებული იყო პროცენტი. მოპასუხეს ვალი უნდა დაებრუნებინა შეთანხმებული გრაფიკით. სადავო არ გამხდარა, რომ მოპასუხეები, მიუხედავად გაფრთხილებისა, სესხის თანხას არ იხდიან. მ-----–---------–---–-- დაარღვია გრაფიკი და თანხა საერთოდ აღარ გადაიხადა, რაც უფლებას აძლევს კრედიტორს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, მ-----–---------–---–-საგან, ზ--------------–-–---–-სა და მ-------------–---–--აგან, რომლებმაც ბანკის წინაშე სოლიდარული ვალდებულება იკისრეს მ-----–---------–---–-ს ვალდებულების შესრულებაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;
სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით;
131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას;
მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის, 131-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა:
49-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 307 ლარი, 257 ლარი სარჩელზე და 50 ლარი - სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებისათვის. მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო სასამართლოს მთავარ სხდომამდე, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და ის არც მოპასუხეს უნდა დაეკისროს;
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები
სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მ-------------–-ილს აეკრძალა გაასხვისოს და უფლებრივად დატვირთოს თავისი წილი ქ-----–-- მუნიციპალიტეტის სოფელ ქ------------------–- მდებარე უძრავ ნივთში, საკადასტრო კოდით 6----------4.
დაკმაყოფილდა რა სარჩელი, უზრუნველყოფის ღონისძიება არ უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 257-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს "თ----- ბანკის" სარჩელი დაკმაყოფილდეს. მ-----–---------–---–-------------------–-–---–--------------------–---–- სოლიდარულად გადახდეთ სს "თ----- ბანკის" სასარგებლოდ 7761 ლარი და 99 თეთრი, საიდანაც 6125.37 ლარის არის სესხის ძირი თანხა, 1224.94 ლარი არის პროცენტი, დაზღვევის პრემია 14 ლარი და 14 თეთრი, 397.54 ლარი პირგასამტეხლო.
2. სს "თ----- ბანკს" დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 307 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი