განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100119003002201
saqme #1/107-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ივლისი, 2019 წელი ქ . სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ - ბ----- შ---–---–--,ბრალდებულ - ბ---- ც-----–---–--,ადვოკატ - ე-–----- კ-------------
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №040040419001
ბრალდებულ ბ---- ც-----–---–-- მიმართ
მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი -1----------
დაბადებული - 0-.0-.1-----–--–-
განათლება - ს-–----–-- განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი
ნასამართლობა - ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დ--------–--–------ს რაიონი, სოფელი ხ------------, თ---------–---- ქუჩა №1--
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ბ---- ც-----–---–-- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში. მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.
მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 4 აპრილს, საღამოს საათებში, დ--------–--–------ს რაიონის, სოფელ ხ-----------–-, თ---------–---- ქუჩა #1---ში მდებარე ც-----–---–---- საცხოვრებელი სახლის აივანზე, ოჯახური კონფლიქტის დროს, ბ---- ც-----–---–--, ხელთნაქონი დანისმაგვარი საგნის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობის მუქარა განახორციელა მეუღლის - ი---–-- ლ--–------ მიმართ, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ესე იგი, ბ---- ც-----–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
- 2019 წლის 4 აპრილს, საღამოს საათებში, დ--------–--–------ს რაიონის, სოფელ ხ-----------–-, თ---------–---- ქუჩა #1---ში მდებარე ც-----–---–---- საცხოვრებელი სახლის ეზოს ჭიშკრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოჯახური კონფლიქტის დროს, ბ---- ც-----–---–-- მარჯვენა ბარძაყის არეში ფეხის დარტყმით ძალადობა განახორციელა მამის - ბ------- ც-----–---–-- მიმართ, რის შემდეგაც, სახის არეში ხელი მოუჭირა დას - მ--- ც-----–---–-, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
ესე იგი, ბ---- ც-----–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუქნტით.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - ბ---- ც-----–---–-- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სახელმწიფო ბრალმდებელმა ბ---- ც-----–---–-- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, დაცვის მხარემ ითხოვა მის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.
2019 წლის 28 მაისს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ბ---- ც-----–---–-- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბ---- ც-----–---–-- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბ---- ც-----–---–-- ბრალეულობა, კერძოდ:
შეტყობინება №868428 დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა №1; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით; დადგენილებები - ი---–-- ლ--–------, ბ------- ც-----–---–--ა და მ--- ც-----–---–-- დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაზარალებულების - ი---–-- ლ--–------, ბ------- ც-----–---–--ა და მ--- ც-----–---–-- გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - თ----–- ა--------–---–--, ნ-----–-- ც-----–---–-- და ს------ ც-----–---–-- გამოკითხვის ოქმები; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2019 წლის 15 აპრილის №002335919 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მ--- ც-----–---–-- მიმართ; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2019 წლის 5 ივლისის №004584819 სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები თანდართული ფოტო-ცხრილით; ბ---- ც-----–---–-- დაკავების ოქმი; ბ---- ც-----–---–-- მიერ უშუალოდ სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიცია წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ ბ---- ც-----–---–-- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ ბ---- ც-----–---–-- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში. მანვე ჩაიდინა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მართებულად მიაჩნია, რომ ბ---- ც-----–---–- ცნობილ იქნას დამნაშავედ და მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და შესაბამისად, სასჯელის სახე და ზომა განესაზღვროს მითითებული მუხლების სანქციის ფარგლებში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დამნაშავის პიროვნება და მისი წარსული.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი, კერძოდ, სასჯელის კონკრეტული სახე და ზომა უნდა ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზნების მიღწევა ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ხოლო საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის ძირითადი მიზნების - რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების გარანტიას წარმოადგენს არა მკაცრი სასჯელის სახე და ზომა, არამედ, კონკრეტული პირის მიერ მისი დაწესების გარდაუვალობის გათვითცნობიერება.
ამავდროულად, სასჯელი იმდაგვარად არ უნდა იქნეს გამოყენებული, რომ იგი მიზნად ისახავდეს მხოლოდდამხოლოდ პირის მკაცრად დასჯას, არამედ, გამოყენებული სასჯელი უნდა წარმოადგენდეს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დადასტურების შემთხვევაში, ჩამდენი პირის მიმართ სასჯელის მიზნების მისაღწევად, სათანადო რეაგირების განხორციელების საპირწონე ზომასა და საშუალებას. რათა როგორც მსჯავრდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ გონივრული მოლოდინის ფარგლებში, აღქმულ იქნას ფაქტი იმისა, რომ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება და მათი ინტენსივობა არ დარჩება სათანადო და ადეკვატური რეაგირების გარეშე.
ამასთან, სასჯელს სახისა და ზომის განსაზღვრისას ობიექტური შეფასება უნდა მიეცეს პირის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბ---- ც-----–---–- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო, რაც შეეხება, მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2019 წლის 5 ივლისის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №004584819 დასკვნის თანახმად, „ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ბ---- ც-----–---–- ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობისთ ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო. მას აღენიშნებოდა სენსიტიურ-პარანოიდული პერსონოლოგიური აშლილობა, დეკომპენსაციის მდგომარეობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლისა მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, როგორც ბ---- ც-----–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება. ამასთან, სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასმართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის ჩადენილ დანაშაულს, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილსამყოფელი, შერიგებულია დაზარალებულებთან. მომხდარ ფაქტამდე იყო დასაქმებული და უზრუნველყოფდა ოჯახს მატერიალურად. ასევე, როგორც მისი მეუღლისა და სხვა ოჯახის წევრების ჩვენებით დგინდება, წარსულში, კერძოდ, კი 2019 წლის იანვრის თვემდე, მას რაიმე სახის ძალმომრეობითი ქმედება არ განუხორციელებია ოჯახის წევრების მიმართ. ამ მიმართებით კი გასათვალისწინებელი არის ის გარემოება, რომ იგი ი---–-- ლ--–------თან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 12 წელზე მეტ ხანს და ამ დროის განმავლობაში რაიმე სახის ფიზიკური შეურაცხყოფა ან სხვა სახის ძალმომრეობითი ქმედება მეუღლისა და შვილების მიმართ არ განუხორციელებია.. ასევე, ობიექტური შეფასება უნდა მიეცეს იმ გარემოებას, რომ ბ---- ც-----–---–-- მხრიდან ოჯახის წევრების მიმართ კონფილიქტური სიტუაციის გამწვავება ემთხვევა უკანასკნელ პერიოდსა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ბ---- ც-----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი. ბ---- ც-----–---–- ასევე, ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და ბ---- ც-----–---–- დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ბ---- ც-----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.
2. ბ---- ც-----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და ბ---- ც-----–---–- დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
4. გაუქმდეს ბ---- ც-----–---–-- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
5. ბ---- ც-----–---–- დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
6. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბ---- ც-----–---–-- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 4 აპრილიდან - 2019 წლის 17 ივლისის ჩათვლით.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს, მსჯავრდებულ ბ---- ც-----–---–-- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
8. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ბ---- ც-----–---–-- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.
9. საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული დანის მაგვარი ნივთი და სანთებელა, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
10. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი