განაჩენი

სისხლის სამართლის 19.07.2019
საქმის ნომერი
120100119002991390
დავის ტიპი
344 1
თარიღი
19.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

საქმე #1/122-19წ. 16 ივლისი, 2-19 წელი ქ.ახალციხე

 

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - გ------------–---–---–ი;

დაცვის მხარე - ბრალდებული - რ------ უ---- - თურქეთის მოქალაქე, დაბადებული 0-.0-.1--- წელს თურქეთის რესპუბლიკაში, რეგისტრირებული და მცხოვრები აქშეჰირის რაიონი, სოფელი კ-----------;

ბრალდებული - ა----- თ-----ი - თურქეთის მოქალაქე, დაბადებული 2-.0-.1--- წელს თურქეთის რესპუბლიკაში, პ/ნ 1----------, რეგისტრირებული და მცხოვრები თურქეთს რესპუბლიკა, ქ.კ------ი, ე----------ის ქუჩა N2-;

ადვოკატი - ტ------–----–-----–---–ი;

თარჯიმანი - გ----------------ე;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების ნაწილში სასამართლომ დაადგინა:

თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ 0-.0-.1--- წელს დაბადებულმა რ------ უ----მ (R---------) და 2-.0-.1--- წელს დაბადებულმა ა----- თ-----მა (A----------) განიზრახეს თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ყოველგვარი რეგისტრაციის გავლის გარეშე, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთეს და შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

რ------ უ----მ და ა----- თ-----მა ჩა-----ეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა (გადმოკვეთა).

 

სამართლებრივი შეფასება:

ბრალდებულებმა რ------ უ----მ და ა----- თ-----მა აღიარეს მათ მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, (გამოძიების დაწყების აღიცხვის ბარათი. დ---------–----ის პატაკი, დ---------–----ის 0-.04.2-19წ, ზ-----------------ის 0-.04.2-19წ მოწმის სახით გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმები, ოქმი რ------ უ----ს საზღვრის კვეთის მონაცემების შემოწმების შესახებ, რ------ უ----ს ბრალდებულის სახით დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, რ------ უ----ს პირადობის მოწმობის და მართვის მოწმობის ასლი, ოქმი რ------ უ----ს ბრალდებულის სახით დაკავების ოჯახის წევრზედ შეტყობინების შესახებ, მიმართვა საგარეო საქმეთა სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების დაკავების შეტყობინების შესახებ, მიმართვა იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის გამოყოფის შესახებ, მიმართვა შსს ანალიტიკურ დეპარტამენტს რ------ უ----ს მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მონაცემების მოწოდების შესახებ, მიმართვის წერილები ახალციხის დმ იზოლატორს, ზ-----------------ის თანხმობის ხელწერილი ავტომანქანის დათვალიერების თანხმობის შესახებ, ზ-----------------ის ხელწერილი ავტომანქანის დათვალიერების თანხმობის შესახებ, მიმართვა ინტერპოლის ბიუროს, ადვოკატ ტ------–----–-----–---–ის ორდერები, თარჯიმან მ-------------ის გაფრთხილების ხელწერილი, რ------ უ----ს 0-.04.2-19 წლის ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმი, ცნობები რ------ უ----ს ნასამართლობისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე შემოწმების შესახებ, შუამდგომლობა რ------ უ----ს დაკავების და პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ, შსს ანალიტიკური დეპარტამენტის პასუხი რ------ უ----ს მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მონაცემების შესახებ), სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

რ------ უ----ს და თ----- ა-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ბრალდებულების პიროვნული მახასიათებლიდან სასამართლო დამამძიმებელი გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ბრალდებულებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთეს უკანონოდ მოქალაქეობის ქვეყანაში - თურქეთის რესპუბლიკაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის თავის არიდების მიზნით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებულები აღიარებენ და ინანიებენ ბრალად წარდგენილ ქმედებას.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, რ------ უ----ს და ა----- თ-----ს უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

ნივთიერი მტკიცებულებები: ა----- თ-----ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 2-0 ლარი და 30 თეთრი, მობ.ტელეფონის სატენი, გასაღები და კრიალოსანი, ს-------ის ფირმის მობ.ტელეფონი დალუქულ მდგომარეობაში 03 ფუთად, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ა----- თ-----ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

რ------ უ----ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 29 ლარი, ლ-------ს ფირმის ტელეფონი, საფულე, მართვის მოწმობა და პირადობის მოწმობა დალუქულ მდგომარეობაში 03 ფუთად, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს რ------ უ----ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ------ უ---- (დაბ. 0-.0-.1---წ.) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით.

რ------ უ----ს (დაბ. 0-.0-.1---წ.) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2-19 წლის 2 აპრილიდან.

2. ა----- თ-----ი (პ/ნ1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით.

ა----- თ-----ის (პ/ნ1----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 2 აპრილიდან.

3. ნივთიერი მტკიცებულებები: ა----- თ-----ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 200 ლარი და 30 თეთრი, მობ.ტელეფონის სატენი, გასაღები და კრიალოსანი, ს-------ის ფირმის მობ.ტელეფონი დალუქულ მდგომარეობაში 03 ფუთად, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ა----- თ-----ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

რ------ უ----ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 29 ლარი, ლ-------ს ფირმის ტელეფონი, საფულე, მართვის მოწმობა და პირადობის მოწმობა დალუქულ მდგომარეობაში 03 ფუთად, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს რ------ უ----ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი