განაჩენი

სისხლის სამართლის 13.06.2019
საქმის ნომერი
330100117002148977
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 ივნისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ – გ------- შ-------ვას,ბრალდებულ _ ა---- ა-–---------ის,ადვოკატ _ გ------- ყ---–--ის,თარჯიმან - ე-–--- თ---–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე _ ა---- ი-–----ის ძე ა-–---------ის, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის მქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ. მ--------––-------–--------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა---- ა-–---------მა ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.

ა---- ა-–---------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

ბ---–----- რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1-----------ს განაჩენით ა---- ა-–---------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 5 (ხუთი) წლის ვადით, თუმცა 2016 წლის 5 დეკემბერს, ქ.თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მართავდა „ფორდის“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით T---------

ე.ი. ა---- ა-–---------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აქვე უნდა აღინიშნოს იმ ტექნიკური ხარვეზის შესახებ, რომელიც დაშვებულია ბრალდების შესახებ დადგენილებაში, კერძოდ, მითითებულ დადგენილებაში ბრალდების ფორმულირებაში აღნიშნულია, რომ ა---- ა-–---------ის მიმართ 2016 წლის 1-----------ს განაჩენი გამოტანილია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, ხოლო საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნული განაჩენი გამოტანილია ბ---–----- რაიონული სასამართლოს მიერ. შესაბამისად, აღნიშნული ცდომილება მიჩნეულ უნდა იქნეს ტექნიკურ ხარვეზად, რაც გავლენას ვერ მოახდენს ბრალდების არსზე და ქმედების კვალიფიკაციაზე.

სასამართლოს დასკვნა ა---- ა-–---------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ა---- ა-–---------ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ბ---–----- რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1-----------ს განაჩენს, მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, ინფორმაციას დაჯარიმების თაობაზე და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ა---- ა-–---------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ა---- ა-–---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ხასიათსა და დამნაშავის პიროვნებას, კანონთან კონფლიქტის სიხშირეს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ ა---- ა-–---------ს ბ---–----- რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1-----------ს განაჩენით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. შესაბამისად, ბრალდებული განსახილველი დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის პირობებში, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, თუმცა სასამართლო აღარ მსჯელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხზე, რამდენადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1-----–---ს განაჩენით გაუქმდა ა---- ა-–---------ის მიმართ ბ---–----- რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1-----------ს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სასჯელი განესაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ა---- ა-–---------ს განსახილველი დანაშაული ჩადენილი აქვს ბოლო - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1-----–---ს განაჩენის გამოტანამდე, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 21 სექტემბრის წერილის თანახმად, აღნიშნული ჯარიმის თანხა გადახდილი და სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულია 2017 წლის 22 აგვისტოს). მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დადგენილი წესითა და ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები. ა---- ა-–---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2017 წლის 6 აპრილიდან - 2017 წლის 1-----–---ს ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი. იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა დანაშაულის რეციდივი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ა---- ა-–---------მა ჩაიდინა კვლავ განზრახი დანაშაული) და განსახილველი დანაშაული ჩადენილია ბოლო (2017 წლის 1-----–---ს) განაჩენის გამოტანამდე - მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილები, ხოლო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ა---- ა-–---------ი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია მისთვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა და სასჯელთა არა შეკრების, არამედ შთანთქმის პრინციპის გამოყენება. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1-----–---ს განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ახლად დანიშნული სასჯელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა---- ა-–---------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა---- ა-–---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1-----–---ს განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს ახლად დანიშნული სასჯელი - 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ა---- ა-–---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობითად, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 6 აპრილიდან - 2017 წლის 1-----–---ს ჩათვლით.

3. მსჯავრდებულ ა---- ა-–---------ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ა---- ა-–---------ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი