განაჩენი

სისხლის სამართლის 19.07.2019
საქმის ნომერი
120100119003061368
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
19.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

საქმე #1/164-19წ. 19 ივლისი, 2019 წელი ქ.ახალციხე

 

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - გ-------–ი კ------ე;

დაცვის მხარე - ბრალდებული - ე-–------ შ-----–-–---–ი- საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 2-.1--1--- წელს ბ---------ში, პ/ნ 1---------- რეგისტრირებული და მცხოვრები: ბ---------ის მუნიციპალიტეტის, სოფელი ტ------ი.

ადვოკატი - ო--------------–--ე;

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,ა“ ქ/პუნქტები და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი და მეორე ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

ე-–------ შ-----–-–---–მა წელიწადნახევრის წინ, ზუსტი დრო გამოძიებით დაუდგენელია, ბ---------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ------ში მდებარე თავისივე საცხოვრებელს სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების მოტივით, ლანძღა, აგინა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ლ--–- შ-----–-–---–ს და 2-.0-.2--- წელს დაბადებულ შვილს - მ------ შ-----–-–---–ს. ბრალდებულმა ლ--–- შ-----–-–---–ს შემოარტყა ხელი სახეში და წაუჭირა კისერში, მათთან მყოფი მ------ შ-----–-–---–ი შეეცადა ისინი გაეშველებინა, რა დროსაც მასაც წაუჭირა ხელი კისერში, აღნიშნულის გამო ლ--–- და მ------ შ-----–-–---–ებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

ასევე, ე-–------ შ-----–-–---–ი, სისტემატიურად ლანძღავდა, აგინებდა და სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაი---ნებით ემუქრებოდა ოჯახის წევრებს, მეუღლეს - ლ--–- შ-----–-–---–ს და შვილებს. 20-9 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ე-–------ შ-----–-–---–მა, თავისივე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების მოტივით, კვლავ ლანძღა, აგინა და დაემუქა შვილებს - 2--–-–-ს ი---ს, 1--–-–-ს მ------ს, 1--–-–-ს ქ-------ს და 5-–-–-ს ნ-----–---- შ-----–-–---–ს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით. მიმართავდა სიტყვებით: ,,დაგხოცავთ დანით, გამოგწვავთ სახლში და თავსაც მოვიკლავო“. მან ხელში აიღო იმავე ოთახში მაგიდაზე განთავსებული დანა, რაც რომელიც სწრაფად გამოართვა ხელიდან დაზარალებულმა ი--- შ-----–-–---–მა. აღნიშნულის გამო, შვილებს - ი---ს, მ------ს, ქ-------სა და ნ-----–---- შ-----–-–---–ებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ე-–------ შ-----–-–---–მა ჩაიდინა ოჯახური ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ასევე, ე-–------ შ-----–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, არასრულწლოვნის მიმართ, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სამართლებრივი შეფასება:

ბრალდებულმა ე-–------ შ-----–-–---–მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, დაზარალებულ ლ--–-, ი---, მ------, ქ------- და ნ-----–---- შ-----–-–---–ების გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ე-–------ შ-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმი. დადგენილებები ლ--–-, ი---, მ------, ქ------- და ნ-----–---- შ-----–-–---–ების დაზარალებულად ცნობის შესახებ და უფლებების განმარტების ოქმები, ე-–------ შ-----–-–---–ის და ლ--–- შ-----–-–---–ის ქორწინების მოწმობის ასლი, მ------, ი---, ქ------- და ნ-----–---- შ-----–-–---–ების დაბადების მოწმობის ასლები. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები მ------ და ი--- შ-----–-–---–ებთან, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

სასამართლოს დასკვნა ე-–------ შ-----–-–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,ა“ ქ/პუნქტები და 111-151-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

ე-–------ შ-----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება, მას კმაყოფაზე ჰყავს ცხრა შვილი, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურიად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, დაზარალებულებთან შერიგებულია, რომელნიც სასამართლოს სთხოვენ ბრალდებულის მიმართ მსუბუქი სახის სასჯელის გამოყენებას. ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას.

ამავე კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, 1-ლი ნაწილი - დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მე-2 ნაწილი - დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

მე-3 ნაწილი - ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. მე-15 დღეს)

მე-4 ნაწილი - თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ე-–------ შ-----–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე-–------ შ-----–-–---–ი (პ/ნ№1----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილით ,,ა,, და ,,ბ,, პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით. რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

ასევე, ე-–------ შ-----–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 151 მუხლის 1-ლი ნაწილით და მეორე ნაწილის ,,გ,, პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით. რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ე-–------ შ-----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი.

2. ე-–------ შ-----–-–---–ის (პ/ნ№1----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 20-9 წლის 18 აპრილიდან 20-9 წლის 19 ივლისის ჩათვლით. მსჯავრდებული ე-–------ შ-----–-–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

3. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება ერთი ცალი დანა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

4. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი