განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-44-19
(027110219001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 მაისი, 2019 წელი ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლ--–----------–---–ი
სხდომის მდივანი - რ--------------------–-–---–ი
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ბ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
1. ბრალდებული - მ--- ე-----–---–ი, დაბადებული 1987 წლის 24 თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომ---- 0---------2, რეგისტრირებული გორის რაიონის სოფელ საქაშეთში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ-----–--------------------–-------ში
ადვოკატები - თ------------ე, ზ-------------–-–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილს ,,ა“ ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ)
სხდომის სახე - საჯარო
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
2019 წლის 11 თებერვალს, ქ-----–--------------------–-------ში მ--- ე-----–---–მა საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, თავისი შვილის, 2016 წლის 23 ივლისს დაბადებული გ------ დ-------ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, კერძოდ, დილის საათებში სცემა გ------ დ-------ე, რადგან იგი არ უჯერებდა; მოგვიანებით მ--- ე-----–---–ი გაღიზიანდა ბავშვის მიერ საკვები პროდუქტის გაფუჭების გამო და გ------ დ-------ეს სხეულის სხვადასხვა ადგილზე ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თ---------–----–---–მა, რომელიც როგორც ბრალდების ისე დაცვის მხარის მოწმეა, სასამართლოს განუმარტა, რომ სოფელ მ-----ში მ--- ე-----–---–ი ცხოვრობს მის მეზობლად; ბრალდებულის ოჯახიდან არასდროს გაუგია ჩხუბის და ყვირილის ხმა; თუ ბავშვი (გ------ დ-------ე) განერვიულდებოდა ან ცელქობდა, დედა (მ--- ე-----–---–ი) მშვიდად ცდილობდა, დაეწყნარებინა იგი.
მოწმისავე განმარტებით, ბავშვი ,,ნერვიულია“ და ადვილად ღიზიანდება; უმნიშვნელო მიზეზითაც იწყებს ტირილს. როგორც მისთვის არის ცნობილი, ბავშვს მკურნალობდნენ ნევროპათოლოგის დანიშნულებით. მხოლოდ ერთხელ შეესწრო ფაქტს, როდესაც ბავშვმა ,,ჩაისველა“ და დედა - მ--- ე-----–---–ი გაუჯავრდა, მოფერებით წამოარტყა და გულზე მიიხუტა. სხვა შემთხვევა არც პირადად უნახავს და არც სხვისგან მოუსმენია. მომხდართან დაკავშირებით, ნ-–------–--ისგან, რომელიც ფაქტის შემსწრეა, გაიგო, რომ ბავშვმა მაგიდიდან გადმოაგდო კვერცხი და ამაზე დაიწყო ტირილი.
ნ----------–---–ის, რომელიც როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მოწმეა, განმარტებით, იგი მ--- ე-----–---–ის ახლო მეზობელი და მეგობარია. 2019 წლის 11 თებერვალს სოფელში არ იმყოფებოდა; როდესაც სახლში დაბრუნდა, მეზობლებისგან გაიგო, რომ მ--- ე-----–---–თან პოლიცია იყო მისული, მაგრამ სახლში არავინ დახვდათ. მეზობლებთან ერთად შეეცადა, გაერკვია, რა მოხდა. სახლში მათაც არავინ დახვდათ, შემდეგ მივიდნენ მ---ს დასთან, ე---------- ე-----–---–თან, რომელიც იმავე სოფელში ცხოვრობს - გაარკვიეს, რომ მ--- ბავშვთან, გ------ დ-------ესთან ერთად წაიყვანეს პოლიციაში. გ------ დ-------ესთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ რთულად აღსაზრდელი ბავშვია; დედას შვილისთვის მიუცია შენიშვნა, დაუტუქსავს კიდეც, ანუ ცოტა ხმამაღლა უთქვამს სიტყვა, მაგრამ ფიზიკურად არასოდეს დაუსჯია - ,,რასაც ჰქვია ცემა“, ასეთი არ უნახავს და არც გაუგონია.
მოწმე მ---------–--–---–მა, რომელიც ასევე არ შესწრებია ფაქტს, განმარტა, რომ არასოდეს უნახავს, თუ ძალადობდა მ--- ე-----–---–ი თავის შვილზე და ასეთის შესახებ არც სხვებისგან მოუსმენია. თვლის, რომ ბრალდებულის ამჟამინდელი მდგომარეობა უკავშირდება იმ უთანხმოებას, რაც აქვს თავის დედამთილთან - მ---- დ-------ესთან.
ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლოს მოწმეებმა ჟ--–------–--------ემ, ნ-------–--–---–მა და თ------–-------ემ. მათი განმარტებით, მ--- ე-----–---–ის მეზობლები არიან; არასოდეს უნახავთა დედის (მ--- ე-----–---–ის) მიერ შვილის ცემის ან რაიმე სახით შვილზე ძალადობის ფაქტი და რადგან ახლო მეზობლური ურთიერთობა აქვთ ოჯახთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვარაუდობენ, რომ ეცოდინებოდათ მომხდარის შესახებ.
ნ------------–--ემ და ნოდარ დ-------ემ, რომლებიც დაცვის მხარის მოწმეები არინა და რომელთა ჩვენებები არსებითად არ განსხვავდება მ--- ე-----–---–ის მეზობლების მიერ სასამართლოსთვის მიცემული განმარტებებისგან, აღნიშნეს, რომ ოჯახის ახლო ნათესავები არიან, და რომ არც 2019 წლის 11 თებერვალს და არც მანამდე უნახავთ ბრალდებულის მიერ თავის შვილზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი.
რაც შეეხება ბრალდებულის მეუღლეს, ა------ დ-------ეს - მანაც გამორიცხა, შესაძლებლობა იმისა, რომ მ--- ე-----–---–ს ისე დაესაჯა თავისი შვილი, რომ მისთვის ფიზიკური ტკივილი მიეყენებინა.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტის მ--–----------------ის მიერ გაცემული №001574519 დასკვნის მიხედვით, 2019 წლის 12 თებერვალს 13:15 საათზე პირადი შემოწმების მომენტისთვის, გ------ დ-------ეს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (11.02.19). ხანდაზმულობით უნდა წარმოადგენდნენ შემოწმების მომენტამდე 2-3 დღეს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა მ--–----------------მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნა და დამატებით განმარტა, რომ გ------ დ-------ე იყო ,,კარგი და ცოცხალი“ ბავშვი, მაგრამ, ალბათ, ხალათის დანახვამ გამოიწვია მისი გაღიზიანება; ,,ისტერიკაში ჩავარდა“ - ემოციური ფონის გამო ბავშვთან გასაუბრება, მისთვის ტანსაცმლის გახდა და სხეულის დეტალური დათვალიერება, ფაქტობრივად, ვერ მოხერხდა; ძალიან ახლო მანძილიდან, რასაც ვიზუალურად შეხედა, მარჯვენა ზედა ქუთუთოზე, შიდა კუთხესთან აღენიშნებოდა ორი გვერდი-გვერდ განთავსებული, უსწორო ფორმის, მიმდებარე კანის დონიდან მაღლა მდებარე, მოწითალო-მორუხო ფუფხით დაფარული ნაჭდევი, მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის ასეთივე ხასიათის ნაჭდევი. ექსპერტისავე განმარტებით, ალბათობა იმისა, რომ ეს დაზიანებები დაცემის შედეგად განვითარებულიყო, ნაკლებია - შიდა ქუთუთო არის ღრმული და დაცემის შემთხვევაში უნდა დაზიანებულიყო მიმდებარე მიდამოც; ბავშვის ფრჩხილი არის ძალიან ბასრი და არ არის გამორიცხული, თვითონაც მიიყენოს ასეთი ტიპის დაზიანებები. მან ასევე აღნიშნა, რომ წაქცევას და შემთხვევითობას თითქმის გამორიცხავს, ანუ წაქცევით ნაკლებ სავარაუდოა, ბავშვმა მიიღოს ასეთი დაზიანება, თუ მაინცდამაინც რაიმე ნივთის კუთხეს არ ჩამოარტყა - ეს არის ჩაზნექილი მიდამო, ღრმულია თვალბუდის არე.
იმ ფაქტთან დაკავშირებით, იწვევს თუ არა ასეთი ტიპის დაზიანებები ფიზიკურ ტკივილს, ექსპერტმა განმარტა, რომ ეს ინდივიდუალურია, ანუ ერთი და იგივე ძალის მოქმედების შედეგად, შესაძლოა, ერთმა განიცადოს ტკივილი, მეორემ - არა. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შესაძლებელია ასეთი დაზიანებების მიღება გაშლილი ხელის ან მუშტის დარტყმით, ექსპერტმა აღნიშნა, რომ ფრჩხილი თუ მოხვდა, შეიძლება ასეთი დაზიანების მიღება, თუმცაღა, აქ საქმე ეხება ბავშვს, რომლის თვალიც და თვალბუდეც პატარაა და დაზიანების დარტყმით მიყენებისას აუცილებლად იქნებოდა სისხლჩაქცევაც, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნისა და ექსპერტის ჩვენების შესაბამისად, დადგინდა არა მხოლოდ ის, რომ დაზიანებები ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ასევე, გარკვეულწილად, გამოირიცხა მუშტის ან გაშლილი ხელის დარტყმის შედეგად ბავშვისთვის ასეთი ტიპის დაზიანებების მიყენების შესაძლებლობაც.
მოწმე მ-------------–-–---–მა, რომელიც საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას სოციალური მუშაკის სტატუსით იყო ჩართული პროცესში, სასამართლოს განუმარტა, რომ 2019 წლის 11 თებერვალს, არასრულწლოვანის დაკითხვასთან დაკავშირებით, იმყოფებოდა ა----ის პოლიციაში, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ შეტყობინება იყო შესული დედის მიერ ბავშვზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე და შესაძლებელი იყო, რომ მისი, როგორც სოციალური მუშაკის, დახმარება კვლავ საჭირო გამხდარიყო. სთხოვეს, გარკვეული პერიოდით დარჩენილიყო პოლიციის შენობაში. პოლიციაში მ--- ე-----–---–ი მიიყვანეს ბავშვთან ერთად - შენობაში ჯერ დედა შევიდა და ცოტა ხანში დაინახა ბავშვიც. რადგან დედა დაკავებული იყო, დაიწყო საკითხის გარკვევა ბავშვის მეორე კანონიერ წარმომადგენელთან დაკავშირებით - დაინტერესდა, სად იმყოფებოდა, რომ ბავშვი გადაეცა მისთვის. გაარკვია, რომ მამა წასული იყო საზღვარგარეთ, კერძოდ, საფრანგეთში; შემდეგ დაიწყო ნათესავთა წრის გამორკვევა - ვისთან შეიძლებოდა ბავშვის დატოვება. საბოლოოდ მიზანშეწონილად ჩაითვალა ბავშვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა - იგი გადაიყვანეს სახელმწიფო მზრუნველობაში, ანუ მინდობით აღზრდაში. საფრანგეთში მყოფ მამასაც დაუკავშირდა და აუხსნა სიტუაცია.
მოწმისავე განმარტებით, იგი შეეცადა ბავშვის ნდობა მოეპოვებინა, რომ დედასთან განშორება ძალიან არ განეცადა და არ ენერვიულა; ბავშვი იოლად შევიდა კონტაქტში; მიმღებ მშობელთანაც ანალოგიურად მოხდა - იგი გაეცნო ბავშვს, გაესაუბრა და უმტკივნეულოდ დაითანხმა, გაყოლოდა მას მიმღებ ოჯახში.
მოწმემ ისიც აღნიშნა, რომ პოლიციის შენობაში ყოფნისას ბავშვმა რამდენჯერმე მოიკითხა დედა, თუმცა ტირილი და პროტესტი ნამდვილად არ ყოფილა. მას (მოწმეს) ჰქონდა შესაძლებლობა, ვიზუალურად დაეთვალიერებინა ბავშვი; შემთხვევიდან გამომდინარე დააკვირდა - შუბლთან ჰქონდა ,,რაღაც სილურჯე“ და თვალთან ნაკაწრი. საიდან და რა მიზეზით ჰქონდა ეს დაზიანებები, თვლის, რომ ამას გამოძიება და ექსპერტიზა დაადგენდა. ვინაიდან ბავშვის სახელმწიფო მზრუნველობაში გადაყვანა ხდებოდა, მანვე შეადგინა გადაუდებელი რეაგირების ოქმი. ბავშვის ჰიგიენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ უკეთესად მოვლილიც შეიძლებოდა, ყოფილიყო, თუმცაღა ისიც აღნიშნა, რომ მან არ იცის, რა სიტუაციიდან მოხდა ბავშვის წამოყვანა.
მოწმე (სოციალური მუშაკი) თვლის, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მშობლებთან დაბრუნება ყველაზე მნიშვნელოვანია. მან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იკითხა მამა, მისი ავტორიტეტი - მეზობლებმა და ახლობლებმა მამა დაახასიათეს, როგორც მზრუნველი მშობელი, რომელიც აქტიურად არის ჩართული ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში. იკითხა დედაც - გაარკვია, რომ მას სხვა ქორწინებიდან ჰყავდა შვილი, რომელიც იზრდება მამასთან და ცხოვრობს სხვა რეგიონში; გაარკვია, რომ მატერიალური გაჭირვების გამო დედამ ვერ ,,აიღო საკუთარ თავზე ბავშვის მოვლა“. მოწმემ დამატებით აღნიშნა, რომ სოფელ მ-----ში, დ-------ეების ოჯახში განახორციელა რამდენიმე ვიზიტი - საცხოვრებელ სახლში არის კარგი პირობები. ბავშვის ტანსაცმელი და სათამაშოები - დალაგებული და მოწესრიგებული; გამოიკითხნენ მეზობლები, რომლებმაც ერთხმად აღნიშნეს, რომ ბავშვი (გ------ დ-------ე) არასოდეს უნახავთ მოუვლელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას მ---- დ-------ემ აღნიშნა, რომ მ--- ე-----–---–ი მისი რძალია, შესაბამისად, გ------ დ-------ე - მისი შვილიშვილი. 2019 წლის 11 თებერვალთან დაკავშირებით განმარტა, რომ დილით გადაწყვიტა პენსიაზე წასვლა. შემოესმა ბავშვის ტირილი; შევიდა ოთახში და თავის რძალს (მ--- ე-----–---–ს) შეეკითხა, ბავშვი რატომ ტიროდა; შესთავაზა, რომ გარეთ გაიყვანდა და დაამშვიდებდა. უარი მიიღო, რის შემდეგაც აღარაფერი უთქვამს და წავიდა თავის საქმეზე. ის, რომ ოჯახში სავარაუდო ძალადობის შესახებ შეტყობინება მისი ინიციატივით განხორციელდა, მოწმემ დაადასტურა; თუმცაღა აქვე ისიც განმარტა, რომ ბრალდებულის მიერ შვილის ცემის ფაქტი არც იმ კონკრეტულ დღეს და არც სხვა დროს დაუნახავს; მიზეზი, რატომ ტიროდა მისი შვილიშვილი, არ იცის; ჩათვალა, რომ ბავშვს რაღაც უჭირდა და ივარაუდა, რომ პოლიცია მის რძალს იმის გამო, რომ ბებიას შვილიშვილი გარეთ არ გააყოლა, შენიშვნას მისცემდა. ,,საბჭოში“ მისულმა მდივან გოგონას სთხოვა, რომ პოლიციაში დაერეკა.
მოწმე ე-----------------–---–მა, რომელიც მ-----ის საკრებულოში დასაქმებულია სპეციალისტის პოზიციაზე, დაადასტურა, რომ ოჯახში მომხდარი სავარაუდო ძალადობის შესახებ პოლიციისთვის ინფორმაციის მიწოდება მ---- დ-------ის ინიციატივით მოხდა. მან სასამართლოს ასევე განუმარტა, რომ მასთან სამსახურში მივიდა ქალბატონი (მ---- დ-------ე), რომელიც ძალიან იყო აღელვებული; თქვა, რომ მისი რძალი სცემდა ბავშვს. ეს ქალბატონი ლაპარაკობდა გაურკვევლად და ითხოვა მითითებული ფაქტის პოლიციისთვის შეტყობინებაში დახმარება. მან (მოწმემ) დარეკა 112-ზე და მ---- დ-------ე დაალაპარაკა ოპერატორს, რომელმაც მოხუცი ქალბატონისგან ვერ მიიღო თანმიმდევრული ინფორმაცია და სიტუაციაში გარკვევის მიზნით, მასთან (მოწმესთან) დალაპარაკება ითხოვა. სიტუაციაში გარკვევა პირადადაც გადაწყვიტა და მოგვიანებით გაესაუბრა მ---- დ-------ის მეზობლებს, რომლებმაც უარყვეს მ--- ე-----–---–ის მიერ ბავშვის ცემის ფაქტი.
დაცვის მხარის მოწმემ ნ-–------–--ემ, რომელიც ფაქტის თვითმხილველია, სასამართლოს განუმარტა, რომ ცხოვრობს სოფელ მ-----ში და, რომ მ---- დ-------ე მისი ძმის ცოლია. იმ დღეს, ანუ 2019 წლის 11 თებერვალს, დილით მივიდა დ-------ეებთან. ბავშვმა გაიხარა მისი მისვლით; ბავშვთან ერთად სახლში დახვდა მ---ც (ბრალდებული), რომელსაც უთხრა, ღუმელი თუ გინთიათ, ცოტა ხანს შემოვალ, გავთბებიო. ქათმის ერთი ცალი კვერცხი ჰქონდა ბავშვს და ეხვეწებოდა დედას, ჩქარა შემიწვიო და ამ ხვეწნასა და სიჩქარეში შემთხვევით გაუტყდა ეს კვერცხი. ამ ამბით თვითონვე შეშინდა გ------ი და დაიწყო ტირილი. დედამ საჯდომეზე ,,მოუთათინა“ ხელი და კვერცხის გატეხვის გამო შენიშვნა მისცა, თუმცაღა დედის შენიშვნამდე ბავშვი უკვე ტიროდა, იმდენად შეშინდა მომხდარით.
მოწმემ უარყო მ--- ე-----–---–ის მიერ თავისი არასრულწლოვანი შვილის ცემის ფაქტი; განმარტა, რომ იგი ასეთს არ შესწრებია. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ სტუმრად მისულს მ---- დ-------ე სახლში არ დახვდა.
მოწმეების მ---- დ-------ისა და ნ-–------–--ის ჩვენებებით დგინდება, რომ 2019 წლის 11 თებერვალს მ---- დ-------ეს არც ნ-–------–--ის სტუმრობამდე და არც მას შემდეგ უშუალოდ არ უნახავს მ--- ე-----–---–ის მიერ თავისი შვილის - გ------ დ-------ის ცემის ფაქტი და არც ნ-–------–--ისგან მოუსმენია დედის მიერ შვილზე განხორციელებული რაიმე სახის ძალადობის შესახებ. მითითებული გარემოება მეტად დამაჯერებელს ხდის მ---- დ-------ის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ატირებული ბავშვის გარეთ გაყვანაზე უარის მიღებით განაწყენებულმა გადაწყვიტა, პოლიციისთვის ეთხოვა დახმარება ისე, რომ ბავშვის ტირილის მიზეზი არ იცოდა.
ნ-----–------–-------–---–მა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონული სამმართველოს №1 (ა----ა) განყოფილების უბნის უმცროსი ინსპექტორია და რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა მ--- ე-----–---–ის ბრალდებულის სახით დაკავებაში, სასამართლოს განუმარტა, რომ 2019 წლის 11 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში, როდესაც მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მ--- ე-----–---–ის მიერ თავისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე. ხელმძღვანელობისგან მიიღო დავალება, რომ მონაწილეობა მიეღო მ--- ე-----–---–ის დაკავებაში, რის შემდეგაც სამსახურებრივი მანქანით თავის თანამშრომლებთან, დ-------------ესა და ე-----------------–---–თან ერთად მივიდა მისამართზე. ადგილზე მისულებს ეზოში დახვდათ მ--- ე-----–---–ი; მოხდა დაკავება, ე-----------------–---–მა დაკავებულს ჩაუტარა პირადი ჩხრეკა.
მოწმემ ისიც აღნიშნა, რომ გამოძახებები მითითებულ მისამართზე სხვა დროსაც ყოფილა; გამოძიება პირადად არ უწარმოებია, თუმცაღა თანამშრომლებთან ერთად ადგილზე მისულა. დამატებით ისიც განმარტა, რომ მ--- ე-----–---–ი დახვდათ მარტო; ბავშვის ტირილი და ხალხის ხმა ისმოდა სახლიდან.
ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს დ-------------ემ, რომელიც ა----ის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია და რომელიც ასევე უშუალოდ მონაწილეობდა ბრალდებულის დაკავებაში. დამატებით აღნიშნა, რომ ბრალდებულის დაკავება მოხდა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც მათ გარდა არავინ იყო; ბავშვი არ დაუნახავს, მხოლოდ ხმა ისმოდა მისი. ვარაუდობს, რომ შესაძლოა მეზობლის ბავშვის ხმა იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ე-----------------–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ, როგორც ახსოვს, მიმდინარე წლის 11 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში, როდესაც უფროსმა უთხრა, რომ ა----ის განყოფილებაში იყო შეტყობინება შესული ოჯახში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც, შესაძლოა, დასაკავებელი ყოფილიყო ქალბატონი და რადგან ა----ის პოლიციის განყოფილებაში მდედრობითი სქესის პოლიციელი არ მუშაობს, ამიტომ მას მოუწია წასვლა სოფელ მ-----ში მ--- ე-----–---–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც მოხდა ბრალდებულის დაკავება. დაკავების ოქმი შედგა ადგილზე. მოწმემ ისიც აღნიშნა, რომ ის პოლიციელები, რომლებიც მას ახლდა, მათი ერთმანეთთან საუბრისას გაირკვა, რომ სხვა დროსაც ყოფილან მითითებულ ოჯახში გამოძახებაზე; შესაბამისად, ადგილამდე მისვლა არ გაუჭირდათ.
მოწმისავე განმარტებით, ოთახში, სადაც დაკავებისა და ჩხრეკის ოქმი შედგა, მათ გარდა სხვა არავინ ყოფილა; თუმცაღა ბავშვის ხმაური და ტირილი ესმოდა. არ იცის, ბავშვი სახლიდან პოლიციის შენობამდე ვინ მიიყვანა; პოლიციის შენობაში მან შეადგინა შემ---ვებელი ორდერიც, რასაც ესწრებოდა სოციალური მუშაკი მ-------------–-–---–ი, რომელთან ერთადაც იყო ბავშვი. ვარაუდობს, რომ ეს ბავშვი (გ------ დ-------ე) მ-------------–-–---–მა წაიყვანა.
ბრალდებულის დამ, ე---------- ე-----–---–მა მოწმედ დაკითხვისას სასამართლოს განუმარტა, რომ ცხოვრობს სოფელ მ-----ში და რომ 2019 წლის 11 თებერვალს მ--- ე-----–---–ი მასთან იყო სტუმრად, როდესაც იგი პოლიციამ შვილთან, გ------ დ-------ესთან ერთად წაიყვანა პოლიციის განყოფილებაში იმ საფუძვლით, რომ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით საჭირო იყო მისი დაკითხვა. მოწმისავე განმარტებით, ვიდრე მის დას პოლიცია წაიყვანდა, ბავშვები (მისი შვილები და დის შვილი) თამაშობდნენ გარეთ, ეზოში; თამაშისას ტალახით დაესვარათ ტანსაცმელი. მ---მ გამოუცვალა ბავშვს და რადგან მისი (მოწმის) შვილები გოგონები არიან, ბიჭს გოგონას საცვალი ვერ ჩააცვა - ამიტომ არ ეცვა გ------ დ-------ეს საცვალი. მოწმემ ისიც აღნიშნა, რომ ეგონა, მის დას მალევე დააბრუნებდნენ მასთან სახლში და რადგან გვიანობამდე აღარ გამოჩნდა, ჯერ იმ სახლში მივიდა, სადაც მ--- ე-----–---–ი ცხოვრობს და რადგან იქაც არავინ დახვდა, შემდეგ მიაკითხა პოლიციაში.
უშუალოდ დაკავებასთან დაკავშირებით, მოწმემ აღნიშნა, რომ მ--- ე-----–---–ი მისი (მოწმის) სახლიდან წაიყვანა ორმა პოლიციელმა, რომელთაგან არცერთი იყო პოლიციის მუშაკი ქალბატონი. მოწმემ დამატებით ისიც აღნიშნა, რომ მისი დის შვილი (გ------ დ-------ე) ნერვიული ბავშვია და ხშირად ტირის და რომ მის დამშვიდებას დედა (მ--- ე-----–---–ი) ყოველთვის მოფერებით ცდილობს.
პოლიციის მუშაკებმა, რომელთაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა ბრალდებულის დაკავებაში, განმარტეს, რომ მ--- ე-----–---–ის დაკავებისა და მისთვის პირადი ჩხრეკის ჩატარებისას, ანუ იმ პერიოდში, რაც მათ გაატარეს იმ ადგილას, სადაც ბრალდებული დააკავეს, ვერ ხედავდნენ ბავშვს, თუმცაღა ესმოდათ მისი ტირილი, რის მიუხედევად, არ უკითხავთ, ვისთან ერთად იყო ბავშვი (გ------ დ-------ე) და რა მდგომარეობაში იყო იგი. მით უმეტეს, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია დედის მიერ არასრულწლოვან შვილზე სავარაუდო ძალადობის განხორციელების ფაქტზე. მათ (პოლიციელებს) ბავშვი არ წამოუყვანიათ სახლიდან და არც ის იციან სამ წლამდე ასაკის გ------ დ-------ე როგორ მოხვდა ა----ის პოლიციის განყოფილების შენობაში. სოციალური მუშაკის, მ-------------–-–---–ის განმარტებით, მ--- ე-----–---–ი და მისი შვილი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს ერთად. მოწმე მ---- დ-------ის განმარტებით, ,,საბჭოდან“ დაბრუნებულს რძალი (მ--- ე-----–---–ი) და შვილიშვილი სახლში აღარ დახვდა. მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე ჩნდება გარკვეული ეჭვი ბრალდებულის დაკავების ადგილთან დაკავშირებით, რაც აღნიშვნის ღირსია, თუმცაღა, მოცემულ შემთხვევაში ვერ იქონიებს გავლენას პირის ბრალეულობაზე ანდა მის უდანაშაულობაზე.
ა----ის პოლიციის განყოფილების გამომძიებელმა ა----------–-–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ 2019 წლის 11 თებერვალს ა----ის პოლიციის განყოფილებაში 112-დან შევიდა შეტყობინება, რომ სოფელ მ-----ში მ--- ე-----–---–მა განახორციელა ძალადობა თავის არასრულწლოვან შვილზე. დაიწყო გამოძიება შესაბამისი კვალიფიკაციით; საქმეზე ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხა მოწმეები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი; დაკავებულის დას შეატყობინა ბრალდებულის დაკავების შესახებ; დანიშნა ექსპერტიზა; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი მისი შედგენილია. პოლიციის განყოფილებაში შეტყობინება შესული იყო 112-დან და ამ შეტყობინების ინიციატორები იყვნენ მ---- დ-------ე და ე-----------------–---–ი; მითითებული პირები მან დაკითხა მოწმის სტატუსით.
მოწმემ ასევე განმარტა, რომ მ---- დ-------ის გამოკითხვა მოხდა ა----ის პოლიციის განყოფილებაში - დაბეჭდვის პროცესში მ---- დ-------ე კითხულობდა თავის ჩვენებას და შენიშვნებიც შეჰქონდა; ჩვენება წაიკითხა სრულად და ხელმოწერითაც დაადასტურა. იგი (მოწმე) თვლის, რომ თუკი გამოძიებასა და სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებს შორის არის გარკვეული განსხვავება, ეს აიხსნება იმით, რომ როდესაც გამოძიების ეტაპზე გამოიკითხა მ---- დ-------ე, ის იყო გულწრფელი და ნებელობის გამოხატვაში - თავისუფალი. უკვე შემდგომ, სასამართლოში დაკითხვისას მ---- დ-------ე განიცდიდა ოჯახის წევრების გავლენას, რამაც გარკვეულწილად გამოიწვია მისი პოზიციის შეცვლა.
გ------ დ-------ესთან დაკავშირებით მოწმემ აღნიშნა, რომ მისი შეხება ბავშვთან შემოიფარგლა იმით, რომ სოციალური სამსახური ჩართო საქმეში. დამატებით განმარტა, რომ განსაკუთრებული მიჯაჭვულობა დედასა და შვილს შორის ვერც მან და ვერც სოციალურმა მუშაკმა დაინახეს - ბავშვს არ უტირია, ისე წაიყვანეს მიმღებ ოჯახში. ბავშვს სახეზე დაზიანებები ეტყობოდა, იყო მოუვლელი, დაუბანელი.
მოწმე ვ----–-----–---–მა, რომელიც ა----ის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელია, მხოლოდ ის ფაქტი დაადასტურა, რომ მოცემულ საქმეზე, გამოძიების ეტაპზე მოწმეთა ნაწილი მან გამოკითხა.
რაც შეეხება ბრალდებულს - მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია.
როდესაც მოწმეების მ---- დ-------ისა და ნ-–------–--ის (რომელთაც, როგორც ბრალდების მხარე უთითებს, უშუალოდ ნახეს დედის მიერ შვილზე ძალადობის ფაქტები) მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით არ დასტურდება, რომ მ--- ე-----–---–მა 11 თებერვალს ჯერ დილის საათებში სცემა გ------ დ-------ე, ხოლო შემდეგ იგი გაღიზიანდა ბავშვის მიერ საკვები პროდუქტის გაფუჭების გამო და გ------ დ-------ეს სხეულის სხვადასხვა ადგილზე დაარტყა ხელი; როდესაც სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დასკვნით და ექსპერტის დაკითხვით დგინდება, რომ დაზიანებები ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს; ასევე გარკვეულწილად, გამოირიცხა მუშტის ან გაშლილი ხელის დარტყმის შედეგად ბავშვისთვის ასეთი ტიპის დაზიანებების მიყენების შესაძლებლობა - მხოლოდ გამომძიებლის ვარაუდი, რომ მ---- დ-------ე შესაძლოა, განიცდის ოჯახის წევრების ზეგავლენას, რის გამოც სასამართლოსთვის ჩვენების მიცემისას არ არის გულწრფელი, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის.
ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების განხილვისა და გაანალიზების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა მ--- ე-----–---–ის მიერ თავისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტი.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ შემთხვევაში მ--- ე-----–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საფუძველს სწორედაც რომ არ წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა; მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად უტყუარად არ დადასტურდა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა. პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მ--- ე-----–---–მა არასრულწლოვანი გ------ დ-------ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, არ წარმოდგენილა.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ; ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დადასტურდა ბრალდებულ მ--- ე-----–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე, 276-ე, 279-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--- ე-----–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
2. მ--- ე-----–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და სხდომის დარბაზშივე გათავისუფლდეს იგი პატიმრობიდან;
3. განემარტოს გამართლებულს, რომ მას უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე
ლ--–----------–---–ი