განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1619-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ივნისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ეკატერინა მანჯგალაძის მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი----------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი-------–-----, დაბადებული 1----–-–---------–-სს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #-----------), ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, ქვრივი, რეგისტრირებული: თბილისი, თ--------------–---–----------- და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ჩ--------–---–---------
ადვოკატი - ნ-----------–-–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ი-------–-----მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ს 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხ,ლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ასევე ი-------–-----მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 18:30 საათიდან 19:00 საათამდე დროის მონაკვეთში, თბილისში, თ----------–---–------------ში, ი-------–-----მ ურთიერთშელაპარაკების დროს თავის დედას, ვ----–-------–----ეს არასრულწლოვანი შვილიშვილის გ----------–----ის თანდასწრებით მარჯვენა თვალის არეში ესროლა ,,ხრუსტალის“ ჭიქა, რა დროსაც ვ----–-------–----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ი-------–-----მ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
ასევე, 2019 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 18:30 საათიდან 19:00 საათამდე დროის მონაკვეთში, თბილისში, თ----------–---–------------ში, ი-------–----- საკუთარ დედას ვ----–-------–----ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ე.ი. ი-------–-----მ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი-------–----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალები, დამტკიცებულ იქნა როგორც სადავო მტკიცებულებებად, რის გამოც საქმის არსებითი განხილვისას სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მტკიცებულებათა გამოკვლევა, თუმცა საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ი-------–-----მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები ბრალდებულის, მოწმე ვ--–-----------–---–ის და დაზარალებულ ვ----–-------–----ის ჩვენებების გარდა მიიჩნია უდავოდ და მოითხოვა, რომ ისინი გამოკვლევის გარეშე დართოდა სისხლის სამართლის საქმეს. შესაბამისად საქმეში არსებულ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი გამოკვლევის გარეშე დაერთო საქმეს მტკიცებულების სახით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება:
დაზარალებულ ვ----–-------–----ის ჩვენების თანახმად, ბრალდებული ი-------–----- არის მისი შვილი. ი-------–-----ს ჰყავს 2 შვილი. შვილიშვილები მასთან ცხოვრობენ. უმცროსი შვილიშვილი გ----------–----ე არის აუტიზმის სპექტრით დაავადებული ბავშვი, თუმცა მას ესმის ყველაფერი. მის შვილს ი-------–-----ს აქვს ფსიქიკური პრობლემები, 2010 წლიდან არის აღრიცხვაზე. ასევე მკურნალობდა სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაშიც. ფსიქოტროპულ წამლებს იღებდა და მისთვის ალკოჰოლის მიღება აკრძალული იყო. იანვარში მაინც დალია სასმელი და ამის გამო დაეძაბათ ურთიერთობა. ავადმყოფობის პერიოდში მის შვილს - ი-------–-----ს მის მიმართ აგრესია ბევრჯერ გამოუმჟღავნებია, ბევრჯერ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიუყენებია. 2019 წლის 1 იანვარს ი-------–----- ნასვამ მდგომარეობაში მივიდა მასთან და სურდა ბავშვის წაყვანა. თავად ფეხმოტეხილი იყო და ვერ ინძრეოდა. მათ მოუვიდათ კამათი, ი----მ დაუწყო ყვირილი, ლანძღვა, ხელი ჰკრა და წააქცია. წაქცევის შემდეგ თავადაც დაიწყო ყვირილი. ამ დროს მისი უფროსი შვილიშვილი იმყოფებდა ქუჩაში, გაიგო ხმა და დაეხმარა მას. გამოიძახა სასწრაფო, ხოლო ი-------–----- მოათავსეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. ამ ფაქტის შემდეგ ი---- თავის უფროს შვილს ვერ იტანს. რაც შეეხება პატარა შვილიშვილს - მას, ი-------–----- ცუდად ექცეოდა, ამის გამო შემაკავებელი ორდერი გაიცა აგვისტოს თვეში 6 თვით და საერთოდ აეკრძალა ბავშვთან მიახლოება. 2019 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 7 საათამდე პერიოდში, იმყოფებოდა სახლში, მასთან სტუმრად იყო ნათესავი, ბავშვის ნათლია - ვ--–-----------–---–ი, მის 3 წლის დისშვილთან ერთად, ასევე სახლში იმყოფებოდა პატარა შვილიშვილი გ-------. ვ--–-----------–---–ი იყო ი-------–----ის მეგობარი და მისი მხრიდან გაიცნო. ამ დროს დაურეკა სოციალურმა მუშაკმა და გააფრთხილა რომ ი-------–----- უნდა მისულიყო შვილის სანახავად. ი-------–----- მივიდა და თავის შვილს გ-------ს რაღაცეებს ესაუბრებოდა. როდესაც დაინახა, რომ ბავშვი არ სცემდა პასუხებს, გაბრაზდა, მას მიუბრუნდა და ეუბნებოდა შენი ბრალია ბავშვი რომ ესე იქცევაო, დაუწყო შეურაცხყოფის მიყენება და ხელი ჰკრა, ფეხზე ორი მოტეხილობა აქვს, თავი ვეღარ შეიკავა და ტახტს მიეყუდა. ვ--–---ი ჩაერთო ჩხუბში და დააშოშმინა ი----. ამის შემდგომ ი-------–----- გავიდა სამზარეულოში, ,,ხრუსტალის“ ჭიქაში აავსო წყალი და ცოტა მოსვა, შემდეგ 1-1.5 მეტრის მანძილზე დადგა ი---- და ისროლა ჭიქა მისი მიმართულებით. ჭიქა მოხვდა მარჯვენა თვალის მიდამოში, ძლიერი ტკივილისგან თვალთ დაუბნელდა და ჩაიკეცა. ვ--–---ის მოუხმო საშველად, სასწრაფო გამოიძახეო. ი----მ სასწრაფოს გაგონებაზე იფიქრა, რომ პატრულიც მოყვებოდა, ჩანთას მოკიდა ხელი და გაიქცა, კარებში მიუბრუნდა და უთხრა, მაინც მოგკლავო. ამ ყველაფერს ესწრებოდა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი. ი-------–----- მანამდეც ეუბნებოდა მეზობლებს, ახლობლებს, რომ დედაჩემს გადაეცით გამიფრთხილდესო, თორემ ან აგური მოხვდება თავშიო ან კიდევ სხვას გავაკეთებინებო. არ იცის რისი გამკეთებელი იყო მისი შვილი, შეიძლება რეალურადაც განეხორციელებინა მუქარა. მას სურს, რომ მისმა შვილმა ი-------–-----მ იმკურნალოს და ისე დაუბრუნდეს ოჯახს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იცის რას მოიმოქმედებს თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში.
ბრალდებულმა ი-------–-----მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოს განუმარტა, რომ მომხდარ ფაქტამდე 1 წლით ადრე წამოვიდა სახლიდან და არ ცხოვრობდა დედასთან და შვილებთან ერთად. შემაკავაბელი ორდერი იყო გაცემული, არ ქონდა შვილის ნახვის უფლება, თუმცა როდესაც ორდერს გაუვიდა მოქმედების ვადა, დედამისს მაინც არ სურდა რომ მოენახულებინა თავისი შვილი, ამის გამო მასთან მივიდა სოციალურ მუშაკებთან ერთად. ამის შემდეგ თებერვალში მივიდა შვილის სანახავად. დედამისთან სახლში დახვდა ვ--–-----------–---–ი, რომელიც ასევე არის მისი მეგობარი და ახლაც კარგი ურთიერთობა აქვს მასთან. სახლში იმყოფებოდნენ ასევე ვ--–-----------–---–ის პატარა დისშვილი, დედამისი- ვ----–-------–----ე და მისი უმცროსი შვილი გ-------. დედამისმა თვითონ წამოიწყო მასთან კამათი, რომ ასე ხშირად არ მისულიყო ბავშვთან და იმ წუთას იგი აპირებდა უკვე სახლიდან გასვლას, მაგრამ მოუნდა წყალი. თავის შვილს სთხოვა წყლის მოტანა, მაგრამ მან არ მოუტანა და თვითონ გავიდა სამზარეულოში წყლის დასალევად, თან ეკამათებოდა დედამისს, რა დროსაც ჭიქა გაუვარდა ხელიდან. ამის შემდეგ დედამისს რომ არ გამოეძახა პატრული და საგიჟეთში არ გაეგზავნა, გავიდა სახლიდან. დედამისი ყველა კამათის მერე ესე იქცეოდა. მისი მხრიდან რაიმე მუქარა არ ყოფილა. უბრალოდ ეს ჭიქა გაუვარდა და მაშინვე გამოვიდა სახლიდან. მოხვდა თუ არა დედამისს ჭიქა არ იცის.
სასამართლო სხდომაზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი საზღვრის კვეთის ცნობის თანახმად, მოწმე ვ--–-----------–---–მა გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი 2019 წლის 9 აპრილს უ------ის მიმართულებით. შესაბამისად საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მის მიერ 2019 წლის 21 თებერვალს გამოძიებისას მიცემული ჩვენება, რომლის თანახმადაც - 2019 წლის 21 თებერვალს დაახლოებით 15:00 საათზე, სტუმრად იმყოფებოდა ნათესავთან, ვ----–-------–----ესთან, რომელიც ცხოვრობს ორ არასრუწლოვან შვილიშვილთან 17 წლის დ------------------ესთან და 10 წლის გ-----------------ესთან ერთად. მათ დედას, ი-------–-----ს, აქვს ფსიქიკური პრობლემები და ცხოვრობს სხვაგან, ბავშვებს უვლის ბებია, ვ----–-------–----ე. მისი იქ ყოფნის პერიოდში, დაახლოებით 18:30 საათისთვის, როდესაც სახლში იმყოფებოდნენ ის, ვ----–-------–----ე და 10 წლის გ-----------------ე, სახლში მივიდა ი-------–-----, რომელსაც სურდა შვილის ნახვა, ამასთან დაკავშირებით ვ----–-------–----ეს არაფერი უთქვამს, დართო ნება ი----ს გ-------ს თავისუფალ გარემოში შეხვედროდა. რამდენიმე წუთის მერე ი---- გახდა აგრესიული, ემუქრებოდა და ლანძღავდა დედამისს და ადანაშაულებდა, რომ გ-------ს ის არ ზრდიდა ნორმალურად. ი-------–----- მიუახლოვდა ვ----–-------–----ეს, რომელსაც მოტეხილი ჰქონდა ფეხი და გადაადგილდებოდა ხელ-ჯოხით და ორივე ხელი ჰკრა გულ-მკერდის არეში, რის შედეგადაც ვ----–---ა წაბარბაცდა და მიეყრდნო ტახტს. ამის შემდეგ თავად დაუდგა ი----ს წინ და არ აძლევდა საშუალებას ვ----–---ას მიახლოებოდა. ამ პერიოდში ი-------–----- ილანძღებოდა უცენზურო სიტყვებით ვ----–-------–----ის მიმართ და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. შემდეგ შევიდა სამზარეულოში, წყლით აავსო ,,ხრუსტალის“ ჭიქა, გამოვიდა სამზარეულოდან და მოულოდნელად ესროლა ვ----–---ას. ვ----–---ას ჭიქა მოხვდა მარჯვენა თვალის მიდამოში. ვ----–-------–----ემ ძლიერი ტკივილის გამო დაიწყო ყვირილი და უხმო საშველად, ასევე სთხოვა გამოეძახებინა სასწრაფო დახმარება და პოლიცია. ამ ყველაფერს ესწრებოდა 10 წლის გ-----------------ე, რომელიც არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, რადგან დაავადებულია აუტიზმით. მან სახლის ტელეფონით დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება. ი-------–----- იმის შიშით, რომ ადგილზე მოვიდოდა პოლიცია გაიქცა სახლიდან, გასვლისას მობრუნდა და ვ----–-------–----ეს უთხრა რომ მაინც მოკლავდა. ის თვლის, რომ ი-------–----ის მუქარა არის რეალური, რადგან ის დაავადებულია ფსიქიკური აშლილობით, შესაბამისად ვ----–-------–----ეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე (ს.ფ 56-58).
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია შემდეგი გარემოებები:
მოწმე გ------- ე-------ას ჩვენების თანახმად მუშაობს ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–---ში უფროსი დეტექტივის თანამდებობაზე. 2019 წლის 21 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მიიღო ინფორმაცია, რომ ი-------–----- იმყოფებოდა თბილისში, ქ--------–-------–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შესახებაც აცნობა პატაკით ხელმძღვანელს. (ს.ფ. 64-67)
N------ შეტყობინების თანახმად, თბილისში, თ--------------–---–---------ში, მოქალაქე ვ----–-------–----ემ (დაბ. 1----–--–ს) განაცხადა, რომ მისმა შვილმა ი-------–-----მ (დაბადებული 1----–--–ს), მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით (ს.ფ. 2)
N------ შეტყობინების თანახმად, ინიციატორის ვ--–-----------–---–ის განცხადებით, რომელიც არის ოჯახის ახლობელი, შვილმა სცემა დედას (ს.ფ. 3)
2019 წლის 19 თებერვლის პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად პაციენტი ვ----–-------–----ე იყო აფორიაქებული, უჩიოდა თავის ტკივილს. მან განაცხადა, რომ ფსიქიურად დაავადებულმა შვილმა ესროლა ჭიქა და გაიქცა (ს.ფ. 8)
2011 წლის 8 აგვისტოს საექიმო კომისიის დასკვნის თანახმად N------- პაციენტი ი-------–----- იმყოფება აღრიცხვაზე დისპანსერში შერეული ტიპის შიზოაფექტური აშლილობით (ს.ფ. 9)
2018 წლის 13 აპრილის N---------- გადაწყვეტილების თანახმად, დაკმაყოფილდა ვ----–-------–----ის განცხადება, ი-------–----ის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ (ს.ფ. 11- 14)
2018 წლის 20 ივლისის N--------- გადაწყვეტილებით გამოიცა დამცავი ორდერი, კერძოდ ი-------–-----ს 6 თვით აეკრძალა არასრუწლოვან შვილთან გ----------–----ესთან მიახლოება და კონტაქტი, სადაც არ უნდა ყოფილიყო ის. (ს.ფ. 16-20)
2019 წლის 19 თებერვლის შემაკავებელი ორდერის N------ თანახმად, ი-------–-----ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით (ს.ფ. 22-25)
2019 წლის 20 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ვ----–-------–----ემ სამზარეულოში დადებულ მინის ხრუსტალის ჭიქაზე მიუთითა, რომ მისმა შვილმა ესროლა და მოხვდა თვალის არეში. აღნიშნული ჭიქა ექსპერტების მიერ ამოღებული და დალუქული იქნა სათანადო წესით. ვ----–-------–----ემ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ასევე მიუთითა იმ ადგილზე, სადაც უშუალოდ იდგა, როდესაც ი-------–-----მ ჭიქა ესროლა (ს.ფ. 29-40)
საქმეში წარმოდგენილი ფორმა N IV-50/4-ის თანახმად გ---------------------–----ე არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი. (ს.ფ.60)
სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2019 წლის 24 მაისის N--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 20.02.2019 წ. მოქალაქე ვ----–-------–----ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა თვალბუდის ორივე ქუთუთოზე სისხლნჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ასევე შესამოწმებლის გადმოცემით 2019 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 18:30 საათზე, შვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ე.წ. ხრუსტალის ჭიქა დაარტყა მარჯვენა თვალბუდის მიდამოში.
სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2019 წლის 15 მაისის N--------- სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი-------–-----ს აღენიშნება შერეული ტიპის შიზოაფექტური აშლილობა, არასრული რემისიის მდგომარეობა (კოდი - F25.24 დავაადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ი-------–-----ს აღენიშნება შერეული ტიპის შიზოაფექტური აშლილობა, არასრული რემისიის მდგომარეობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა) თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ამჟამად ი-------–-----ს შეუძლია კონტროლი გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ამჟამად ი-------–----- იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. ამჟამად ი-------–-----ს გაცნობიერებული აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი. ამჟამად ი-------–----- იძულებით ან ნებაყოფლობით სტაციონალური ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს, ი-------–-----ს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი თავის დაცვის განხორციელებას, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ი-------–-----ს შეუძლია წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისთვის.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, ი-------–----ის მიერ ვ----–-------–----ის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ამასთანავე სასამართლო მიმოიხილავს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებული ი-------–----- არის უდანაშაულო.
მხარეთა შორის არასადაო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ვ----–-------–----ე არის ი-------–----ის დედა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2019 წლის 24 მაისის N--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული და არ გამოკვლეულა საქმის არსებითი განხილვისას, უტყუარად არის დადგენილი, რომ ვ----–-------–----ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა თვალბუდის ორივე ქუთუთოზე სისხლნჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ი-------–----ის მიერ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ჩადენის ფაქტი ასევე დადასტურებულია დაზარალებულ ვ----–-------–----ისა და თვითმხილვევი მოწმე ვ--–-----------–---–ის ჩვენებებით. აღნიშნული ინფორმაციები თანხვედრაშია ერთმანეთთან და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ასევე ი-------–----ის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება შეტყობინების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და შემაკავებელი ორდერით, რომლებიც მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული და ისინი არ გამოკვლეულა საქმის არსებითი განხილვისას, თუმცა სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელ, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს. ვ----–-------–----ის ჩვენებით, 2019 წლის 19 თებერვალს დაახლოებით საღამოს 7 საათზე, ი-------–-----მ მას ესოლა ,,ხრუსტალის“ ჭიქა, რომელიც მოხვდა მარჯვენა თვალის მიდამოში და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ასევე ი-------–----- დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, რომელიც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად, ვინაიდან იგი არ გამორიცხავს მუქარის განხორციელებას ი-------–----ის მხრიდან მისი პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე. 2019 წლის 19 თებერვალს ოჯახში განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებს ესწრებოდა მისი არასრუწლოვანი შვილიშვილი გ-----------------ე-ვ-–----ე. ფიზიკური ძალადობის და მუქარის ფაქტი ასევე დაადასტურა მოწმე ვ--–-----------–---–მაც, რომელიც უშუალოდ თვითმხილველი იყო მომხდარი ფაქტისა. რაც შეეხება თავად ი-------–-----ს - მან უარყო მის მიმართ წარდგენილი ბრალდება და განმარტა, რომ საერთოდ არ დამუქრებია დედას, ხოლო ჭიქა შემთხვევით გაუვარდა ხელიდან.
სასამართლო ი-------–----ის ჩვენებას, სადაც იგი უარყოფს ვ----–-------–----ის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტს - ვერ გაიზიარებს, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებები - დაზარალებულ ვ----–-------–----ის და მოწმე ვ--–-----------–---–ის ჩვენებები, შეტყობინებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცება - ე.წ. „ხრუსტალის“ ჭიქა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა - სრულად გამორიცხავს ბრალდებულის ვერსიას, რომ მას ხელიდან გაუვარდა ჭიქა და შემთხვევით მოხვდა მის დედას - ვ----–-------–----ეს და ასევე იმას, რომ იგი არ დამუქრებია დედას სიცოცხლის მოსპობით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-------–----ის მიერ სასამართლოში განვითარებული ეს ვერსია მოგონილია მის მიერ პასუხისმგებლობიდან თავის არიდების მიზნით.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2019 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 18:30 საათიდან 19:00 საათამდე დროის მონაკვეთში, თბილისში, თ----------–---–------------ში, ი-------–-----მ ურთიერთშელაპარაკების დროს თავის დედას, ვ----–-------–----ეს არასრულწლოვანი შვილიშვილის გ-----------------ის თანდასწრებით მარჯვენა თვალის არეში ესროლა ,,ხრუსტალის“ ჭიქა, რა დროსაც ვ----–-------–----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ასევე, 2019 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 18:30 საათიდან 19:00 საათამდე დროის მონაკვეთში, თბილისში, თ----------–---–------------ში, ი-------–----- საკუთარ დედას ვ----–-------–----ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ვ----–-------–----ის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის მარჯვენა თვალის მიდამოში არსებული დაზიანებები, რაც უტყუარად არის დადასტურებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იგივე მასალებს, რითაც დადასტურებულია, რომ დაზარალებული შემთხვევის შემდეგ, შემოწმების მომენტში უჩიოდა თავის ტკივილს და თავბრუსხვევას. ამდენად, დაზიანების ლოკაციის და მსხვერპლის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ----–-------–----ისთვის მიყენებულმა დაზიანებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.
რაც შეეხება მუქარის ფაქტს, სასამართლო განმარტავს, რომ ის ფაქტი, რომ ი-------–----ის მუქარა ვ----–-------–----ემ აღიქვა რეალურად, დადასტურებულია იმ ფაქტით, რომ ვ----–-------–----ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მის შვილს აქვს ფსიქიკური პრობლემები, თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში არ იცის რას მოიმოქმედებს, გარდა ამისა ის მეზობლებსაც აბარებდა რომ დედაჩემს გადაეცით რომ მაინც მოვკლავო, შესაბამისად მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად, სასამართლო იმსჯელებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
სასამართლო მიუთითებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციაზე (სტამბულის კონვენცია), რომლის 55-ე მუხლის მიხედვით, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული მუხლის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედება ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით.
საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ი-------–-----მ ურთიერთშელაპარაკების დროს თავის დედას, ვ----–-------–----ეს არასრულწლოვანი შვილიშვილის გ----------–----ის თანდასწრებით მარჯვენა თვალის არეში ესროლა ,,ხრუსტალის“ ჭიქა, რა დროსაც ვ----–-------–----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრუწლოვანის თანადსწრებით) შემადგენლობის ყველა ნიშანი, რისთვისაც ი-------–----- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
რაც შეეხება დანაშაულის ჩადენას არასრულწლოვნის თანდასწრებით - სასამართლოს სურს განავითაროს მსჯელობა, მოცემულ შემთხვევაში არასრულწლოვანი გ----------–----ე აღიქვამდა თუ არა ოჯახში განვითარებულ დანაშაულებრივ ქმედებებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე - სასამართლო მიუთითებს, რომ შესაძლოა ბავშვმა ვერ გადმოსცეს და გარკვეული დროის გასვლის შემდგომ ვერ გაიხსენოს მოვლენები, თუმცა ყურადღებამისაქცევია ბავშვის იმწუთიერი ემოცია, თუმცაღა სასამართლო მიუთითებს, რომ მხოლოდ ბავშვის ემოციები და აღქმადობა არ უნდა იყოს დამოკიდებული ქმედების ამგვარად დაკვალიფიცირებისთვის, რადგან თავად დამნაშავის სუბიექტური აღქმა, რომ იგი ჩადის ძალადობრივ ქმედებას ბავშვის თანდასწრებით, ეს უკვე შესაძლოა ჩაითვალოს დამამძიმებელ გარემოებად ამგვარი დანაშაულისთვის. ასევე ამგვარი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებენ თავად დამნაშავის პიროვნულ მახასიათებლებზეც, ის, რომ იგი ძალადობს საკუთარი ოჯახის წევრზე - დედაზე (არასრულწლოვნის ბებიაზე), ამასთან ამას ახორციელებს და საკუთარ რისხვას ვერ იკავებს მისივე არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის თანდასწრებით, დამნაშავისთვის შემაკავებელი ვერ ხდება მისივე შვილის დანაშაულის ადგილზე ყოფნა, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც არასრულწლოვანის აღქმადობა ძალადობის მიმართ, თავად დამნაშავის სუბიექტური აღქმა - დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება არასრულწლოვნის თანდასწრებით, დამამძიმებელ ფონად მიყვება მოძალადის მიერ მსხვერპლის მიმართ განხორციელებულ ამგვარ ძალადობრივ ქმედებებს.
ასევე სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემურებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ცნობილია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული, აზრის და იდეის გამომჟღავნება არ წარმოადგენს დასჯად სტადიას. მოცემულ შემთხვევაში ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, ამასთან მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.
სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ი-------–----- საკუთარ დედას ვ----–-------–----ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - მუქარის (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) შემადგენლობის ყველა ნიშანი, რისთვისაც ი-------–----- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი-------–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს მისი შეზღუდული შერაცხადობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებების ჭრილში განხილულ უნდა ის ფაქტი, რომ მან დანაშაულებრივი ქმედება (საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილი) ჩაიდინა მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 200-იდან 400 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადებისთვის სასარგებლო შრომას 120-იდან 180 საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ვადით, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.
სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.
ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების პირობებში, ითვალისწინებს ი-------–----ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, ქმედების განხორციელების სახეს, (ფიზიკურად იძალადა ვ----–-------–----ეზე, დედაზე, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა საკუთარი დედის მიმართ). ამდენად, ჩადენილი ქმედების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ი-------–----ის მიმართ სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება, ყველა სხვა უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელი კი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ შედეგებზე.
ამასთან ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის თანხმად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ან და ეხელმძღვანელა მისთვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს. სასამართლო მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2019 წლის 15 მაისის N--------- სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი-------–-----ს აღენიშნება შერეული ტიპის შიზოაფექტური აშლილობა, არასრული რემისიის მდგომარეობა (კოდი - F25.24 დავაადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ი-------–-----ს აღენიშნება შერეული ტიპის შიზოაფექტური აშლილობა, არასრული რემისიის მდგომარეობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ი-------–-----ს განუსაზღვრავს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35, 531, 59-ე მუხლების საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი-------–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
ი-------–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11.1151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახამად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოოდ ი-------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ი-------–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ი-------–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 21 თებერვლიდან.
საქმეზე დართული ნივთები და საგნები:
მინის ჭიქა, რომელიც ინახება შსს ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული სურათები ელექტრონულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ელენე გოგუაძე