გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 11-21-018002660099
N 2/883-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.06.2019 წ. ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე
მოსარჩელე ა------ მ-------–--ე,წარმომადგენელი ე----- ტ--–----ე,მოპასუხე ნ-----–-ა თ----------ე,წარმომადგენელი ნ--- ზ------ე
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილება.
წარმომადგენელი: ი---- გ----------–---–ი,დავის საგანი: არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებ--–ი ადგილის განსაზღვრა.
შეგებებული სარჩელით
მოსარჩელე ნ-----–-ა თ----------ე,წარმომადგენელი ნ--- ზ------ე
მოპასუხე ა------ მ-------–--ე,წარმომადგენელი ე----- ტ--–----ე,მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილება.
წარმომადგენელი: ი---- გ----------–---–ი,დავის საგანი: არასრულწლოვანი შვილის აღსაზრდელად მიკუთვნება და მისი საცხოვრებ--–ი ადგილის განსაზღვრა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 თავდაპირველი სარჩელით
არასრულწლოვანი ი-----–ი მ-------–--ის (დაბადებული 2--- წლის 1- სექტემბერს) საცხოვრებ--– ადგილად განისაზღვროს მამის, ა------ მ-------–--ის საცხოვრებ--–ი ადგილი ზესტაფონი, სოფელი მეორე სვირი;
1.2. შეგებებული სარჩელით
არასრულწლოვანი ი-----–ი მ-------–--ის (დაბადებული 2--- წლის 1- სექტემბერს) საცხოვრებ--– ადგილად განისაზღვროს დედის, ნ-----–-ა თ----------ის საცხოვრებ--–ი ადგილი ქალაქი ქუთაისი, ნ------ს ქუჩა N-;
თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელის ა------ მ-------–--ის მოსაზრება
2014 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ნ-----–-ა თ----------ესთან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ი-----–ი მ-------–--ე დაბადებული 2--- წლის 1- სექტემბერს. მოპასუხემ დაახლოებით ერთი თვე დაჰყო მოსარჩელის საცხოვრებ--– სახლში ზესტაფონში, სოფელ მეორე სვირში და შემდეგ გადავიდა ქუთაისში თავისი მშობლების სახლში. შესაბამისად მოსარჩელეც მასთან ერთად ცხოვრობდა და ეხმარებოდა შვილის მოვლაში. მოპასუხე ნ-----–-ა თ----------ეს აღმოაჩნდა ჯანმრთელობის პრობლემები ფსიქიკური კუთხით. ბავშვის მიმართ გარკვეულ პერიოდებში იჩენდა აგრესიულობას, ვერ იმორჩილებდა ნერვებს. მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე ადრეც მკურნალობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. 2018 წლის 02 აგვისტოს კი მისმა ოჯახის წევრებმა პოლიციის დახმარებით მოათავსეს იგი შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, სადაც დაჰყო ერთ თვეზე მეტი. არასრულწლოვანი ი-----–ი მ-------–--ე კი მან წამოიყვანა თავის საცხოვრებ--– სახლში, სადაც ბავშვი დაცულია, ყველა პირობა აქვს შექმნილი ნორმალური აღზრდა განვითარებისათვის და ითხოვს ბავშვის საცხოვრებ--– ადგილად განისაზღვროს მისი საცხოვრებ--–ი ადგილი.
(სარჩელი, სხდომის ოქმი).
შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ნ-----–-ა თ----------ის მოსაზრება
მას და ა------ მ-------–--ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ი-----–ი მ-------–--ე დაბადებული 2--- წლის 1- სექტემბერს. რამდენიმე თვეა მისი შვილი მისი ნების საწინააღმდეგოდ იმყოფება ზესტაფონში, სოფელ მეორე სვირში ა------ მ-------–--ესთან, სადაც არ არის შესაბამისი პირობები ბავშვის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის. მოპასუხე არის ალკოჰოლის მოხმარებისაკენ მიდრეკილი პიროვნება, ოჯახში ცხოვრობენ მოპასუხე, მისი ასაკოვანი, პენსიონერი ორი და და ძმა. მათთან ბავშვის ცხოვრება არის არასრულწლოვანის ინტერესებისათვის შეუსაბამო და ბავშვზე ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას. მოითხოვს არასრულწლოვანი ი-----–ი მ-------–--ის საცხოვრებ--– ადგილად განისაზღვროს მისი საცხოვრებ--–ი ადგილი ქ. ქუთაისი, აზერბაიჯანის ქუჩა N- (ყოფილი ნ------ს ქუჩა N-).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 თავდაპირველი სარჩელით მოპასუხე ნ-----–-ა თ----------ის პოზიცია.
წარმოდგენილი შესაგებლით და ასევე სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ნ-----–-ა თ----------ემ სარჩელი ბავშვის საცხოვრებ--– ადგილად მამის საცხოვრებ--–ი ადგილის განსაზღვრის შესახებ არ ცნო. განმარტა, რომ მოსარჩელე ა------ მ-------–--ე 2018 წლის 02 აგვისტოს შემდეგ მათ არასრულწლოვან შვილს ი-----–ი მ-------–--ეს თავისთან ამყოფებს მოპასუხის ნების საწინააღმდეგოდ. იგი ცხოვრობს მშობლების სახლში ქუთაისში, სადაც არის შესაბამისი უსაფრთხო გარემო ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის. მოსარჩელე ა------ მ-------–--ესთან კი არის შეუსაბამო გარემო. მოპასუხე არის ალკოჰოლის მოხმარებისაკენ მიდრეკილი პიროვნება. ბავშვის ცხოვრება ოჯახში მოსარჩელის ასაკოვან, პენსიონერ ორ დასა და ძმასთან ერთად ბავშვზე ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2 შეგებებული სარჩელით მოპასუხე ა------ მ-------–--ის პოზიცია
მოპასუხე ა------ მ-------–--ემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 02 აგვისტოდან ნ-----–-ა თ----------ე იმყოფებოდა ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, სადაც მან დაჰყო ერთი თვე. შესაბამისად ბავშვის წამოყვანის საკითხიც ვერ შეათანხმა და წამოიყვანა თავისთან. ნ-----–-ა თ----------ე ცხოვრობს ქუთაისში თავისი მშობლების საცხოვრებ--– სახლში. მისი დაავადებიდან გამომდინარე იგი გარკვეულ პერიოდებში არის აგრესიული როგორც ბავშვის, ასევე ოჯახის წევრების მიმართ. დედისათვის ი-----–ი მ-------–--ის მიკუთვნება აღსაზრდელად არაა მიზანშეწონილი. არასრულწლოვანი იზრდება მის ოჯახში აღზრდა განვითარებისათვის საუკეთესო გარემოში, ბავშვს ეშინია დედასთან ურთიერთობის. ნ-----–-ა თ----------ე ვერ შეუქმნის უსაფრთხო გარემოს შვილს. ი-----–ი მ-------–--ის საცხოვრებ--– ადგილად უნდა განისაზღვროს მამის საცხოვრებ--–ი ადგილი. დედას კი არავითარ პრობლემას არ შეუქმნის ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების წარმომადგენლი ეთანხმება ა------ მ-------–--ის სასარჩელო მოთხოვნას და თანახმაა არასრულწლოვანი ბავშვის, 2--- წლის 1- სექტემბერს დაბადებული ი-----–ი მ-------–--ის საცხოვრებ--– ადგილად განისაზღვროს მამის, ა------ მ-------–--ის საცხოვრებ--–ი ადგილი. სოციალური მუშაკის მიერ შეფასდა ორივე მხარის საცხოვრებ--–ი პირობები. მომზადებული დასკვნის მიხედვით, ორივე მხარესთან შექმნილია ბავშვის ცხოვრებისათვის კეთილსაიმედო გარემო. მაგრამ გასათვალისწინებ--–ია თავად არასრულწლოვანი ბავშვის სურვილი მის საცხოვრებ--– ადგილთან მიმართებით. სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განკარგულების თანახმად დადგენილია ბავშვის ურთიერთობა დედასთან, რომელიც ხორციელდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მეთვალყურეობით. არასრულწლოვანი ი-----–ი მ-------–--ე დედასთან ურთიერთობის დროს არის დათრგუნული, დედას ნ-----–-ა თ----------ეს უჭირს შვილთან კონტაქტის დამყარება. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიაჩნია უპირატესობა უნდა მიენიჭოს არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, იცხოვროს მშვიდ, კეთილსაიმედო და მისი განვითარებისათვის უსაფრთხო გარემოში. ამ ეტაპზე არ არსებობს მამასთან ცხოვრების რაიმე დამაბრკოლებ--–ი გარემო, რაც ზიანის მომტანი იქნებოდა არასრულწლოვანი ბავშვისათვის. შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ა------ მ-------–--ეს შესწევს უნარი, სრულფასოვანი ზრუნვა განახორციელოს არასრულწლოვან შვილზე. საცხოვრებ--– სახლში ბავშვისთვის შექმნილია უსაფრთხო გარემო. არასრულწლოვანიც თავს დაცულად, კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობს მამასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო თანახმაა, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ი-----–ი მ-------–--ის საცხოვრებ--– ადგილად განისაზღვროს მამის, ა------ მ-------–--ის საცხოვრებ--–ი ადგილი. დედას ნ-----–-ა თ----------ეს კი არ უნდა შეეზღუდოს შვილთან ურთიერთობა, რომ მათ შორის არსებული გაუცხოება აღმოიფხვრას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ა------ მ-------–--ე და ნ-----–-ა თ----------ე 2--- წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ საქორწინო ურთიერთობაში და თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ი-----–ი მ-------–--ე დაბადებული 2--- წლის 1- სექტემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბავშვის დაბადების მოწმობა;
- მხარეთა განმარტება.
3.1.2. მოსარჩელე ა------ მ-------–--ე და მოპასუხე ნ-----–-ა თ----------ე 2018 წლის 02 აგვისტოდან ერთად აღარ ცხოვრობენ და ამ დროიდან არასრულწლოვანი ი-----–ი მ-------–--ე ცხოვრობს მოსარჩელესთან, ა------ მ-------–--ესთან ერთად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი).
3.1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების დასკვნის მიხედვით არასრულწლოვანი ი-----–ი მ-------–--ე მამის ოჯახში ცხოვრობს მზრუნველ და კეთილსაიმედო გარემოში, სადაც დაკმაყოფილებულია მისი ყველა საჭიროება. ბავშვის სრულყოფილი ფსიქოემოციური განვითარებისათვის სასურველია მას რეგულარული ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობ--–თან. მშობლებთან დამოკიდებულების შესახებ არასრულწლოვანი ი-----–ი მ-------–--ის მოსაზრების გარკვევა ვერ მოხერხდა ბავშვის მცირე ასაკის გამო. ვიზიტის დროს ჩანდა, რომ მამა-შვილს შორის თბილი ურთიერთობაა. ა------ მ-------–--ე დიდ სიყვარულს გამოხატავს შვილის მიმართ, დიდ დროს ატარებს მასთან, ხშირად ეთამაშება, ბავშვი უზრუნველყოფილია ასაკისა და სეზონის შესაბამისი ტანსაცმლით, სათამაშოებით. არასრულწლოვანი ი-----–ი მ-------–--ე არის ჯანმრთელი, ვითარდება ასაკის შესაბამისად, ჩატარებული აქვს საჭირო აცრები, მამას პერიოდულად მიჰყავს კონსულტაციაზე პედიატრთან, გეგმავს საბავშვო ბაღში შეყვანას, იგი და მისი დები ზრუნავენ, რომ ბავშვს დადებითი წარმოდგენა ჰქონდეს დედაზე და ურთიერთობა ჰქონდეს მასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის 2018 წლის 13 დეკემბრის N 8307 დასკვნა.
3.1.4. იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის დასკვნის თანახმად ნ-----–-ა თ----------ე ცხოვრობს 80 წლის დედასთან ერთად, რომელიც გამოიყურება მხნედ და ყოჩაღად. საცხოვრებ--– ფართში არსებული მდგომარეობა დამაკმაყოფილებ--–ია და არაა საფრთხის შემცველი იქ მცხოვრები პირთათვის. ოჯახის ამჟამინდელი შემოსავალია დედის ასაკობრივი პენსია 180 ლარი და ნ-----–-ა თ----------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მინიჭებული სტატუსის პენსია. პერიოდულად მათ ეხმარება მატერიალურად ნ-----–-ას ძმა. ნ-----–-ა თ----------ე რამოდენიმეჯერ მკურნალობას გადიოდა სხვადასხვა ფსიქიატრიულ კლინიკებში დიაგნოზით პარანოიდული შიზოფრენია. ბოლოს 02.08.2018-დან 27.08.2018-მდე მკურნალობდა ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, რის გამოც დათანხმდა მცირეწლოვანი ი-----–ი მ-------–--ის მამასთან ა------ მ-------–--ესთან დროებით საცხოვრებლად გადასვლას. ნ-----–-ა თ----------ის სოციალური გარემო შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად, სადაც ი-----–ი მ-------–--ისათვის უსაფრთხო და მზრუნველი გარემოა შექმნილი მისი ოჯახის წევრების თანამონაწილეობით. ამჟამად ნ-----–-ა თ----------ე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადის მედიკამენტოზურ მკურნალობას და მიზანშეწონილად მიაჩნიათ საქმის შეფასების პროცესში ჩაერთოს ფსიქიატრი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის 2018 წლის 26 დეკემბრის დასკვნა.
3.1.5 ნ-----–-ა თ----------ე არის მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი უვადოდ და სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში დანიშნული აქვს სახელმწიფო გასაცემელი სოციალური პაკეტი თანხით 1-0 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 07 ნოემბრის N04-06/12518 ცნობა.
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი).
3.1.6. ნ-----–-ა თ----------ის დიაგნოზია პარანოიდული შიზოფრენია F20.0. ფსიქიკური აშლილობის ნიშნები გამოავლინა 1998 წლიდან. რამდენჯერმე არის სტაციონარულ და სხვა კლინიკებში მოთავსებული. ბოლოს 2018 წლის 02 აგვისტოდან 2018 წლის 27 აგვისტომდე იმყოფებოდა ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარში. დაავადება ქრონიკულია. ამჟამად აღენიშნება მედიკამენტოზური რემისია. მედიკამენტების სისტემატიურად მიღების შემთხვევაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება სტაბილური, მას შეუძლია შვილის აღზრდა და მოვლა- პატრონობა. ამასთან არასრულწლოვანი ი-----–ი მ-------–--ის აღსაზრდელად დედისათვის გადაცემა დადებითად იმოქმედებს ნ-----–-ა თ----------ის ჯანმრთელობაზე. აღნიშნული დაავადების მქონე პირები მედიკამენტების სისტემატიური მიღების შემთხვევაში არიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და არ წარმოადგენენ საფრთხეს გარშემომყოფთათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა;
- მხარეთა განმარტება;
- მოწმე ნ--- ს-------ის ჩვენება.
- სპეციალისტის ბ--–ა ქ-----–---–ის განმარტება.
3.1.6. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლოის 28 იანვრის დროებითი განკარგულებით ნ-----–-ა თ----------ეს ნება დაერთო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მცირეწლოვანი შვილი ი-----–ი მ-------–--ე მოინახულოს ბავშვის ფაქტობრივი საცხოვრებ--–ი ადგილის მიხედვით - ზესტაფონის სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონულ განყოფილებაში კვირაში ერთი დღით - ყოველ პარასკევს შუადღის 14:00 საათიდან 17:00 საათამდე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტება;
- ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლოის 28 იანვრის დროებითი განკარგულება.
3.1.7. ი-----–ი მ-------–--ე არ გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას დედის ან მამის მიმართ და არ იკვეთება ოჯახის წევრების მხრიდან ბავშვზე ზეწოლის ნიშნები. დედასთან რამდენიმე თვით დაშორებამ უკვე იქონია გავლენა ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, მიჯაჭვულობის ხარისხზე და დედასთან გაუცხოებაზე. თუ ბავშვის საცხოვრებ--– ადგილად განისაზღვრება დედის საცხოვრებ--–ი სახლი, აღსდგება დედასთან ურთიერთობა და მისადმი მიჯაჭვულობა, ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილება რაც დადებით გავლენას მოახდენს მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და ხელს შეუწყობს ბავშვის განვითარების პროცესს. ამასთან ქუთაისში ბავშვის ცხოვრება ხელს შეუწყობს მისი განვითარების პროცესს. ბავშვის საცხოვრებ--– ადგილად მამის საცხოვრებ--–ი სახლის განსაზღვრის შემთხვევაში შესაძლოა დადგეს რისკი დედასთან ურთიერთობის შეწყვეტის, რადგან მამა ვერ აცნობიერებს ბავშვის დედასთან ურთიერთობის მნიშვნელობას და აუცილებლობას, რამაც გამოიწვია უკვე ბავშვის გაუცხოვება დედის მიმართ, ასევე მამასთან ვერ დაკმაყოფილდება ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები;
- ფსიქოლოგის ნაზი ვარდოსანიძის განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე ა------ მ-------–--ე და მოპასუხე ნ-----–-ა თ----------ე 2014 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ საქორწინო ურთიერთობაში. ბავშვის შეძენის შემდეგ დაახლოებით ერთი თვე იცხოვრეს ერთად ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში. ნ-----–-ა თ----------ე ეწეოდა კარჩაკეტილ ცხოვრებას. უჭირდა კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან. დამოუკიდებლად უჭირდა ბავშვის მოვლა, დაბანა. ბავშვის მოვლაში მას ეხმარებოდა ა------ მ-------–--ე და მეზობ--–ი. მოსარჩელის დებს თ--- და ე----- მ-------–--ეებს უშლიდა ბავშვთან მიკარებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე ა------ მ-------–--ის განმარტება;
- მოწმეების თ--- მ-------–--ის, ე----- მ-------–--ის ჩვენებები.
3.2.2. ნ-----–-ა თ----------ე ბავშვთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ქუთაისში თავისი მშობლების საცხოვრებ--– სახლში, სადაც ასევე სისტემატიურად დადიოდა მოსარჩელე ა------ მ-------–--ე და ეხმარებოდა მეუღლეს შვილის მოვლაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტება;
- მოწმეების თ--- მ-------–--ის, ე----- მ-------–--ის, თ--- თ----------ის ჩვენებები.
3.2.3 ნ-----–-ა თ----------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ვინაიდან სისტემატიურად არ იღებდა ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს. გახდა აგრესიული, ეჩვენებოდა, რომ შვილს ართმევდნენ. წაიყვანა მცირეწლოვანი ი-----–ი მ-------–--ე და იმალებოდა სახლთან მდებარე პარკში, რითაც საფრთხე შეექმნა, როგორც მცირეწლოვან ბავშვს ასევე თვით ნ-----–-ა თ----------ეს. 2018 წლის 02 აგვისტოს მისი ოჯახის წევრები, კერძოდ მისი ძმა იძულებული გახდა ნ-----–-ა თ----------ე პატრულის დახმარებით გადაეყვანათ სამკურნალოდ ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, სადაც მკურნალობდა ერთი თვის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა------ მ-------–--ის განმარტება;
3.2.4 ნ-----–-ა თ----------ის სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ ა------ მ-------–--ემ წამოიყვანა არასრულწლოვანი ი-----–ი მ-------–--ე თავის საცხოვრებ--– ადგილას ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში და ზრდის თავისი დების დახმარებით. ბავშვს ყველა პირობა აქვს აღზრდისა და განვითარებისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე ა------ მ-------–--ის განმარტება;
- მოწმეების თ--- მ-------–--ის, ე----- მ-------–--ის ჩვენებები.
3.2.5. ი-----–ი მ-------–--ე ცხოვრობს მამის ოჯახში მზრუნველ და კეთილსაიმედო გარემოში. ა------ მ-------–--ის ოჯახის მატერიალური შემოსავალი უზრუნველყოფს ი-----–ი მ-------–--ის აღზრდა განვითარებისათვის საუკეთესო პირობებს. ბავშვი იზრდება უსაფრთხო გარემოში და ბავშვის საცხოვრებ--– ადგილად უნდა განისაზღვროს მამის საცხოვრებ--–ი ადგილი. დროებითი განკარგულების საფუძველზე ნ-----–-ა თ----------ის მიერ ბავშვთან განხორციელებული ვიზიტების დროს მას უჭირს შვილთან კომუნიკაციის დამყარება. არ იჩენს აქტიურობას და ინიციატივას. ნ-----–-ა თ----------ისათვის ბავშვის გადაცემის შემთხვევაში არსებობს საშიშროება საფრთხე შეექმნას ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტება;
- ა------ მ-------–--ის განმარტება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებ--–ს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 1-5-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებ--–ი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ ა------ მ-------–--ის სარჩელი, არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებ--–ი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ნ-----–-ა თ----------ის შეგებებული სარჩელი არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებ--–ი ადგილის განსაზღვრის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1201-ე, 1202-ე, მუხლები.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციით ბავშვის უფლებების დამცავ ნორმები ერთმნიშვნელოვნად ადგენს ბავშვის ინტერესების დაცვის პრიორიტეტს. ამასთან, ეს ინტერესი არ შეიძლება ვიწროდ იქნეს გაგებული. მაშინ, როდესაც აუცილებ--–ია ერთ-ერთ მშობ--–თან ბავშვის საცხოვრებ--–ი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება აუცილებ--–ი ხდება ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში მისი ერთ-ერთ მშობლებთან დაშორება. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბავშვების ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს, აღიზარდონ და იცხოვრონ მატერიალურად და მორალურად ჯანსაღ გარემოში. ბავშვის აღზრდისათვის გარემოს შესაბამისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად და დამაჯერებლად უნდა შემოწმდეს. ამ მიმართებით მნიშვნელობა ენიჭება როგორც მატერიალურ, ისე მორალურ მხარეს.
ამდენად, კანონი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვი დაშორდეს მშობ--–ს და ზოგ შემთხვევაში სხვა ოჯახის წევრთან ან უფლებამოსილ პირთან განისაზღვროს მისი საცხოვრებ--–ი ადგილი, თუმცა ასეთი დაშორება მხოლოდ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული, ვინაიდან ბავშვისა და მშობლის დაშორება, ამ აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, უარყოფით გავლენას ახდენს მშობლის გარემოცვას მოწყვეტილი ბავშვის ფსიქიკაზე.
კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის თანახმად, 1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებ--–ი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. 2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებ--–ია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
ამავე კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზრის თავისუფლებას. ხოლო მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებ--–ია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებ--–ი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებ--–ია ბავშვის საცხოვრებ--–ი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
6.2. ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციით ბავშვის უფლებების დამცავ ნორმებს სრულად შეესაბამება ეროვნული კანონმდებლობა, რომლითაც ასევე დაცულია ბავშვის ინტერესები და ერთმნიშვნელოვნად ადგენს ბავშვის ინტერესების დაცვის პრიორიტეტს.
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით სახელმწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კანონი პატივს სცემს მშობლის უფლებას, ურთიერთობა იქონიოს შვილებთან, მაგრამ აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობ--–თა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად: 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
საქმის მასალების მიხედვით მხარეები, ა------ მ-------–--ე და ნ-----–-ა თ----------ე აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები ვერ შეთანხმდნენ არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებ--– ადგილზე. დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ი-----–ი მ-------–--ე დაბადებიდან ცხოვრობდა დედასთან, ხოლო 2018 წლის 02 აგვისტოდან, დედის საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ ცხოვრობს მამასთან, ა------ მ-------–--ესთან ერთად. მოსარჩელე ა------ მ-------–--ემ საცხოვრებ--–ი ადგილის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე არის დაავადებული პარანოიდული შიზოფრენიით, მკურნალობს სხვადასხვა ფსიქიატრიულ სამედიცინო დაწესებულებებში, ოჯახში ჰყავს მხოლოდ მოხუცი დედა და მასთან ბავშვი უსაფრთხო გარემოში ვერ იქნება.
შეგებებული სარჩელით ნ-----–-ა თ----------ემ კი არასრულწლოვანი ი-----–ი მ-------–--ის საცხოვრებ--–ი ადგილის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ა------ მ-------–--ე არის ალკოჰოლის მოხმარებისკენ მიდრეკილი. მასთან ოჯახში ცხოვრობენ მოპასუხის ასაკოვანი ორი და და ძმა. მათთან ბავშვის ცხოვრება საზიანოა ბავშვის ინტერესებისათვის და ნეგატიურ გავლენას ახდენს მასზე.
6.3. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე ა------ მ-------–--ის მოსაზრებას, რომ მოპასუხე ნ-----–-ა თ----------ე მისი დაავადების გამო ვერ უზრუნველყოფს შვილის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას. წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მკურნალი ექიმის ნ--- ს-------ის და სპეციალისტის სახით დაკითხული ბ--–ა ქ-----–---–ის განმარტებებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნ-----–-ა თ----------ის დაავადება ქრონიკულია. ამჟამად იმყოფება მედიკამენტოზური რემისიის პირობებში. მედიკამენტების სისტემატიურად მიღების შემთხვევაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება სტაბილური, მას შეუძლია შვილის აღზრდა და მოვლა- პატრონობა. ამ დაავადების მქონე პირები მედიკამენტების სისტემატური მიღების შემთხვევაში არიან სრულფასოვანი მოქალაქეები და საზოგადოებაში ინტეგრირებულები. შესაბამისად ნ-----–-ა თ----------ესთან შვილის საცხოვრებ--–ი ადგილის განსაზღვრა არ იქნება საფრთხის შემცველი ბავშვისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–-ა თ----------ის დაავადება არაა დამაბრკოლებ--–ი გარემოება, რომ არასრულწლოვანი ი-----–ი მ-------–--ის საცხოვრებ--– ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებ--–ი ადგილი, მაგრამ არასრულწოვანი ბავშვის საცხოვრებ--–ი ადგილის საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მშობლების უფლება-მოვალეობათა სრული თანასწორობისა და ბავშვის სწორი აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთან, ბავშვის აღზრდის ინტერესებში სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მშობლების მატერიალური პირობები, უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, თუ როგორი გარემოს შექმნას შეძლებენ მშობლები ბავშვისათვის მათი მატერიალური მდგომარეობის, ასაკის, მორალური სახის, ინტელექტუალური დონის და ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის ხარისხის გათვალისწინებით. კანონი არ ცნობს რომელიმე მშობლის უპირატეს უფლებას შვილების მიმართ, ვინაიდან, არა უფლებათა უპირატესობა, არამედ ბავშვის სწორად აღზრდის ინტერესები უნდა იყოს ამ დროს გადამწყვეტი.
6.4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნების თანახმად:
ა------ მ-------–--ის ოჯახში ბავშვი უზრუნველყოფილია ასაკისა და სეზონის შესაბამისი ტანსაცმლით, სათამაშოებით. ბავშვს აქვს ყველა საჭირო ნივთი, სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი, საკვები და ჰიგიენური საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალებები, ასევე, აქვს განვითარებისათვის საჭირო სათამაშოები. მასზე ზრუნავენ მამასთან ერთად ბიძა და მამიდები. არასრულწლოვანი ი-----–ი მ-------–--ე არის ჯანმრთელი, ვითარდება ასაკის შესაბამისად, ჩატარებული აქვს საჭირო აცრები, მამას პერიოდულად მიჰყავს კონსულტაციაზე პედიატრთან, გეგმავს საბავშვო ბაღში შეყვანას, ოჯახი ფლობს საყანე და სავენახე მიწის ფართობს, ჰყავთ მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი და ფრინველი, ფუტკარი, სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზებიდან და ოჯახის წევრთა პენსიით მათი ოჯახის შემოსავალი ყოველთვიურად შეადგენს 1500 ლარს.
რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, ა------ მ-------–--ეს შესწევს უნარი, სრულფასოვანი ზრუნვა განახორციელოს არასრულწლოვან შვილზე და სრულად უზრუნველყოს შვილის საჭიროებები. მამის საცხოვრებ--–ში ბავშვისათვის შექმნილია უსაფრთხო გარემო, დამაკმაყოფილებ--–ია საყოფაცხოვრებო პირობები, მას ჰყავს ძლიერი თანადგომის ქსელი და არ არსებობს ბავშვის ცხოვრებისათვის რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორები. ამდენად, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ი-----–ი მ-------–--ე იზრდება უსაფრთხო, კეთილსაიმედო და მზრუნველ გარემოში. იქ არსებული გარემო მისთვის ნაცნობია, თავს კომფორტულად გრძნობს მამის ოჯახში.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად დედის ნ-----–-ა თ----------ის ოჯახში ასევე შექმნილი სოციალურ-ეკონომიური პირობები დადებითია და საფრთხეს არ შეუქმნის ბავშვის აღზრდა-განვითარებას, შექმნილია არასრულწლოვანისათვის კეთილსაიმედო გარემო. კერძოდ ნ-----–-ა თ----------ე ცხოვრობს 80 წლის დედასთან ერთად, რომელიც გამოიყურება მხნედ და ყოჩაღად. საცხოვრებ--– ფართში არსებული მდგომარეობა დამაკმაყოფილებ--–ია და არაა საფრთხის შემცველი იქ მცხოვრები პირთათვის. ოჯახის ამჟამინდელი შემოსავალია დედის ასაკობრივი პენსია 180 ლარი და ნ-----–-ა თ----------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მინიჭებული სტატუსის პენსია. პერიოდულად მათ ეხმარება მატერიალურად ნ-----–-ას ძმა. ნ-----–-ა თ----------ე რამოდენიმეჯერ მკურნალობას გადიოდა სხვადასხვა ფსიქიატრიულ კლინიკებში დიაგნოზით პარანოიდული შიზოფრენია. ბოლოს 02.08.2018-დან 27.08.2018-მდე მკურნალობდა ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში. ნ-----–-ა თ----------ის სოციალური გარემო შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად, სადაც ი-----–ი მ-------–--ისათვის უსაფრთხო და მზრუნველი გარემოა შექმნილი მისი ოჯახის წევრების თანამონაწილეობით. ამჟამად ნ-----–-ა თ----------ე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადის მედიკამენტოზურ მკურნალობას.
სასამართლო პატივს სცემს ორივე მშობლის უფლებას თანაბარი ურთიერთობა ჰქონდეთ არასრულწლოვან შვილთან, მაგრამ, სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. შესაბამისად, სასამართლო მხედველობაში იღებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნებს და უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე მამის ა------ მ-------–--ესთან არსებულ პირობებს.
6.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ უპირატესია არასრულწლოვანი ბავშვის უფლება, იზრდებოდეს და ვითარდებოდეს მშვიდ, უსაფრთხო, დაცულ გარემოში ბიოლოგიურ მშობ--–თან ერთად რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ასაკი, პირადი მიდრეკილება მშობლებისადმი, ის სოციალური და ყოფითი გარემო, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა და მისი სამომავლო განვითარება და კეთილდღეობა.
დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლოის 28 იანვრის დროებითი განკარგულებით ნ-----–-ა თ----------ეს ნება დაერთო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მცირეწლოვანი შვილი ი-----–ი მ-------–--ე მოინახულოს ბავშვის ფაქტობრივი საცხოვრებ--–ი ადგილის მიხედვით - ზესტაფონის სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონულ განყოფილებაში კვირაში ერთი დღით - ყოველ პარასკევს შუადღის 14:00 საათიდან 17:00 საათამდე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით დადგენილია, რომ ნ-----–-ა თ----------ის შეხვედრები არასრულწლოვან ი-----–ი მ-------–--ესთან ხორციელდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მეთვალყურეობით. არასრულწლოვანი ი-----–ი მ-------–--ე დედასთან ურთიერთობის დროს არის დათრგუნული, დედას ნ-----–-ა თ----------ეს უჭირს შვილთან კონტაქტის დამყარება. მამის ა------ მ-------–--ის რჩევებით ახერხებს იგი შვილთან ურთიერთობას. მამა ხელს უწყობს და უქმნის პირობებს, რომ ნ-----–-ა თ----------ემ დაამყაროს შვილთან ურთიერთობა, მაგრამ იგი ვერ გამოხატავს ამ მომენტში დედა-შვილურ დამოკიდებულებას, არ იჩენს აქტიურობას და შეზღუდულია.
6.6. ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ევროპული სასამართლო ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისას გასათვალისწინებ--– ელემენტებს შორის გამოყოფს ბავშვის შეხედულებებს და განმარტავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისათვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭება. სასამართლომ მიუთითა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არ ითვალისწინებს ბავშვის მოსაზრებებს, ან არ ანიჭებს მის მოსაზრებას სათანადო მნიშვნელობას ბავშვის ასაკისა და სიმწიფის ხარისხის მიხედვით, არ სცემს პატივს ბავშვის ან ბავშვების შესაძლებლობას, ზეგავლენა მოახდინონ თავიანთი საუკეთესო ინტერესების განსაზღვრაზე (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2016 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე „ ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“).
ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში 2019 წლის 20 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოხდა არასრულწლოვან ი-----–ი მ-------–--ესთან გასაუბრება, რასაც ესწრებოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის განყოფილების წარმომადგენელი, ფსიქოლოგი. არასრულწლოვან ი-----–ი მ-------–--ესთან კონტაქტი გაძნელდა. იგი იგნორირებას უკეთებს შეკითხვებს დედასთან ურთიერთობის შესახებ. აცხადებს, რომ დედა მას ემუქრებოდა ნაჯახით. არ სურს დედასთან ურთიერთობა.
შესაბამისად, საქმეში არსებული მასალებით ამ ეტაპზე არ გამოიკვეთა არასრულწლოვანი ი-----–ი მ-------–--ის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, მისი საცხოვრებ--–ი ადგილის შეცვლის აუცილებლობა და ბავშვის საცხოვრებ--– ადგილად დედის, ნ-----–-ა თ----------ის საცხოვრებ--–ი ადგილის განსაზღვრის მიზანშეწონილობა. ბავშვის ინტერესებისა და სურვილის გათვალისწინებით, მიზანშოწილია, მიმდინარე პერიოდისათვის არ მოხდეს მისი საცხოვრებ--–ი ადგილის შეცვლა. ამ ეტაპზე არსებული მშვიდი, სტაბილური ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია, დამატებითი რისკების თავიდან აცილების მიზნით, ბავშვის საცხოვრებ--–ი ადგილი დარჩეს უცვლელი, მამის საცხოვრებ--–ი ადგილის მიხედვით.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, მშობ--–თა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.
არასრულწლოვანის საცხოვრებ--–ი ადგილის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტისას საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი საკითხი იმის შესახებ, რომელ მშობ--–ს აქვს უფრო მეტი რესურსი აღნიშნულ მომენტში, რომ მისცეს ბავშვს უკეთ ფუნქციონირების შანსი. აღზრდისათვის გარემოს შესაბამისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად და დამაჯერებლად უნდა შემოწმდეს. კანონი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, ბავშვი დაშორდეს ერთ-ერთ მშობ--–ს და ასეთი დაშორება გამოწვეული უნდა იყოს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ემსახურებოდეს მისი აღზრდა-განვითარებისათვის უკეთეს გარემო-პირობებში ცხოვრების უზრუნველყოფას. მოცემული საქმის განხილვისას, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ი-----–ი მ-------–--ე ცხოვრობს მამასთან, მისთვის სასურველ, კეთილსაიმედო და აღზრდა-განვითარებისათვის შესაფერის გარემოში და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით, არ გამოიკვეთა იმგვარი გარემოება, რაც მისთვის ჩვეული გარემოს შეცვლის წინაპირობა გახდებოდა. ბავშვის საცხოვრებ--–მა გარემომ მას მომავალში ხელი უნდა შეუწყოს ფსიქო-ემოციურად და ინტელექტუალურად უკეთ განვითარების, ფუნქციონირების და სოციალიზაციის პროცესს.
მოცემული საქმის განხილვის ფარგლებში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილი დასკვნების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი ცხოვრობს მამასთან თბილ, უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოში, რაც შეესაბამება მის ჭეშმარიტ ინტერესებს. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, მხარს უჭერს სასარჩელო მოთხოვნას არასრულწლოვანი ი-----–ი მ-------–--ის საცხოვრებ--– ადგილად მამის საცხოვრებ--–ი ადგილის განსაზღვრის თაობაზე იმ მოტივით, რომ არასრულწლოვანი ბავშვი იმყოფება, მისთვის საუკეთესო, მზრუნველ, უსაფრთხო გარემოში, რაც მნიშვნელოვანია მისი სრულფასოვანი აღზრდა-განვითარებისათვის, ფიზიკური, ემოციური და სოციალური უნარების გამყარებისათვის.
6.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციას, რომ არასრულწლოვანს უფლება აქვს ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ერთ-ერთ ბიოლოგიურ მშობ--–თან მაინც. მოცემულ შემთხვევაში, არასრულწლოვანს ზრდის მამა ა------ მ-------–--ე და არ იკვეთება აუცილებლობა შეიცვალოს არასრულწლოვანის ფაქტობრივი საცხოვრებ--–ი ადგილი, უფრო მეტიც, შესაძლოა ამ მხრივ რაიმე სახის ცვლილება უარყოფითად აისახოს არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციურ განწყობასა და მის ინტერესებზე.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ი-----–ი მ-------–--ის ჭეშმარიტი ინტერესების უკეთ დაცვის მიზნით, სასამართლოს კომპეტენტური ორგანოს (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) დასკვნის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიაჩნია, მის საცხოვრებ--– ადგილად განისაზღვროს მამის, ა------ მ-------–--ის საცხოვრებ--–ი ადგილი, რაც ემსახურება არასრულწლოვანი ბავშვის კეთილდღეობაზე ზრუნვას და შეესაბამება მშობ--–თა და შვილის ურთიერთდამოკიდებულების მართებულობას.
შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–-ა თ----------ის შეგებებული სარჩელი, არასრულწლოვანი ი-----–ი მ-------–--ის საცხოვრებ--– ადგილად მისი საცხოვრებ--–ი ადგილის განსაზღვრის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებ--–ი ადგილის განსაზღვრა არ გულისხმობს მეორე მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას.
6.9. სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდაში მონაწილეობის უფლება-მოვალეობა ორივე მშობ--–ს ერთნაირად გააჩნია, მათი ცალ-ცალკე ცხოვრების შემთხვევაში კი ცალკე მცხოვრებ მშობ--–ს უფლება აქვს, ურთიერთობა ჰქონდეს ყოფილ მეუღლესთან მცხოვრებ შვილთან და ვალდებულიცაა, მონაწილეობა მიიღოს მათ აღზრდაში. მეორე მშობ--–ს უფლება არა აქვს, შეზღუდოს და ხელი შეუშალოს მას ამ უფლება-მოვალეობათა განხორციელებაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის აღზრდის ინტერესებს. ბავშვის აღზრდის ინტერესებში კი, იგულისხმება არა მარტო მატერიალური, არამედ მორალური პირობების შექმნა. სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. მშობ--–თა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.
განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ბავშვის დედასთან ურთიერთობის რაიმე ხელისშემშლელი ან დამაბრკოლებ--–ი გარემოება არ გამოიკვეთა, რაც შესაძლოა ზიანის მომტანი ყოფილიყო არასრულწლოვანისათვის. ნ-----–-ა თ----------ეს აქვს ბავშვთან ურთიერთობის უფლება და ა------ მ-------–--ე მოვალეა, ასევე ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელი შეუწყოს დედას ამ უფლების განხორციელებაში, რომ მოხდეს დედა - შვილის დაახლოება და მათი ურთიერთობის გაღრმავება. მშობლის ვალდებულებაა, არ შეუზღუდოს მეორე მშობ--–ს შვილთან ურთიერთობის უფლება და შვილის აღზრდაში მონაწილეობის უფლება. კანონის შესრულება კი თითოეული მოქალაქის მოვალეობაა. ა------ მ-------–--ე აცხადებს მზაობას, როგორც მშობ--–ი, იზრუნოს შვილის კეთილდღეობაზე და ასევე, ხელი შეუწყოს მას დედასთან ურთიერთობაში. თუკი ადგილი ექნება მამის მხრიდან ამ მოვალეობის დარღვევას, ან ადგილი ექნება მხარეთა შეუთანხმებლობას შვილებთან ურთიერთობის წესთან დაკავშირებით, ნ-----–-ა თ----------ეს უფლება აქვს მომართოს სასამართლოს არასრულწლოვანის ნახვის წესის განსაზღვრის თაობაზე.
ამდენად, ა------ მ-------–--ის სასარჩელო მოთხოვნა, არასრულწლოვანი ი-----–ი მ-------–--ის საცხოვრებ--– ადგილად მამის საცხოვრებ--–ი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო ნ-----–-ა თ----------ეს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოპასუხე ნ-----–-ა თ----------ე ,,ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,მ“ ქვეპუნქტით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ საქმეზე, მოსარჩელე ა------ მ-------–--ეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 120 (ასოცი) ლარი. შესაბამისად, მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ამასთან, მოცემულ საქმეზე მიღებული დროებითი განკარგულება უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ა------ მ-------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. არასრულწლოვანი ი-----–ი მ-------–--ის (დაბადებული 2--- წლის 1- სექტემბერს, პ/ნ 6----------) საცხოვრებ--– ადგილად განისაზღვროს მამის, ა------ მ-------–--ის (პ/ნ 1----------), საცხოვრებ--–ი ადგილი: ზესტაფონი, სოფელი მეორე სვირი.
3. ნ-----–-ა თ----------ის (პ/ნ 6----------) შეგებებული სარჩელი არასრულწლოვანი შვილის ი-----–ი მ-------–--ის აღსაზრდელად მიკუთვნებისა და მისი საცხოვრებ--– ადგილად დედის საცხოვრებ--–ი ადგილის განსაზღვრის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
4. დაუბრუნდეს ა------ მ-------–--ეს (პირადი №1----------) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 120 ლარი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღია 2018 წლის 04 ოქტომბერი, საგადასახადო დავალება N2, სახაზინო კოდი 300193150.
5. მოპასუხე ნ-----–-ა თ----------ე (პ/ნ 6----------) გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
6. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვარს მიღებული დროებითი განკარგულება გაუქმდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებ--–ია.
მოსამართლე: ელენე ოსაძე