გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.04.2019
საქმის ნომერი
330310018002628398
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
25.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5807-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი – თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - ე----------–---–---–ი

წარმომადგენლები - ნ---------–---–---–ი, მ-----–----–-----ი

 

მოპასუხეები:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობა

წარმომადგენელი - თ------------–--ე

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ხ---------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქმედების განხორციელების დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ---0------- ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც ე----------–---–---–ს შეუწყდა დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის გადახდა;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №3-- ბრძანება, ე----------–---–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.3. დაევალოს მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ე----------–---–---–ს აღუდგება კომპენსაციის ჩარიცხვა 300 ლარის ოდენობით;

 

1.4. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას ე----------–---–---–ს აუნაზღაუროს მიუღებელი კომპენსაციის თანხა 2018 წლის მარტიდან;

 

მოსარჩელის განმარტებით, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში, მ---------–-----------------––------------------–--------------- ბინაში, რომელიც ავარიულად იქნა ცნობილი 2006 წელს. შესაბამისად, მითითებული პერიოდიდან იგი გამოიყვანეს კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ კომპენსაციის (ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით) დანიშვნის სანაცვლოდ. აღნიშნული კომპენსაციით ოჯახმა შეძლო საცხოვრებელი ფართის დაქირავება. მისივე განმარტებით, სამგორის რაიონის გამგეობამ დანგრეული კორპუსის მაცხოვრებლებისგან, მათ შორის, მისი ოჯახისგან მოითხოვა შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის წევრთა შემოსავლების შესახებ და მოგვიანებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ---0------- ბრძანებით შეუწყვიტა კომპენსაციის გადახდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მოსარჩელის ოჯახის წევრთა მაღალი შემოსავალი.

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ გამგეობის ზემოხსენებული ბრძანება უშედეგოდ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, რადგან ეს უკანასკნელი ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №3-- ბრძანებით.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

მოპასუხეების: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს. მათი მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. დადგენილია, რომ ე----------–---–---–ი წარმოადგენდა დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის მიმღებ პირს. ე----------–---–---–ი და მისი ოჯახის კომპენსაცია განისაზღვრებოდა 300 ლარით.

 

2018 წლის 5 იანვარს №1-------- სანოტარო აქტით დამოწმებული უძრავი ნივთის ქირავნობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ თ-------------–---–მა („გამქირავებელი“) ე----------–---–---–ს („დამქირავებელი“) მიაქირავა ქ. თბილისში, წ---–--------------------------------, 2019 წლის 1 იანვრის ჩათვლით, რისთვისაც ამ უკანასკნელს გამქირავებლისათვის უნდა გადაეხადა თვეში 350 (სამასორმოცდაათი) ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ---0------- ბრძანება და მისი დანართი №3-დან ამონარიდი (ს.ფ. 161-164);

- 2018 წლის 5 იანვარს №1-------- სანოტარო აქტით დამოწმებული უძრავი ნივთის ქირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 196-199).

 

3.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - სოციალური პროექტების განყოფილების საკონსულტაციო-სათათბირო ორგანომ (საბჭომ) 2018 წლის 27 მარტის სხდომაზე განიხილა ამავე გამგეობის მიერ რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებზე ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები. საბჭოს გადაწყვეტილებით, ბინის ქირის გადახდა შეუწყდა 3 ბენეფიციარს.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილემ (გამგებლის მოადგილე სოციალური პროგრამების მიმართულებით) 2018 წლის 30 მარტის №3----------- მოხსენებითი ბარათით მიმართა ამავე რაიონის გამგებელს და იშუამდგომლა „დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №---23 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და №1---------------- განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ე----------–---–---–ისთვის ბინის ქირის გადახდის შეწყვეტის თაობაზე.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ---0------- ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის თანახმად, დანართი №3-ში მითითებულ ბენეფიციარებს, მათ შორის, ე----------–---–---–ს 2018 წლის მარტის თვიდან შეუწყდა ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - სოციალური პროექტების განყოფილების საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოს (საბჭოს) 2018 წლის 27 მარტის ს----------------- (ს.ფ. 74-75);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის (გამგებლის მოადგილე სოციალური პროგრამების მიმართულებით) 2018 წლის 30 მარტის №3----------- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 204-222);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ---0------- ბრძანება (ს.ფ. 161-163);

- ამონარიდი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ---0------- ბრძანების დანართი №3-დან (ს.ფ. 164).

 

3.3. ე----------–---–---–მა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ---0------- ბრძანება გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, 2018 წლის 2 აპრილს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №3-- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ე----------–---–---–ის 2018 წლის 2 აპრილის №1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ---0------- ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, ე----------–---–---–ისთვის ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის შეწყვეტის ნაწილში. ამავე ბრძანების თანახმად, საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოს მიერ ე----------–---–---–ის და მისი ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა ბინის ქირის საკუთარი სახსრებით დასაფარად საკმარისი შემოსავლის არსებობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ე----------–---–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 131-139);

- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 130);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №3-- ბრძანება (ს.ფ. 34-41).

 

3.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ე----------–---–---–ის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 14 მარტამდე მიღებული შემოსავალი შეადგენდა 4678,10 ლარს, კერძოდ, ყოველთვიურად, თვეში 325 ლარის ოდენობით ხელფასის სახით ა----------------–---------დან, 2017 წლის მარტში, ხელფასი 210 ლარი - ს---------------–----------–-------------------–---------------------დან და 2017 წლის ნოემბერში, ხელფასი 243,10 ლარი - ს----------–----–--------–--------------------------დან.

 

ე----------–---–---–ი, 2018 წლის 4 აპრილის მდგომარეობით, დასაქმებული იყო ა----------------–---------ში, მ--------–------–---. მისი სამუშაო დატვირთვა მორიგეობის მიხედვით შეადგენდა კვირაში ორ დღეს.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, ე----------–---–---–ის მიერ 2018 წლის 01 აგვისტოდან 2018 წლის 08 ნოემბრამდე მიღებული შემოსავალი შეადგენდა 0 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 14 მარტის ცნობა, დანართით (ს.ფ. 169-170);

- ა----------------–---------ის 2018 წლის 4 აპრილის №-- ცნობა (ს.ფ. 183).

 

3.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ლ-------------–---–ის მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 14 მარტამდე მიღებული შემოსავალი შეადგენდა 4096,54 ლარს, რომელიც მიღებული ჰქონდა ს---------------–----–--------------------------–---------------–------------------------------------------------–----–----------------–------------------------–-----, ხელფასის სახით.

 

2018 წლის 2 აპრილის მდგომარეობით ლ-------------–---–ი დასაქმებული იყო ს--------------------–----–----------------–------------------------–-–---------------–---–---–ად, მისი საათობრივი დატვირთვა შეადგენდა 7 საათს, რომელსაც ატარებდა კვირაში ორი დღე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 14 მარტის ცნობა, დანართით (ს.ფ. 172-174);

- ს--------------------–----–----------------–------------------------–--------–-–-----------–--------------------- ცნობა (ს.ფ. 184).

 

3.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ნ---------–---–---–ის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის თებერვლის თვის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა 17 082.11 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი - 3 416,44 ლარს. აღნიშნული შემოსავალი წარმოადგენდა მის ხელფასს, ს------------------------------------–-----------ში.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, მ--------–---–---–ის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შემოსავლების სამსახურში არ დაფიქსირდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 19 მარტის ცნობა, დანართით (ს.ფ. 176-178);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 20 მარტის ცნობა, დანართით (ს.ფ. 179-180).

 

3.7. 2018 წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით, ს----------------–-- სასესხო ვალდებულებები დაფიქსირდა ე----------–---–---–ის სახელზე.

 

2017 წლის 24 მაისის მდგომარეობით, ს----–-------------–-- სასესხო ვალდებულება დაფიქსირდა ლ-------------–---–ის სახელზე, 2018 წლის 1 აგვისტომდე.

 

2018 წლის განმავლობაში, ს--------------–--------–-- ნ---------–---–---–ის სახელზე დაფიქსირდა კრედიტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ს----------------- 2018 წლის 20 აგვისტოს ინფორმაცია (ს.ფ. 88);

- ს---–--------------- 2017 წლის 24 მაისის ინფორმაცია (ს.ფ. 143);

- ნ---------–---–---–ის კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 153).

 

3.9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 26 თებერვლის №ბ---0------- ბრძანებით დაკმაყოფილდა ე----------–---–---–ის განცხადება, ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გაცემაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 26 თებერვლის №ბ---0------- ბრძანება (ს.ფ. 267-269);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 26 თებერვლის №ბ---0------- ბრძანების დანართიდან ამონარიდით (ს.ფ. 270).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ე----------–---–---–ის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ---0------- ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №3-- ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე და 24-ე მუხლის პირველი ნაწილების მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

მოცემულ შემთხვევაში ე----------–---–---–ის მიერ სასამართლოში სარჩელი ასევე აღძრულია დასახლებული მუხლების საფუძველზე, კერძოდ, მის მოთხოვნებს წარმოადგენს კომპენსაციის აღდგენა 300 ლარის ოდენობით და 2018 წლის მარტიდან მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის N10-23 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი, რომლის მიზანია კომპენსაციის მიმღები პირისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი პირობების შექმნა, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის გაცემის გზით. წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქვეპროგრამის ფარგლებში კომპენსაციის მიღების უფლება აქვს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ პირს, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში გააჩნია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დანგრეული ან სხვადასხვა გარემოების შედეგად საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლი (შემდგომში – ამორტიზებული ფართი), თუ პირი ამ საცხოვრებელ სადგომში ცხოვრობდა უშუალოდ მის ამორტიზებამდე, მას და მისი ოჯახის წევრს არ გააჩნია სხვა საცხოვრებლად ვარგისი ფართი საკუთრებაში, ამასთან, მოცემული მომენტისათვის არ აქვს დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობისათვის ქირის გადახდის საშუალება და განცხადების წარდგენის მომენტამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრირებული მისამართი ჰქონდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

 

ამავე წესის ამავე რედაქციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ქვეპროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის შესაბამისი გამგეობა (შემდგომში – გამგეობა). ქვეპროგრამის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის გამგეობაში გამგებლის ბრძანებით იქმნება საკონსულტაციო-სათათბირო ორგანო – საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომელიც განიხილავს კომპენსაციის მიღების თაობაზე გამგეობაში შემოსულ განცხადებებს, შეისწავლის შესაბამის დოკუმენტაციას, ადგენს ამ წესის დანართი 2-ით განსაზღვრული ფორმის შემოწმების ოქმს, აგრეთვე ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს. გამგებელის ბრძანებით განისაზღვრება საბჭოს ხელმძღვანელი, რომელიც უნდა იყოს სფეროს კურატორი გამგებლის მოადგილე.

 

სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის N10-23 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ამ წესის მოთხოვნათა დაცვის, ქვეპროგრამის ეფექტურად წარმართვის, ფინანსური რესურსების მიზნობრივად ხარჯვისა და ქვეპროგრამის მიზნების ეფექტიანად მიღწევის უზრუნველსაყოფად, საბჭო ვალდებულია, არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, შეამოწმოს ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო კომპენსაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საბჭოს მიერ უნდა შემოწმდეს: ა) ამორტიზებული ფართის მდგომარეობა ადგილზე დათვალიერებით; ბ) განმცხადებლის ცხოვრების ფაქტი წარმოდგენილი ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართზე; გ) ერთ ოჯახად მცხოვრები ოჯახის წევრების რაოდენობა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მე-3 პუნქტის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია შეამოწმოს სხვა გარემოებების არსებობაც.

 

სასამართლო განმარტავს, რომ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველია შემოწმების ან სხვა გზით გამოვლინდა, რომ აღარ არსებობს ის გარემოებები, რის საფუძველზეც პირზე გაიცემოდა კომპენსაცია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საბჭოს ხელმძღვანელი გამგებლის სახელზე ადგენს მოხსენებით ბარათს და გამგებელი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისში დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის პროგრამის ფარგლებში ე----------–---–---–ი და მისი ოჯახი სამგორის რაიონის გამგეობისგან იღებდნენ კომპენსაციას, ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 5 იანვარს №1-------- სანოტარო აქტით დამოწმებული უძრავი ნივთის ქირავნობის ხელშეკრულებით, თ-------------–---–მა („გამქირავებელი“) ე----------–---–---–ს („დამქირავებელი“) მიაქირავა ქ. თბილისში, წ---–--------------------------------, 2019 წლის 1 იანვრის ჩათვლით, რისთვისაც ამ უკანასკნელს გამქირავებლისათვის უნდა გადაეხადა თვეში 350 (სამასორმოცდაათი) ლარი.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურში დაცული ინფორმაციის მიხედვით, ე----------–---–---–ის ოჯახის სამი წევრის შემოსავალი 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით შეადგენდა 4678,10 (ე----------–---–---–ი) + 4096,54 (ე----------–---–---–ის მეუღლე, ლ-------------–---–ი) + 17082,11 ლარი (ე----------–---–---–ის შვილი, ნ---------–---–---–ი) ლარს. ოჯახის სხვა წევრს (მ--------–---–---–ი) შემოსავალი არ უფიქსირდება.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - სოციალური პროექტების განყოფილების საკონსულტაციო-სათათბირო ორგანომ (საბჭომ) მოსარჩელის ოჯახის შემოსავლების გათვალისწინებით, 2018 წლის 17 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ბინის ქირის გადახდა სხვა ბენეფიციარებთან ერთად შეუწყდა ე----------–---–---–ს და მის ოჯახს. აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილემ (გამგებლის მოადგილე სოციალური პროგრამების მიმართულებით) 2018 წლის 30 მარტის №3----------- მოხსენებითი ბარათით მიმართა ამავე რაიონის გამგებელს და იშუამდგომლა „დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №---23 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და №1---------------- განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ე----------–---–---–ისთვის ბინის ქირის გადახდის შეწყვეტის თაობაზე.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ---0------- ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის თანახმად, დანართი №3-ში მითითებულ ბენეფიციარებს, მათ შორის, ე----------–---–---–ს 2018 წლის მარტის თვიდან შეუწყდა ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გადახდა.

 

ე----------–---–---–მა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ---0------- ბრძანება უშედეგოდ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №3-- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ე----------–---–---–ის 2018 წლის 2 აპრილის №1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ---0------- ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, ე----------–---–---–ისთვის ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის შეწყვეტის ნაწილში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №3-- ბრძანების თანახმად, საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოს მიერ ე----------–---–---–ის და მისი ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა ბინის ქირის საკუთარი სახსრებით დასაფარად საკმარისი შემოსავლის არსებობა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მოსაზრებას, მოსარჩელის ოჯახის მიერ საკუთარი სახსრებით ბინის ქირის გადახდის შესაძლებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი საბჭოს ავალდებულებს განმცხადებლის შემოწმებისას სრულყოფილად შეისწავლოს ზოგადად ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც თავის თავში მხოლოდ შემოსავლებს, აქტივებს არ მოიცავს. განსახილველ შემთხვევაში, მითითებული გარემოების შეფასებისას რაიონული გამგეობა დაეყრდნო მხოლოდ სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებულ მონაცემებს და არ გაითვალისწინა მთელი რიგი გარემოებები. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირის/ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს როგორც მისი აქტივები/შემოსავლები, ასევე, პასივები/ვალდებულებები/ხარჯები და მხოლოდ ორივეს ურთიერთშეჯერებით მიიღოს ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან, მათ შორის, საკუთარი შემოსავლებით ქირის გადახდის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მართალია ოჯახის სამი წევრის დასაბეგრი შემოსავალი (2018 წლის მარტის მდგომარეობით) მნიშვნელოვნად აღემატებოდა ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმს, მაგრამ ამავე პერიოდში ოჯახის შემოსავლის მქონე ყველა წევრს გააჩნდა ფინანსური ვალდებულებები სხვადასხვა საკრედიტო ორგანიზაციასა თუ ბანკის წინაშე. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნით, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მხოლოდ დასაბეგრი შემოსავლის ოდენობიდან გამომდინარე, შესაძლებლად მიიჩნია ოჯახის მიერ საკუთარი ფინანსებით ბინის ქირის გადახდა. სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ე----------–---–---–ის შემოსავალი 2018 წლის 1 აგვისტოდან 8 ნოემბრამდე შეადგენდა 0 ლარს, რაც ავტომატურად გულისხმობს 2018 წლის განმავლობაში მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას. ამდენად, საქმეში არსებული მასალებით ცალსახად არ დგინდება მოსარჩელის ოჯახის მიერ საკუთარი სახსრებით ქირის გადახდის შესაძლებლობა.

 

6.4. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №3-- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც უარი ეთქვა მხარეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო თვლის, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქმის ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის გარეშე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა ე----------–---–---–ის ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ---0------- ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №3-- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

6.5. ამასთან, მოსარჩელე მოითხოვს დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას ე----------–---–---–ს აუნაზღაუროს მიუღებელი კომპენსაციის თანხა 2018 წლის მარტიდან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ განხორციელებულიყო.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს დასკვნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2018 წლის 30 მარტის №ბ---0------- ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც ე----------–---–---–ს შეუწყდა დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის გადახდა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №3-- ბრძანება, ე----------–---–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტები ბათილად იქნა ცნობილი.

 

აქედან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობა დადასტურდა, მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას უნდა დაეკისროს 2018 წლის მარტის თვიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით ე----------–---–---–ის სასარგებლოდ მიუღებელი კომპენსაციის თანხის (ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით) ანაზღაურება.

 

6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 26 თებერვლის №ბ---0------- ბრძანებით დაკმაყოფილდა ე----------–---–---–ის განცხადება, ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გაცემასთან დაკავშირებით. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმის განხილვის ეტაპზე მოსარჩელის მოთხოვნა ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გაცემის შესახებ მოპასუხის მიერ დაკმაყოფილებულია, მისი მოთხოვნა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის - კომპენსაციის აღდგენის შესახებ მხარის ინტერესს აღარ წარმოადგენს. შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სარჩელთან დაკავშირებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, მას უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 11 სექტემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა (მიმღების დასახელება: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150, მიმღები ბანკი/ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ე----------–---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ---0------- ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც ე----------–---–---–ს შეუწყდა დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის გადახდა;

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №3-- ბრძანება, ე----------–---–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

4. დაეკისროს მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას 2018 წლის მარტის თვიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით ე----------–---–---–ის სასარგებლოდ მიუღებელი კომპენსაციის თანხის (ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით) ანაზღაურება;

 

5. ე----------–---–---–ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

6. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

7. ე----------–---–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 11 სექტემბერს სს საქართველოს ბანკში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, მიმღების დასახელება: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150, მიმღები ბანკი/ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22;

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე