გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210119002889565
საქმე №2/283-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 ივნისი, 2019 წ. ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელე – ს---------------ი“
წარმომადგენელი – ლ---–-----–--ე
მოპასუხე – გ----------–---–ი
დავის საგანი - დავალიანების დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2019 წლის 05 მარტის მდგომარეობით და 2016 წლის 13 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე გ----------–---–ს მოსარჩელე ს---------------ის“ სასარგებლოდ, დაეკისროს დავალიანების - 353.33 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 323.02 ლარი, პროცენტი - 15.14 ლარი, ჯარიმა - 14.57 ლარი და დაზღვევა - 0.6 ლარი.
1.2. 2016 წლის 13 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე გ----------–---–ს მოსარჩელე ს---------------ის“ სასარგებლოდ, 2019 წლის 05 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, დაეკისროს ძირითადი თანხის - 323.02 ლარის - წლიური 17.5%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად 4.71 ლარს შეადგენს.
1.3. 2016 წლის 13 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2019 წლის 05 მარტიდან მოპასუხე გ----------–---–ს მოსარჩელე ს---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ძირითადი თანხაზე - 323.02 ლარზე - ყოველდღიური პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 0.27%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.87 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა.
1.4. 2019 წლის 05 მარტის მდგომარეობით და 2016 წლის 11 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე გ----------–---–ს მოსარჩელე ს---------------ის“ სასარგებლოდ, დაეკისროს დავალიანების - 2303.05 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 2087.26 ლარი, პროცენტი - 108.97 ლარი, ჯარიმა - 103.03 ლარი და დაზღვევა - 3.79 ლარი.
1.5. 2016 წლის 11 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე გ----------–---–ს მოსარჩელე ს---------------ის“ სასარგებლოდ, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, დაეკისროს ძირითადი თანხის - 2087.26 ლარის წლიური 19.5%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად 33.91 ლარს შეადგენს.
1.6. 2016 წლის 11 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე გ----------–---–ს მოსარჩელე ს---------------ის“ სასარგებლოდ ძირითადი თანხაზე - 2087.26 ლარზე - ყოველდღიური პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 0.27%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 5.63 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 600 ლარისა.
1.7. 2019 წლის 05 მარტის მდგომარებით და 2018 წლის 05 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე გ----------–---–ს მოსარჩელე ს---------------ის“ სასარგებლოდ, დაეკისროს დავალიანების - 2353.29 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 1500 ლარი, პროცენტი - 300 ლარი, ჯარიმა - 553.29 ლარი და დაზღვევა - 0.6 ლარი.
1.8. 2018 წლის 05 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე გ----------–---–ს მოსარჩელე ს---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიური სარგებლის გადახდა თვეში 75 ლარის ოდენობით 2019 წლის 05 მარტის ჩათვლით, რაც საერთო ჯამში შეადგენს 375 ლარს.
1.9. 2018 წლის 05 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხაზე - 1500 ლარზე - მოპასუხე გ----------–---–ს მოსარჩელე ს---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ყოველდღიური პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 0.27%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 4.05 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 200 ლარისა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 13 მაისს მოსარჩელესა და ს---------------ს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2629985-8354838 და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 700 ლარის ოდენობით, წლიური 17,5% სარგებლით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის 20 ლარი და 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. ამავე ხელშეკრულებით დამატებით პირობად განისაზღვა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით ბანკის სასარგებლოდ.
მსესხებლის მხრიდან აღნიშნული ხელშეკრულების პირობები დაირღვა 2018 წლის ნოემბერში, რის გამოც მას 2019 წლის 05 მარტის მდგომარეობით მსესხებელს ერიცხება დავალიანება 353.33 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 323.02 ლარი, პროცენტი - 15.14 ლარი, ჯარიმა - 14.57 ლარი და დაზღვევა - 0.6 ლარი. გარდა ამისა, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მსესხებლის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობით მას ადგება ზიანი მისაღები სარგებლის სახით.
2016 წლის 11 მარტს მოსარჩელესა და ს---------------ს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2629985-8287140 და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4900 ლარის ოდენობით, წლიური 19,5% სარგებლით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად 148.51 ლარის გადახდით 48 თვის განმავლობაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის 20 ლარი და 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. ამავე ხელშეკრულებით დამატებით პირობად განისაზღვა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით ბანკის სასარგებლოდ.
მსესხებლის მხრიდან აღნიშნული ხელშეკრულების პირობები დაირღვა 2018 წლის დეკემბერში, რის გამოც მას 2019 წლის 05 მარტის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება - 2303.05 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 2087.26 ლარი, პროცენტი - 108.97 ლარი, ჯარიმა - 103.03 ლარი და დაზღვევა - 3.83 ლარი. გარდა ამისა, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მსესხებლის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობით მას ადგება ზიანი მისაღები სარგებლის სახით.
2018 წლის 05 მარტს მოსარჩელესა და ს---------------ს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2629985-9667142 და მსესხებელზე 365 დღით გაიცა კრედიტი 1500 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად სარგებლის სახით 75 ლარის, ხოლო ბოლო თვეს 1575 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო 0.41%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
მსესხებლის მხრიდან აღნიშნული ხელშეკრულების პირობები დაირღვა 2018 წლის დეკემბერში, რის გამოც მას 2019 წლის 05 მარტის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 2353.29 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 1500 ლარი, პროცენტი - 300 ლარი, ჯარიმა - 553.29 ლარი. გარდა ამისა, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მსესხებლის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობით მას ადგება ზიანი მისაღები სარგებლის სახით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გ----------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ.
მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა პოზიცია და აღიარებს ყველა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხისა და სარგებლის გადახდის ვალდებულება (იხ. შესაგებელი, 29.0--2019 წ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 13 მაისს მოსარჩელესა და ს---------------ს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2629985-8354838 და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 700 ლარის ოდენობით, წლიური 17,5% სარგებლით, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 1468 დღით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის 20 ლარი და 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის და ასევე დამატებით პირობად განისაზღვა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით ბანკის სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 13 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება
3.1.2. 2016 წლის 11 მარტს მოსარჩელესა და ს---------------ს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2629985-8287140 და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4900 ლარის ოდენობით, წლიური 19,5% სარგებლით. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 48 თვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის 20 ლარი და 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის და ასევე დამატებით პირობად განისაზღვა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედებბის პერიოდით ბანკის სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 11 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება
3.1.3. 2018 წლის 05 მარტს მოსარჩელესა და ს---------------ს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2629985-9667142 და მსესხებელზე 365 დღით გაიცა კრედიტი 1500 ლარის ოდენობით, ყოველთვიური სარგებელი განისაზღვრა 75 ლარით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო 0.41%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 05 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება
3.1.4. გ----------–---–ის მხრიდან დაირღვა ს---------------თან“ დადებული ყველა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 13 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გ----------–---–ს 2019 წლის 05 მარტის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 353.33 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 323.02 ლარი, პროცენტი - 15.14 ლარი, ჯარიმა - 14.57 ლარი და დაზღვევა - 0.6 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ
3.2.2. 2016 წლის 11 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გ----------–---–ს 2019 წლის 05 მარტის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება - 2303.05 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 2087.26 ლარი, პროცენტი - 108.97 ლარი, ჯარიმა - 103.03 ლარი და დაზღვევა - 3.83 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ
3.2.3. 2018 წლის 05 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2019 წლის 05 მარტის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 2353.29 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 1500 ლარი, პროცენტი - 300 ლარი, ჯარიმა - 553.29 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებისა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ს---------------ის” სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 416-418-ე, 411-ე, 623-ე, 625-ე მუხლები;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105 მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა ასევე აღიარებულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
მოსარჩელემ თანხის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა არსებით გარემოებაზე, რომ მხარეებს შორის არსებობდა ხელშეკრულება და მოპასუხე მხარემ დაარღვია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, მან ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რითაც მას ადგება ზიანი, მოპასუხე კი სადავოდ მიიჩნევს მისთვის პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მართებულობას. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას სათანადოდ უნდა შეფასდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა, ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქმის მასალებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან და იგი ეფუძნება სესხის ხელშეკრულებას.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, 1. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. 2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა მათ შორის დადებული ხელშეკრულების კანონიერება, ასევე სადავო არ გამხდარა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის და სარგებლის მოპასუხის მხრიდან გადახდის ვალდებულება, სადავოა პროცენტისა და პირგასამტეხლოს, ასევე ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
6.9. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
6.10. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა წერილობითი ხელშეკრულებები, რომელსაც ხელს აწერენ მხარეები და რომლითაც დგინდება, რომ სესხი იყო სარგებლიანი და ასევე ვალდებულების დარღვევისათვის მხარეთა შორის შეთანხმებული იყო პირგასამტეხლო. შესაბამისად, მტკიცების ტვირთი გადავიდა მოპასუხეზე და მან უნდა ადასტუროს ის გარემოება, რომ ვალდებულება შეასრულა.
აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, უფრო მეტის მან აღიარა სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება.
ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ ეკისრება პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ვინაიდან ხელშეკრულებაში ნათლადაა მითითებული, რომ სესხი იყო სარგებლიანი. შესაბამისად, მოპასუხემ ვერ გააბათილა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
6.11. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნაზ ზიანის ანაზღაურების შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებითი ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელე მხარე ს---------------ის“ საქმიანობა სწორედ კრედიტების გაცემას და ამ გზით შემოსავლის მიღება წარმოადგენს, მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით (აღებული სესხის სარგებელთან ერთად დაუბრუნებლობით) მან მიიოღო ზიანი, რომლის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხისათვის დაკისრება საფუძვლიანია.
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მხრიდან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს, ასევე ზიანის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მოთხოვნას, გ----------–---–ისათვის დავალიანების ცნობის გაცემიდან, 2019 წლის 05 მარტიდან მოსარჩელე სს "თიბისი ბანკის" სასარგებლოდ ძირი თანხაზე ყოველთვიური პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემეობათა გამო:
სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.
მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის ზიანის სახით, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის დაკისრებით მოსარჩელეს აუნაზღაურდება არა მარტო დამდგარი ზიანი, არამედ ვალდებულების სრულად შესრულებამდე მოსალოდნელი ზიანი, შესაბამისად, სასამართლოს მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურებასთან ერთად პირგასამტეხლოს დაკისრება არაგონივრულად მიაჩნია.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ს---------------ის” მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - სარჩელზე - 299.99 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე - 50 ლარი. შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი და სარჩელიც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 299.99 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 196 ლარი, ხოლო დარჩენილი 103 ლარიდან 80.40 ლარის და ასევე სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი ბაჟის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.
ასევე დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს გაწეული აქვს ხარჯი 80 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიება:
უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, გ----------–---–ისათვის (პ/ნ: 5----------) მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ-------ი, დ----------------ის კ------------ (ს/კ: 6--0--2--0---0--5--) გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე ს---------------ის“ სარჩელი გ----------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე გ----------–---–ს მოსარჩელე ს---------------ის“ სასარგებლოდ, 2016 წლის 13 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს დავალიანების - 353.33 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 323.02 ლარი, პროცენტი - 15.14 ლარი, ჯარიმა - 14.57 ლარი და დაზღვევა - 0.6 ლარი.
2.1. მოპასუხე გ----------–---–ს მოსარჩელე ს---------------ის“ სასარგებლოდ, 2019 წლის 05 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, დაეკისროს ძირითადი თანხის - 323.02 ლარის - წლიური 17.5%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად 4.71 ლარს შეადგენს.
2.2. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე გ----------–---–ისათვის 2019 წლის 05 მარტიდან მოსარჩელე ს---------------ის“ სასარგებლოდ ძირითადი თანხაზე - 323.02 ლარზე - ყოველდღიური პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. მოპასუხე გ----------–---–ს მოსარჩელე ს---------------ის“ სასარგებლოდ, 2016 წლის 11 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს დავალიანების - 2303.05 ლარის - გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 2087.26 ლარი, პროცენტი - 108.97 ლარი, ჯარიმა - 103.03 ლარი და დაზღვევა - 3.79 ლარი.
3.1. მოპასუხე გ----------–---–ს მოსარჩელე ს---------------ის“ სასარგებლოდ 2019 წლის 05 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, დაეკისროს ძირითადი თანხის - 2087.26 ლარის წლიური 19.5%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად 33.91 ლარს შეადგენს.
3.2. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე გ----------–---–ისათვის 2019 წლის 05 მარტიდან მოსარჩელე ს---------------ის“ სასარგებლოდ ძირითადი თანხაზე - 2087.26 ლარზე - ყოველდღიური პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხე გ----------–---–ს მოსარჩელე ს---------------ის“ სასარგებლოდ, 2018 წლის 05 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს დავალიანების - 2353.29 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 1500 ლარი, პროცენტი - 300 ლარი, ჯარიმა - 553.29 ლარი და დაზღვევა - 0.6 ლარი.
4.1. მოპასუხე გ----------–---–ს მოსარჩელე ს---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიური სარგებლის გადახდა თვეში 75 ლარის ოდენობით 2019 წლის 05 მარტის ჩათვლით, რაც საერთო ჯამში შეადგენს 375 ლარს.
4.2. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე გ----------–---–ისათვის 2019 წლის 05 მარტიდან მოსარჩელე ს---------------ის“ სასარგებლოდ ძირითადი თანხაზე - 1500 ლარზე - ყოველდღიური პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
5. მოსარჩელე ს---------------ს“ (ს/ნ: 2--------) მის მიერ 2019 წლის 06 მარტს, შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22, (საგადასახადო დავალება №2), სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან - 299.99 ლარიდან დაუბრუნდეს 196 ლარი, ხოლო 103.99 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6. მოპასუხე გ----------–---–ს მოსარჩელე ს---------------ის“ სასარგებლოდ, მის მიერ სარჩელსა და მისი უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, დაეკისროს 130.40 ლარის ლარის გადახდა და ასევე მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების ანაზღაურება 80 ლარის ოდენობით.
7. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გ----------–---–ისათვის (პ/ნ: 5----------) მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ-------ი, დ----------------ის ქუჩა, კ------------ (ს/კ: 6--0--2--0---0--5--) გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის შესახებ დარჩეს უცვლელი.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი