განაჩენი

სისხლის სამართლის 21.06.2019
საქმის ნომერი
330100117002018651
თარიღი
21.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

(-------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი ებანოიძე

სხდომის მდივანი თეონა აბულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - ვ---------------------------–------–----–--------------------–----------–-----------

დაცვის მხარე:

ბრალდებული დ---------–-–---–------------------- - დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: მ–--------------–------------ ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------------------------–--

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტები - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში.

სხდომის სახე - ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ დაადგინა:

2016 წლის 04 აპრილიდან 2016 წლის 19 სექტემბრამდე შ----------------------- მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა დ---------–-–---–-. 2016 წლის აგვისტოს თვეში დ---------–-–---–-- განიზრახა შ------------ კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2016 წლის 12 აგვისტოდან 2016 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში, დ---------–-–---–-- მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა საზოგადოების კუთვნილი პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხა 101 791,16 ლარის ოდენობით. დ---------–-–---–-- ქმედების შედეგად შ------------ მიადგა 101 791,16 ლარის, დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დაზარალებულის წარმომადგენელმა, შ------------ შიდა მონიტორინგის ხელმძღვანელმა, რ------–-----–---–--, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მის მოვალეობაში შედის ობიექტების და მათში განთავსებული სალაროების შემოწმება და კონტროლი. ფილიალში, სადაც ბრალდებულ დ---------–-–---–- მენეჯერის პოზიცია ეკავა, 2016 წლის 12-15 სექტემბერს, ჩატარდა აღწერა, რომელსაც თავადაც ესწრებოდა. აღწერის შედეგად გამოვლინდა ათეულობით ათასი ლარის პროდუქციის (შოკოლადი „სნიკერსი“, შაქარი, მაიონეზი, სიგარეტი „კენტი“, შოკოლადი „კინდერი“) დანაკლისი. პასუხისმგებელი პირი, ფილიალის მენეჯერი, დ---------–-–---–- აცხადებდა, რომ დანაკლისის მიზეზი არ იცოდა და ვარაუდობდა, რომ ადგილი ჰქონდა პროგრამულ ხარვეზს. საქონლის გადათვლით პროგრამული ხარვეზი გამოირიცხა, ვინაიდან პროდუქცია, რომელიც მაღაზიას ერიცხებოდა, ადგილზე არ იყო, შესაბამისად, დანაკლისი იყო რეალური. საკითხვის გარკვევის მიზნით, ფილიალის დაცვის სისტემის კამერების ჩანაწერების ნახვა გადაწყვიტეს, მაგრამ ოთხი სერვერიდან ორზე მონაცემები წაშლილი აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ჩანაწერების წაშლა განხორციელდა კომპიუტერიდან, რომელიც ფილიალის მენეჯერის, დ---------–-–---–-- სამუშაო ოთახში იყო განთავსებული, სადაც დღის განმავლობაში იმყოფებოდა მხოლოდ ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი - ლ---------------–---–- და თავად დ---------–-–---–-. კამერების ჩანაწერებით ასევე დადგინდა, რომ უშუალოდ სერვერზე მონაცემების წაშლის მომენტისთვის კომპიუტერთან დ---------–-–---–- იჯდა. ობიექტის დაკვირვების კამერების ჩანაწერების დათვალიერების და ფილიალის თანამშრომლებთან გასაუბრების შედეგად გაირკვა ისიც, რომ დ---------–-–---–-- მხრიდან სისტემატურად ხდებოდა სალაროს გვერდის ავლით, საკუთარ ოთახში, პროდუქციის შემსყიდველებისგან თანხების ხელზე აღება. საბუღალტრო პროგრამაში გადამოწმდა ამ გზით რეალიზებული პროდუქციის აღრიცხვის მდგომარეობა და გაირკვა, რომ პროდუქციის ნაწილის აღრიცხვა არ ხდებოდა და რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სალარომდე არ მიდიოდა. მოწმე რ------–-----–---–-- ასევე განმარტა, რომ კლიენტისგან თანხის ხელზე აღების უფლება მაღაზიის მენეჯერს არ ჰქონდა.

თემატური შემოწმების შესახებ ცნობით ირკვევა, რომ ს----------–-------------------------------------------------------- სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დ------------------------- ინსპექტორების - დ--------------–---–-- და დ-------–-------- მიერ შ-----------–----------------- ჩატარდა თემატური შემოწმება, ქ. თბილისში, ე--------------–- არსებულ ფილიალში 2016 წლის 27 აპრილიდან 2016 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში წარმოქმნილი დანაკლისის რეალური ოდენობის დასადგენად. შემოწმებით დადგინდა, რომ დანაკლისის და ზედმეტობების გათვალისწინებით სხვაობა (დანაკლისი) შეადგენს 101 791,16 ლარს.

მოწმე გ-------------–-–---–--, შ------------ დირექტორისა და 2---იანი წილის მფლობელის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ კომპანიას გააჩნია საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების საბითუმო მაღაზიათა ქსელი. შემსყიდველებთან ანგარისშწორებას კომპანია კანონმდებლობითა და შინაგანაწესით დადგენილი ფორმებით ახორციელებს - პროდუქცია გაიცემა სალაროს ჩეკის, იურიდიული პირის ზედნადებისა და მისი მომყოლი სხვა დოკუმენტაციის შესაბამის პროგრამაში ატვირთვის შედეგად. ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხა ინახება სალაროში, რომელზე პასუხისმგებელი პირიც არის ფილიალის მენეჯერი. ბრალდებული დ---------–-–---–- 2016 წლის აპრილიდან სექტემბრამდე კომპანიის ერთ-ერთი ფილიალის მენეჯერი იყო. 2016 წლის სექტემბერში ჩატარებული აღწერის შედეგად, ფილიალში, რომელსაც დ---------–-–---–- ხელმძღვანელობდა, დაფიქსირდა მასშტაბური დანაკლისი. შინაგანაწესის თანახმად, ფილიალის მენეჯერი და მისი თანამშრომლები სოლიდარულად იყვნენ პასუხისმგებელნი დანაკლისზე, რომელიც შეგნებულად თუ საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო მიადგა კომპანიას. აღნიშნულის გამო კომპანიის ხელმძღვანელობა შეხვდა ფილიალის თანამშრომლებს, რომელთაგან რამდენიმემ დააფიქსირა, რომ იყო შემთხვევები როცა დ----------–-–---–- პროდუქციის შემსყიდველებისგან ხელზე იღებდა თანხებს, რომლებიც პროგრამულად უნდა აესახა. თავად დ---------–-–---–- აცხადებდა, რომ დანაკლისის გამო, როგორც ფილიალის მენეჯერი, პასუხისმგებლობას გრძნობდა, თუმცა, დანაკლისის მიზეზებზე არაფერი იცოდა. გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ფილიალში არსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლებსაც შეეძლოთ საკითხში სიცხადის შეტანა, იყო წაშლილი. მოწმე გ-------------–-–---–-- განმარტებით, კომპანიის კუთვნილი თანხების მითვისება მოხდა 2016 წლის 12 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე პერიოდში, - ბოლო ორ აღწერას შორის პერიოდში.

მოწმე ლ---------------–---–--, შ------------ ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ კომპანიის კომპიუტერული და პროგრამული გამართულობის უზრუნველყოფა ევალებოდა, შ-----------–- ვიდეოკამერების გამართულ მუშაობაზე კი პასუხს შ-------------- აგებდა. 2016 წლის 12 სექტემბერს შ------------ ხელმძღვანელობამ დაავალა ე-----------------ში არსებული ფილიალის სერვერიდან, რომელიც განთავსებული იყო მენეჯერის ოთახში, ვიდეოკამერების ჩანაწერები გადმოეწერა. ფილიალში 2016 წლის 13 სექტემბერს, დილით მივიდა. გადამოწმებისას სერვერის ოთხივე მყარი დისკი შევსებული აღმოჩნდა, მათზე ჩაწერილი იყო უკანასკნელი ერთი თვის მონაცემები. სერვერის პაროლის გასარკვევად „----------- თანამშრომელს დაუკავშირდა, რომელმაც უკარნახა საჭირო კოდი. სატელეფონო საუბრისას მენეჯერი დ---------–-–---–- მის გვერდით იმყოფებოდა, რის გამოც არ გამორიცხავს, რომ ნაკარნახევი პაროლი მასაც გაეგონა. დ---------–-–---–- მასთან საუბრისას დაინტერესდა, ჩანაწერებს მხოლოდ ფილიალის სერვერი ინახავდა თუ კომპანია „--------–-–- ინახებოდა, რაზეც უპასუხა, რომ არ გამორიცხავდა, რომ სხვაგანაც მომხდარიყო ფაილების რეზერვირება. იმავე დღეს შეიტყო, რომ ფილიალიდან მისი წასვლის შემდეგ ოთხი სერვერიდან ორზე მონაცემები წაშლილი იქნა.

მოწმე ს--------------–-------, დ---------–-–---–-- მენეჯერობის დროს შ----------- მაღაზიის დარბაზის ადმინისტრატორმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ კომპანიაში მუშაობისას ევალებოდა კადრების და სალაროების კონტროლი და სეიფში არსებული თანხის შენახვა. ბრალდებული დ---------–-–---–- მისი უშუალო ხელმძღვანელი იყო. 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში, როცა კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ გამოვლენილი იქნა მასშტაბური დანაკლისი, ასრულებდა საწყობის მენეჯერის - გ-------------–---–---- მოვალეობასაც, ვინაიდან ეს უკანასკნელი იმყოფებოდა შვებულებაში. პერიოდულად, არც დ---------–-–---–- ცხადდებოდა სამსახურში, რის გამოც, ფაქტობრივად, ხელმძღვანელ პირთაგან მხოლოდ მას უწევდა პროდუქციის მიღება. დ---------–-–---–- გარკვეულ კლიენტებზე აკეთებდა ფასდაკლებებს და პროდუქციის შემსყიდელებისგან თანხას იღებდა ხელზე, სალაროში გატარების გარეშე. ხშირი იყო შემთხვევები, როცა დ---------–-–---–- არ იმყოფებოდა ადგილზე და მისი დავალებით შემსყიდველებისგან თავად იღებდა თანხებს, რომლებსაც მენეჯერის ოთახში არსებულ სეიფში ათავსებდა (სეიფის გასაღები ჰქონდა მას და დ---------–-–---–-). შემდგომში თანხას სეიფიდან იღებდა დ---------–-–---–-. არ ყოფილა შემთხვევა, რომ თანხა მენეჯერამდე არ მისულიყო. 2016 წლის 14 აგვისტოს, დ---------–-–---–--, რომელიც თავად არ იმყოფებოდა სამსახურში, სთხოვა მიეღო კლიენტი და მისთვის 300 ტომარა შაქარი გაეტანებინა თანხის სალაროში რეგისტრაციის გარეშე, ვინაიდან ფასი იყო დასაკორექტირებელი. ასეც მოიქცა. შემსყიდველმა დიდი ოდენობის პროდუქცია ავტომანქანით სამ ეტაპად წაიღო და თანხაც - 24 600 ლარი, სამ ეტაპად გადასცა, რომელიც დ---------–-–---–-- ოთახში არსებულ სეიფში შეინახა. მეორე დღეს დ---------–-–---–-- ეს თანხა სეიფიდან მისი თანდასწრებით გამოიღო და გადათვალა. დ---------–-–---–-- თანხის ნაწილი სალაროში ადრე არსებული დავალიანების დასაფარად გაატარა, რომელიც წარმოქმნილი იყო ანალოგიურად, სალაროს გვერდის ავლით, მარგარინის რეალიზაციის შედეგად; დარჩენილი თანხა კი სალაროში გატარდა 180 ტომარა შაქრის რეალიზაციის ღირებულებად. 120 ტომარა შაქრის რეალიზაცია დარჩა აღურიცხავი. ანალოგიურად ხდებოდა სხვა პროდუქციასთან მიმართებაშიც. სანამ კომპანიაში აღწერა ჩატარდებოდა, რომელმაც დანაკლისი გამოავლინა, მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, რ------–-----–---–-- შეატყობინა, რომ ფილიალის პროგრამაში 29 აგვისტოს თარიღით დაფიქსირებული იყო დიდი რაოდენობის შაქრის მიღება, რომელიც, ფაქტობრივად, მაღაზიაში არ აღმოჩნდა. გაიხსენა, რომ 2016 წლის 29 აგვისტოს ნამდვილად მუშაობდა მთელი დღის განმავლობაში, საღამოს 19:00 საათამდე, თუმცა, პროდუქციის მიღების და მისი პროგრამულად გატარების დროისათვის - 20:10 საათზე, სამსახურში აღარ იმყოფებოდა. დ---------–-–---–---- და გ-------------–---–-------- ერთად ნახა ფილიალის ვიდეოკამერის 29 აგვისტოს ჩანაწერი, რომლითაც დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული პროდუქცია მიღებული ჰქონდა დ---------–-–---–-, თუმცა, მას ეს ფაქტი არ ახსოვდა.

მოწმე გ-------------–---–----, შ----------------------- ფილიალის საწყობის მენეჯერმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 27 აპრილიდან 13 სექტემბრამდე მისი უშუალო ხელმძღვანელი იყო ფილიალის მენეჯერი, დ---------–-–---–-. აღნიშნულ პერიოდში არაერთხელ დაუნახავს, რომ დ---------–-–---–- პროდუქციის შემსყიდველებისგან თანხას იღებდა ხელზე, სალაროში გატარების გარეშე, რასაც ხსნიდა ფასების კორექციის მოტივით და ამბობდა, რომ ამ თანხებს სალაროში მოგვიანებით გაატარებდა. ახსოვს შემთხვევა, როცა დ---------–-–---–- ადგილზე არ იმყოფებოდა, მისი დავალებით, შემსყიდველებისაგან თანხა ხელზე თავად აიღო და დ-----–-–---–-- ოთახში არსებულ სეიფში შეინახა. 2016 წლის 12 აგვისტოდან 02 სექტემბრამდე იმყოფებოდა შვებულებაში, რა დროსაც მის მოვალეობებს ს--------------–------ ასრულებდა. შვებულებაში გასვლამდე, 04 აგვისტოს საწყობში შაქრის ნაშთები აღწერეს, რა დროსაც რაიმე დანაკლისი არ გამოვლენილა. 2016 წლის 13 სექტემბერს, დ---------–-–---–-- სამსახურიდან წასვლის გამო, ჩატარდა ნაშთების აღწერა, რა დროსაც გამოვლინდა პროდუქციის დანაკლისი 100 000 ლარამდე მოცულობით. მათ შორის დანაკლისში აღმოჩნდა შაქარი, მაიონეზი, „სნიკერსი“ და სხვა პროდუქცია. პროდუქტების რეალიზაციის მონაცემები საბუღალტრო პროგრამაში არ ფიქსირდებოდა. მის შეკითხვაზე, თუ რამ გამოიწვია დანაკლისი, დ---------–-–---–-- უთხრა, რომ პროგრამული ხარვეზი იყო და გასწორდებოდა. მოწმე გ-------------–---–---- განმარტა, რომ პროდუქციის დანაკლისი წარმოქმნილია 2016 წლის 12 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე პერიოდში, ვინაიდან მანამდე ნაშთები კონტროლდებოდა და ისინი ბუღალტრულ მონაცემებს შეესაბამებოდა.

მოწმეების - რ---------------------------–--–----- გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ შ--------------- საბითუმო ფასებში იღებდნენ სხვადასხვა საქონელს, რომელსაც შემდგომ, რეალიზაციის მიზნით, აბარებდნენ სხვადასხვა მაღაზიებში. საქონლის ფასებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დ---------–-–---–---- აწარმოებდნენ და შედეგად საკმაოდ დაბალ ფასებში იღებდნენ შაქარს, მაიონეზს, ლიმონათებსა და მარგარინს. როდესაც საქონლის ფასს არ სჭირდებოდა დაკორექტირება, თანხას შ------------ სალაროში იხდიდნენ, ხოლო როდესაც დ---------–-–---–- მათ ეუბნებოდა, რომ საჭირო იყო ფასის შეცვლა, თანხებს აძლევდნენ ხელზე, რომლებსაც იგი თავის კაბინეტში არსებულ სეიფში ინახავდა. ნაყიდი პროდუქციის ღირებულების დაახლოებით ნახევარი სწორედ ხელზე აქვთ დ---------–-–---–-------- გადაცემული. როდესაც დ------ არ იმყოფებოდა მაღაზიაში, მისი მითითებით, საქონელს აძლევდნენ და თანხას უხდიდნენ დარბაზის მენეჯერ ს------- ან საწყობის გამგე გ--------, რომლებსაც თანხები დ---------–-–---–-- კაბინეტში შეჰქონდათ.

მოწმე ბ-------–----, შ----------------------- კონსულტანტმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის აგვისტოს ბოლოს, დ---------–-–---–-- თანდასწრებითა და მითითებით, შემსყიდველებს დარბაზიდან საწყობში გაუტანა შაქრის ტომრები. ანგარიშსწორებისთვის, კლიენტები, რომლებსაც ხელზე ჰქონდათ თანხა, დ---------–-–---–-- თავის კაბინეტში შეიყვანა, სადაც მიითვალა საქონლის ღირებულების თანხა, რომელიც შეიტანა თუ არა სალაროში, არ იცის.

მოწმე ა-----–----------–---–-- გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ შ-----------–- 2016 წლის 01 აპრილიდან მუშაობდა გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. მის უფლება- მოვალეობებში შედიოდა გაყიდვების გაზრდა და ფილიალების მენეჯერების კონტროლი გაყიდვების კუთხით. შ------------ ერთ-ერთი ფილიალის მენეჯერად მუშაობდა დ---------–-–---–-, რომლის უშუალო ფუნქცია-მოვალეობებში შედიოდა შინაგანაწესით დადგენილი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა, უფრო კონკრეტულად, ფილიალის გამართულ მუშაობაზე იგი აგებდა პასუხს, იგი იყო ვალდებული ეკონტროლებინა მაღაზიის თანამშრომლებიც. გაყიდვების კუთხით დ---------–-–---–- დავალებული ჰქონდა შეესრულებინა ყოველთვიური გეგმები, რისი შესრულების შემთხვევაშიც ხელფასზე დამატებით მიიღებდა ბონუსებს, თუმცა, მას გეგმა არც ერთხელ არ შეუსრულებია. შესაბამისად, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, 2016 წლის აგვისტოს დასაწყისში, გადაწყდა მისი სამსახურიდან გაშვება და სხვა კადრით ჩანაცვლება. აღნიშნულის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა დ---------–-–---–-, რომელსაც ასევე აცნობა, რომ ერთ თვეში უნდა მომხდარიყო ფილიალის გადაბარება. ობიექტზე 2016 წლის 12-15 სექტემბერს ჩატარდა აღწერა, რის შედეგადაც გამოვლინდა 95 541,13 ლარის პროდუქციის დანაკლისი. აღწერას ესწრებოდა საწყობის მენეჯერი გ-------------–---–---, რ------–-----–---–-, დ---------–-–---–- და ს--------------–------. აღნიშნულთან დაკავშირებით გაესაუბრა ფილიალის თანამშრომლებს, რის შედეგადაც გაარკვია, რომ დ---------–-–---–- კატეგორიის მენეჯერთან შეთანხმებით გარკვეულ კლიენტებზე აკეთებდა ფასდაკლებებს, რასაც ტელეფონით ატყობინებდა ფილიალის თანამშრომელს და იმ მოტივით, რომ ფასდაკლების გამო თანხა დასაკორექტირებელი იყო, სალაროში არ ატარებინებდა მიღებული საქონლის რეალიზაციის თანხას. ფილიალის თანამშრომელი, რომელიც დ---------–-–---–-- მითითებას ასრულებდა, ატანდა კლიენტს საქონელს, იღებდა მისგან რეალიზაციის თანხას და მოგვიანებით დ------ გადასცემდა მას. დ------ ევალებოდა ამის შემდგომ მაინც გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები, - პროგრამულად აესახა ფასდაკლება, სალაროში ეჩვენებინა თანხის შემოსვლა, - თუმცა თანხის შემდგომი მითვისების მიზნით, იგი აღნიშნულს აღარ ახორციელებდა. წესით, დ---------–-–-----–- თანხის მიღებისთანავე და საქონლის გაცემისთანავე უნდა აესახა სალაროს პროგრამაში აღნიშნული ოპერაციები. როდესაც დ---------–-–---–- არ იმყოფებოდა ადგილზე, თანხას მისი დავალებით ხელზე იღებდა ფილიალის ადმინისტრატორი ს--------------–------, რომელიც თანხას გადასცემდა დ---------–-–---–-. დანაკლისის გამოვლენის შემდგომ ასევე გაირკვა, რომ პროდუქციის ნაწილის აღრიცხვა არ ხდებოდა, ანუ რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სალარომდე ბოლომდე არ მიდიოდა და ხდებოდა ამ თანხების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. მოწმის განმარტებით, ზემოხსენებული 95 541, 13 ლარის მითვისება, სავარაუდოდ, მოხდა 2016 წლის 12 აგვისტოდან 13 სექტემბრის პერიოდში, რადგან 12 აგვისტოს ფილიალში არსებული პროდუქციის შიდა აღწერა იყო ჩატარებული და რაიმე მნიშვნელოვანი დანაკლისი იმ დროისათვის არ გამოვლენილა. 2016 წლის 15 სექტემბერს შედგა აღწერის აქტი, რომელშიც ჩამოთვლილია ის პროდუქცია, რომლის დანაკლისიც გამოავლინეს, მათ შორის იყო „ქინდერი“, მაიონეზი, სიგარეტები, შაქარი და „სნიკერსი“. დ---------–-–---–-- მიერ თანხების ხელზე აღება ფიქსირდებოდა ფილიალში არსებული 32 ვიდეო კამერების ჩანაწერებით, თუმცა მათი დათვალიერების შედეგად გაარკვიეს, რომ 16 მათგანის ჩანაწერი დ---------–-–---–- ჰქონდა წაშლილი იმ სერვერიდან, რომელიც განთავსებული იყო მისსავე სამუშაო კაბინეტში.

მოწმე მ------------- გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2010 წლიდან შ-----------–- მუშაობდა მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. 2016 წლის აგვისტოს დასაწყისში გადაწყდა დ---------–-–---–-- სამსახურიდან გაშვება და სხვა კადრით ჩანაცვლება, რასთან დაკავშირებითაც ობიექტზე 2016 წლის 12-15 სექტემბერს ჩატარდა აღწერა, რის შედეგადაც გამოვლინდა 95 541,13 ლარის პროდუქციის დანაკლისი. ვინაიდან ბუღალტერიის ბაზაში საქონლის გაყიდვა შესაბამისი პროცედურებითაა ავტომატიზირებული და პროდუქციის გაყიდვის დროს საწყობში ავტომატურად ხდება რეალიზებული საქონლის ჩამოწერა, გადაამოწმეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი პროგრამულ ხარვეზს. შემოწმების შედეგად დარწმუნდნენ, რომ 95 541,13 ლარის საქონელი ნამდვილად იყო მიღებული ფილიალის მიერ, ხოლო დოკუმენტალურად რეალიზაცია არ იყო ნაჩვენები.

მოწმე მ------------------ გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულია ფიზიკურ პირად. სხვადასხვა კომპანიებისაგან საბითუმო ფასებში იღებს ტკბილეულს და ახორციელებს პატარა მაღაზიებში მათ გადაყიდვას. 2016 წლის აპრილიდან აგვისტოს თვის შუა რიცხვებამდე, დაახლოებით ექვსჯერ შეისყიდა ტკბილეული შ------------------------ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან, სადაც უშუალო ურთიერთობა ჰქონდა დ---------–-–---–----. როდესაც საქონლის ფასს არ სჭირდებოდა შეცვლა, თანხას იხდიდა შ------------ სალაროში, ხოლო როდესაც დ---------–-–---–- ეუბნებოდა, რომ საჭირო იყო ფასის კორექტირება და ამას მის ზემდგომებთან ათანხმებდა, თანხებს, ნაღდი ფულის სახით, დ---------–-–---–- აძლევდა ხელზე.

მოწმე კ----–--------------- გამოკითხვის ოქმით, N--–----------- და N--–----------- სასაქონლო ზედნადებებით დგინდება, რომ 2016 წლის 23 აგვისტოს შ------------------------ ქუჩის ფილიალში შ------------–--------------------- გადაზიდული იქნა 10 ტონა უკრაინული შაქარი, ხოლო 29 აგვისტოს კი - 13 ტონა ჩვეულებრივი შაქარი.

დათვალიერების ოქმის თანახმად, საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად დართული, შ------------ ვიდეოკამერების 2016 წლის 24 და 31 აგვისტოთი, 07 და 11 სექტემბერით დათარიღებული ვიდეოჩანაწერებით დგინდება ზემოაღნიშნულ დღეებში დ---------–-–---–-- მიერ პროდუქციის შემსყიდველებისგან თანხების ხელზე აღების და შედეგად ფილიალიდან სხვადასხვა პროდუქციის გატანის ფაქტები.

დათვალიერების ოქმის თანახმად, საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად დართული, შ------------ ვიდეოკამერების 2016 წლის 13 სექტემბრით დათარიღებული ვიდეოჩანაწერებით დგინდება აღნიშნულ დღეს დ---------–-–---–-- სამუშაო ოთახში 11:55 სთ-ზე - დ---------–-–---–--, საწყობის გამგის და კომპანიის “IT” თანამშრომლის, 12:14-12:32 სთ პერიოდში - დ---------–-–---–--, “IT” თანამშრომლის და კომპანიის სხვა თანამშრომლის, 12:32-12:34 სთ. პერიოდში კი მხოლოდ დ---------–-–---–-- ყოფნის ფაქტები.

დათვალიერების ოქმის თანახმად, საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად დართული, შ------------ ვიდეოკამერების 2016 წლის 29 აგვისტოთი დათარიღებული ვიდეოჩანაწერით დგინდება აღნიშნულ დღეს, 19:00 - 20:30 სთ. პერიოდში, შ------------------------ ქუჩის ფილიალის მიერ დიდი რაოდენობით შაქრის მიღების და დ---------–-–---–-- ფილიალში ყოფნის ფაქტი.

ბრალდებულმა დ---------–-–---–-- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის აპრილიდან ამავე წლის აგვისტომდე შ-----------–- ფილიალის მენეჯერად მუშაობდა, რა დროსაც მის მოვალეობაში თანამშრომლების კონტროლი და გაყიდვების გაზრდაზე ზრუნვა შედიოდა. ხელშეკრულების თანახმად, იგი დანაკლისზე პასუხისმგებელი პირი იყო. ფილიალში თვეში ერთხელ ატარებდნენ აღწერას და მცირე დანაკლისის გამოვლენის შემთხვევაში, - რომელიც, როგორც წესი, გამოწვეული იყო კონსულტანტის დაუდევრობით, ანგარიშსწორებისას თანხის გადაყოლებით, მაღაზიიდან საქონლის ქურდობით ან სხვა მიზეზებით, - თავისივე ხარჯებით ასწორებდნენ მას. 200 ლარზე მეტი დანაკლისი არასდროს ჰქონიათ. 2016 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, საწყობის მენეჯერის შვებულებაში ყოფნის გამო, საქონლის 99 %-ს ს--------------–------ იღებდა და მხოლოდ 1%-ს იღებდა თავად, რადგან 12 აგვისტოდან 31 აგვისტომდე ძირითადად სამსახურში არ იმყოფებოდა. 2016 წლის სექტემბერში მაღაზიაში ჩატარდა აღწერა, რა დროსაც დიდი დანაკლისი იქნა აღმოჩენილი, რაც თავიდანვე პროგრამული ხარვეზით ახსნა, რასაც ფილიალში ხშირად ჰქონდა ადგილი. ერთხელ ს--------------–------ მოუვიდა შეცდომა და ნაცვლად მიღებული 200 ტომრისა, პროგრამულად გაატარა შაქრის 20 ტომარა. სიტუაციის გარკვევისა და შესაბამისი პირების საქმის კურსში ჩაყენების შემდეგ 200 ტომარა შაქარი ხელახლა ააყვანინეს პროგრამულად ნაშთი. ამის შემდეგ პროგრამას თვითონ უნდა გაესწორებინა ნაშთი, თუმცა, რეალურად გასწორდა თუ არა, საქმის კურსში არ არის. რიგ შემთხვევებში შემსყიდველებისგან ხელზე იღებდა თანხებს, რომლებსაც მოგვიანებით აუცილებლად ათავსებდა სალაროში. აღნიშნული გამოწვეული იყო იმით, რომ ზოგჯერ ვერ ხერხდებოდა ფასდაკლების პროგრამულად ასახვა. იმ შემთხვევაში თუ თანხა 5 000 ლარს აღემატებოდა, გატარების შემდეგ, სიფრთხილის თვალსაზრისით, სალაროში არ ათავსებდა და ინახავდა სეიფში, რომელიც მის ოთახში იყო განთავსებული. როცა სამუშაო ადგილზე არ იმყოფებოდა, რეალიზატორებისგან თანხას ს--------------–------ იღებდა და ინახავდა სეიფში. თანხის სერიოზული დანაკლისი არასდროს ჰქონიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროგრამასთან თანხის შეუსაბამობა ინკასაციისას გამოვლინდებოდა, რომელსაც დღეში ორჯერ ატარებდნენ. ფილიალში არსებული პრაქტიკით, როცა სხვადასხვა დასახელების პროდუქტი ერთ პიროვნებას მიჰქონდა და თანხას არ იხდიდა სრულად, გადახდილი თანხა იმ პროდუქციაზე ნაწილდებოდა, რომელიც სრულად ჰყოფნიდა ნაშთის განულებას. სწორედ აღნიშნულის გამო, 2016 წლის 29 აგვისტოს კომპანიაში შაქრის რეალიზაციის შედეგად შემოსული თანხა, საქმის გამარტივების მიზნით, პროგრამულად გაატარა, როგორც მარგარინის თანხა, რომელიც, ამ დროს, თავის მხრივ ნაშთად ეწერათ. მოცემულ შემთხვევაში პროგრამულად გაყიდული 300 ტომარა შაქრიდან 120 ტომარა აღურიცხავი მხოლოდ შემსყიდველის მიერ თანხის გადახდამდე იყო. 120 ტომარა შაქრის ღირებულება სრულად იქნა დაფარული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინკასაციასთან შემხებლობის მქონე პირები 120 ტომრის ღირებულების დანაკლისს აუცილებლად შეამჩნევდნენ და მოიკითხავდნენ. ბრალდებულმა დ---------–-–---–-- განმარტა, რომ არ გამორიცხავს, რომ ფილიალში დანაკლისი მართლაც არსებულიყო, თუმცა, არა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ოდენობით. მანვე აღნიშნა, რომ სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები მას არ წაუშლია. ამ მოქმედების შესასრულებლად პროგრამაში შესასვლელი „იუზერის“ და პაროლის ცოდნა იყო საჭირო, რაც მან არ იცოდა და ვერც ლ---------------–---–-- სატელეფონო საუბარს გაიგონებდა. ბრალდებულმა დ---------–-–---–-- ასევე განმარტა, რომ კომპანიის ხელმძღვაბელობამ შესთავაზა „ხელი დაედო“ ს--------------–------- ან გ-------------–---–---------- რის სანაცვლოდაც სამსახურში დატოვებდნენ, თუმცა, აღნიშნულზე განაცხადა უარი. ვარაუდობს, რომ იმავე წინადადებით ხელმძღვანელობამ, მის წინააღმდეგ, თავად ს--------------–------ და გ-------------–---–-----– მიმართა, რომლებმაც, სამსახურის შესანარჩუნებლად, ეს შესაძლებლობა გამოიყენეს.

სამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, დ---------–-–---–-- დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, - მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულის პოზიცია წარდგენილ ბრალდებაში მისი უდანაშაულობის შესახებ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ბრალადშერაცხულ დანაშაულში დ---------–-–---–-- ბრალეულობა სრულადაა დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, დამაჯერებელი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ:

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, შ------------ ხელმძღვანელ პირთა და თანამშრომელთა ჩვენებებით, ს----------–-------------------------------------------------------- სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დ--------------- ცნობით, ნივთიერი მტკიცებულებებითა და მათი დათვალიერების ოქმებით ცალსახად დადგინდა, რომ შ------------------------ ქუჩის ფილიალის მენეჯერი - დ---------–-–---–- გარკვეულ კლიენტებზე აკეთებდა ფასდაკლებებს და პროგრამულად ფასის დაკორექტირების აუცილებლობის მოტივით, ხან - პირადად, ხან კი - ს--------------–------- მეშვეობით, საქონლის შემსყიდველებს, ზემოაღნიშნული ოპერაციების სალაროს პროგრამაში ასახვის გარეშე, ხელზე ართმევდა და, რიგ შემთხვევებში, ითვისებდა, პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხებს, რაც გამოვლინდა ფილიალში 2016 წლის 12-15 სექტემბერს ჩატარებული აღწერისას. სულ დ---------–-–---–-- მიერ დაუფლებული თანხის ოდენობამ შეადგინა 101 791,16 ლარი.

სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდებულის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ფილიალში საქონლის აღწერით გამოვლენილი დანაკლისი წარმოადგენს პროგრამული ხარვეზის ან მიღებული საქონლის აღრიცხვისას დაშვებული შეცდომის შედეგს და რეალურად მაღაზიაში არც პროდუქციის და არც თანხის დანაკლისი არ არსებობდა. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, გამოკვლეული მტკიცებულებების თანახმად, დანაკლისის გამოვლენისთანავე, კომპანიის თანამშრომლების მიერ ჩატარდა საქონლის აღწერა, რის შედეგადაც დარწმუნდნენ, რომ პროგრამულ ხარვეზთან საქმე არ ჰქონდათ, ვინაიდან პროდუქცია, რომელიც მაღაზიას ერიცხებოდა, ადგილზე არ იყო, შესაბამისად სახეზე იყო საქონლის რეალური დანაკლისი. რაც შეეხება დ---------–-–---–-- ვარაუდს მიღებული საქონლის პროგრამული აღრიცხვისას დაშვებული შეცდომის შესახებ, იგი სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან იმ ობიექტზე, სადაც, დ-----–-–---–-- განმარტებით, დანაკლისს არასდროს გადაუჭარბებია 200 ლარისთვის, ფილიალის შესაბამისი თანამშრომლის თუ თანამშრომლების მიერ მცირე დროში (2016 წლის 12 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე), არაერთგზის, რამდენიმე სახეობის პროდუქციის შეცდომით, შემცირებული რაოდენობრივი მაჩვენებლით აღრიცხვა, - სასამართლოსთვის დამაჯერებელი არ არის.

გამოკლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შ----------- ფილიალში არსებული დანაკლისი გამოწვეული იყო არა შეცდომითა და ხარვეზით, არამედ დ---------–-–---–-- ქმედებებით, რომლებიც მიმართული იყო კომპანიის კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისკენ. სასამართლო მიიჩნევს, რომ დ---------–-–---–-- მიერ, შემსყიდველებისგან საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის, დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, სალაროს გვერდის ავლით, ხელზე აღების ბრალდებულის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა მიზნად ისახავდა შ------------ კუთვნილი თანხების იმგვარად დაუფლებას, რომ აღნიშნული შეუმჩნეული დარჩენოდა კომპანიის ხელმძღვანელობას. კერძოდ, დ---------–-–---–-, რიგ შემთხვევებში, პროგრამულად ფასების დაკორექტირების შეუძლებლობის მომიზეზებით, პროდუქციის რეალიზაციისა და თანხის მიღების ოპერაციებს არ ასახავდა სალაროს პროგრამაში, რითაც თანხებსა და საქონელზე პასუხისმგებელ პირებს წარმატებით უმალავდა მის მიერ დანაშაულებრივი მაქინაციების განხორციელების და თანხების მითვისების ფაქტს.

რწმენას იმისა, რომ ბრალდებულმა მართლაც ჩაიდინა ზემოაღნიშნული ქმედება, სასამართლოს უმყარებს ის გარემეობაც, რომ მას შემდეგ, რაც ფილიალში საქონლის დანაკლისის არსებობა გამოვლინდა, დ---------–-–---–-- მიერ წაშლილი იქნა სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რაც, ცხადია, ნაკარნახევი იყო მისი მამხილებელი მტკიცებულებების განადგურების სურვილით. სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდებულის განმარტება, იმასთან დაკავშირებით, რომ ვიდეოჩანაწერები მას არ წაუშლია, რადგან აღნიშნული პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობასთან, კერძოდ: გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დადგინდა, რომ 2016 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით ბრალდებულის ოთახში მოთავსებული სერვერის ოთხივე მყარი დისკი იყო სავსე და უკანასკნელი ერთი თვის მონაცემებს ინახავდა. ზემოაღნიშნული ჩანაწერების ნაწილი წაშლილი იქნა 2016 წლის 13 სექტემბერს, ფილიალში ტექნიკური უზრუნველყოფის თანამშრომელ ლ---------------–---–- ვიზიტის შემდეგ. ამავე დროს დადგინდა ისიც, რომ ხსენებულ დღეს ლ---------------–---–- დ---------–-–---–-- თანდასწრებით ჰქონდა სატელეფონო საუბრი პროგრამული გამართულობის უზრუნველყმყოფი კომპანიის თანამშრომელთან, რომელმაც სერვერზე შესასვლელად საჭირო პაროლი უკარნახა. სასამართლოსთვის ნიშანდობლივია ისიც, რომ ლ---------------–---–-- განმარტებით, იმავე დღეს ბრალდებულ დ---------–-–---–---- შემდგარი საუბრისას, ეს უკანასკნელი ინტერესდებოდა, მის ოთახში მდგარი სერვერის გარდა, ვიდეოჩანაწერებს სხვა სერვერიც თუ ინახავდა.

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას იხელმძღვანელა კანონმდებლის მიერ დაწესებული, მაღალი, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სამართლებრივი სტანდარტით, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში მოითხოვს წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელთა ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, ნებისმიერი გონიერი და ობიექტური ადამიანი დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს და საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ დ---------–-–---–--, შ------------ მენეჯერმა, განიზრახა რა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობის მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2016 წლის 12 აგვისტოდან 2016 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა საზოგადოების კუთვნილი პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხა 101 791,16 ლარის ოდენობით.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სსკ 182-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული მითვისებისათვის. აღნიშნული მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დანაშაულის სუბიექტის ქმედება მიმართულია მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არსებული ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისკენ. პირი (დანაშაულის სუბიექტი) ქონების მართლზომიერ მფლობელობას ან გამგებლობას ახორციელებს სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობის ან სპეციალური დავალების საფუძველზე.

მითვისების, როგორც დანაშაულის, ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, - სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ამოღებაში მისი კანონიერი მესაკუთრისაგან და მის დაუფლებაში საკუთარი თავის სასარგებლოდ.

დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას - პირს შეგნებული აქვს, რომ ითვისებს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, ამასთან, ითვალისწინებს, რომ ამ მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს. ქმედების მითვისებად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია ისიც, რომ სუბიექტს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი ამოძრავებს.

საქართველოს სსკ 182-ე მუხლი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებებად მიიჩნევს მის ჩადენას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტი) და „დიდი ოდენობით“ (მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტი). საქართველოს სსკ 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემთხვევაში, „დიდი ოდენობა“ გულისხმობს მატერიალურ ზიანს, რომელიც აჭარბებს 10 000 ლარს.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დადგინდა, რომ დ---------–-–---–--, შ------------ ერთ-ერთი ფილიალის მენეჯერმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობაშიც იმყოფებოდა სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების პროდუქცია (შოკოლადი „სნიკერსი“, შაქარი, მაიონეზი, სიგარეტი „კენტი“ და შოკოლადი „კინდერი“), სალაროს გვერდის ავლით გაყიდა აღნიშნული საქონელი და მიითვისა მისი რეალიზაციით მიღებული თანხა, რომელმაც, თემატური შემოწმების მონაცემების თანახმად, შეადგინა 101 791,16 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დ---------–-–---–-- ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული ქმედების, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში). შესაბამისად, დ---------–-–---–- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც უნდა დაენიშნოს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

სასჯელის დასაბუთება:

საქართველოს სსკ 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

დ---------–-–---–-- მიმართ სასჯელის სახის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული უალტერნატივოდ ისჯება თავისუფლების აღკვეთით; სასჯელის ზომის განსაზღვრის დროს კი, სასამართლო ითვალისწინებს დ---------–-–---–-- პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას (რაიმე სამართალდარღვევის ჩადენაში მანამდე შემჩნეული არ ყოფილა), პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებათა არარსებობის ფაქტს და მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების განხორციელება შესაძლებელია მის მიმართ სასჯელის მინიმალური ვადის გამოყენებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ---------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

2. დ---------–-–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი მსჯავრდებულის სახით დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 21 ივნისიდან.

3. დ---------–-–---–-- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს.

4. ნივთიერი მტკიცებულება: ლაზერული დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ებანოიძე