განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2867-17 (--------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
20 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლელა შკუბულიანი
სხდომის მდივანი - ნინო დანელია
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ს--–----------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - გ--------------ე
ბრალდებული - ი-–---- მ-------------–- დ-------- დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ რეგისტრირებული: ს-----------------–---–--------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------–--–-----------–-------------------------------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი - ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2----–-–-----------, დაახლოებით 1---- საათზე, ქ. თბილისში, ს------------------------–- მდებარე სავაჭრო ცენტრ „თ---–----–--------––-“ არსებული შპს „ჯ--------“ კუთვნილი მაღაზია „ტ---------დან“ ი-–--------------ა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 9 ლარად და 95 თეთრად ღირებულ ქალის საცვალს, რის შედეგადაც შპს „ჯ-------“ მიადგა ამავე ოდენობის მატერიალური ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2----–-–-----------, დაახლოებით 1---- საათზე, ი-–--------------ა შეეცადა ქ. თბილისში, ს------------------------–- მდებარე სავაჭრო ცენტრ „თ---–----–--------––-“ არსებული შპს „ჯ--------“ კუთვნილი მაღაზია „ტ---------დან“ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა 9 ლარად და 95 თეთრად ღირებულ ქალის საცვალს, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. ი-–--------------ას ქმედების შედეგად შპს „ჯ-------“ შესაძლოა მისდგომოდა ამავე ოდენობის მატერიალური ზიანი.
2.2. სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ი-–--------------ას ქმედება შეაფასა, არა ქურდობად, არამედ - არამედ ქურდობის მცდელობად. შესაბამისად, ი-–--------------ას ბრალად წარდგენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, რამდენად აკმაყოფილებს საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
3.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხული თ-------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2----–-–------------ მდგომარეობით მუშაობდა სავაჭრო ცენტრ „თ---–----–--------––-“ მდებარე მაღაზია „ტ---------ში“ კონსულტანტის პოზიციაზე. იგი სწორედ იმ დროს იმყოფებოდა ქალის თეთრეულის განყოფილებაში, როდესაც მაღაზიაში შევიდა ი-–--------------ა. ეს უკანასკნელი მასთან მივიდა და სთხოვა საცვლის არჩევაში დახმარება, შემდეგ კი უთხრა, რომ გავიდოდა იმავე სართულზე მდებარე მაღაზია „ვ------–ი“, რათა ენახა, უფრო იაფად ხომ არ იყიდებოდა მსგავსი საცვალი. ი-–--------------ა რამდენჯერმე გავიდა მაღაზიიდან, ერთ-ერთ მიზეზად დარეკვა დაასახელა. ბოლოს ეს უკანასკნელი დაბრუნდა და უთხრა, რომ სურდა შეძენა. მოწმემ მას ხელით მიუთითა და განუმარტა, რომ სალარო იყო შესასვლელიდან ხელმარჯვნივ. მიუხედავად მისი ნათქვამისა, ი-–--------------ა გავიდა მაღაზიიდან და ნივთი ისე გაიტანა, რომ დეტექტორმა ვერ აღიქვა. ეს უკანასკნელი მალევე მიიყვანა პოლიციის თანამშრომელმა და მაღაზია „ვ-------“ მოლარემ. მოწმის თქმით, მაღაზია „ტ---------სა“ და მაღაზია „ვ-----ს“ შორის მანძილი დაახლოებით 30 მეტრია. ორივე მაღაზიას აქვს დიდი, მარტივად შესამჩნევი წარწერა, მათ შორის კი არის საერთო სივრცე, სადაც მოქალაქეები გადაადგილდებიან.
3.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მ----------------ის ჩვენებით დგინდება, რომ არის სავაჭრო ცენტრ „თ---–----–--------––-“ მდებარე მაღაზია „ტ---------ს“ მ---------. შემთხვევის დღეს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა ი-–--------------ას მიერ საცვლის მოპარვის შესახებ. იგი ესაუბრა კონსულტანტებს და დაითვალა სადავო პროდუქცია, რომელიც აღმოჩნდა ერთით ნაკლები. ნივთის გატანისას დეტექტორს რეაქცია არ ჰქონია. მოწმემ დაადასტურა, რომ მომხმარებლის მიერ თანხის გადახდის მიზნით, პროდუქციის ერთი მაღაზიიდან მეორეში გატანას, მის პრაქტიკაში ადგილი არ ჰქონია.
3.4. შპს „ჯ--------“ დირექტორის წერილით დგინდება, რომ 2----–-–------------ მდგომარეობით მაღაზია „ტ---------ში“ გამოვლინდა დანაკლისი, კერძოდ, 21 ცალი ქალის თეთრი საცვლის (არტიკულაციით S------------, შტრიხკოდით 1------------) ნაცვლად, ფიქსირდებოდა 20 ცალი საცვალი. დანაკლისი იყო ერთი ცალი ქალის თეთრი საცვალი, ღირებულებით 9,95 ლარი.
3.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ნ-----–----–--–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს სავაჭრო ცენტრ „თ---–----–--------––-“ მდებარე მაღაზია „ე-–----------–ი“ მ---–------------------ის თანამდებობაზე. 2----–-–-----------, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მასთან სალაროს გასასვლელი მხრიდან, რიგის გარეშე მივიდა აღელვებული გოგო, რომელმაც მიაწოდა საკიდზე დამაგრებული ერთი ცალი საცვალი და სთხოვა სალარო აპარატზე გატარება. აღნიშნულ ნივთს ჰქონდა მაღაზია „ტ---------ს“ იარლიყი. მოწმის განმარტებით, მან აუხსნა, რომ ნივთი უნდა დაეფიქსირებინა მაღაზია „ტ---------ს“ სალაროში. ამის შემდეგ, იგი გამოვიდა სალაროდან და რამდენიმე მეტრში შეხვედრილ პოლიციისა და მაღაზია „ტ---------ს“ თანამშრომლებს აუხსნა ვითარება, შემდეგ კი დაბრუნდა თავის სამუშაო ადგილზე. როგორ განვითარდა მოვლენები მისთვის უცნობია.
3.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხული გამომძიებლის - მ-----–------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2----–-–------------ მდგომარეობით, მეწყვილესთან - შ-----------–---–თან ერთად გადაადგილდებოდა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე (ქ. თბილისი, ვ-----–-------------- მდებარე სავაჭრო ცენტრ „თ---–----–--------––-“), რა დროსაც შენიშნა ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც იქცეოდა არაადეკვატურად, კერძოდ, შეუჩერებლად ლაპარაკობდა ტელეფონზე და მაღაზია „ტ---------ში“ ძალიან სწრაფად შედიოდა და გადიოდა. აღნიშნული საეჭვო გარემოების გამო, უცნობი გოგონა მოექცა მისი თვალთახედვის არეში. მოწმის განმარტებით, მან დაინახა, თუ როგორ მივიდა აღნიშნული გოგო ქალის თეთრეულის სექციაში და იქიდან აიღო ერთი ცალი საცვალი. ამ დროს კონსულტანტმა მას მიუთითა სალაროზე და ხელით ანიშნა, თუ სად უნდა გადაეხადა ნივთის ღირებულება. მიუხედავად აღნიშნულისა, იგი გავიდა მაღაზიიდან თანხის გადახდის გარეშე და წავიდა პირდაპირ. მოწმემ დაადასტურა, რომ მისმა მეწყვილემ მოუწოდა გოგონას შეჩერებისკენ, თუმცა მან გზა შეუჩერებლად, სწრაფი ნაბიჯით განაგრძო და შევიდა მაღაზია „ვ------–ი“, სადაც საწინააღმდეგო მხრიდან მივიდა სალაროსთან. მაღაზია „ვ-------“ მოლარემ ნახა რა, რომ მასთან მიტანილი ნივთი იყო მაღაზია „ტ---------ს“ საკუთრება, წამოიყვანა ეს გოგო და ნივთი დაუბრუნა „ტ---------ს“ თანამშრომელს. მაღაზია „ვ-----იდან“ გამოსვლის დროს, გოგონა, რომელმაც ნივთი გაიტანა მაღაზია „ტ---------დან“ იძახდა, რომ გადაიხდიდა ნივთის ღირებულებას. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებათა ოქმების სისწორე.
3.7. მსგავსი ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა შ-----------–---–მა.
3.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ნ---------–----ის ჩვენებით დგინდება, რომ სავაჭრო ცენტრ „თ---–----–--------––-“ მდებარე მაღაზიებს: „ე-–-----------ა“ და „ტ---------ს“ შესასვლელთან აქვთ დიდი აბრა, სადაც აწერია მაღაზიის სახელი. აღნიშნულ მაღაზიებს შორის არის საერთო სივრცე, სადაც ხალხი ხვდება ესკალატორის მეშვეობით და გადაადგილდება სხვადასხვა მიმართულებით. ზემოაღნიშნულ მაღაზიებს შორის მანძილი დაახლოებით 40-50 ნაბიჯია.
3.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ქ---------------ის ჩვენებით დგინდება, რომ არის სავაჭრო ცენტრ „თ---–----–--------––-“ მდებარე მაღაზია „ე-–-----------“ სექციის მ---------. მაღაზიას შესასვლელთან აქვს დიდი აბრა, სადაც აწერია მაღაზიის სახელი. მისი განმარტებით, შემთხვევის დღეს ი-–--------------ა შევიდა მაღაზია „ე-–----------–ი“ და სწრაფად მივიდა სალაროსთან, იმ ადგილიდან სადაც შესვლა არ შეიძლებოდა. მან მოლარეს მიწოდა საცვალი, რომელსაც ჰქონდა მაღაზია „ტ---------ს“ იარლიყი.
3.10. ვიდეო სათვალთვალო კამერების დათვალიერების ოქმითა და სასამართლო სხდომაზე დათვალიერებული ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ 2----–-–-----------, 1------- საათზე სავაჭრო ცენტრ „თ---–----–--------––-“ მდებარე მაღაზია „ტ---------ში“ შედის ი-–--------------ა, რომელსაც აცვია ჯ----- შარვალი, წ-----–- მაისური და შ--- ჟილეტი. ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება ი-–--------------ა მაღაზიის შიდა ტერიტორიაზე, კერძოდ, იგი რამდენჯერმე მიდის ქალის თეთრეულის სექციასთან, იქიდან კი - გასასვლელისკენ. იგი რამდენჯერმე მივიდა კონსულტანტთან, რომელიც იმავე სექციაში იმყოფებოდა. ბოლო მისვლის დროს, კონსულტანტმა მას მიაწოდა ერთი ცალი ქალის საცვალი. ამის შემდეგ ი-–--------------ა 1------- საათზე მიდის გასასვლელისკენ და სწრაფად, ისე, რომ სალაროსთან არ მისულა, გადის მაღაზიიდან. კადრში ასევე ჩანს, რომ ი-–--------------ას, რამდენიმე მეტრში მიყვება პოლიციის თანამშრომელი.
3.11. ვიდეო სათვალთვალო კამერების დათვალიერების ოქმითა და სასამართლო სხდომაზე დათვალიერებული ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ 2----–-–-----------, 1------- საათზე სავაჭრო ცენტრ „თ---–----–--------––-“ მდებარე მაღაზია „ე-–----------–ი“ შედის ი-–--------------ა, რომელიც საპირისპირო მხრიდან სწრაფად, რიგის დარღვევითა მიემართება სალაროებისაკენ. ამავე სალაროში მომუშავე მოლარეს კი გამოჰყავს იგი მაღაზიიდან.
3.12. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით (----------- დგინდება, რომ ი-–--------------ას პირადი ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილ იქნა ქალის თეთრი საცვალი, იარლიყით “T--------”. საცვალი დამაგრებულია თეთრ საკიდზე წარწერით - “T--------”. ამასთან, მასზე მიმაგრებულია ნაცრისფერი სასიგნალო მოწყობილობა. ი-–--------------ას პირადი ჩხრეკის დროს ასევე ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი და სხვა პირადი ნივთები.
3.13. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (----------- დგინდება, რომ ქ. თბილისში, ვ-----–------------------ მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრ „თ---–----–--------–--“ მე-2 სართულზე მდებარეობს მაღაზია „ტ---------“, სადაც არის სხვადასხვა სექციები. შესასვლელიდან დაახლოებით 35 მეტრის მოშორებით არის ქალის თეთრეულის სექცია, ხოლო შესასვლელიდან ხელმარჯვნივ მდებარეობს სალაროები.
3.14. ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით (----------- დგინდება, რომ სავაჭრო ცენტრ „თ---–----–--------–--“ მე-2 სართულზე ასასვლელად, სადაც არის დარბაზი, გამოიყენება ესკალატორი. მე-2 სართულზე ესკალატორის ხელმარცხნივ მდებარეობს მაღაზია „ტ---------“, ხოლო ხელმარჯვნივ - მაღაზია „ე-–---------ი“. აღნიშნულ მაღაზიებს შორის არსებულ თავისუფალ სივრცეში განთავსებულია სხვადასხვა კომპანიის დახლები.
3.15. სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის №--------- დასკვნით დგინდება, რომ ი-–--------------ას აღენიშნება შ-------–-------------–-----------–-–--–---ა. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ი-–--------------ა ქ----------–-------------- ავადმყოფობით, ფ----------------------–-–--–--------------------------- დაავადებული არ იყო. მას აღენიშნებოდა ა----------------------------------------–-–--–---- - შ-------–-------------–-----------–-–--–---ა და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ი-–--------------ას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას გაცნობიერებული აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი. იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას დაავადებული არ არის. ი-–--------------ას ა---------------------–-, რაც ხელს უშლის საკუთარი დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ი-–--------------ა იძულებით და არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.
3.16. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა - ხ---------------- და ა------------–--ემ.
3.17. მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებათა ოქმების სისწორე დაადასტურეს გამომძიებელმა მ------------–---–--, აგრეთვე ექსპერტმა - ზ---------------–---–მა და ნ------–----ემ.
3.18. სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისას, უპირველესად ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი საკანონმდებლო აქტით - საქართველოს კონსტიტუციით, რომლის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.
3.19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/548, 22/01/2015, §41).
3.20. სასამართლომ იხელმძღვანელა აღნიშნული სტანდარტის შესაბამისად, შეაფასა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილად მიაჩნია, რომ ი-–--------------ა შეეცადა მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა მაღაზია „ტ---------ს“ კუთვნილი ქალის საცვალი, შემდეგ გარემოებათა გამო:
3.21. სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას გაამახვილებს თ-------------–---–ისა და დანაშაულის უშუალო შემსწრე პირთა - მ-----–------ისა და შ-----------–---–ის ჩვენებებზე, რომლებიც თავის მხრივ, არიან ძალიან თანმიმდევრული და დამაჯერებელი. თ-------------–---–მა, რომელიც უშუალოდ ქალის თეთრეულის განყოფილების კონსულტანტი იყო, დაადასტურა, რომ ი-–--------------ა მაღაზიაში შევიდა რამდენჯერმე, ბოლოს კი როდესაც გადაწყვიტა საცვლის შეძენა, მიუთითა სალაროზე (როგორც სიტყვიერად, ისე ხელით) და უთხრა, რომ იქ გადაეხადა ნივთის ღირებულება. მიუხედავად აღნიშნული მითითებისა, მ-----–------ემ და შ-----------–---–მა, რომელთაც თავიდანვე საეჭვოდ მიაჩნდათ ბრალდებულის ქცევა, დაინახეს, რომ ი-–--------------ამ ნივთი ნაცვლად სალაროსთან მიტანისა, სწრაფად გაიტანა მაღაზიიდან. მიუხედავად შ-----------–---–ის მოწოდებისა - შეჩერებულიყო, იგი სწრაფად შევიდა მოპირდაპირე მხარეს არსებულ მაღაზია „ვ-----ში“ და საპირისპირო მხრიდან, რიგის დარღვევით მივიდა სალაროსთან და მოლარეს მიაწოდა ნივთი გასატარებლად. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ისეთ თვალსაჩინო მტკიცებულებებთან, როგორიც არის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერები. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნულ მტკიცებულებებს, რომელიც იმთავითვე გამორიცხავს ბრალდებულის ვერსიის ნამდვილობას, აქვს სარწმუნოობის მაღალი ხარისხი.
3.22. სასამართლო გარდა მიმოხილულ მტკიცებულებათა ერთობლიობისა, ყურადღებას მიაქცევს ნ-----–----–--–---–ის ჩვენებაზე, რომელიც აღწერს ი-–--------------ას მდგომარეობას მაღაზია „ვ------–ი“ შესვლის მომენტში: „...სალაროს გასასვლელი მხრიდან მოვიდა აღელვებული გოგო...“; აგრეთვე მიუთითებს სხვა მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებმაც სასამართლოს დეტალურად აღუწერეს შემთხვევის ადგილზე მაღაზიათა მდებარეობა და გამორიცხეს აღნიშნულ მაღაზიათა ერთმანეთში არევის შესაძლებლობა, ვინაიდან მათ შორის მანძილი და სავაჭრო ცენტრის განლაგება ნათლად მიუთითებდა, რომ მაღაზია „ტ---------“ და მაღაზია „ვ-----ი“ ერთსა და იმავე ობიექტს არ წარმოადგენდა. მოწმეთა ჩვენებები დასტურდება შემთხვევის ადგილისა და ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმითაც.
3.23. მტკიცებულებათა შეფასების პარალელურად სასამართლო არც დაცვის მხარის განმარტებას დატოვებს უპასუხოდ, რომელიც სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაზე მითითებით, ი-–--------------ას ქმედებას არ მიიჩნევდა ქურდობად. ადვოკატის განმარტებით, ი-–--------------ას აღენიშნებოდა ა----------------------------------------–-–--–----, რის გამოც მაღაზიებს შორის არსებული მცირე მანძილის გათვალისწინებით ივარაუდა, რომ მაღაზია „ტ---------“ და მაღაზია „ვ-----ი“ იყო ერთი და იგივე ობიექტი. მიუხედავად დაცვის მხარის მცდელობისა, დაერწმუნებინა სასამართლო თავისი ვერსიის (რომ ბრალდებულს არ გააჩნდა ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი) ნამდვილობაში, სასამართლო ვერ გაზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას შემდეგ გარემოებათა გამო:
· მოწმე თ-------------–---–ის განმარტებით, საცვლის შერჩევის მომენტში, ი-–--------------ამ მას უთხრა, რომ გავიდოდა მათივე მაღაზიის წინ მდებარე მაღაზია „ვ------–ი“, რათა ენახა უფრო იაფად ხომ არ იყიდებოდა მსგავსი ნივთი. აღნიშნული ფაქტი ცალსახა დასტურია იმისა, რომ ი-–--------------ას შეცნობილი ჰქონდა, რომ მაღაზია „ტ---------“ და მაღაზია „ვ-----ი“ წარმოადგენდა ერთმანეთისგან განსხვავებულ სავაჭრო ობიექტებს;
· მოწმე თ-------------–---–ის განმარტებით, მან გასაგებად მიუთითა ი-–--------------ას მაღაზია „ტ---------ს“ სალაროს ადგილმდებარეობა, თუმცა მიუხედავად მისი მითითებისა, ბრალდებულმა ნივთის ღირებულების გადახდის გარეშე, სწრაფად დატოვა მაღაზია. ის ფაქტი, რომ თ-------------–---–მა ნამდვილად მიუთითა სალაროს ადგილმდებარეობაზე, დასტურდება სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების - მ-----–------ისა და შ-----------–---–ის ჩვენებებითა და ვიდეოჩანაწერით;
· მიუხედავად პოლიციის თანამშრომლის - შ-----------–---–ის მოწოდებისა, ი-–--------------ა არ შეჩერებულა, შემდეგ კი აღელვებულ მდგომარეობაში შევიდა მაღაზია „ვ------–ი“;
· მაღაზიებს შორის არსებული მანძილი და თავად სავაჭრო ცენტრის განლაგება გამორიცხავს მაღაზია „ტ---------სა“ და მაღაზია „ვ-------“ ერთმანეთთან გაიგივებას;
· მაღაზია „ტ---------ს“ აქვს ერთი და იგივე შესასვლელი და გასასვლელი, შესაბამისად, ბრალდებულს მაღაზიაში შესვლის მომენტში შეცნობილი უნდა ჰქონოდა, რომ იმავე ადგილიდან გასვლით, დატოვებდა მაღაზიის ტერიტორიას.
3.24. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-–--------------ას გააჩნდა მაღაზია „ტ---------ს“ კუთვნილი ნივთის - ქალის საცვლის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. მას შეცნობილი ჰქონდა, რომ ხსენებული მაღაზიები არ იყო ერთი და იგივე ობიექტი, თუმცა მიუხედავად ამისა, შეეცადა მაღაზია „ტ---------დან“ გაეტანა ნივთი. შემდეგ კი, როდესაც იგრძნო, რომ მისი დანაშაულებრივი ქმედება შეუმჩნეველი არ დარჩენილა, (ყ----–---–მა დაუძახა შეჩერებულიყო) თავის გადარჩენის მიზნით, იმოქმედა დასახული გეგმის შესაბამისად და თითქოსდა ნივთის ღირებულების გადასახდის მიზნით, შევიდა მაღაზია „ვ------–ი“. რაც შეეხება სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მიუხედავად ფ------------–-–--–------, ექსპერტთა განმარტებით, ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მომენტში, ი-–--------------ას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის.
3.25. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც სანდოობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშ---ს სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე ისეთი შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშ---ს სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა შესაძლებელია რეალურად მისი მოქმედება აშკარა ხასიათსაც ატარებდეს. ქურდობის ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს, მავნე შედეგის დადგომას ან ასეთი შედეგის დადგომის საფრთხის შექმნას, ამიტომ ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და აქვს რეალური შესაძლებლობა განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.
4.2. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. მაშასადამე, დანაშაულის მცდელობის დასჯადობის წინაპირობას წარმოადგენს: ა) დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში; ბ) დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რომელსაც შედეგი უნდა მოჰყვეს და შედეგი ობიექტური პირობების გამო არ დგება.
4.3. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით ი-–--------------ამ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, თუმცა, იმისათვის, რათა ზუსტად დადგინდეს იყო თუ არა სახეზე ქურდობის მცდელობა, პირველ რიგში უნდა დადგინდეს ქურდობის ობიექტური ნიშნების არსებობა.
4.4. სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ი-–--------------ას ამოძრავებდა მაღაზია „ტ---------ს“ კუთვნილი ქალის თეთრეულის (საცვლის) დაუფლების მიზანი, რაც გამოიხატა დანაშაულებრივი ქმედების ხასიათში. ბრალდებულმა ქურდობის განსახორციელებლად თავისი გათვლით შეარჩია სწორედ ისეთი დრო, რაც მაქსიმალურად მისცემდა საკუთარი განზრახვის (ფარულად განეხორციელებინა დანაშაულებრივი ქმედება), სისრულეში მოყვანას. საყურადღებოა ბრალდებულის ქცევა - მიუხედავად კონსულტანტის მითითებისა, მან ნივთი არ მიიტანა სალაროსთან და სწრაფად დატოვა მაღაზიის ტერიტორია. სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა აგრეთვე ქურდობის მეორე ობიექტური ნიშანი - ფარულობა, ვინაიდან ბრალდებულის შეგნებით, აღნიშნული ქმედების განხორციელების მომენტში, მოქმედებდა ფარულად.
4.5. ვინაიდან ი-–--------------ა ქურდობის მომენტში შემჩნეულ იქნა პოლიციელთა მიერ, რის გამოც აღარ მიეცა დაუფლებული ნივთის განკარგვის შესაძლებლობა, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა არა ქურდობა, არამედ მისი მცდელობა, რის დასადასტურებლადაც სასამართლო მიმოიხილავს მცდელობის ორივე კომპონენტს უშუალოდ ი-–--------------ასთან მიმართებით: ა) დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში - 2----–-–-----------, დაახლოებით 1---- საათზე, ი-–--------------ამ განიზრახა დაუფლებოდა სხვის მოძრავ ქონებას - მაღაზია „ტ---------ს“ კუთვნილ ქალის თეთრეულს (საცვალს); ბ) დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რომელსაც შედეგი უნდა მოჰყვეს და შედეგი ობიექტური პირობების გამო არ დგება - განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ი-–--------------ა შევიდა მაღაზია „ტ---------ში“ აიღო ქალის საცვალი, თუმცა მიუხედავად კონსულტანტის მითითებისა, არ მისულა სალაროსთან და გავიდა მაღაზიიდან ისე, რომ ნივთი დეტექტორმა არ დააფიქსირა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანამდე ისინი შემჩნეულ იქნენ პოლიციის თანამშრომლების მ-----–------ისა და შ-----------–---–ის მიერ, რომლებსაც ჰქონდათ იმწუთიერი რეაქცია. სასამართლო მიიჩნევს, რომ არა აღნიშნული პირები და მათი მყისიერი რეაგირება, ი-–--------------ა დაეუფლებოდა ზემოაღნიშნულ ნივთს.
4.6. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი-–--------------ას ქმედებაში აშკარად იკვეთება ქურდობის მცდელობის, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები, რის გამოც მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება - საქართველოს 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშ---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშ---ს წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
5.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშ---ს რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.
5.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ი-–--------------ას, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს დისკრეციაა, თუ რომელი სასჯელის სახესა და ზომას შეარჩევს.
5.4. სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება; ასევე, ის გარემოება, კონკრეტულად რომელი სახისა და ზომის სასჯელი უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. კანონით გათვალისწინებული სასჯელებიდან სასამართლო უპირატესობას ანიჭებს ჯარიმის მინიმალური ოდენობით დანიშვნას, რადგან მოცემულ შემთხვევაში ის წარმოადგენს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშ---ს რესოციალიზაციის მისაღწევად. ამასთან, საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო გაითვალისწინებს ი-–--------------ას პატიმრობისა და სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადას და დანიშნულ სასჯელს ჩაუთვლის მოხდილად.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1 საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:
· ი-–--------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ქალის თეთრეული, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
· ელექტრონული დისკები, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი-–--------------ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-1 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ი-–--------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, რაც პატიმრობისა და სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ჩაეთვალოს მოხდილად.
მსჯავრდებულ ი-–--------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები:
· ი-–--------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ქალის თეთრეული, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
· ელექტრონული დისკები, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლელა შკუბულიანი