განაჩენი

სისხლის სამართლის 09.07.2019
საქმის ნომერი
330100115784418
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1757-15 (№-------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

9 ივლისი 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ

თამარ შუბითიძის მდივნობით

 

პროკურორ გ---–--–---–-–---–ის,ადვოკატების: მ---–---- ჯ--------ას, დ-------- ბ--------ისა და ს--–---- ჯ-----–---–ის მონაწილეობით,განსასჯელ გ-------– კ--–------ის დაუსწრებლად,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-------– დ-----ის ძე კ--–------ის (დაბადებული 1--- წლის 8------------ს, პირადი №-----------, მცხოვრები: თბილისი, გ--------–---------------ში, ამჟამად ძებნილი) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, გ-------– კ--–------ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ორი პირის მიმართ.

 

გ-------– კ--–------ის ზ/აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2002 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 22:30 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ------- დ---–--ე, გ------- ბ-----ა და გ------- მ-------–---–ი ბრუნდებოდნენ სახლში, რა დროსაც რ-----–--ის ქუჩის დასაწყისში მდებარე სკვერში დაინახეს გ------- ჭ-------ა, რომელიც ეკამათებოდა გ-------– კ--–------ეს. აღნიშნული კამათი გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც გ-------– კ--–------ემ თანნაქონი მჭრელი საგნით (სავარაუდოდ დანით) გულ-მკერდის არეში დაჭრა გ------- ჭ-------ა, რომელმაც დატოვა შემთხვევის ადგილი. აღნიშნულის დანახვაზე გ------- დ---–--ემ მუშტი დაარტყა გ-------– კ--–------ეს. მომხდარით განაწყენებულმა გ-------– კ--–------ემ გადაწყვიტა რა გ------- დ---–--ისათვის მიეყენებინა სასიკვდილო ჭრილობა, ამოიღო თანნაქონი მჭრელი საგანი (სავარაუდოდ დანა) და დაარტყა მუცლის არეში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო გ------- ჭ-------ა და გ------- დ---–--ე სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად გადაყვანილ იქნენ თავდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალში, სადაც მიუხედავად გაწეული კვალიფიციური დახმარებისა გ------- ჭ-------ა გარდაიცვალა, ხოლო გ------- დ---–--ე სიკვდილს გადაურჩა.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, საბრალდებო დასკვნის თანახმად, გ-------– კ--–------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით.

 

დაზარალებულ გ------- დ---–--ის ჩვენებით, 2002 წლის 18 ივნისს, პირველი ხელფასით, მეგობრები: გ------- ბ-----ა, გ------- მ-------–---–ი და ი-----–- კ-------ე დაპატიჟა მეტრო „-----ს“ ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, სადაც მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. დაახლოებით 23-24 საათამდე დროის მონაკვეთში მეგობრებმა დატოვეს რესტორანი, ი-----–- კ-------ე მოკლე გზით წავიდა სახლისაკენ, დანარჩენებმა კი ფეხით გაიარეს ნ-----–----ის ქუჩა და გაემართნენ რ-----–--ის ქუჩისკენ. რ-----–--ის ქუჩაზე მდებარე სკვერთან მეგობრებს შეხვდათ მათი მეზობელი გ------- ჭ-------ა, რომელსაც პერანგი სისხლიანი ჰქონდა და რომლის განმარტებით, კონფლიქტი მოუვიდა გ---- კ--–------ესთან, რომელმაც დაჭრა. გ------- ჭ-------ამ თხოვნის შესაბამისად, გ------- დ---–--ე, გ------- ბ-----ა და გ------- მ-------–---–ი გაყვნენ მას სკვერში, სადაც დახვდათ გ-------– კ--–------ე, მისი ძმა ლ---- კ--–------ე და მამიდაშვილი დ----- გ--–--–---–ი. დაზარალებულის განმარტებით, სკვერში საკმაოდ ბნელოდა, არ იყო განათება. გ-------– კ--–------ესა და გ------- ჭ-------ას შორის კონფლიქტში ჩარევა სცადა გ------- დ---–--ემ, რა დროსაც აგრესიულმა და აფორიაქებულმა გ-------–მა რამდენჯერმე გააფრთხილა გ-------, რომ არ ჩარეულიყო და რომ თავად გაარკვევდნენ ყველაფერს. აღნიშნულის მიუხედავად, გ-------მ კვლავ სცადა სიტუაციის განეიტრალება, ვინაიდან იყვნენ უბნელები და დიდი ხნის ნაცნობები, რის გამოც გ-------– კ--–------ემ აგრესია მისკენ მიმართა. შეკამათებისას გ.დ---–--ემ ხელი ჰკრა განსასჯელს და წააქცია, ამ უკანასკნელმა კი წამოდგომისთანავე ხელი მოუქნია და დაარტყა ბასრი საგანი (სავარაუდოდ დანა), რის შედეგადაც მუცლის მარჯვენა მხარეს, ღვიძლთან იგრძნო წვა და სისველე, ცოტა ხანში კი ჰაერის უკმარისობაც. დაჭრილმა გ.დ---–--ემ დატოვა შემთხვევის ადგილი და ერთ-ერთ ეზოში შესულს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს მაცხოვრებლებმა, შემდეგ კი ა/მანქანით გადაიყვანეს ჰოსპიტალში. დაზარალებულის განმარტებით, დაჭრის დროს მასთან ძალიან ახლო მანძილზე იდგა მხოლოდ გ-------– კ--–------ე, სხვა პირები (განსასჯელის თანმხლები პირები) კი იყვნენ მოშორებით და კონფლიქტში არ ჩარეულან. დაზარალებულის ჩვენებით, როგორც შემდეგში შეიტყო გ.ჭ-------ა გ.კ--–------ის მიერ მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა მეორე დღეს.

 

მოწმე გ------- ბ-----ას ჩვენებით, იცნობს გ-------– კ--–------ეს, დაზარალებულ გ------- დ---–--ესა და იცნობდა გ------- ჭ-------ასაც. 2002 წლის 18 ივნისს, საღამოს მეგობრებთან: გ.დ---–--ესთან, გ.მ-------–---–სა და ი.კ-------ესთან ერთად, მეტრო „-----ს“ტერიტორიაზე მდებარე რესტორანში მიიღო ალკოჰოლური სასმელი. დაახლოებით 22-24 საათამდე დროის შუალედში, რესტორნიდან გამოსული ი.კ-------ე სახლისკენ წავიდა მოკლე გზით, ხოლო დანარჩენები გაემართნენ ნ-----–----ის ქუჩისკენ. მოწმის განმარტებით, რ-----–--ის ქუჩაზე მდებარე სკვერიდან შემოესმათ ჩოჩქოლისა და ჩხუბის ხმა. ადგილზე მათ დახვდათ გ-------– კ--–------ე, მისი ძმა ლ----ი და მამიდაშვილი დ----- გ--–--–---–ი. გ-------– კ--–------ე ეჩხუბებოდა გ------- ჭ-------ას, ლ.კ--–------ე და დ.გ--–--–---–ი კი ცდილობდნენ მათ გაშველებას. განსასჯელსა და გ------- ჭ-------ას შორის კონფლიქტში ჩაერია გ------- დ---–--ე, დანარჩენები (გ.ბ-----ა, ლ.კ--–------ე და დ.გ--–--–---–ი) კი იდგნენ მოშორებით (3-4 მეტრში). მოწმის ჩვენებით, გ-------– კ--–------ემ პირველად ხელი მოუქნია გ.ჭ-------ას, რომელიც დარტყმის შემდეგ გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. მათ შორის კონფლიქტში გ.დ---–--ის ჩართვას, შედეგად მოყვა გ.დ---–--ესა და გ.კ--–------ეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რა დროსაც გ.დ---–--ემ ხელი ჰკრა განსასჯელს, რომელმაც საპასუხოდ ხელი მოუქნია გ.დ---–--ეს, რომელიც დაეცა და დაიყვირა, რომ დაჭრილი იყო. მოწმის განმარტებით, განსასჯელს მოქნევის დროს ხელში ეჭირა რაღაც საგანი, სავარაუდოდ დანა. მოწმემ დაადასტურა, რომ გ.ჭ-------ასთან და გ.დ---–--ესთან შემთხვევის ადგილზე მყოფ არცერთ პირს, გარდა გ.კ--–------ისა, შეხება არ ჰქონია და დაჭრის მომენტშიც დაზარალებულთა გვერდით არავინ იმყოფებოდა განსასჯელის გარდა. მოწმის ჩვენებით, გ.დ---–--ის დაჭრის შემდეგ, გ.კ--–------ე ძმასთან და დ.გ--–--–---–თან ერთად მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. დაჭრილი გ.დ---–--ე კი გადაყვანილი იქნა კლინიკაში.

 

მოწმე გ------- მ-------–---–ის ჩვენებით, იცნობს გ-------– კ--–------ეს, დაზარალებულ გ------- დ---–--ესა და იცნობდა გ------- ჭ-------ასაც. 2002 წლის 18 ივნისს, საღამოს მეგობრებთან: გ.დ---–--ესთან, გ.ბ-----ასა და ი.კ-------ესთან ერთად, მეტრო „-----ს“ ტერიტორიაზე მდებარე რესტორანში მიიღო ალკოჰოლური სასმელი. რესტორნიდან გამოსული ი.კ-------ე მოკლე გზით წავიდა სახლისკენ, დანარჩენებმა კი ერთად განაგრძეს გზა. მოწმის განმარტებით, ვინაიდან ძალიან ნასვამი იყო, ახსოვს მხოლოდ ის ფაქტი, რომ რ-----–--ის ქუჩაზე გ------- დ---–--ე იყო სისხლიანი და ბანდნენ, დაზარალებული იყო გაბრაზებული და იგინებოდა.

 

მოწმე რ----- ღ------ის ჩვენებით, იცნობს გ-------– კ--–------ეს, გ------- ჭ-------ასა და გ------- დ---–--ეს, ვინაიდან იყვნენ უბნელები. 2002 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 22 საათისათვის, დედასთან ა-----------ესთან ერთად სტუმრად მივიდა მეზობელთან ზ----- დ---–-------ესთან, მათ მალევე შეუერთდათ მეზობელი დ----- გ--–--–---–იც. მოწმის განმარტებით, ზ----- დ---–-------ეს დაუძახა მეზობელმა გ--- ჭ-------ამ და გაიხმო გარეთ. ვინაიდან ზ-----მა დააგვიანა სახლში დაბრუნება, მის მოსაკითხად გარეთ გავიდა რ----- ღ------ე და დაინახა ზ.დ---–-------ე, რომელსაც თავი ჰქონდა სისხლიანი. ზ-----მა უთხრა მოწმეს, რომ გ------- ჭ-------ამ თავში ჩაარტყა ბოთლი, რის შემდეგაც ზ.დ---–-------ე წავიდა ჰოსპიტალში. რ.ღ------ემ მომხდარის თაობაზე შეატყობინა ოჯახის წევრებს. მოგვიანებით, ჰოსპიტალიდან უბანში დაბრუნებულ რ-----ს სკვერიდან მოესმა ჩხუბის ხმა. ვინაიდან სიბნელე იყო, შეძლო მხოლოდ იმის გარჩევა, რომ სკვერში იმყოფებოდნენ გ------- დ---–--ე, გ------- მ-------–---–ი, გ------- ბ-----ა, გ------- ჭ-------ა, ლ---- კ--–------ე, დ----- გ--–--–---–ი და გ-------– კ--–------ე. მოწმის განმარტებით, ურთიერშელაპარაკების დროს, განსასჯელმა შეიგინა, რაც გ.დ---–--ემ აღიქვა მის მიმართ ნათქვამად და ხელი დაარტყა გ.კ--–------ეს, საპასუხოდ კი განსასჯელმაც მოუქნია ხელი გ.დ---–--ეს, სხეულზე მოარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რ.ღ------ემ მეზობლებთან ერთად, გ.დ---–--ე შეიყვანა ერთ-ერთ ეზოში და დახმარებისას აღმოაჩინა, რომ მას ჭრილობა ჰქონდა მუცელზე. ჭრილობის მობანვისა და დამუშავების შემდეგ, რ.ღ------ემ გ.ბ-----ასა და გ.მ-------–---–თან ერთად, ა/მანქანით გადაიყვანეს ჰოსპიტალში. მათი მისვლიდან მალევე, დაახლოებით ოც წუთში, კლინიკაში მიიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი გ------- ჭ-------აც, რომელიც ასევე დაჭრა გ-------– კ--–------ემ. მოწმის განმარტებით, გ.ჭ-------ა მიყენებული დაზიანებების გამო მეორე დილით გარდაიცვალა.

 

მოწმე ა-----------ის ჩვენებით, იცნობს გ-------– კ--–------ეს, გ------- დ---–--ეს და იცნობდა გ------- ჭ-------ასაც. 2002 წლის 18 ივნისს, საღამოს შვილთან - რ----- ღ------ესთან ერთად, სტუმრად იმყოფებოდა მეზობლის ზ----- დ---–-------ის სახლში, რა დროსაც შემოესმათ ხმა და ზ-----ი გავიდა გარეთ. ზ.დ---–-------ის გასვლიდან დაახლოებით ნახევარ საათში შეიტყვეს, რომ ზ-----ს თავი ჰქონდა გატეხილი და დაზარალებული გადაიყვანეს ჰოსპიტალში. შინ დაბრუნებისას, სახლთან ახლოს მდებარე სკვერიდან შემოესმათ, ხმაური და ბიჭების ყვირილი. მოწმის განმარტებით, სიტუაციაში გასარკვევად გადავიდა სკვერში, სადაც გ-------– კ--–------ე ეჩხუბებოდა გ------- დ---–--ეს. ა-----------ის ჩვენებით, მან მალევე გაიგონა გ------- დ---–--ის ყვირილი, რომელიც იძახდა, რომ მუცელთან ჰქონდა სისველე. ეზოში გადაყვანის შემდეგ, დაბანისას აღმოაჩნეს, რომ გ------- დ---–--ეს აღენიშნებოდა ჭრილობა, საიდანაც მოსდიოდა სისხლი. ვინაიდან გ------- დ---–--ე თავს გრძნობდა შეუძლოდ, მეზობლებმა დაჭრილი გადაიყვანეს ჰოსპიტალში. მოწმის განმარტებით, ჰოსპიტალში მალევე მიიყვანეს დაჭრილი გ------- ჭ-------აც. მოწმის ინფორმაციით, გ-------– კ--–------ის მიერ მიყენებული დაზიანებების გამო, გ------- ჭ-------ა გარდაიცვალა.

 

მოწმე ზ----- დ---–-------ის ჩვენებით, იცნობს გ-------– კ--–------ეს და ორივე დაზარალებულს. 2002 წლის ზაფხულის პერიოდში, მასთან და დედასთან ნ----- ჭ-–----ესთან, სტუმრად იმყოფებოდნენ დ----- გ--–--–---–ი, რ----- ღ------ე და ნათესავი ირინა. ეზოდან დაუძახა გ------- ჭ-------ამ, რომელიც იყო ნასვამი და სთხოვდა გარეთ გასვლას. მოწმე გაყვა იქვე მშენებლობაზე, სადაც გ.ჭ-------ამ ნაწყენი ხმით უთხრა, რატომ არ გახედა მას პირველივე დაძახებისას. ზ-----ი ცდილობდა თავიდან აერიდებინა ნასვამ ჭ-------ასთან კონტაქტი და სთხოვა მეორე დღეს, ფხიზელ გონებაზე გაეგრძელებინათ საუბარი. აღნიშნულით უფრო მეტად განაწყენებულმა გ------- ჭ-------ამ ზურგში ჩაარტყა ხელი ზ-----ს, შემდეგ კი ვინაიდან მიხვდა, რომ ვერ მოერეოდა აღნაგობიდან გამომდინარე, გ.ჭ-------ამ იქვე არსებული შუშის ბოთლი რამდენჯერმე მოუქნია ზ----- დ---–-------ეს, რაც არაერთხელ აიცილა, თუმცა ბოლოს მაინც მოხვდა თავში. მოწმემ გასინჯვისას აღმოაჩინა, რომ თავი ჰქონდა გატეხილი და გადაწყვირა იქვე არსებულ ჰოსპიტალში მისულიყო სამედიცინო დახმარების მისაღებად. მოწმის ჩვენებით, გზაში მას შეხვდა მეზობელი ა-–---- ღ------ე, რ----- ღ------ის ძმა, რომელსაც მოუყვა მომხდარის თაობაზე. ჰოსპიტალიდან სახლში დაბრუნებისას რ-----–--ის ქუჩაზე, არსებული ბაღიდან მოწმეს შემოესმა ჩხუბისა და კონფლიქტის ხმა, თუმცა ძალიან ცუდად იყო და პირდაპირ სახლში შევიდა. მომდევნო დღეებში ზ----- დ---–-------ისათვის ცნობილი გახდა, რომ გ------- დ---–--ე იყო დაჭრილი, ხოლო გ------- ჭ-------ა მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი. მოწმის განმარტებით, გ------- ჭ-------ას ჰქონდა ძალიან ცუდი სიმთვრალე და იყო კონფლიქტური პიროვნება.

 

მოწმე ნ----- ჭ-–----ის ჩვენებით, არის გ-------– კ--–------ის, გ------- დ---–--ისა და გარდაცვლილ გ------- ჭ-------ას მეზობელი. 2002 წლის ზაფხულის პერიოდში, იმყოფებოდა სახლში და ჰყავდა სტუმრები, მათ შორის დ----- გ--–--–---–ი, რ----- ღ------ე და ნათესავი ირინა. მალევე მათ გაიგონეს ნასვამი გ------- ჭ-------ას ხმა, რომელიც ეძახდა ზ----- დ---–-------ეს. მოწმის განმარტებით, გ.ჭ-------ა ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში ხდებოდა საკმაოდ აგრესიული. ზ-----ი გავიდა გ------- ჭ-------ას სანახავად და შეაგვიანდა, რის გამოც ნ.ჭ-–----ე გავიდა შვილის მოსაძებნად. ქუჩაში მას შეხვდა გ.ჭ-------ა, რომელიც იჯდა და იგინებოდა. მოწმის განმარტებით, გ------- გაიქცა და მიაძახა, რომ ზ-----ს თავი ჰქონდა გატეხილი და იყო ჰოსპიტალში. სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ, ნ----- ჭ-–----ე შვილთან ერთად დაბრუნდა სახლში. ქუჩაზე არსებული სკვერიდან მათ შემოესმათ საშინელი ხმაური, ჩხუბის ხმა. ვინაიდან ზ-----ი თავს ცუდად გრძნობდა, მათ გადაწყვიტეს პირდაპირ სახლში შესვლა, თუმცა მანამდე ნ----- ჭ-–----ემ თვალი მოკრა, რომ წერნაკის ქუჩაზე გადაირბინა გ------- ჭ-------ამ, რომელიც იგინებოდა და მიდიოდა სკვერისაკენ. მოწმის ჩვენებით, შემდეგში შეიტყო, რომ მიღებული დაზიანებების შედეგად გ------- ჭ-------ა დაჭრილი იყო, დაჭრილი გ------- დ---–--ე კი მკურნალობდა ჰოსპიტალში.

 

მოწმე მ---- ჭ----ს ჩვენებით, არის გარდაცვლილ გ------- ჭ-------ას დედა. 2002 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 22 საათზე, გ.ჭ-------ა მივიდა სახლში ივახშმა და გავიდა უბანში. გ.ჭ-------ა ხშირად სტუმრობდა ზ----- დ---–-------ის ოჯახს და მეგობრობდა სხვა მეზობლებთანაც. გვიან ღამით, მეზობლისგან შეიტყო, რომ მისი შვილი - გ------- ჭ-------ა დაჭრილი იყო და მოთავსებული იყო სამხედრო ჰოსპიტალში. მ---- ჭ----ს განმარტებით, ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა საავადმყოფოში, მათი მისვლიდან 2-3 საათში კი გ------- გარდაიცვალა. როგორც მოწმისათვის შემდეგ გახდა ცნობილი, გ.ჭ-------ას კონფლიქტი მოსვლია ზ----- დ---–-------ესთან, შემდეგ კი - გ-------– კ--–------ესთან. მოწმისათვის ცნობილია, რომ დაჭრილი და ჰოსპიტალში მოთავსებული იყო ასევე გ------- დ---–--ე.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმე ლ---- ს----ის ჩვენებით (20.06.2002წ), 2002 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 24 საათისათვის, იმყოფებოდა სახლთან, თბილისში, რ-----–--ის ქუჩაზე. ქუჩის დასაწყისიდან შემოესმა ჩხუბისა და გინების ხმა, რის გამოც მივიდა შემთხვევის ადგილზე. სკვერში მისვლისას დაინახა, რომ ჩხუბობდნენ უბნელები, კერძოდ, გ---- კ--–------ე ეჩხუბებოდა გ--- ჭ-------ას. გ.კ--–------ის გვერდით იდგა მისი ძმა ლ---- კ--–------ე, რომელიც არ ერეოდა ჩხუბში. იქვე იმყოფებოდნენ უბნელები გ---- ბ-----ა, გ---- მ-------–---–ი და გ--------–--ე. ასევე რამდენიმე პიროვნება, რომელთა გარჩევაც ჭირდა სიბნელის გამო. მოწმემ გადაწყვიტა გაეშველებინა გ.კ--–------ე და გ.ჭ-------ა, რა დროსაც მათ ჩხუბში ჩაერთო გ--------–--ეც. გ.დ---–--ე თავიდან აშველებდა მათ, თუმცა შემდეგ კონფლიქტი დაიწყო უკვე გ.კ--–------ესა და გ.დ---–--ეს შორის. ხმაურის გამო ადგილზე შეიკრიბა მოსახლეობა და ცდილობდნენ მოჩხუბართა გაშველებას. როდესაც ლ.ს----ე მოჩხუბრებს აშველებდა, გ.ჭ-------ა მისი თვალთახედვის არიდან დაიკარგა. გ-------– კ--–------ემ გ--------–--ეს ჩხუბისას მიაძახა, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებდა და უმისამართოდ შეიგინა. აღნიშნული გინება გ.დ---–--ემ მიიღო საკუთარ თავზე და ხელი დაარტყა გ-------– კ--–------ეს, რის გამოც ეს უკანასკნელი დაეცა ძირს. მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა მოახერხა წამოდგომა და გ--------–--ესთან განაახლა ჩხუბი. მოწმის განმარტებით, კონფლიქტი ამოიწურა, თუმცა საით გაიქცა გ-------– კ--–------ე, არ დაუნახავს. განსასჯელის ძმასთან ერთად მოწმემაც დატოვა შემთხვევის ადგილი. ლ.ს----ის ჩვენებით, ქუჩაში საუბრობდა ლ.კ--–------ესთან, რა დროსაც მათთან მივიდნენ დ----- გ--–--–---–ი და რ----- ღ------ე და უთხრეს, რომ დაჭრილი გ.დ---–--ე ჰოსპიტალში იყო გადაყვანილი. ამ საუბრის დროს ქუჩაში გამოვიდნენ გ.ჭ-------ას ოჯახის წევრებიც, რომელთაც შეატყობინეს, რომ გ------- ჭ-------აც დაჭრილი იყო, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. მოწმის ჩვენებით, ჩხუბი მიმდინარეობდა ჯერ გ-------– კ--–------ესა და გ------- ჭ-------ას, შემდეგ კი გ-------– კ--–------ესა და გ------- დ---–--ეს შორის, შემთხვევის ადგილზე მყოფ არცერთ პირს კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია, მხოლოდ ჰქონდათ გაშველების მცდელობა. მოწმის ჩვენებით, დანა არ დაუნახავს, ვინაიდან სკვერში ბნელოდა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2002 წლის 19 ივნისს, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი - ქ.თბილისში, რ-----–--ის ქუჩაზე მდებარე სკვერი, რა დროსაც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი ან ნივთიერება ნანახი და ამოღებული არ ყოფილა.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №--- დასკვნის (ექსპერტი ხ---------–-ა) თანახმად:

 

· გ------- გ-------ს ძე ჭ-------ას სიკვდილის უშუალო მიზეზია სხეულის მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობა, განვითარებული გულმკერდის მარცხენა ნახევარში ნაჩხვლეტ ნაკვეთი ჭრილობით ელენთისა და მარცხენა თირკმლის დაზიანებით. სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებიდან გამომდინარე სიკვდილი დადგა 2002 წლის 19 ივნისს.

· გ.ჭ-------ას გვამზე აღენიშნებოდა გულმკერდის მარცხენა ნახევარში შუა აქსილარულ ხაზებზე მე-9 ნეკნის საპროექციო მიდამოში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა პირობითად №1 შემავალი მარცხენა პლევრის და მუცლის ღრუში დიაფრაგმის დაზიანებით, მარცხენა თირკმლის დაზიანებით. თავისუფალი სისხლი და სისხლის კოლტები მარცხენა პლევრის ღრუში 500 მლ-მდე, მუცლის ღრუში 150-მდ-მდე. სხეულის მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობა. არსებული დაზიანებანი მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებითა და მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას, რის შედეგადაც დადგა სიკვდილი. ხოლო გვამზე არსებული სხვა დაზიანებები - კვანძოვანი ნაკერებით გაკერილი ჭრილობები წარმოადგენს ქირურგიული ჩარევის შემდგომ კვალს. დაზიანების მიყენების დრო არ ეწინააღმდეგება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ საბუთებში მითითებულ თარიღს.

· გ.ჭ-------ას გვამზე არსებული ჭრილობის არხის მიმართულება მარცხნიდან მარჯვნივ, ზევიდან ქვევით, წინიდან უკან.

· გ.ჭ-------ას გვამიდან აღებული სისხლის ქიმიური გამოკვლევით მასში ალკოჰოლი არ აღმოჩნდა, ხოლო წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში მითითებულია, რომ სტაციონარში შესვლისას პირიდან აღენიშნება ალკოჰოლის სუნი.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №---- დასკვნის (ექსპერტი ი-----–----ე) თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს მიმღები პოლიკლინიკური გაერთიანების ფორმა №--- ამონაწერი №-----დან, მოქალაქე ზ----- ა---------–ის ძე დ---–-------ეს 2002 წლის 19 ივნისს გაუწიეს დახმარება და დაუდგინდა დიაგნოზი: დაჟეჟილი ჭრილობა თხემ-კეფის არეში მარცხნივ, თავის ტვინის შერყევა. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №-- დასკვნის თანახმად,გ------- გ-------ს ძე ჭ-------ას სისხლი მიეკუთვნება Oβ (I) ჯგუფს. წარმოდგენილ ნივთმტკიცებაზე - გ.ჭ-------ას პერანგზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Oβ (I) ჯგუფს (ექსპერტი მ.ავალიძე).

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №--- დასკვნის თანახმად, გ------- ჭ-------ას კუთვნილ პერანგზე აღინიშნება სამი დაზიანება - ობიექტები №1, №2, №3 (რომელთა განლაგება მითითებულია ექსპერტიზის გამოკვლევით ნაწილში). ობიექტი №1 განვითარებულია რაიმე ცალმხრივლესილი მჩხვლეტავი მჭრელი საგნის მოქმედებით და შეესაბამება გ.ჭ-------ას სხეულზე არსებულ ჭრილობა №1-ს. ობიექტები №2 და №3 განვითარებული არიან რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, მათი შესაბამისი დაზიანება გ.ჭ-------ას სხეულზე არ აღენიშნება.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №---- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი თბილისის რამიშვილის სახელობის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალის ავადმყოფის სამედიცინო ბარათი №----ის ჩანაწერებიდან გ-----------------ლის ძე დ---–--ე სტაციონალურ მკურნალობაზე იმყოფებოდა ზემოაღნიშნულ კლინიკაში 2002 წლის 19 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, დიაგნოზით: მუცლის წინა კედლის ნაკვეთი ბრმა შემავალი ჭრილობა ღვიძლის დაზიანებით. შინაგანი სისხლდენა. შოკი მეორე ხარისხის. დაზიანება მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავი- მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. ჭრილობის არხის მიმართულებაა წინიდან უკან. წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების ჩანაწერებში მითითებულია, რომ კლინიკაში შესვლისას პირიდან ასდის ალკოჰოლის სუნი (ექსპერტი თ.მჟავანაძე).

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ უტყუარად დადასტურდა გ-------– კ--–------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, კერძოდ:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს განზრახ მკვლელობას და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ქმედების განხორციელებას ყოველგვარი მაკვალიფიცირებელი გარემოებების გარეშე. მკვლელობის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ და შედეგი სიკვდილის სახით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დისპოზიცია კი დასჯად ქმედებად მიიჩნევს განზრახ მკვლელობის მცდელობას მაკვალიფიცირებელი გარემოების არსებობისას, კერძოდ, მკვლელობას ორი პირის მიმართ. აღნიშნული დანაშაულის განხორციელების აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს დანაშაულებრივი შედეგის დადგომა სიკვდილის სახით.

 

მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ გ.დ---–--ისა და კონფლიქტის უშუალო შემსწრე მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დადგენილია, რომ 2002 წლის 18 ივნისს გვიან ღამით, თბილისში, რ-----–--ის ქუჩაზე არსებულ სკვერში კონფლიქტი მოხდა ჯერ გ-------– კ--–------ესა და გ------- ჭ-------ას, ხოლო შემდეგ - გ-------– კ--–------ესა და გ------- დ---–--ეს შორის, სხვა არავინ ჩხუბში არ ჩარეულა და დაზარალებულებთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია, ამასთან საგანი (სავარაუდოდ დანა) მოწმეებმა დააფიქსირეს მხოლოდ განსასჯელის ხელში. მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ გ.კ--–------ემ რაღაც საგნიანი ხელი მოუქნია გ.ჭ-------ას, იმავე მოწმეთა ჩვენებებითა და დაზარალებულ გ.დ---–--ის განმარტებით კი დასტურდება, რომ სავარაუდოდ დანით მიაყენა დაზიანება განსასჯელმა გ.დ---–--ესაძეც. მოწმეთა ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებთან, რომელთა თანახმად, გ.დ---–--ეს აღენიშნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება - მუცლის წინა კედლის ნაკვეთი ბრმა შემავალი ჭრილობა ღვიძლის დაზიანებით, ხოლო გ.ჭ-------ას - გულმკერდის მარცხენა ნახევარში ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობით ელენთისა და მარცხენა თირკმლის დაზიანებით, რაც მიეკუთვნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას და მიზეზობრივ კავშირშია სიკვდილთან, ორივე შემთხვევაში ჭრილობები მიყენებულია მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის გამოყენებით.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები (დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, აგრეთვე ექსპერტიზის დასკვნები) 2002 წლის 18 ივნისს განვითარებული მოვლენების თანმიმდევრობა და გ.კ--–------ის ქმედებების გეგმაზომიერება, კონფლიქტისა და დაპირსპირების შედეგად, თანნაქონი მჭრელი თვისებების მქონე საგნით (სავარაუდოდ დანით) გ.ჭ-------ასა და გ.დ---–--ისათვის დაზიანებების მიყენება გ.კ--–------ის მიერ, ხსენებული დაზიანებების ხარისხი და ლოკალიზაცია, მთელი სიცხადით ადასტურებს გ-------– კ--–------ის განზრახვას, რომ შურისძიების მოტივით, სიცოცხლე მოესპო ორი მოწინააღმდეგისათვის, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მის ხელთ არსებული მჭრელი საგნით სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა ორივე მათგანს, რასაც მოჰყვა გ.ჭ-------ას სიკვდილი, გ.დ---–--ეს კი კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ.კ--–------ის მიმართ წარდგენილი კვალიფიკაცია გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე და სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, სწორია.

 

ლ.ს----ის წინასწარი გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების საჯაროდ გამოქვეყნების მართებულობასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს ევროსასამართლოს პრაქტიკაზე, სადაც არაერთ გადაწყვეტილებაშია დაფიქსირებული პოზიცია, რომ ძალზე ფრთხილად და სათანადო წინდახედულობით უნდა შეფასდეს იმ მოწმეთა ჩვენებები, რომელთა უშუალოდ დაკითხვის საშუალებაც ბრალდებულს არ ჰქონდა არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვის სტადიაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრალდება მთლიანად ან მეტწილად დაფუძნებულია ასეთი პირების ჩვენებებზე, თუმცა ასეთი ჩვენებების წაკითხვა თავისთავად არ ეწინააღმდეგება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---- ს----ის სასამართლო სხდომაზე დაკითხვა ვერ იქნა უზრუნველყოფილი ობიექტური მიზეზით (მოწმემ 2016 წლის 8 თებერვალს დატოვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი) და გამოძიებაში მიცემული ჩვენება საჯაროდ იქნა გამოქვეყნებული სასამართლო სხდომაზე, ამასთან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა სხვა მტკიცებულების გამოკვლევისა და გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ზ/აღნიშნული მოწმის ჩვენება არ იყო ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა გ.კ--–------ის მსჯავრდებისათვის, ამასთან მისი ჩვენების უტყუარობასა და სანდოობასთან დაკავშირებით არ არსებობს ეჭვები, ვინაიდან ჩვენება სრულ თანხვედრაშია მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და არ ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა უტყუარი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა გ-------– კ--–------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ განსასჯელს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, გ-------– კ--–------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის სანქციის ფარგლებში, 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა (სასჯელის დანიშვნის წესთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის №618აპ-16 გადაწყვეტილება), რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონი და გ-------– კ--–------ის მიმართ დანიშნულ სასჯელზე უნდა გავრცელდეს ამავე კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა გაუნახევრდეს და საბოლოოდ, მოსახდელად უნდა განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 495-496-ე, 498-ე, 503-ე, 507-509-ე, 512-ე, 523-ე მუხლებით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ-------– კ--–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (18.06.2002წ მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, გაუნახევრდეს და განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ გ-------– კ--–------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

განაჩენი მსჯავრდებულ გ-------– კ--–------ის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით, 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე: ნინო ნაჭყებია