განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2751-19
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია რობაქიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-----–----–---–----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი----- ბ--------- ძე ბ--–-–---–-, დაბადებული 1----–-–--------------, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ------–-----–--------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–----------------------------ში,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით ი---------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ი---------–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პ------------ 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მიუხედავად აღნიშნულისა, 2019 წლის 6 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თ---–--–--------------------------ში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს, ი---------–-–---–ი დედას - ნ----- ბ--–-–---–ს დაემუქრა მოკვლით. ნ----- ბ--–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და დახმარებისათვის მიმართა პოლიციას.
2019 წლის 7 მაისს, გამთენიის დაახლოებით 03:00 საათზე, ქ.თ---–--–--------------------------ში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს, ი---------–-–---–მა დედის - ნ----- ბ--–-–---–-ს მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ თავში ორჯერ ჩაარტყა ქურთუკი, რომელიც ხელში ეჭირა და ორივე შემთხვევაში ნ----- ბ--–-–---–მა ქურთუკის ელვაშესაკრავის თავში მოხვედრის გამო განიცადა ფიზიკური ტკივილი, ამის შემდეგ ი---------–-–---–მა ნ----- ბ--–-–---–ს ხელზე ძლიერად მოუჭირა ხელი და შემდეგ წააქცია საწოლზე. აღნიშნული ქმედებების გამო ნ----- ბ--–-–---–მა ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მხარეებმა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.
მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.
ი---------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.
სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის აღიარება წარდგენილ ბრალდებაზე, სრულად თავსებადია დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, ნ----- ბ--–-–---–-ს, ნ--------------ს, ნ-----------------–---–--, გ----------------ა და ჯ----------------- გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული საგნით, 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენით და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ი---------–-–---–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ი---------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმასჯულების განხორციელებას. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მას პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოება, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ემუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი---------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე -2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის; მასვე სასჯელის სახედ დაენიშნოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით;
ამავე მუხლისათვის, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, ი---------–-–---–ს 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით;
ამავე მუხლისათვის, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, ი---------–-–---–ს 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ი---------–-–---–ს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით; მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა, 2----–-–----------------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ი---------–-–---–ს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით და მასვე, 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
ი---------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 07 მაისიდან;
გაუქმდეს ი---------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა;
ნივთიერი მტკიცებულებები: ი---------–-–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული რკინის საგანი განადგურდეს კანონით დადგენილი წესით; 01(ერთი) ცალი ელექტრონული დისკი, რომელზეც განთავსებულია შემთხვეის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე :
/ლელა ნოზაძე/