გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210018002305860
№2/596-2018წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 ივნისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე
მოსარჩელე - შპს ,,ბ----–--------”
მოპასუხეები - სს ,,ქე----–----–-----ი“, სს ,,ენ-----ა“
მოსარჩელე შეგებებული სარჩელით - სს „ენ-----ა“
დავის საგანი - ხელშეკრულებიდან გასვლა, მიღებული ნასყიდობის საგნის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება.
შეგებებული სარჩელის დავის საგანი - ვალდებულების შესრულება, პირგასატეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ს/ს ,,ქე----–---–-----ს" შპს ,,ბ----–--------"-ის სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებებით მიღებული ნივთების/მომსახურების საფასურის 131 249.06 ლარის გადახდა;
1.2. ს/ს ,,ქე----–-----–------ა" უზრუნველყოს შპს „ბა---–--------“-ისათვის კონდენცირების სისტემის მოსაწყობად მიწოდებული საქონლის/ნივთების შემდეგი ნივთების დაბრუნება: 1. გარე ბლოკი M--------------------; 2. MI--------–--------–--------------------–-----------------A; 3. 4-----------------------------–-–-ა; 4. სპ--–---------–----.8----------------4---; 5. 1------------------------------–-–-ა; 6. სა------–-–-----–---------------------------C; 7. სპ--–---------–----.8----------------4---; 8. 1-----------------------------–-–-ა; 9. 15---------------------------–-–-ა; 10. სა------–-–-----–---------------------------C; 11. 12----------------------------–-–-ა; 12. შიდა ბლოკი კედლის, MRV -7.1-------------------A; 13. გარე ბლოკი MRV-40kv - AV14IMVESA; 14. VRF გარე ბლოკი MIDEA MDV -450(16)W/DRNI©; 15. გარე ბლოკი M--------------------; 16. გარე ბლოკი MRV-40kv - AV14IMVESA; 17. გარე ბლოკი MRV-45kv - AV16IMVESA; 18. სპ--–---------–----.8----------------4---; 19. სპილენძის მილი 19.05 ximm (3/4x1-0.504); 20. სპილენძის მილი მყარი 25x1.2mm; 21. სპილენძის მილი მყარი 42x1.5mm; 22. სპ--–---------–----.87 x1mm (5/8x1-0,4---; 23. 42/13 მმ კაუჩუკის თბოიზოლაცია; 24. 35/13 მმ კაუჩუკის თბოიზოლაცია; 25. 35/9 მმ კაუჩუკის თბოიზოლაცია; 26. 12/13 მმ კაუჩუკის თბოიზოლაცია; 27. შიდა ბლოკი კედლის, MRV -4.5 kv; +5kv AS162MGERA; 28. შიდა ბლოკი კედლის, MRV -45 kv; +5kv AS162MGERA; 29. შიდა ბლოკი არხული MDIEA MDV-D28T2/N1-DAS; 30. შიდა ბლოკი არხული MDIEA MDV-D36T2/N1-DAS; 31. VRF შიდა ბლოკი - კედლის MIDEA MDV-D45G/N1-S; 32. VRF შიდა ბლოკი - არხული MIDEA MDV-D45G/N1-BAS; 33. VRF შიდა ბლოკი - არხული MIDEA MDV-D71T2/N1-BA5; 34. შიდა ბლოკი არხული 30 ჰა. MRV -5.6 Kv +6.3 Kw AD182MSERA; 35. შიდა ბლოკი არხული 100/196 პა, MRV -14kv, +16w AD482MHERA; 36. შიდა ბლოკი არხული - სუფთა ჰაერის მომზადება 100/200 პა, MRV -22,6kw, +15kw AD722MPERA; 37. შიდა ბლოკი არხული 20 პა, MRV -3,6kv, +4w AD122MLERA; 38. შიდა ბლოკი არხული 20 პა, MRV -4,5kv, +5kw AD162MLERA; 39. შიდა ბლოკი არხული 30 პა, MRV -4,5kv, +5kw AD162MSERA; 40. შიდა ბლოკი არხული 30 პა, MRV -5,6kv, +6,3kw - AD182MSERA; 41. შიდა ბლოკი არხული 30 პა, MRV -7kv, +8kw AD242MSERA; 42. ცენტრალური კონტროლერი YCZ-A00- სენსორული ეკრანით; 43. ცენტრალური კონტროლერის მაკავშირებელი მოწყობილობა IGU05; 44. სპილენძის მილი 6,35x0.80mm (1/4x0.80-0.124); 45. სპილენძის მილი 12,7x0.90mm (1/2x0.90-0.297); 46. სპ--–---------–----,87x1mm (5/8x1-0.4---; 47. სპილენძის მილი მყარი 22x1mm; 48. სპილენძის მილი მყარი 25x1.2mm; 49. სპილენძის მილი მყარი 35x1.2(1.5)mm; 50. 6/9 მმ კაუჩუკის თბოიზოლაცია; 51. 12/13 მმ კაუჩუკის თბოიზოლაცია; 52. 1------------------------------–-–-ა; 53. 22/13 მმ კაუჩუკის თბოიზოლაცია; 54. 6/9 მმ კაუჩუკის თბოიზოლაცია; 55. 35/13 მმ კაუჩუკის თბოიზოლაცია; 56. 28/13 მმ კაუჩუკის თბოიზოლაცია; 57. შიდა ბლოკი - არხული 20პა MRV -4.5 kw; +5kv -AD162MLERA;
1.3. ს/ს ,,ენ-----ას" შპს ,,ბ----–--------"-ის სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებებით მიღებული ნივთების/მომსახურების საფასურის 37 473.63 ლარის გადახდა;
1.4. ს/ს ,,ქე----–---–-----ს" და ს/ს ,,ენ-----ას", შპს ,,ბ----–--------"-ის სასარგებლოდ დაევალოთ, მათ მიერ მოწოდებული/დამონტაჟებული კონდენცირების სისტემის დემონტაჟის განხორციელების დროს დემონტაჟის ადგილებზე დაზიანებების აღდგენა (პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის სამუშაოების შესრულება საკუთარი ხარჯით).
2. სს ,,ენ-----ას“ სასარჩელო მოთხოვნა (შეგებებული სარჩელით):
2.1. შპს „ბა---–--------“-ს სს „ენ-----ას“ სასარგებლოდ დაეკისროს ვალდებულების ძირი თანხა 24 592 აშშ დოლარის და 2469 ლარის და პირგასამტეხლო 7326 აშშ დოლარის ოდენობით;
2.2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელის პოზიცია:
2016 წლის დასაწყისიდან შპს ,,ბ----–--------"-ს, ს/ს ,,ქე----–----–-----ს" და ს/ს ,,ენ-----ას" შორის დაიწყო ბიზნესურთიერთობა, შპს ,,ბ----–--------"-ის საკუთრებაში არსებული სასტუმრო კომპლექს „ირ----–---ს“ გათბობა-კონდინცირების სისტემის მოწყობის მიზნით. 2016 წლის 22 იანვრიდან 2017 წლის 18 აპრილამდე პერიოდში, შპს „ბა---–--------“-მა ს/ს ,,ქე----–----–-----ი----ნ" შეიძინა 59 579.67 ლარისა და 46 766.27 აშშ დოლარის საქონელი/მომსახურება, გადაიხადა 47 100.41 ლარი და 39 186.89 აშშ დოლარი. ამავე პერიოდში, იგივე მიზნით, შპს ,,ბ----–--------"-მა ს/ს ,,ენ-----ი----ნ" შეიძინა 104 309.52 ლარის საქონელი/მომსახურება, საიდანაც გადაიხადა 59 0-0 ლარი. აღნიშნული საქონლისა და მომსახურების მიწოდებას კომპანიები ახორციელებდენ ეტაპობრივად და შესაბამისად, თანხის (საფასურის) გადარიცხვებიც ხორციელდებოდა ეტაპობრივად.
2017 წლის იანვარში უნდა დაესრულებინათ სასტუმრო ,,ირ----–---სა" და ამავე სასტუმროში მდებარე რესტორნის გათბობა-კონდენცირების სისტემა. მოპასუხეებისათვის ცნობილი იყო მოსაწოდებელი საქონლის/მომსახურების დანიშნულება. მიუხედავად ინფორმირებისა მათ მიერ განხორციელდა ისეთი საქონლის მოწოდება/მონტაჟი, რომელმაც ვერ უზრუნველყო შესაბამისი ფუნქციური დანიშნულების შესრულება.
მოპასუხეების მიერ მოწოდებული ნივთი/მომსახურება ვერ ასრულებს თავის ფუნქციურ დანიშნულებას. რის გამოც მოსარჩელემ მმოშალა ხელშეკრულება და ითხოვს ორმხრივ რესტიტუციას.
მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხე სს ,,ქე----–----–-----ის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებელი, რომლის თანახმად, სს „ქე----–----–-----მა“ მოსარჩელეს, ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მიაწოდა გათბობა-კონდიცირიბის სისტემის მოსაწყობი ტექნიკური აღჭურვილობა. მოსაჩელე ვერ ადასტურებს, რომ ნასყიდობის საგანი იყო ნივთობრივად უხარისხო. მოპასუხის განმარტებით მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სისტემის გამართული მუშაობა, არ გაწმინდა ფილტრები.
მოპასუხე სს „ენ-----ის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებელი. მისი განმარტებით, მოსარჩელე გადის ხელშეკრულებიდან და ითხოვს ორმხრივ რესტიტუციას, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით ხელშეკრულებიდან გასვლის ერთ-ერთი და უმთავრესი პირობა არის ის, რომ მეორე მხარის მიერ ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევა. ამასთან, ხელშეკრულების დარღვევა არ უნდა იყოს უმნიშვნელო, ის უნდა იყოს არსებითი და მნიშვნელოვნად უნდა არღვევდეს მხარის უფლებებს. შესაბამისად, იმისთვის, რომ მოსარჩელის მოთხოვნას დაკმაყოფილების რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს, აუცილებელია მან დაამტკიცოს მოპასუხის მიერ ხელშეკრულების არსებითი დარღვევის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, შპს „ბ----–--------“ ვერ ადასტურებს ხელშეკრულების ვერც არსებით და ვერც მნიშვნელოვან დარღვევას. მოსარჩელე ხელშეკრულებიდან გასვლის გზით ცდილობს ვალდებულების შესრულებისაგან თავის დაღწევას, თუმცა მას არ გააჩნია ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერი საფუძველი, ვინაიდან, მიწოდებული მომსახურება არ არის ნაკლის მქონე და შეესაბამება ნივთის/მომსახურების საშუალო ხარისხს.
2. სს ,,ენ-----ას“ სასარჩელო მოთხოვნა (შეგებებული სარჩელით):
2.1. დაეკისროს შპს „ბა---–--------“-ს სს „ენ-----ას“ სასარგებლოდ ძირი თანხა 24 592 აშშ დოლარის და 2469 ლარის, პირგასამტეხლოს 3663 აშშ დოლარის გადახდა;
2.2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელის სს ,,ენ-----ას“ (შეგებებული სარჩელით) პოზიცია:
სს „ენ-----ასა“ და შპს „ბა---–--------“-ს შორის გაფორმებული მიწოდებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 0--------- წლის ნარდობის ხელშეკრულების მიხედვით შეადგენდა -10185 აშშ დოლარს, შეუსრულებელი ვალდებულება - 7912 აშშ დოლარს, დარიცხული პირგასამტეხლო -2421 აშშ დოლარს. შესასრულებელი ვალდებულების ჯამური ღირებულება 28/12/2016 წლის ნარდობის ხელშეკრულების მიხედვით შეადგენდა -3250 ლარს, შეუსრულებელი ვალდებულება შეადგენს 2469 ლარს. შესასრულებელი ვალდებულების ჯამური ღირებულება 1------017 წლის ნარდობის ხელშეკრულების მიხედვით შეადგენდა -2511.20 აშშ დოლარს, შეუსრულებელი ვალდებულება - 1688 აშშ დოლარს, დარიცხული პირგასამტეხლო - 288 აშშ დოლარს. მოსარჩელემ ხელშეკრულება შეასრულა ჯეროვნად, ხოლო მოპასუხე დღემდე არ ასრულებს თავის ვალდებულებას და ჯამში გადასახდელი აქვს: ძირი თანხა 24 592 აშშ დოლარი და 2469 ლარი, პირგასამტეხლო 7326 აშშ დოლარი.
მოპასუხის (შეგებებული სარჩელით) პოზიცია:
მოპასუხე მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ძირითად სარჩელში აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის დასაწყისიდან შპს ,,ბ----–--------"-ს, ს/ს ,,ქე----–----–-----ს" და ს/ს ,,ენ-----ას" შორის დაიწყო ბიზნესურთიერთობა შპს ,,ბ----–--------"-ის საკუთრებაში არსებული სასტუმრო კომპლექს „ირ----–---ს“ გათბობა-კონდინცირების სისტემის მოსაწყობად. ამ მიზნით, შპს ,,ბ----–--------"-მა ს/ს ,,ქე----–----–-----ი----ნ" და ს/ს ,,ენ-----ი----ნ" შეისყიდა გათბობა-გაგრილების სისტემის მოსაწყობი ტექნიკური მოწყობილობები და გააფორმა ნარდობის ხელშეკრულებები, აღნიშნული სისტემის დამონტაჟების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტებები;
-სარჩლი, შესაგებლები.
3.1.2. 2016 წლის 28 აპრილს, გამყიდველს - სს „ქე----–----–------ს“ და მყიდველს - შპს „ბა---–--------“-ს (ს/კ 245442506) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება (კონსიგნაციის ხელშეკრულება) B----------. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სასაქონლო ზედნადებ N0-34----0- -ში მითითებული პროდუქცია. მიწოდებული საქონლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 13 388 აშშ დოლარს. ხელშეკრულების 2.4 მუხლით მყიდველი იღებდა ვალდებულებას ნასყიდობის საგნის ღირებულება გადაეხადა მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. მე-4 მუხლით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, კერძოდ, 4.1 მუხლის თანახმად, ნასყიდობის საგნის ღირებულების შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მყიდველი იღებდა ვალდებულებას გამყიდველისათვის გადაეხადა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 0.1 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ნასყიდობის (კონსიგნაციის) ხელშეკრულება B---------- (ტ. I, ს.ფ. 47)
-სასაქონლო ზედნადები Nელ-0-34----0- (ტ. I, ს.ფ. 95)
3.1.2. 2017 წლის 17 თებერვალს, ამავე მხარეებს შორის გაფორმდა კონსიგნაციის ხელშეკრულება, ხელშეკრულების საგანი იყო გარე ბლოკი, MRV-28kw, +31.5 kw (მაქს. 16 შიდა ბლოკი)- AV10NMVESA. ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენდა 10 297 ლარს. ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად, ნასყიდობის საგნის ღირებულების შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მყიდველი იღებდა ვალდებულებას გამყიდველისათვის გადაეხადა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 0.1 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-კონსიგნაციის ხელშეკრულება 1--0-/2---წ (ტ. I, ს.ფ. 48-49)
3.1.3. 2016 წლის 5 მაისს, გამყიდველს - სს „ენ-----ას“ და მყიდველს - შპს „ბა---–--------“-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანი იყო ხელშეკრულების დანართი N1-ით გათვალისწინებული პროდუქცია. ხელშეკრულების საერთო ღირებულება, დღგ-ს ჩათვლით, შეადგენდა 14 577.00 აშშ დოლარს. გადახდა უნდა განხორცილებულიყო მიმწოდებლის მიერ ყოველი სასაქონლო ზედნადების წარდგენის შესაბამისად 1 კალენდარული დღის ვადაში. ხელშეკრულების 4.1. მუხლით, პროდუქციის საფასურის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია დააკისროს დამკვეთს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან პროდუქციის მიწოდების ვადა გადაიწევს თანხის გადახდის ვადის პროპორციულად.
2016 წლის 30 მაისს, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილებების/დამატების შეტანის შესახებ. ცვლილების თანახმად, 2.1. მუხლით ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 15 667.00 აშშ დოლარი. მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2--- წლის 5 აპრილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მიწოდების ხელშეკრულება 0---------წ (ტ. II, ს.ფ. 163-165);
-შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილებების/დამატების შეტანის შესახებ 30.0--2016წ. (ტ. II, ს.ფ. 166);
3.1.4. 2016 წლის 6 მაისს, იმავე მხარეებს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება.
ხელშეკრულების 1.1. პუნქტით, შემკვეთის დავალებით მენარდე იღებდა ვალდებულებას თავისი პასუხისმგებლობით, ხარჯით, თავისი მასალითა და წინამდებარე ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობებით შეესრულებინა ამ ხელშეკრულების მეორე მუხლში აღნიშნული სამუშაოები, ხოლო შემკვეთი ვალდებულებას იღებდა წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით მიეღო და აენაზღაურებინა ეს სამუშაო.
ხელშეკრულების 2.1. პუნქტის შესაბამისად, შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენდა ქ. ბათუმში, ლ. ასათიანის ქუჩა N24-ში მდებარე შპს „ბა---–--------“-ის საკუთრებაში არსებულ ფართში სამუშაობის შესრულება, რაც ითვალისწინებს 42 ცალი შიდა ბლოკისა და 7 ცალი გარე ბლოკის მონტაჟს, ასევე შიდა და გარე ბლოკს შორის დაკავშირებული მილგაყვანილობის მონტაჟს.
4.1. პუნქტით შესრულებული სამუშაოების და მასალების ჯამური ღირებულება შეადგენდა 10 1-5.00 აშშ დოლარს დღგ-ს ჩათვლით, რომლის გადახდაც უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, ბოლო გადახდა უნდა განხორცილებული იყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში. ხელშეკრულების 8.3. შემკვეთის მიერ ამ ხელშეკრულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში მენარდეს უფლება აქვს მოსთხოვოს შემკვეთს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2016 წლის 30 მაისს, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილებების/დამატების შეტანის შესახებ. ცვლილების თანახმად, შესასრულებელი სამუშაოს ჯამური ღირებულება განისაზღვრა 13 000 აშშ დოლარით დღგ-ს ჩათვლით. მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2016 წლის 28 დეკემბერს. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შესრულება შეესაბამება მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ნარდობის ხელშეკრულება 0---------წ (ტ. II, ს.ფ. 182-184);
-შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილებების/დამატების შეტანის შესახებ 30.05.2016წ; (ტ. II, ს.ფ. 185);
-2016 წლის 28 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი (ტ. II, ს.ფ. 186);
3.1.5. 2016 წლის 29 ნოემბერს, ერთი მხრივ მენარდეს სს „ენ-----ას“ და მეორე მხრივ დამკვეთს შპს „ბა---–--------“-ს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება.
ხელშეკრულების 1.1. პუნქტით, შემკვეთის დავალებით მენარდე იღებს ვალდებულებას თავისი პასუხისმგებლობით, ხარჯით, თავისი მასალითა და წინამდებარე ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობებით შეასრულოს ამ ხელშეკრულების მეორე მუხლში აღნიშნული სამუშაობი, ხოლო შემკვეთი ვალდებულებას იღებს წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით მიიღოს და აანაზღაუროს ეს სამუშაოები.
ხელშეკრულების 2.1. პუნქტის შესაბამისად შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენს ქ. ბათუმში, გორგილაძის ქუჩა N9-ში მდებარე ფართში (ს/კ 05.22.30) გარე ბლოკი MRV AV10NMSETA-ის არსებულ სისტემაზე დაერთების სამუშაოების შესრულება. 4.1. პუნქტით შესრულებული სამუშაოების და მასალების ჯამური ღირებულება შეადგენს 13202.00 ლარს დღგ-ს ჩათვლით, რომლის სრულად გადახდის ვადად განისაზღვრა 2016 წლის 20 დეკემბერი. ხელშეკრულების 8.3. შემკვეთის მიერ ამ ხელშეკრულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში მენარდეს უფლება აქვს მოსთხოვოს შემკვეთს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ნარდობის ხელშეკრულება 29/11/2016წ (ტ. I, ს.ფ. 40-42);
3.1.6. 2--- წლის 13 თებერვალს, იგივე მხარეებს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება.
ხელშეკრულების 1.1. პუნქტით, შემკვეთის დავალებით მენარდე იღებს ვალდებულებას თავისი პასუხისმგებლობით, ხარჯით, თავისი მასალითა და წინამდებარე ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობებით შეასრულოს ამ ხელშეკრულების მეორე მუხლში აღნიშნული სამუშაობი, ხოლო შემკვეთი ვალდებულებას იღებს წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით მიიღოს და აანაზღაუროს ეს სამუშაოები. 3.4. მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან გონივრულ ვადაში დამკვეთი მიაწოდებდა მენარდეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალ ერთ ერთეულ გარე ბლოკს, MRV-28kw, +31.5 kw-AV10NMVESA.
ხელშეკრულების 2.1. მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. ბათუმში, ლ.ასათიანის ქუჩა N26-ში მდებარე ფართში MRV სისტემის მონტაჟის სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულების დანართი N1-ში აღნიშნული მასალით და ხელშეკრულების 3.4 პუნქტით გათვალისწინებული გარე ბლოკით.
4.1. პუნქტით შესრულებული სამუშაოების და მასალების ჯამური ღირებულება შეადგენდა 2 511.20 ლარს დღგ-ს ჩათვლით; ხელშეკრულების 8.3. შემკვეთის მიერ ამ ხელშეკრულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში მენარდეს ჰქონდა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ნარდობის ხელშეკრულება 1--0-.2---წ (ტ. II, ს.ფ. 190-192);
-ნარდობის ხელშეკრულების დანართი 1 (ტ. II, ს.ფ. 193);
-0--0-.2--- წ მიღება-ჩაბარების აქტი (ტ. II, ს.ფ. 195);
3.1.7. გარდა 3.1.2-3.1.6 პუნქტებში მითითებული ხელშეკრულებებისა, მხარეებს შორის ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულებები იდებოდა სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების გაფორმების გზით.
სს „ქე----–----–-----მა“ შპს „ბა---–--------“-ს, საერთო ჯამში, მიაწოდა 169756.6 ლარის საქონელი და 38307.38 ლარის მომსახურება.
სს. „ენ-----ამ“ შპს „ბა---–--------“-ს, საერთო ჯამში, მიაწოდა 6250--37 ლარის საქონელი და 41804.15 ლარის მომსახურება.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიიღო ნასყიდობის საგანი და შესრულებული სამუშაო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სასაქონლო ზედნადებები (ტ. I, ს.ფ. 64-161);
-ანგარიშფაქტურები(ტ. II, ს.ფ. 197-198);
3.1.8. 2017 წლის 11 ივლისს შპს „ბა---–--------“-ის დირექტორმა გოჩა ირემაძემ ელექტრონული წერილით მიმართა (შეატყობინა) სს „ქე----–----–-----ს“ და სს „ენ-----ას“ ხელშეკრულებიდან გასვლის, გადარიცხული თანხების დაბრუნებების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
-ელექტრონული შეტყობინება 2--- წლის 1-----–---
-მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას. ეს ნიშნავს მხარის ვალდებულებას წარმოადგინოს იმ ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებს თავის შესაგებელს. მხარეებს აწევთ დასადგენი ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, ანუ მტკიცების ტვირთი, ხოლო აღნიშნული ტვირთის რეალიზება ხდება სარჩელში, შესაგებელში, საქმის მოსამზადებელ სხდომაზე და რიგ შემთხვევებში საქმის განხილვის სხვა ეტაპზე, თუ ამ ფაქტობისა და მტკიცებულებების მიუთითებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. ამ პროცესუალური შესაძლებლობის გამოყენება, სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციური ბუნების გათვალისწინებით მთლიანად მხარის ნებაზეა დამოკიდებული. მართალია, მტკიცების ტვირთის პრინციპის საფუძველზე ფაქტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების მითითების შესაძლებლობის რეალიზაცია მხარის უფლებაა, თუმცა ამ უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა იწვევს ამ მხარისათვის არასახარბიელო მატერიალურ-სამართლებრივ სამართლებრივ შედეგს, მხარის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას.
მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების გაანალიზებისას სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს რომელი ფაქტი ან გარემოება შედის მტკიცების საგანში, რათა სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასება გააკეთოს მხოლოდ იმ ფაქტებისა და გარემოებების ირგვლივ, რომელთა დამტკიცება კონკრეტული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. (სუსგ საქმე Nას-1359-2018 02 ნოემბერი, 2--- წელი).
სასამართლო, საქმეში მხარეთა მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და ანალიზის შედეგად ადგენს იმ ძირითად სადავო ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთაც დავის გადაწყვეტისათვის აქვს მნიშვნელობა.
მოცემული სამართალურთიერთობის სახეა ნარდობა და ნასყიდობა, ხოლო დავის არსია მიწოდებული ნასყიდობის საგნის ნივთობრივი ნაკლის გამო, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა და რესტიტუცია. ასევე, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესრულებული სამუშაოს უხარისხობის გამო, ზიანის ანაზღაურება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.
მოსარჩელე ხელშეკრულებიდან გასვლის, შესყიდული პროდუქციის უკან დაბრუნების და თანხის დაკისრების ფაქტობრივ საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ ქ. ბათუმში, ლ-----------------------ში მდებარე „იარ----–--–ი“ დამონტაჟებული გათბობა-გაგრილების სისტემა არ მუშაობს დამაკმაყოფილებლად. სისტემის ცენტრალური პულტი ემსახურება მხოლოდ სამ სართულს, გათბობის სისტემა არ ფუნქციონირებს და სისტემის გაუმართაობა გამოწვეულია, როგორც სს „ენ-----ის“ მიერ განხორციელებული არასწორი სამუშაოებით, ისე სს “ქე----–----–-----ის" მიერ მიწოდებული პროდუქციის უხარისხობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ნარდობის მარეგულირებელი მატერიალურ სამართლებრივი ნორმების თანახმად (სსკ მუხლი 649, 652), შემკვეთის მიერ ნაკეთობის (სამუშაოს) მიღებამდე მენარდეს ეკისრება ნივთის უნაკლოობის მტკიცება, ხოლო სამუშაოს მიღების შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი შეტრიალდება (იან კროპჰოლერი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსი სასწავლო კომენტარი გვ. 479). ამდენად, მოცემულ დავაში, უხარისხო შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელია მოსარჩელე შპს „ბა---–--------“. ასევეა, განაწილებული მტკიცების ტვირთი ნაკლის მქონე ნივთის გაყიდვის შემთხვევაშიც (სსკ მუხლი 487), „მყიდველმა უნდა დაამტკიცოს, რომ ნივთობრივი ნაკლი გადაცემის მომენტში სახეზე იყო და მოგვიანებით ნივთის გამოყენების შედეგად არ წარმოშობილა. იმ შემთხვევაში, თუ ნაკლის გამომწვევი მიზეზი სადავოა, მყიდველმა უნდა დაამტკიცოს შესაბამისი ნაკლის სიმპტომის არსებობა“ (იან კროპჰოლერი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსი სასწავლო კომენტარი გვ. 314). შესაბამისად, ნასყიდობის საგნის ნივთობრივი ნაკლის მტკიცების ტვირთის მატარებელია შპს „ბა---–--------“.
3.2.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო საკუთარი პროცესუალური ვალდებულების რეალიზება და ვერ დაამტკიცა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სს „ქე----–----–-----ის“ და სს „ენ-----ას“ მიერ ნარდობის ხელშეკრულებების ფარგლებში შესრულებული სამუშაო/ნარდობის საგანი და ნასყიდობის ხელშეკრულებებით მიღებული პროდუქცია იყო ნივთობრივი ნაკლის მქონე და უხარისხო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172- მუხლით ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-? ?????? ????????? ????? , მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერიზის ცენტრის „ვე--------ს“ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნას N0----/------ (2--0--2---წ), რომლის თანახმად ცენტრის ექსპერტების მიერ, 2--- წლის 19-21 იანვარს, განხორციელდა ქ. ბათუმში, ლ. ასათიანის 26-ში მდებარე, შპს „ბა---–--------“-ის კუთვნის სასტუმრო „ირ----–--–ი“ გათბობა-გაგრილების სისტემის ინსპექტირტება, დათვალიერებული და შემოწმებული იქნა 2016 წლის დროის სხვადასხვა მონაკვეთში სს „ქე----–----–-----ი----ნ“ შეძენილი, ხოლო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე სს „ენ-----ას“ მიერ დამონტაჟებული გათბობა-გაგრილების (ცენტრალური კონდიცირების) სისტემა, ჩატარდა შერჩევითი ტესტირება, რის შედეგადაც დადგინდა:
"1. გათბობა-გაგრილების სისტემა არ მუშაობს დამაკმაყოფილებლად. Haier-ის მარკის სისტემის ცენტრალური პულტი ემსახურება მხოლოდ სამ სართულს. რესტორნის გათბობა-გაგრილების სისტემა არ მუშაობს."
მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტი დასკვნის პირველ პუნქტში ზოგადად აფასებს მთელი სისტემის მუშაობას, ამ პუნქტში მითითებულია მხოლოდ ცენტრალური პულტის მუშობაში არსებული ხარვეზი. დასკვნის ამ ნაწილიდან კონკრეტულად დგინდება ის გარემოება, რომ ნაწილობრივ არ მუშაობს პულტი.
"2. „ტესტირების საწყისი პირობებიდან: 20.01.18 გარე ტემპერატურა 8,50C და ოთახში 301-120C, ტემპერატურა ავიდა 200C-მდე ხუთ საათში. 20.01.18-21.01.18 გარე ტემპერატურა 140C და ოთახებში 301-150C, 302-160C, 30--170C, გოსტ 30494 „შენობები საცხოვრებელი და საზოგადოებრივი. მიკროკლიმატის პარამეტრებით“ დადგენილ 220C-მდე, ნორმების მიხედვით, ტემპერატურა ავიდა, 301-ში ხუთ საათში, 302-ში 200C-მდე ხუთ საათში, 30--ში კი 3.5 საათში.მიღებული შედეგები არ აკმაყოფილებს, ზამთრის სეზონში, სასტუმროს დატვირთულობიდან გამომდინარე ნორმებში 220C-მდე გათბობის ვადებს. მკაცრი ზამთრის პირობებში (-10C; -100C) არსებული გათბობა-გაგრილების (ცენტრალური კონდიცირების) სისტემა ვერ უზრუნველყოფს გათბობას (ტემპერატურა ვერ მიაღწევს 220C 24 საათში)."
ექსპერტების დასკვნის თანახმად, გარე ტემპერატურიდან 8,50C, გოსტ 30494 „შენობები საცხოვრებელი და საზოგადოებრივი. მიკროკლიმატის პარამეტრებით“ დადგენილ 220C-მდე, ოთახების ტემპერატურა ავიდა 3.5-5 საათში. რაც სასამართლოს აზრით, ცივი შენობის პირველადი გათბობის პერიოდის ნორმატიულად განსაზღვრული შეზღუდვის არარსებობის პირობებში, გონივრულ დროის მონაკვეთია. ამასთან, სასამართლო არ იზიარებს დასკვნის იმ შეფასებას, რომლის თანახმად: "მკაცრი ზამთრის პირობებში (-10C; -100C) სისტემა ვერ უზრუნველყოფს გათბობას, ტემპერატურა ვერ მიაღწევს 220C 24 საათში."
პირველ რიგში სისტემის ტესტირება არ მომხდარა ასეთ პირობებში და ექსპერტი მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამს და მეორეც-ბათუმის კლიმატისათვის -1-დან -10 გრადურამდე ზამთრის სეზონი არაატიპიურია და ტესტირების შედეგების შეფარდება აღნიშნულ კლიმატურ პირობებთან არაგონივრულია.
ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგ, მოპასუხეებმა წარადგინეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალტემპერატურული თბოფიზიკური პროცესების ცენტრის ხელმძღვანელის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის თბოენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის დეპარტამენტის პროფესორის ნო-----------–---–-ს შეფასება, რომელსაც წარედგინა შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერიზის ცენტრის „ვე--------ს“ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა N0----/------ (2--0--2---წ) და დაესვა კითხვა: შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერიზის ცენტრის „ვე--------ს“ მიერ რამდენად სრულყოფილად ჩატარდა კვლევა. წარდგენილი მასალები, ჩატარებული ტესტირება და მიღებული შედეგები იძლევა თუ არა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს რაც, N0----/------ (2--0--2---წ) ექსპერტიზის დასკვნაშია მოცემული.
სასამართლო იზიარებს აღნიშნული შეფასებით წარმოდგენილ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს რაიმე სტანდარტი (ნორმა), რომელიც ადგენს ცივი შენობის კომფორტულ ტემპერატურტამდე გასათბობად საჭირო ვადებს. შესაძლებელია მხოლოდ ვარაუდი ცივი შენობის პირველადი გათბობის გონივრულ ვადებზე, რაც, სასამართლოს აზრით, „ვე--------ს“ მიერ მიღებული შედეგების მიხედვით არ ირღვევა. „ვე--------ს“ დასკვნის თანახმად: "ვე--------ს" ექსპეტების მიერ დადგინდა, რომ შენობის 200C-მდე პირველადი გათბობის დრო 3.5 საათიდან 5 საათამდე მერყეობს.
სასამართლო იზიარებს ექსპერტს ნო-----------–---–-ს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ შენობის პირველადი გათბობა და შენობის თბოდანაკარგების კომპენსირება პირველადი გათბობის შემდეგ, სხვადასხვა კომპონენტია. მოცემული გათბობის სისტემების ძირითადი დანიშნულებაა მუშა რეჟიმზე (20-220C) გასვლის შემდეგ შენობის/სათავსოს თბოდანაკარგების კომპესირებაა. „ვე--------ს“ დასკვნა არ იძლევა პასუხს კითხვაზე უზრუნველყოფს თუ არა სისტემა თავის ფუნქციურ დანიშნულებას, სისტემის მუშა რეჟიმზე გასვლის შემდეგ. ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას არც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულება იძლევა.
იმავე ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით "ვე--------" ექსპერტები ასკვნიან, რომ „მკაცრი ზამთრის პირობებში (-10C; -100C) არსებული გათბობა-გაგრილების (ცენტრალური კონდიცირების) სისტემა ვერ უზრუნველყოფს გათბობას (ტემპერატურა ვერ მიაღწევს 220C 24 საათში). სასამართლო ამ შემთხვევაშიც იზიარებს შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბათუმის კლიმატური ზონისთვის ზამთრის ყველაზე ცივი დღე-ღამის გარე ტემპერატურად ითვლება -10C. ამდენად, კვლევის ჩამტარებელ ექსპერტებს -10C-დან -100C-მდე ტემპერატურა არამართებულად აქვთ აღებული.
სასამართლო, მოწმე ნო-----------–---–-ს ჩვენებაზე დაყრდნობით იზიარებს მოპასუხეთა პოზიციას და მიაჩნია, რომ შეძლებს თუ არა თავის ფუნქციურ დანიშნულებას გათბობის სისტემა -10C გარე ტემპერატურის არსებობისას, შესაძლოა დადგინდეს შენობის თბური კარგვების კოეფიციენტის განსაზღვრის შედეგად და იმის შეფასებით თუ რამდენად შეესაბამება დაყენებული აგრეგატების სიმძლავრეები შენობის თბურ კარგვებს.
მოცემულ შემთხვევაში "ვე--------ს" ექსპერტიზა ვერ იძლევა პასუხს შენობის თბოდანაკარგების შესახებ. სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ გათბობის სისტემის ვარგისიანობის დასადგენად აუცილებელია გაანგარიშდეს როგორია მაქსიმალური თბური კარგვები ამ შენობიდან გარემოში, საინჟინრო მეთოდიკის საშუალებით მოპოვებული მონაცემებზე დაყრდნობით. დადგინდეს შენობის თბოდანაკარგების კოეფიციენტები, შესაბამისად სისტემის ტექნიკური მაჩვენებლები და შენობის თბოდანაკარგების კოეფიციენი უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი ექსპერტული დასკვნა არ ასახავს შესრულებული სამუშაოს ხარისხის მაჩვენებელ მონაცემებს, იგი ვერ გახდება გათბობის სისტემის გაუმართაობის დასადგენი უტყუარი მტკიცებულება.
სასამართლო იზიარებს მოპასუხეების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სახეზე არ არის მიწოდებული პროდუქციის ნივთობრივი ნაკლი და ვალდებულებების ნაკლიანი შესრულება. შესაბამისად, ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უტყუარობას, სადავო საკითხთან მიმართებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერიზის ცენტრის „ვე--------ს“ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა N0----/------ (2--0--2---წ) (ტ. I, ს.ფ. 415-429);
-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალტემპერატურული თბოფიზიკური პროცესების ცენტრის ხელმძღვანელის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის თბოენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის დეპარტამენტის პროფესორის ნო-----------–---–-ს შეფასება 1-.--.2---წ;
- მოწმის სერგო მაისურაძის, ნო-----------–---–-ს ჩვენება
3.2.8. რაც შეეხება სს“ენ-----ას“ შეგებებულ სარჩელს, მხარეებს შორის სადავო არაა შეგებებულ სარჩელში მითითებული ძირითადი ფაქტობრივი გარემოებები - ხელშეკრულებების დადება, მათი შინაარსი, შესრულების ვადები, ღირებულება. ასევე, სადავოდ არ არის მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით) მიმართ მოპასუხის დავალიანება ძირითადი თანხის და პირგასამტეხლოს ოდენობა, სადაოა მხოლოდ თანხის გადახდის ვალდებულება, რადგან, მოპასუხის (შეგებებული სარჩელით) პოზიციით მიწოდებული პროდუქცია და შესრულებული სამუშაო იყო ნაკლის მქონე, რაც მისი მხრიდან ვერ იქნა დადასტურებული.
შპს „ბა---–--------“ შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის (შეგებებული სარჩელით) წარმომადგენელმა არაერთხელ განმარტა, რომ ვალდებულება არ შეასრულა იმის გამო, რომ მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთობრივად უნაკლო ნივთისა და შესრულებული სამუშოს გადაცემის ვალდებულება. რაიმე სახის შედავება მოპასუხეს მოსარჩელის არგუმენტების საწინააღმდეგოდ არ წარმოუდგენია.
ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს „ბა---–--------“-ის შეუსრულებელი ვალდებულებას სს „ენ-----ას“ წინაშე შეადგენს:
-0--------- წლის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე- 7912 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლო-2421 აშშ დოლარს;
-0--------- წლის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 14992 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 4617 აშშ დოლარს;
2--------- წლის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2469 ლარს;
1------017 წლის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1688 აშშ დოლარს, ხოლო პირგაამტეხლო 288 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-0---------წ ნარდობის ხელშეკრულება;
-0---------წ ნასყიდობის ხელშეკრულება;
-2--------- წლის ნარდობის ხელშეკრულება
-1------017 წ ნარდობის ხელშეკრულება
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ბა---–--------“-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სს „ენ-----ას“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შპს "ბა---–--------"-ს უნდა დაეკისროს დავალიანების ძირი თანხა, ხოლო პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 3663 აშშ დოლარით.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6.სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“. ( ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/0-). ამდენად, სასამართლო სამართლებრივად შეაფასებს მხოლოდ იმ ფაქტებს და გარემოებებს, რომლებიც საქმეში დადგენილია უდავო მტკიცებულებებით და აქვთ არსებითი მნიშვნელობა საქმის გადაწყვეტისათვის.
დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე შპს „ბა---–--------“ -მა, სასტუმროში გათბობა-გაგრილების სისტემის მოწყობის მიზნით, სს „ქე----–----–-----ი----ნ“ და სს „ენ-----ი----ნ“ იყიდა სისტემის მოწყობისათვის საჭირო ტექნიკა და მიიღო ამ სისტემის დასამონტაჟებლად შესრულებული სამუშაო. ამ მიზნით, შპს „ბა---–--------“ სა და მოპასუხეებს შორის სხვადასხვა დროს გაფორმდა ნასყიდობის და ნარდობის ხელშეკრულებები.
დავის საგანს წარმოადგენს აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებების ფარგლებში მყიდველისათვის მიწოდებული ნასყიდობის საგნის ნივთობრივი ხარისხი და ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ვარგისიანობა.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.
მოსარჩელის პოზიციით ნასყიდობის საგანი და შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება ნივთი ჩვეულებრივ, საშუალო ხარისხს. სს „ენ-----ას“ მიერ დაყენებული სისტემა ვერ გამოიყენა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნით, ნაკეთობა არ აკმაყოფილებს დროის კონკრეტულ მონაკვეთში (ზამთრის სეზონში გათბობა) ჩვეული ვარგისიანობის კრიტერიუმებს. სამუშაო მენარდის მიერ შესრულდა, თუმცა, ნაკეთობას ფუნქციური ვარგისიანობა აკლია. ამასთან, მოსარჩელე განმარტავს, რომ ნასყიდობიდან და ნარდობიდან გამომდინარე, მოპასუხეთა ვალდებულებები უნდა განიხილებოდეს, როგორც საერთო ვალდებულება, ვინაიდან, ხელშეკრულებების მიზანი იყო არა ნასყიდობის საგნის და შესრულებული სამუშაოს ცალკე-ცალკე უფლების ობიექტად მიღება, არამედ მათი გაერთიანება საბოლოო პროდუქტში.
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლზე, რომლის თანახმად გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამავე კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილით ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის თანახმად თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. 641-ე მუხლის პირველი ნაწილით ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
ორივე ტიპის ხელშეკრულებებში, ვალდებულების შესრულების უმთავრესი პრინციპია შეთანხმებული ხარისხის ნივთისა და შესრულებული სამუშაოს გადაცემა, ხოლო შეთანხმების არარსებობისას, ნასყიდობის საგანი/შესრულებული სამუშაო ვარგისი უნდა იყოს ჩვეულებრივი გამოყენებისათვის, ჰქონდეს ისეთი თვისებები, რომელიც საერთოა, მსგავსია ასეთი ტიპის შესრულების საგნებისათვის და რომელსაც ჩვეულებრივ მოელის მყიდველი/შემკვეთი.
მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა იმის მტკიცება, რომ ნასყიდობის საგანი და შესრულებული სამუშაო იყო ნივთობრივი ნაკლის მქონე ანუ ნასყიდობის საგნები უვარგისი იყო ფუნქციონალური დანიშნულების შესასრულებლად, ხოლო შესრულების საგანი, გათბობის სისტემა, ვერ უზრუნველყოფდა გათბობას. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ იმის დადგენა, გონივრულ ვადაში აღწევდა თუ არა ცივი შენობის ტემპერატურა მუშა ტემპერატურამდე, არამედ უზრუნველყოფდა თუ არა სისტემა თავის ფუნქციურ დანიშნულებას, მუშა რეჟიმზე გასვლის შემდეგ.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ცივი შენობიდან მუშა ტემპერატურამდე შენობის გათბობა, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ ვადაში, შეესაბამება სისტემის მიმართ შემკვეთის გონივრულ მოლოდინს და ამ თვალსაზრისით, ნაკეთობის დამაკმაყოფილებელ, ჩვეული გამოყენებისათვის ვარგის ნივთობრივ ხარისხზე მიუთითებს. რაც შეეხება სისტემის მუშა რეჟიმზე (20-220C) გასვლის შემდეგ შენობის თბოდანაკარგების კომპესირების და შესაბამისად, აღნიშნული რეჟიმის შენარჩუნების საკითხს, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით უტყუარად არ დასტურდება სისტემის მიერ აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შეუძლებლობა.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაყიდი ქონების ნივთობრივ ნაკლთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ორივე ტიპის ხელშეკრულებების საბოლოო მიზანია გათბობა-გაგრილების სისტემის მიღება, „მენარდე“ სამუშაოს ასრულებდა „შემკვეთის“ მასალითა და ხარჯით. შესაბამისად, იმისათვის, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის ნივთობრივი ნაკლი დადგინდეს, არაა საკმარისი მხოლოდ ნარდობის საბოლოო შედეგის უხარისხობაზე მითითება, არამედ მხარის ვალდებულებაა მიუთითოს ნასყიდობის საგნის ნივთობრივ ნაკლზე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა.
6.2. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლას. სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა, ხოლო 644-ე მუხლით ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე კოდექსის 352-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
ხელშეკრულებიდან გასვლის კანონიერი უფლება წარმოიშვება მხარეების მიერ ვალდებულების დარღვევის საფუძველზე და უფლებას აძლევს კრედიტორს გავიდეს ხელშეკრულებიდან აღნიშნულზე ნების გამოხატვის და ამ ნების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა მყიდველის/შემკვეთის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერი საფუძველი. შპს „ბა---–--------“ ხელშეკრულების მოშლის და მიღებული შესრულების უკან დაბრუნების ერთადერთ საფუძვლად უთითებს ნაყიდი ქონებისა და შესრულებული სამუშაოს ნივთობრივ ნაკლს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება.
მოპასუხეების მიერ შესრულებული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. ამასთან, მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა, რომ მიწოდებული ქონება/შესრულებული სამუშაო იყო უხარისხო. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. რაც შეეხება სს „ენ-----ას“ შეგებებულ სარჩელს. სასამართლო უთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის სს „ენ-----ას“ (შეგებებული სარჩელით) მიერ შესრულებული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები - მიეწოდა ნივთობრივად ნაკლის არმქონე ნივთი, მიეწოდა ნაკლის არმქონე შესრულება, ხოლო მოპასუხის მიერ არ გადახდილა ნარდობის საზღაური სრულად. შპს „ბა---–--------“-ის დავალიანებაა: ძირი თანხა 24 592 აშშ დოლარი და 2469 ლარი. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელი ძირი თანხის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.4. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა დადგენილ ვადაში. განსახილველ შემთხვევაში კი არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ითვალისწინებს სამუშაოთა ღირებულების დაგვიანებით გადახდის შემთხვევებში მოპასუხეზე სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს დაკისრებას. კერძოდ, მხარეები ყველა ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ ვადების დარღვევის შემთხვევაში, მენარდეს უფლება აქვს მოსთხოვოს შემკვეთს პირგასამტეხლო, გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას, მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა არაა დაკავშირებული მის გულგრილ ან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან ვალდებულების შესრულების მიმართ. მოპასუხე მიზანმიმართულად არ არიდებს თავს ვალდებულების შესრულებას, არამედ იმყოფება დავის რეჟიმში და ვალდებულების შესრულებას უკავშირებს, სწორედ, დავის დასრულებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა, ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს პირგასამტეხლოს განსაზღვრას გონივრულ ფარგლებში, რომელიც ვალდებულების ძირითად თანხასთან მიმართებაში, აშკარად შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ ჩააყენებს მოვალეს. იმისათვის, რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას. ანუ უფლება უნდა იქნეს გამოყენებული მართლზომიერად და კეთილსინდისიერად.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს 7326 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ არის გონივრულ შესაბამისობაში შეგებებული სარჩელით მოთხოვნილ ძირითად ვალდებულებასთან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა იქნება 3663 აშშ დოლარი, რაც შეესაბამება პირგასამტეხლოს იურიდიულ ბუნებას და სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილე პირების კეთილსინდისიერების პრინციპს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში ძირითადი სარჩელით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ბა---–--------“-ს სს „ენ-----ას“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შეგებებულ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 2159.62 ლარი, დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. დარჩენილი ნაწილი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად. ასევე, შპს „ბა---–--------“-ს სს „ქე----–----–-----ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით გადახდილი საექსპერტო მომსახურების ღირებულება 350 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განჩინებით (საქმე №2/596-1- ) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ,,ბ----–--------”-ის შუამდგომლობა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით:
- ყადაღა დაედო სს ,,ქე----–----–-----ის“ (ს/კ 2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე ქ. თ---–---------------------------------- N2--ში 1----0------- მოცულობის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ 0--1--01.-----60;
- ყადაღა დაედო სს ,,ქე----–----–-----ის“ (ს/კ 2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ქ-----------------------–-----–------------ N1--- ს/კ N0-.0-.2--0---
- ყადაღა დაედო სს ,,ქე----–----–-----ის“ (ს/კ 2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ბ------------------------ N---–- ს/კ 0--2--0-.0--;
-ყადაღა დაედო სს „ენ-----ას“ (ს/კ 4--------) საკუთრებაში რეგისტრირებულ მოძრავ ქონებას - სატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: მარკა „---------------------“ სახ. ნომერი -S------, ვინ კოდი–W----------------;
-ყადაღა დაედო სს „ენ-----ას“ (ს/კ 4--------) საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 20000 ლარის ფარგლებში, საქართველოში არსებულ ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებებში.
ასევე, დადგენილია, რომ დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 24 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №2/596-1- ) დაკმაყოფილდა სს „ენ-----ას“ შუამდგომლობა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით: შპს ,,ბ----–--------"-ს აეკრძალა საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების მდებარე:
- ქ. ბათუმი, ზურაბ გორგ--–-----------------------------------------
-ქ. ბ--------------------------–---------ა N9, ს/კ 05--------------------
გასხვისება, იპოთეკითა და სხვა სანივთო უფლებებით დატვირთვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინენის) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან შპს „ბა---–--------“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს. რაც შეხეება სს „ენ-----ას“ შეგებებულ სარჩელზე გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, იმის გათვალისწინებით, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, არ არსებობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 24 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი. აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში უნდა დარჩეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებამდე.
9. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი.
9.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები. იმავე მუხლის 11-ე ნაწილის გათვალისწინებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
მითითებული ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სასამართლოს უფლება აქვს მხარის თხოვნით, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საგამონაკლისო წესი დაადგინოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ისეთი ობიექტური გარემოებების არსებობის პირობებში, რომელთა დადგომამ შესაძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახადოს ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანი მიაყენოს.
განსახილველ შემთხვევაში შეგებებბული სარჩელის მოსარჩელე ვერ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის გადაუდებლობის აუცილებლობას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არის დაუსაბუთებული და მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ბა---–-------- “-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სს „ენ-----ას“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. დაეკისროს შპს „ბა---–--------“-ს სს „ენ-----ას“ სასარგებლოდ ვალდებულების ძირი თანხა 24592 აშშ დოლარი და 2469 ლარი, პირგასამტეხლო 3663 აშშ დოლარი;
4. დაეკისროს შპს „ბა---–--------“-ს სს „ქე----–----–-----ის“ სასარგებლოდ, სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, საექსპერტო მომსახურების ღირებულება 350 ლარი;
5. დაეკისროს შპს „ბა---–--------“-ს სს „ენ-----ას“ სასარგებლოდ შეგებებულ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 2159.62 ლარი, დარჩენილი ნაწილი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
6. შპს „ბა---–--------“-ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე სს „ენ-----ას“ ეთქვას უარი;
8. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის ვადაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს საშუალებით.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ირმა ტოგონიძე