გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.07.2019
საქმის ნომერი
330210018002765008
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
16.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№2/36184-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქ---თველოს სახელით

16 ი--–--ი, 2019 წელი თ---–ისი

 

შესავალი ნაწილი

 

თ---–ისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

 

მოსარჩელე - სს ,,დ--------ის ს-------–------ო კ-------ა ი---ო’’

წარმომადგენელი - ა------- პ---------ი

 

მოპასუხეები - ჯ----– ფ------–--ა, შპს ,,თ---– ქ---’’

შპს „თ---– ქ---“-ის წარმომადგენლები - გ------ი კ------–--ე, ს--–---- მ---ი

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეებისათვის სოლიდარულად სს ,,დ--------ის ს-------–------ო კ-------ა ი---ოს’’ სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მიზნით 1 425,00 ლარის გადახდის დაკისრება.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ 2--- წლის 13 ი--–--ს ქ. თ---–ისში, უ-------------ის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოპასუხე შპს ,,თ---– ქ---’’-ის საკუთრებაში არსებული ,,ფ------ის’’ მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებით (სარეგისტრაციო(სახელწიფო) #------) მოძრავი თანამოპასუხე ჯ----– ფ------–--ა შეეჯახა ,,ი---ოში’’ დაზღვეულ, შპს ,,ა---------------’’ კუთვნილ ,,მ---------ის’’ მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებას (სარეგისტრაციო(სახელმწიფო) #-------). შპს ,,ა---------------’’ კუთვნილ ,,მ---------ის’’ მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალების აღდგენითმა ღირებულებამ შეადგინა 1 691 ლარი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული ზიანის ოდენობამ, საბაზრო ფასების მხედველობაში მიღებით, შეადგინდა 1 425 ლარი. ,,ი---ომ’’ სრულად შეასრულა სად--------ო ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება და დამზღვევს 1 425 ლარის ოდენობით ზიანი აუნაზღაურა.

2. მოპასუხის პოზიცია

 

შპს „თ---– ქ---’’-ის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. შესაგებელში განმარტებულია, რომ, მართალია, ავტოსატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე ავტო-სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს შპს „თ---– ქ---“-ის საკუთრებას, მაგრამ იგი გადაცემულია სარგებლობაში საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე ინდ. მეწარმის ვალერიან გაბიცანაშვილის მფლობელობაში, ხოლო მოპასუხე ჯ----– ფ------–--ა წარმოადგენს მოიჯარე მძღოლის მინდობილ პირს, რის გამოც ამ უკანასკნელთ ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა მესამე პირების წინაშე.

 

მოპასუხე ჯ----– ფ------–--ას შესაგებელი არ წარმოუდგენია, არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2--- წლის 13 ი--–--ს ქ.თ---–ისში, უ-------------ის ქუჩაზე მოპასუხე შპს ,,თ---– ქ---’’-ის საკუთრებაში არსებული ფ------ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებით (სარეგისტრაციო(სახელწიფო) #------) მოძრაობისას, თანამოპასუხე ჯ----– ფ------–--ამ ვერ უზრუნველყო რა მოძრაობის უსაფრთხოება, მოახდინა შეჯახება ,,ი---ოში’’ დაზღვეულ შპს ,,ა---------------’’ კუთვნილ ,,მ---------ის’’ მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებაზე (სარეგისტრაციო(სახელმწიფო) #-------).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

საქ---თველოს შსს ინტერნეტ გვერდიდან ამონარიდი და სამართალდარღვევის საქმის მასალები (ს.ფ.13-18).

სსიპ საქ---თველოს შსს მომსახურების სააგენტოს ცნობა(ს.ფ 19)

 

3.1.2. შპს ,,ა---------------’’ კუთვნილი ,,მ---------ის’’ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზღვეული იყო სს ,,დ--------ის ს-------–------ო კ-------ა ი---ოში’’.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

ავტოსატრანსპორტო დ--------ის პოლისი (ს.ფ 20)

 

3.1.3. სს ,,დ--------ის ს-------–------ო კ-------ა ი---ომ’’ სრულად შეასრულა რა სად--------ო ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება აუნაზღაურა დამზღვევს 1 425 ლარის ოდენობით ზიანი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- სად--------ო შემთხვევის დარეგულირების აქტი და საგადასახადო დავალება (ს.ფ 24-25)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სადავოა მოპასუხე შპს „თ---– ქ---“-ის სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძვლები, რაზედაც სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი მოპასუხე ჯ----– ფ------–--ას მიმართ დასაბუთებულია და მის მიმართ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება მოპასუხე შპს „თ---– ქ---“-ის მიმართ მოთხოვნას დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 409-ე, 832-ე, 992-ე, 999-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქ---თველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან.

 

საქ---თველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

საქ---თველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი; ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოვალეობა არ გამოიყენება, როცა: ა ) ზიანდება გადასაზიდი ტვირთი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მგზავრს ეს ტვირთი თან მიაქვს; ბ ) ზიანდება სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ შესანახად მიღებული ნივთი; მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოვალეობა არ გამოიყენება, როცა ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი წარმოიშვა საავიაციო ტრანსპორტის ექსპლუატაციის დროს.

 

სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.

 

სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პი---დ კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული, თუმცა მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე _ არაპირდაპირი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახეზე გვყავს კვლავ „მფლობელი“ (არაპირდაპირი) და „მოსარგებლე“ (პირდაპირი მფლობელი).

 

სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი ითვალისწინებს გამონაკლისსაც - ნივთის იურიდიულ მფლობელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილები), მათ შორის მაშინაც, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა სხვა პირი, თუმცა ამ შემთხვევაში ვალდებული პირის დადგენა ხდება იმის მიხედვით, თუ რა გზით (იურიდიულად ნამდვილი უფლების საფუძველზე) აღმოჩნდა ნივთი მოსარგებლის ფაქტობრივი ბატონობის არეალში (ნორმის მე-4 ნაწილი). თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი), ამ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით მიაყენებს ზიანს სხვას, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება მას და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს.

 

საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება; ზიანი; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. შეიძლება ითქვას, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პი---დ კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული, თუმცა, მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე - არაპირდაპირი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახეზე გვყავს კვლავ „მფლობელი“ (არაპირდაპირი) და „მოსარგებლე“ (პირდაპირი მფლობელი) (იხ. სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი, ას#504-481-2---, 30/09/2---; ას#-39-38-10, 15/07/2010 წ.).

 

უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი).

 

საქ---თველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით - ,,სსკ-ის 992-ე მუხლით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, არც ავტომანქანის მესაკუთრეს და არც დამქი---ვებელს მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახ ან გაუფრთხილებლობით არ მიუყენებიათ ზიანი დაზარალებული მძღოლისათვის, შესაბამისად, თუკი არ არსებობს წინაპირობა, რომ ნივთის მესაკუთრე და დამქი---ვებელი მოქმედებდნენ, რათა ზიანი მიეყენებინათ დაზარალებული მძღოლისათვის, არ არსებობს ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის შედეგადაც დგება ზიანი, მაშასადამე, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა იმ პირისაგან, რომელსაც არ განუხორციელებია ქმედება და არ წარმოიშვება ასეთი პირის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. განსახილველ შემთხვევაში, მესაკუთრისა და დამქი---ვებლის დელიქტური მოქმედება არ არსებობს, შესაბამისად, ისინი ვერ აირიდებდნენ იმ ინციდენტს, რომელსაც მათთან არ აქვს კავშირი, რაც, მათ მიმართ, დაზარალებულის მოთხოვნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს გამორიცხავს...’’ ამავე განჩინებაში საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა პასუხისმგებელ პირთა წრეზე და განმარტა ,,საგზაო ინციდენტი გამოწვეული იყო მართვის უფლების არმქონე მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით. ამ უკანასკნელის ხელთ ავტომანქანა, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, აღმოჩნდა მეგობრისაგან, რომელსაც, თავის მხრივ, ასევე არამართლზომიერად ჰქონდა მამისგან (მფლობელისაგან) მიღებული დაქი---ვებული ავტომანქანა. ავტომანქანის მფლობელმა, თავისი მოქმედებით, ხელი შეუწყო ზიანის დადგომას, როდესაც დაქი---ვებული მანქანა, სიტყვიერი შეთანხმებით, გადასცა თავის შვილს, ამ უკანასკნელმა კი მეგობარს - მართვის უფლების არმქონე მძღოლს. შესაბამისად, ნივთის მესაკუთრისა და დამქი---ვებლის კავშირი დელიქტთან გამორიცხულია, ... სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ ავტომანქანის მფლობელის, მისი შვილისა და მართვის უფლების არმქონე მძღოლის ქმედებიდან, მაღალი ალბათობით, სარჩელის დაკმაყოფილება შეუძლებელია ავტომანქანის მესაკუთრისა და გამქი---ვებლის წინააღმდეგ. (იხ.სუსგ №ას-906-856-2015, 12 ნოემბერი, 2015 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში შეფასების საგანია გვაქვს თუ არა სახეზე შპს „თ---– ქ---“-ის, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროს - ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის, სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძველი.

 

სადავო არ არის გარემოება, რომ T----- სახელმწიფო ნომრით რეგისტრირებული მიკროავტობუსის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „თ---– ქ---“.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია შპს „თ---– ქ---“-სა (მეიჯარე) და ვალერიან გაბიცინაშვილს (მოიჯარეს) შორის 2--- წლის 08 თებერვალს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება #----, რომლითაც მეიჯარის საკუთრებაში არსებული ხელშეკრულების საგანი 2--- წლის გამოშვება M- კატეგორიის ავტობუსი -„F--- t------”, სახელმწიფო ნომრით T------ მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადაეცა. ხოლო მოიჯარემ თავის მხრივ #---- ხელშეკრულების საგანი მეიჯარის თანხმობით 2--- წლის 14 ი--–--ის მინდობილობის საფუძველზე დროებით სარგებლობაში გადასცა 5 წლის ვადით ჯ----– ფ------–--ას. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2--- წლის 13 ი--–--ს და არ არის სადავო გარემოება, რომ ჯ----– ფ------–--ა მართავდა იჯარის საგანს.

 

ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიციას მასზედ, რომ 2--- წლის 08 თ-------–ის ხელშეკრულება #---- წარმოადგენს არა იჯარის ხელშეკრულებას, არამედ შრომით ხელშეკრულებას. სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება არ შეიცავს შრომითი ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ უფლება-მოვალეობებს და იგი არ შეიძლება განხილულ იქნას შრომით ხელშეკრულებად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალების მფლობელად მიიჩნევა პირი, ვინც იურიდიული საფუძვლით ახორციელებს ამ ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული იჯარისა და ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, მესაკუთრის მხრიდან მფლობელობის გადაცემა იმგვარი იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებაა, რომელიც დელიქტური ვალდებულებისაგან ათავისუფლებს მომეტებული საფრთხის წყაროს მესაკუთრეს (სკ-ის 999.4 მუხლი), ამ შემთხვევაში შპს „თ---– ქ---“-ს. მფლობელს, ქვეიჯარის ხელშეკრულების იურიდიული საფუძვლით, წარმოადგენს ჯ----– ფ------–--ა, რომელიც ამავე დროს ფაქტობრივად მართავდა სატრანსპორტო საშუალებას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. შესაბამისად, შპს „თ---– ქ---“-ის ნივთი მოსარგებლის ფაქტობრივი ბატონობის არეალში აღმოჩნდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით (იჯარის ხელშეკრულებით), რომელსაც მფლობელობა მართლზომიერად ჰქონდა მოპოვებული, რაც გამორიცხავს ნივთის მესაკუთრის პასუხისმგებლობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე შპს „თ---– ქ---“-ს ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანისათვის 992-ე, 998-ე, 999-ე მუხლების საფუძველზე.

 

რაც შეეხება მოპასუხე ჯ----– ფ------–--ას მიმართ მოთხოვნას - მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა: 1. ზიანი - დადგენილია, რომ შპს ,,ა--------------’’ მიადგა ზიანი; 2. სახეზეა მართლწინააღმდეგობა - დადგენილია, რომ ჯ----– ფ------–--ამ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რაც გამოიხატა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენაში; 3. არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - რომ არა ჯ----– ფ------–--ას მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, არ დაზიანდებოდა ავტომობილი და შესაბამისად, შპს ,,ა--------------’’ არ მიადგებოდა ავტომობილის დაზიანებით მიყენებული ზიანი.

 

შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ჯ----– ფ------–--ას მიერ დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძვლით ზიანის ანაზღაურების ყველა წინაპირობა.

 

საქ---თველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიდან გამომდინარე, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, ზიანი პასუხისმგებელმა სუბიექტმა უნდა აანაზღაუროს სრულად. ამავე კოდექსის 409-ე მუხლი კი ადგენს შემდეგს: თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

6.2. დადგენილია, რომ მიყენებული ზიანის ანაზღაურება სს ,,დ--------ის ს-------–------ო კ-------ა ი---ოს’’ მიერ უკვე განხორციელებულია, რის შემდგომაც სად--------ო კ-------ას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება ზიანის ანაზღაურების მიზნით გადახდილი თანხის სუბროგაციის წესით ამოღებისა.

 

საქ---თველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.

 

აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სად--------ო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სად--------ო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სად--------ო კ-------ა (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სად--------ო კ-------ით (მზღვეველით) (იხ, სუსგ, 22 ივნისი, 2--- წელი, საქმე №ას-380-364-2---).

 

ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისაგან ზიანის ანაზღაურება. როგორც დადგენილია ფაქტობრივ გარემოებებში, მოსარჩელის მიერ დამზღვევს სრულად აუნაზღაურდა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული ზიანი 1 425 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს ზიანი უნდა აუნაზღაურდეს სრულად, მის მიერ გაწეული ზიანის ანაზღაურების ოდენობის ფარგლებში (1 425,00 ლარი) მოპასუხე ჯ----– ფ------–--ას მიერ.

7. საპროცესო ხარჯები

 

საქ---თველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

მოპასუხე ჯ----– ფ------–--ას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მომსახურების სააგენტოში გადახდილი სასამართლოს გარეშე ხარჯის - 21 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქ---თველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; მე-3, 53-ე, 1991-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,დ--------ის ს-------–------ო კ-------ა ი---ოს’’ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ჯ----– ფ------–--ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს - 1 425 ლარის ანაზღაურება.

 

3. სს ,,დ--------ის ს-------–------ო კ-------ა ი---ოს’’ სარჩელი მოპასუხე შპს ,,თ---– ქ---''-ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოპასუხე ჯ----– ფ------–--ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მომსახურების სააგენტოში გადახდილი - 21 ლარის ანაზღაურება.

 

5. მოპასუხე ჯ----– ფ------–--ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით - 50 ლარის ანაზღაურება.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–ისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თ---–ისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–ისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თ---–ისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–ისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე