გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2-556-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ივლისი 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი სალომე არევაძე
მოსარჩელე- შპს ,,ევ-------------- +’’
მოსარჩელის წარმომადგენელი- გი---------------ა
მოპასუხე- გი-----------------ე
მოპასუხის წარმომადგენელი- და------------------–---–ი, მა------–---------–---ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
aRwerilobiTi nawili
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე გი-----------------ეს შპს ,,ევ-------------- +’’-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 3035.14 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1501 აშშ დოლარი, სარგებელი- 965.64 აშშ დოლარი, ჯარიმა- 30 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო- 538.5 აშშ დოლარი.
1.2. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში მითითებულია, რომ 2016 წლის 27 იანვარს შპს ,,ევ-------------- +’’-ს და გი-----------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება # 12-----რ, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა სესხი 1800 აშშ დოლარის ოდენობით, ყოველთვიურად 5 %-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა გიორგი გელავას კუთვნილი ავტომობილი: მერსედეს-ბენც ვ 230. მოპასუხეს მიღებული თანხა და სარგებელი უნდა დაებრუნებინა 36 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 109 აშშ დოლარის გადახდით.
მოსარჩელის განმარტებით, გი-----------------ის მიერ გადახდილი იქნა 12 თვის კრედიტი, თუმცა მომდევნო თვეებში არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მას თანხა გადახდილი არ აქვს. სარჩელის აღძვრის მომენტისათვის გი-----------------ის დავალიანება შეადგენს 3035.14 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1501 აშშ დოლარი, სარგებელი- 965.64 აშშ დოლარი, ჯარიმა- 30 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო- 538.5 აშშ დოლარი
სარჩელში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 16 თებერვალს გი-----------------ეს გაეგზავნა შეტყობინება დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის შესახებ, თუმცა მის მიმართ აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ევ-------------- +’’-ის მოთხოვნას წარმოადგენს:
1. მოპასუხე გი-----------------ეს შპს ,,ევ-------------- +’’-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 3035.14 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1501 აშშ დოლარი, სარგებელი- 965.64 აშშ დოლარი, ჯარიმა- 30 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო- 538.5 აშშ დოლარი.
2. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლო სხდომაზე შპს ,,ევ-------------- +’’-ის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მოხსნა მოთხოვნა მოპასუხისათვის ჯარიმის სახით 30 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, რაც შეეხება პირგასამტეხლოს, იგი შეამცირა 300 აშშ დოლარამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
2019 წლის 25 ივლისს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, გი-----------------ის წარმომადგენელმა მა------–---------–---მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, სესხის ძირი თანხის და სარგებლის ნაწილში, რაც შეეხება პირგასამტეხლოს, მიიჩნია, რომ იგი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 27 იანვარს შპს ,,ევ-------------- +’’-ს და გი-----------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება # 12-----რ, რომლის მოპასუხეზე გაიცა სესხი 1800 აშშ დოლარის ოდენობით, ყოველთვიურად 5 %-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა გიორგი გელავას კუთვნილი ავტომობილი: მერსედეს-ბენც ვ 230. მოპასუხეს მიღებული თანხა და სარგებელი უნდა დაებრუნებინა 36 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 109 აშშ დოლარის გადახდით.
მტკიცებულება: სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება
3.1.2. გი-----------------ემ დაარღვია 2016 წლის 27 იანვარს გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და 2018 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 3035.14 აშშ დოლარის ოდენობით. მტკიცებულება: ცნობა დავალიანების შესახებ 3.1.3. 2018 წლის 16 თებერვალს გი-----------------ეს გაეგზავნა შეტყობინება დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის შესახებ, თუმცა მოპასუხეს არ შეუსრულებელია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მტკიცებულება: მხარის ახსნა-განმარტება, მიმართვა
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის.
samotivacio nawili
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხემ შპს ,,ევ-------------- +’’-ის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია, რომ მხარეებს შპს ,,ევ--------------+''-ს და გი-----------------ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად შპს ,,ევ--------------+''-ს წარმოეშვა მსესხებლისათვის თანხის გადაცემის ვალდებულება, ხოლო მსესხებელს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება. მოსარჩელის მიერ სრულყოფილად შესრულდა ნაკისრი ვალდებულება და გაიცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, მსესხებლის მიერ არ შესრულდა ფულადი ვალდებულება შესრულებისათვის დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
განსახილველ შემთხვევაში მოვალის მიერ ვალდებულების შესასრულებლად დამატებით განსაზღვრულ ვადაშიც არ შესრულდა ვალდებულება, როგორც ხელშეკრულების, ასევე კანონის შესაბამისად შპს ,,ევ-------------- +'' უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისათვის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის- 1501 აშშ დოლარის დაკისრება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
დადგენილია, რომ მოპასუხეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულება, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მსესხებლის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტის გადახდა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის პროცენტის სახით 965.64 აშშ დოლარის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებლის/მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფიქსირებული ჯარიმის/პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით -200 აშშ დოლარი.
6.4. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი პუნქტის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, ამასთან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელე შპს ,,ევ-------------- +’’-ს უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 224.77 ლარიდან ნაწილი - 217.35 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 260-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს მისო ,,ევ--------------+''-ის სარჩელი მოპასუხე გი-----------------ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე გი-----------------ეს შპს მისო ,,ევ--------------ის'' სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2666.64 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია- 1501 აშშ დოლარი, სარგებელი- 965.64 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო- 200 აშშ დოლარი.
3. მოსარჩელე შპს მისო ,,ევ--------------ს''უკან დაუბრუნდეს 2018 წლის 22 თებერვალს საგადახდო დავალება #1519----94 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან-224.77 ლარიდან ნაწილი- 217.35 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22;
4. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი