გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N2-324-19
130210019002958948
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25.07.2019 წ. ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანიქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე: შ-------–ი"
წარმომადგენელი:კ-----------------–-–--ლი, შ-------------ძე, ლ-------------–--ლი
მოპასუხე: ქ-----–ის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი: ინგა ეკალაძე
დავის საგანი: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი 2018 წლის 02 ოქტომბერს ქ-----–ის მუნიციპალიტეტის მერიასა და შ-------–ს" შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N125 ხელშეკრულების მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის თანახმად პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა დეტალური ტექნიკური დავალებით განსაზღვრული სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების 0.02 პროცენტის ოდენობით და მოხდეს აღნიშნული პუნქტის კორექტირება. კერძოდ, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვროს შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 0.02%-ის ოდენობით.
1.2. გაუქმდეს ქ-----–ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შპს ხ--–ის მიმართ არასწორად დარიცხული პირგასამტეხლო 43 446 ლარის ოდენობით და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის გადახდა, 43446 ლარის ოდენობით.
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს:
ქ-----–ის მუნიციპალიტეტის მიერ 2019 წელს განხორციელებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, ნაპირდამცავი ან/და ნაპირსამაგრი ნაგებობების, სახიდე გადასასვლელების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, ასევე სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის (N-----------) საფუძველზე, ქ-----–ის მუნიციპალიტეტის მერიასა და შ-------–ი"-ს შორის 2018 წლის 02 ოქტომბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N125. მოსარჩელის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წარდგენილი იქნა საბანკო გარანტია 6000,50 ლარის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 120 010 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ასევე განისაზღვრა პროექტირებას დაქვემდებარებულ თითოეულ ობიექტზე მომსახურების ღირებულება, რაც შეადგენდა მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის გადაცემული დასრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების ღირებულების 2,4002 პროცენტს. N125 ხელშეკრულებით ასევე განისაზღცრა მომსახურების გაწევის ვადა, რომლის მიხედვით მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება განხორციელებულიყო 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. თითოეულ ობიექტზე მომსახურების გაწევის ვადები განისაზღვრა დეტალური ტექნიკური დავალებით, რომელსაც მიმწოდებელს გადასცემდა შემსყიდველი ორგანიზაცია. მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 06 ნოემბრის N04/4902 წერილით შ-------–ს" ხსენებული ხელშეკრულების ფარგლებში 2018 წლის 29 ნოემბერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიეწოდა ქ-----–ის მუნიციპალიტეტში 2018 წელს განსახორციელებელი ასფალტირების სამუშაოებისათვის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ჩამონათვალი ტექნიკურ დავალებასთან ერთად, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, რისთვისაც მოპასუხის მხრიდან განსაზღვრული იქნა კონკრეტული ვადები. კერძოდ, ფ–-----------------------–-----------------------ს სკოლამდე -საბავშვო ბაღამდე გზის მონაკვეთი და ა-----------ის და ა-----ის გზების ასფალტირების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების ბოლო ვადად განისაზღვრა 2019 წლის 15 იანვარი, ხოლო დანარჩენი ობიექტების-2019 წლის 15 მარტი.
ქ-----–ის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 17 დეკემბრის N04/5794 წერილით, და 2018 წლის 06 ნოემბრის N04/4902 წერილის დამატებით, მოსარჩელე მხარეს გაეგზავნა გზების კორექტირებული ვარიანტი, რომლის მიხედვით შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან ჩანაცვლებული იქნა ა-----ის გზის მონაკვეთი, ა----–------–-----------ის გზის მონაკვეთით.
სამუშაოების შესრულების ეტაპზე გამოვლინდა, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული გზების ჩამონათვალში მითითებული 11 ობიექტის საერთო სიგრძე შეადგენდა 23,8კმ-ს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში კი შესაძლებელი იყო მხოლოდ 10 კმ-დე გზების რეაბილიტაცია. აღნიშნულის გამო მხარეთა მიერ დაზუსტებული იქნა გზების მონაკვეთების ჩამონათვალი, რომლებზეც მიმწოდებელს უნდა შეედგინა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. ესენია: ფ–-----------ის, ა-------–--------------ს და ა----–------–-----------ის ასფალტირება.
მოსარჩელის მიერ კეთილსინდისიერად და ჯეროვნად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 2019 წლის 05 თებერვალს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წარდგენილი იქნა ფ–-----------ის საავტომობილო გზის ასფალტირების სამშენებლო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაცია ხელშეკრულების შესაბამისად, შემსყიდველის მიერ ინსპექტირების მიზნით ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაეგზავნა შპს "ო-------–--------"-ს. ექსპერტიზის პროცედურების ჩატარების პერიოდში შპს ო-------–--------"-ის მიერ ეტაპობრივად, მითითებული მცირედი შენიშვნების გათვალისწინება და კორექტირება მოსარჩელის მიერ განხორციელდა შენიშვნის მიღებიდან 2-5 დღის განმავლობაში. შესაბამისად, შპს ო-------–--------"-ს მხრიდან გაცემული იქნა დადებითი დასკვნა შპს ხ--–ის მიერ შედგენილ სოფ. ფ–-----------ის სააავტომობილო გზის ასფალტირების სამშენებლო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე, რომელიც შპს ო-------–--------"-ის მიერ 2019 წლის 01 აპრილს წარდგენილი იქნა მოპასუხისათვის.
ფაქტობრივად შპს"ხ--–ის" მიერ 2018 წლის 02 ოქტომბერს N125 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 69 519.86 ლარს. აღნიშნული თნხიდან მოხდა 10%-ის დაკავება ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხოლო დარჩენილი ნაწილის, კერძოდ 62 567,87 ლარის ნაცვლად მოპასუხის მიერ ანაზღაურებული იქნა 19,121,87 ლარი. ანუ პირგასამტეხლოს სახით დაკავებული იქნა 43 446 ლარი, რაც არის შეუსაბამოდ მაღალი და კაბალური. მისი დარიცხვა განხორციელდა უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად. შესაბამისად უნდა გაუქმდეს პირგასამტეხლო და მოპასუხეს დაეკისროს შესრულებული სამუშაოს ღირებულების სრულად გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
ქ-----–ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა შ-------–ის" მიერ მართალია საპროექტო დოკუმენტაცია წარდგენილი იქნა 2019 წლის 05 თებერვალს, რაც მაშინვე გადაეგზავნა ზედამხედველ კომპანიას, თუმცა ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების ჩაბარება უნდა მომხდარიყო მხოლოდ შპს "ო-------–ის" მიერ დადებითი დასკვნის წარდგენის შემდეგ. შსაბამისად ის ფაქტი, რომ მხარემ 2019 წლის 5 თებერვალს წარადგინა მოთხოვნილი პროექტიდან მხოლოდ ერთი პროექტი, ფ–-----------ის გზის ასფალტირებაზე- უკვე წარმოადგენს ვადების დარღვევას. ხელშეკრულების პირობების მიხედვით მუნიციპალიტეტისათვის დასრულებული საპროექტო დოკუმენტაცია ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად წარდგენილი უნდა ყოფილიყო 15 იანვარს. შესაბამისად ვინაიდან პირველ აპრილს წარადგინა მხარემ საპროექტო სამუშაოების სრული დოკუმენტაციით ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად -ორგანიზაციას დაუფიქსირდა 75 დღის ვადაგადაცილება, შესაბამისად განესაზღვრა პირგასამტეხლოც ხელშეკრულების პირობიდან გამომდინარე. საბოლოოდ, სრულყოფილი პროექტი წარდგენილი იქნა 2019 წლის 01 აპრილს. ქ-----–ის მუნიციპალიტეტის სარემონტო სამუშაოების მიმღები კომისიის მიერ მიღებული 2019 წლის 03 აპრილის N21 დასკვნის შემდეგ გაფორმდა სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი და სწორედ აღნიშნულ დასკვნაში დაფიქსირდა ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა 75 დღე და შესრულებული სამუშაოს ღირებულება 69 519 ლარი. ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გახდა ცნობილი მოსარჩელე მხარისათვის რომ ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო დაერიცხებოდა შეთანხმებული ოდენობით და ამ მიმართებით სასარჩელო მოთხოვნა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. მოპასუხემ დაადასტურ, რომ შ-------–მა " ორ პროექტზე, ატოცი-გულიკაანთკარის გზის მონაკვეთზე 2019 წლის 04 მარტს და ა-------–--------------ს გზის მონაკვეთზე 11 მარტს წარუდგინა ქ-----–ის მუნიციპალიტეტის მერიას პროექტები, რაც დღეის მდგომარეობით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში დასკვნისათვის.
4. ფაქტობრივი გარემოებები.
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. ქ-----–ის მუნიციპალიტეტის მიერ 2019 წელს განხორციელებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, ნაპირდამცავი ან/და ნაპირსამაგრი ნაგებობების, სახიდე გადასასვლელების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, ასევე სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის (N-----------) შედეგების საფუძველზე, ქ-----–ის მუნიციპალიტეტის მერიასა და შ-------–ი"-ს შორის 2018 წლის 02 ოქტომბერს გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N125, რომელსაც დანართის სახით თან ერთვის და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ფასების ცხრილი-დეტალური ტექნიკური დავალება, ზოგადი ტექნიკური დავალება და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, რომელიც მოსარჩელის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წარდგენილი იქნა საბანკო გარანტია 6000,50 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი,-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ2018 წლის 02 ოქტომბრის ხელშეკრულება N 125 )
- ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია. NPE43201-18
-ფასების ცხრილი (დანართი N2. დანართი N2)
4.1.2.ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები.
-ხელშეკრულება N125.
4.1.3. ქ-----–ის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 06 ნოემბრის 0----- წერილით შ-------–ი"-ს N125 ხელშეკრულების ფარგლებში 2018 წლის 29 ნოემბერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიეწოდა ქ-----–ის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ასფალტირების სამუშაოებისთვის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ჩამონათვალი ტექნიკურ დავალებასთან ერთად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, რისთვისაც მოპასუხის მხრიდან განსაზღვრული იქნა კონკრეტული ვადები. კერძოდ, ფ–-----------------------–-----------------------ს სკოლამდე -საბავშვო ბაღამდე გზის მონაკვეთი და ა-----------ის და ა-----ი გზების ასფალტირების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების ბოლო ვადად განისაზღვრა 2019 წლის 15 იანვარი, ხოლო დანარჩენი ობიექტების-2019 წლის 15 მარტი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები.
-N125 ხელშეკრულება
-ქ-----–ის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 06 ნოემბრის N04/4902 წერილი
-ქ-----–ის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 17 დეკემბრის N04/5794 წერილი
-ამონაბეჭდი ელექტრონული ფოსტიდან.
4.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. მოსარჩელის მიერ კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 2019 წლის 05 თებერვალს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წარდგენილი იქნა ფ–-----------ის საავტომობილო გზის ასფალტირების სამშენებლო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაცია ხელშეკრულების შესაბამისად, შემსყიდველის მიერ ინსპექტირების მიზნით ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაეგზავნა შპს ო-------–--------"-ს, რომლის დასკვნა 2019 წლის 01 აპრილს იქნა წარდგენილი იქნა მოპასუხისთვის
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- შ-------–ის"-ს 2019 წლის 05 თებერვლის წერილი N10/20
-ქ-----–ის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 05 თებერვლის N04/564 წერილი.
-შ-------–ი"-ის 2019 წლის 01 აპრილის N29/20 წერილი.
4.2.2. მხარეთა შორის 2019 წლის 03 აპრილს გაფორმებული იქნა მიღება ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით შ-------–ი"-მ (მიმწოდებელმა) დაასრულა და ქ-----–ის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემსყიდველმა) მიიღო N125 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფ–-----------ის სააავტომობილო გზის ასფალტირების სამშენებლო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების დასრულებული სამუშაოები, ღირებულებით 69519.86 ლარი. ამავე დასკვნით დადგინდა ვადაგადაცილება 75 დღით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 03 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტი N17
-ქ-----–ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესრულებული სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმღები კომისიის 2019 წლის 03 აპრილის N21 დასკვნა.
4.2.3. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებლის მიერ პროექტირებას დაქვემდებარებულ კონკრეტულ ობიექტზე მიღებული დეტალური ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დეტალური ტექნიკური დავალებით განსაზღვრული სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების 0.02 პროცენტის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა განმარტება
-N125 ხელშეკრულება
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ”ხ--–ი”-ს სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე,420-ე, 629-ე, 653-ემუხლებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე 105-ე, მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ-----–ის მუნიციპალიტეტის მიერ 2019 წელს განხორციელებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, ნაპირდამცავი ან/და ნაპირსამაგრი ნაგებობების, სახიდე გადასასვლელების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, ასევე სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, ქ-----–ის მუნიციპალიტეტის მერიასა და შ-------–ი"-ს შორის, 2018 წლის 02 ოქტომბერს გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N125. ხელშეკრულების თანახმად მოპასუხის მხრიდან განსაზღვრული იქნა კონკრეტული ვადები. კერძოდ, ფ–-----------------------–-----------------------ს სკოლამდე -საბავშვო ბაღამდე გზის მონაკვეთი და ა-----------ის და ა-----ი გზების ასფალტირების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების ბოლო ვადად განისაზღვრა 2019 წლის 15 იანვარი. ხოლო დანარჩენი ობიექტების ვადად 2019 წლის 15 მარტი. ხელშეკრულების თანახმად მიმწოდებლის მიერ პროექტირებას დაქვემდებარებულ კონკრეტულ ობიექტზე მიღებული დეტალური ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადების დარღვევის შემთხვევაში, გათალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დეტალური ტექნიკური დავალებით განსაზღვრული სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების 0.02 პროცენტი ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2019 წლის 03 აპრილს გაფორმებული მიღება ჩაბარების აქტის მიხედვით შ-------–ი"-მ (მიმწოდებელმა) დაასრულა და ქ-----–ის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემსყიდველმა) ჩაიბარა N125 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფ–-----------ის სააავტომობილო გზის ასფალტირების სამშენებლო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების დასრულებული სამუშაოები, ღირებულებით 69519.86 ლარი. ამავე მიღება-ჩაბარების აქტით დადგინდა სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილება 75 დღით.
აღნიშნულის ანალიზის საფუძველზე სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასარჩელო მოთხოვნას მხარეთა შორის დადებული N125 ხელშეკრულების 11.1 პუნქტის ბათილად ცნობის თაობაზე, რადგან საქმეში არ მოიპოვება, მხარეს არ წარმოუდგნია რაიმე მტკიცებულება, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო ამ მიმართებით სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. შესაბამისად უსაფუძვლოა მხარის მოთხოვნა 2019 წლის 03 აპრილის N21 დასკვნის იმ ნაწილის გაუქმების თაობაზე, რომლითაც მოხდა შ-------–ის: მიმართ პირგასამტეხლოს დარიცხვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლი ადგენს, რომ ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში შესყიდვის განხორციელებისას პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებით ამდენად, მხარეთა შორის წარმოიშვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის შესაბამისად შპს “ხ--–ი”-მ იკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება, ხოლო შემსყიდველმა ქ-----–ის მუნიციპალიტეტის მერიამ სანაცვლოდ იკისრა ვალდებულება შემსრულებლისთვის გადაეხადა შეთანხმებული საზღაური. მკაცრად იქნა განსაზღვრული როგორც შესრულების ვადები, ისე შესრულებისათვის საზღაურის გადახდის ვადა. კერძოდ, ხელშეკრულების 5.2 პუნქტის შესაბამისად შემსყიდველის მიერ ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო ექსპერყტიზის დასკვნის წარდგენის და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
სამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან. ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. მსგავსი კატეგორიის დავებზე (სუსგ Nას-164-160-2016 28.07.2016) საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. საკასაციო პალატა მხარს უჭერს მიდგომას, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებულ უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან (როგორც ამას განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი), არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან.
საქართველოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს უფლება აქვს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით "პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და იმას თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან...პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვ. (შდრ საქმე Nას-176-15702014).
აღნიშნულისა და იმის მხედველობაში მიღებით, რომ მოცემულ შემთხვევაში შ-------–ი"-მ (მიმწოდებელმა) მიაწოდა და ქ-----–ის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემსყიდველმა) ჩაიბარა N125 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფ–-----------ის სააავტომობილო გზის ასფალტირების სამშენებლო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების დასრულებული 69 519.86 ლარის ღირებულების სამუშაო. პირგასამტეხლო სამუშაოს შესრულების ვადის 75 დღით გადაცილების გამო დაანგარიშებული უნდა იქნას შესრულებული სამუშაოს ღირებულების თანხიდან, 69 519.86 ლარიდან, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0.02 პროცენტის გათვალისწინებით 75 დღეზე შეადგენს 1 042 (ერთი ათას ორმოცდაორი) ლარს.
8. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს დაკისრებული თანხის 42404 ლარის 3% - ის 1272 ლარის გადახდა.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს ”ხ--–ის ”-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ქ-----–ის მუნიციპალიტეტის მერიას შ-------–ის" სასარგებლოდ დაეკისროს 42 404 (ორმოცდაორი ათას თხასოთხი) ლარის გადახდა.
3. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხე ქ-----–ის მუნიციპალიტეტის მერიას შ-------–ის" სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 1272 ლარის გადახდა.
5.მოპასუხე ქ-----–ის მუნიციპალიტეტის მერიას შ-------–ის" სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის საადვოკატო მომსახურების ხარჯის,- 1737 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
ნაირა გიგიტაშვილი