გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.06.2019
საქმის ნომერი
120210019002896299
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2896299-2/143-19წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 ივნისი 2019 წელი ქ. ახალციხე

 

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

 

მოსარჩელე - სსიპ ქ--–----------------------------------–-

წარმომადგენელი - ნი-------–----–---–ი, ნი----–------–ი

მოპასუხე - ალ-------------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ი/მ ალ-------------ეს 2017 წლის 22 ნოემბრის N5- ხელშეკრულებიდან, 2018 წლის 8 იანვრის N- შეთანხმებიდან და 2018 წლის 1 თებერვლის N- შეთანხმებიდან გამომდინარე დაეკსიროს 11739.46 ლარის გადახდა, ხელშეკრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (2018 წლის 7 იანვრიდან 2019 წლის 1 მარტის ჩათვლით 419 დღე) 1120.16 ლარის, ასევე ექ-------იზის ჩატარებისთვის გაწეული ხარჯის 79.30 ლარის, სულ ჯამში 12938.92 ლარის გადახდა სსიპ ქა-–----------------------------------–-ს სასარგებლოდ.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 22 ნოემბერს ი/მ ალ-------------ეს და ქ--–----------------------------------–-ს შორის დაიდო ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N5- ხელშეკრულება. სსიპ ქა-–----------------------------------–-ს მიერ თანხის გადახდა განხორციელდა სამ ეტაპად მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, კერძოდ 2017 წლის 28 ნოემბერს, 7 დეკემბერს და 20 დეკემბერს.

 

2017 წლის 28 დეკემბერს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურმა, განახორციელა სამუშაოების მონიტორინგი, რის საფუძველზეც ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩნდა სამშენებლო ხარვეზები. ი/მ ალ-------------ემ სსიპ ქა-–----------------------------------–-სადმი მიმართვებით ფაქტიურად აღიარა შესრულებული სამუშაოს ხარვეზების არსებობა და სამუშაოს შესრულების ვადების დარღვევა.

 

სსიპ ქ--–----------------------------------–-სა და ალ-------------ეს შორის რამდენჯერმე გაგრძელდა ვალდებულების შესრულების ვადა, კერძოდ 2018 წლის 8 იანვრის შეთანხმების მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 1 თებერვლამდე პირგასამტეხლოს გადახდით. ასევე, 2018 წლის 1 თებევლის N- შეთანხმების მიხედვით, ვალდებულების შესრულების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 15 თებერვლამდე, ხოლო N5- ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 17 მარტი.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექ-------იზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ს----–-ს ფასადის შელესვითი სამუშაოების და სარინელის მოწყობის სამუშაოები, საპროექტო და სამშენებლო ნორმების და წესების მოთხოვნების დარღვევით, არაჯეროვნად, უხარისხოდ შესრულებულად მიიჩნია და დაასკვნა, რომ აღნიშნული ჩატარებული სამუშაოები მიღებას არ ექვემდებარება.

 

სსიპ ქა-–----------------------------------–-ს ბუ----–------ს 2019 წლის 7 მარტის N285837 სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, სამუშაოები უნდა შესრულებულიყო 45 კალენდარულ დღეში, რომლის ვადაც გავიდა 2018 წლის 6 იანვარს. ი/მ ალ-------------ის მოთხოვნით სამუშაოების დასრულებისათვის ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 17 მარტის ჩათვლით. თუმცა აღნიშნული სამუშაოები დღემდე არ არის გამოსწორებული, რის გამოც დაერიცხა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების 0.02% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ი/მ ალ-------------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის მიერ სარემონტო სამუშაოები ჩატარდა სრულად, ხარისხიანად და სრულყოფილად. შესრულებულ სამუშაოებში ხარვეზები არ არსებობს.

 

შესრულებული სამუშაოების შემდეგ გავიდა დრო და იმის გამო, რომ ს----–-ს არ აქვს მოწესრიგებული სახურავი შემკრები ღარებით, ჩამოდის წყალი, რის შედეგადაც ზიანდება სარინელი და კედლები. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევასთან დაკავშირებით ჯარიმები გადახდილი აქვს. ხოლო რაც შეეხება ბორდიურებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაკრები ბორდიურის ნაცვლად გაკეთდა მონოლითური ბორდიური, რომელიც არანაკლები ღირებულებისაა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 22 ნოემბერს ბო----------------------------–ას და ი/მ ალ-------------ეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №5-. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა სსიპ ქა-–----------------------------------–-ს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 13367.04 ლარით. ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 22.11.2017წ. ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N5-;

3.1.2. 22.11.2017წ. ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 45 კალენდარული დღე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 22.11.2017წ. ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N5-;

 

3.1.3. 2017 წლის 27 ნოემბერს მხარეებს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2017 წლის 22 ნოემბერს გაფორმებული N5- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სსიპ ქა-–----------------------------------–-ს სარეაბილიტაციო სამუშაობი 13367 ლარი დღგ ჩათვლით მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შესაბამისობაშია ფაქტიურად შესრულებულ სამშაოებთან და შეადგენს 4533.05 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 22.11.2017წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი;

3.1.4. 2017 წლის 7 დეკემბერს მხარეებს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2017 წლის 22 ნოემბერს გაფორმებული N5- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სსიპ ქა-–----------------------------------–-ს სარეაბილიტაციო სამუშაობი 13367 ლარი დღგ ჩათვლით მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 4621 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 07.12.2017წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი;

3.1.5. 2017 წლის 20 დეკემბერს მხარეებს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2017 წლის 22 ნოემბერს გაფორმებული N5- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სსიპ ქა-–----------------------------------–-ს სარეაბილიტაციო სამუშაობი 13367 ლარი დღგ ჩათვლით მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შესაბამისობაშია ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და შეადგენს 11739.46 ლარს, აქედან გადახდილია 9154.05 ლარი, ხოლო 2585.41 ლარი ექვემდებარეება გადახდას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 20.12.2017წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი;

3.1.6. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერი ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 2017 წლის 28 დეკემბერს მიმართა ბო--------ს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და აცნობა, რომ სარეაბილიტაციო სამუშოების მონიტორინგის შედეგად დაფიქსირდა ხარვეზები, კერძოდ:

- ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ანაკრები ბორდიურის (15*30) მოწყობის ნაცვლად გაკეთებულია ადგილზე დამზადებული ბეტონის ბორდიური.

- ფასადის ლესვის სამუშაოები არის უხარისხოდ შესრულებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 28.12.2017წ. მიმართვა;

 

3.1.7. 2018 წლის 5 იანვარს ქ. ბო----------------------------–ის დი----------მა ნი-------–----–---–მა მიმართა ი/მ ალ-------------ეს და აცნობა, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო 2018 წლის 5 იანვრის ჩათვლით, თუმცა დღემდე არ დასრულებულა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ი/მ ალ-------------ეს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.02% ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. ბო--------ს საჯარო ს----–-ს დი----------ის 05.01.2018წ. მიმართვა;

 

3.1.8. 2018 წლის 28 იანვარს ალ-------------ემ მიმართა სსიპ ქ. ბო----------------------------–ის დი----------ს და აცნობა, რომ გამოასწორებდა მითითებულ ხარვეზებს, მოაწყობდა ანაკრებ ბორდიურებს და ფასადის ლესვით სამუშაოებს ხარისხიანად შესასრულებდა. ამასთან მიუთითა, რომ ვინაიდან ვერ ჩაეტია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადაში ითხოვა შეთანხმების გაფორმება ჯარიმის გადახდით 1 თებერვლამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ალ-------------ის 08.01.2018წ. მიმართვა;

3.1.9. 2018 წლის 8 იანვარს სსიპ ქ--–----------------------------------–-ს და ი/მ ალ-------------ეს შორის შედგა შეთანხმება, რომლითაც 2017 წლის 22 ნოემბერს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 1 თებერვლამდე პირგასამტეხლოს, ჯარიმის გადახდით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 08.01.2018წ. შეთანხმება;

3.1.10. 2018 წლის 30 იანვარს ქ. ბო----------------------------–ის დი----------მა მიმართ ი/მ ალ-------------ეს და აცნობა, რომ 2018 წლის 8 იანვარს გაფორმებულ შეთანხმებას ვადა გასდის 2018 წლის 1 თებერვალს. თუ ხარჯთარრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოები არ შესრულდა დროულად, უნდა მოხდეს შეუსრულებელი ვალდებულებით გათვალისწინებული თანხის ს----–-სათვის დაბრუნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. ბო----------------------------–ის 30.01.2018წ მიმართვა;

3.1.11. 2018 წლის 1 თებერვალს ალ-------------ემ მიმართა სსიპ ქ. ბო----------------------------–ის დი----------ს და ითხოვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება 2019 წლის 15 თებერვლამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ალ-------------ის 01.02.2018წ. მიმართვა;

3.1.12. 2018 წლის 1 თებერვალს სსიპ ქ--–----------------------------------–-ს და ი/მ ალ-------------ეს შორის შედგა შეთანხმება, რომლითაც 2017 წლის 22 ნოემბერს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 15 თებერვლამდე პირგასამტეხლოს, ჯარიმის გადახდით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 15 თებერვლის ნაცვლად 2018 წლის 17 მარტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 01.02.2018წ. შეთანხმება;

3.1.13. 2018 წლის 20 თებერვალს ქ. ბო----------------------------–ის დი----------მა მიმართ ი/მ ალ-------------ეს და აცნობა, რომ 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე სამუშაოების შესრულების ვადა ამოწურულია. ხელშეკრულების მიხედვით ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.02% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. ბო----------------------------–ის 20.02.2018წ მიმართვა;

3.1.14. 2018 წლის 19 მარტს ქ. ბო----------------------------–ის დი----------მა მიმართ ი/მ ალ-------------ეს და აცნობა, რომ 22.11.2017წ. ხელშეკრულების მიხედვით ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.02% ოდენობით 71 დღეზე - 189.81 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. ბო----------------------------–ის 19.03.2018წ მიმართვა;

3.1.15. 2017 წლის 28 ნოემბერს სსიპ ქ--–----------------------------------–-მ ი/მ ალ-------------ეს ჩაურიცხა შესრულებული სამუშაოს ღირებულება 45-3.05 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 28.1.2017წ. საგადასახადო დავალება N-28-

3.1.16. 2017 წლის 7 დეკემბერს სსიპ ქ--–----------------------------------–-მ ი/მ ალ-------------ეს ჩაურიცხა შესრულებული სამუშაოს ღირებულება 4621 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 07.12.2017წ. საგადასახადო დავალება N-31-

3.1.17. 2017 წლის 20 დეკემბერს სსიპ ქ--–----------------------------------–-მ ი/მ ალ-------------ეს ჩაურიცხა შესრულებული სამუშაოს ღირებულება 2585.41 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 20.12.2017წ. საგადასახადო დავალება N-38-

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 22 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ი/მ ალ-------------ეს არ შეუსრულებია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე Nას-1206-1166-2016).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექ-------თა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში სადვოა ხელშეკრულების შესრულება. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ი/მ ალ-------------ეს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად ითხოვს სამუშაოს შესრულებისათვის გადახდილი თანხის დაკისრებას. ასევე, ხელშეკრულების შესრულების ვადიგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას. მოპასუხე აღნიშნავს, რომ მან ხელშეკრულება შეასრულა ხარისხიანად, ხოლო ვადაგადაცილების ჯარიმა გადახდილი აქვს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს ქ--–----------------------------------–-ს და ი/მ ალ-------------ეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №5-. ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა სსიპ ქა-–----------------------------------–-ს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის თანახმად, მიმწოდებელს უნდა მოეწყო ანაკრები ბეტონის ბორდიური, ფასადის კედლები უნდა შეელესა წყალმდეგი ცემენტის ხსნარით ბადეზე.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექ-------იზის 03.09.2018წ. დასკვნით დადგენილია, რომ ი/მ ალ-------------ის მიერ შესრულებული სსიპ ქ--–----------------------------------–-ში ფასადის შელსევითი სამუშაოების და სარინელის მოწყობის სამშაოების უმეტესი ნაწილი შესრულებულია უხარისხოდ, საპროექტო და სამშენებლო ნორმების და წესების მოთხოვნების დარღვევით, შესაბამისად უხარისხოდ შესრულებული სამშენებლო სამუშაოები არ ექვემდებარება მიღებას, ამიტომ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოების ღირებუელბაზე ექპერტიზა ვერ იმსჯელებს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექ-------მა გი---------------–--მა განმარტა, რომ ქ. ბო----------------------------–აში შესასრულებელი იყო სარინელის მოწყობა და შელესვითი სამუშაოები. სარინელის მთავარი ფუნქცია არის შენობიდან წყლის არიდება, ატმოსფერული ნალექები და წყალი ანგრევს შენობებს. ალ-------------ის მიერ მოწყობილი სარინელი თავად არის დასაცავი, იგი ვერ იმუშავებს. ბეტონს წყალი არ უნდა ანგრევდეს, უნდა გაატაროს წყალი, არ უნდა გაიხვრიტოს. ამ შემთხვევაში არ არის შესაბამისი ბეტონი დაგებული, რომელიც აარიდებს წყალს. ან ცემენტი არის დაკლებული ან ადგილზეა მოზელილი, ცუდად არის გაკეთებული. სარინელი უნდა იყოს ისეთი მყარი რომ წყალი არ შევიდეს. სარინელს თავისი მოწყობის წესი აქვს დახრაც უნდა ქონდეს, წყალი არ უნდა გაჩერდეს. კედლების გალესვის შემთხვევაში აუცილებელია მოიხსნას არსებული საღებავი და შემდეგ შეილესოს, არ შეიძლება საღებავზე გადალესვა. მოცემულ შემთხვევაში კი საღებავი ქვემოდან არ არის მოხსნილი, რაც გამოიწვევს ზედა ფენის ჩამოყრას. რაც შეეხება ბორდიურს, ანაკრები ბორდიული კეთდება ქარხანაში, ხოლო მონოლითური ადგილზე უნდა ჩამოისხას. ფასში არ არის დიდი სხვაობა თუმცა არის სხვაობა. ადგილზე გაკეთების შემთხვევაში გააჩნია როგორ გააკეთებ, შეიძლება მეტი ცემენტი მისცე და ის მარკა მისცე რასაც ქარხანა აკეთებს, მაგრამ ჯობია მაინც ქარხნული იყოს. ალ-------------ის მიერ ჩამოსხმული ბორდური გამოსწორებას არ ექვემდებარება, თავიდან არის გასაკეთებელი. უხარისხოა და ამიტომ იშლება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ თავად მოპასუხე ალ-------------ე არ უარყოფს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაკრები ბორდიურების ნაცვლად გააკეთა მონოლითური ბორდიურები.

 

ამდენად, საქმის განხილვით დადგენილია, რომ მიმწოდებელმა ი/მ ალ-------------ემ არ შეასრულა მხარეთა შორის 22.11.2017წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. მის მიერ შესრულებული სამუშაო თავიდან არის შესასრულებელი. ამასთან, უდაოდ დადგენილა, რომ ქ--–----------------------------------–-მ ი/მ ალ-------------ეს ჩაურიცხა შესრულებული სამუშაოების ღირებულება 11739.46 ლარი. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მიმწოდებელმა არ შეასრულა ხელშეკურლებით გათვალისწინებული სამუშაოები მოპასუხეს უნდა დაეკისროს 11739.46 ლარის მოსარჩელისათვის დაბრუნება.

 

მხარეთა შორის გაფორმებული 22.11.2017წ. ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.3. პუნქტის თანახმად, გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასთან და ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს, საქართველოს კანონმდელობით დადგენილი წესით.

 

მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის და ხარისხის დადგენის მიზნით მოსარჩელემ ჩაატარა საინჟინრო ექ-------იზა, რომლის ღირებულებამ შეადგინა 79.30 ლარი. რისი ანაზრაურების ვალდებულებაც ეკისრება მიმწოდებელს.

 

3.2.2. ი/მ ალ-------------ეს სსიპ ქ. ბო----------------------------–ის მიმართ ეკისრება პირგასამტეხლო 2018 წლის 7 იანვრიდან 2019 წლის 1 მარტის ჩათვლით, რაც შეადგენს 1120.16 ლარს.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს ქ--–----------------------------------–-ს და ი/მ ალ-------------ეს შორის ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 13367.04 ლარს, შესაბამისად პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრება 2.673408 ლარს (13367.04/0.02%). მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, რაც ხელშეკრულების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 7 იანვრიდან 2019 წლის 1 მარტის ჩათვლით დღეთა რაოდენობა შეადგენს 419. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება უნდა მოხდეს 419 ვადაგადაცილებულ დღეზე (2.673408*419=1120,16).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 629-ე, 361-ე, 379-ე, 417-ე, 418-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.

 

ამავე კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექის 379-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი არ არის ვალდებული მიიღოს სხვა შესრულება, გარდა იმისა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ეს წესი მოქმედებას მაშნაც, როცა შესრულება დიდი ღირებულების მქონეა.

 

ამავე კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

2017 წლის 22 ნოემბერს ქ--–----------------------------------–-ს და ი/მ ალ-------------ეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №5-. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა სსიპ ქა-–----------------------------------–-ს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 13367.04 ლარით. ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 22.11.2017წ. ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 45 კალენდარული დღე. 2018 წლის 8 იანვარს სსიპ ქ--–----------------------------------–-ს და ი/მ ალ-------------ეს შორის შედგა შეთანხმება, რომლითაც 2017 წლის 22 ნოემბერს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 1 თებერვლამდე, ხოლო 2018 წლის 1 თებერვალს გაგრძელდა - 2018 წლის 15 თებერვლამდე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 15 თებერვლის ნაცვლად 2018 წლის 17 მარტი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის განხილვით დადგენილია, რომ მიმწოდებელს ი/მ ალ-------------ეს 2017 წლის 22 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები - ქა-–----------------------------------–-ს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც გათვალისწინებული იყო ხარჯთაღრიცხვით, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში და არც ვადის გავლის შემდეგ არ შეუსრულებია. ამდენად, ი/მ ალ-------------ის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ანაკრები, ქარხნული ბორდიულის ნაცვად გააკეთა მონოლითური - ადგილზე ჩამოსხმული ბორდიული უხარისხოდ, ბეტონი იშლება, სარინელმა მისი ფუნქცია ვერ შეასრულა, ამასთან კედლები შეილესა სამშენებლო წესების დარღვევით, უხარისხდ, რის გამოც შემკვეთს სსიპ ქ--–----------------------------------–-ს მიადგა ზიანი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

 

განსახილველ საქმეში, მხარეთა შორის 22.11.2017წ. გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით, სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, რომელიც განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას 419 დღით. ამდენად, მოპასუხე ალ-------------ეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო, რაც ვადაგადაცილებულ დღეთა (419 დღე) გათვალისწინებით შეადგენს 1120.16 ლარს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო 1120.16 ლარი მოთხოვნილია გონივრული თანხის ფარგლებში, აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. სასამართლო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.’’

 

სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 388.17 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხე ი/მ ალ-------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 388.17 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ ქა-–----------------------------------–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ი/მ ალ-------------ეს სსიპ ქა-–----------------------------------–-ს სასარგბელოდ დაეკსიროს 12938,92 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე ი/მ ალ-------------ეს სსიპ ქა-–----------------------------------–-ს სასარგბელოდ დაეკსიროს სახელმწიფო ბაჟის 388.17 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი