განაჩენი

სისხლის სამართლის 22.07.2019
საქმის ნომერი
190100118002579447
თარიღი
22.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-572-18

(№012230518003)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22.07.2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - ხატია გოგრიჭიანი

 

დაცვის მხარე: ადვოკატი - ჟანა უსტარაშვილი

 

ბრალდებული: ა-----–----------ე

პირადი ნომერი: №-----------

დაბადებული: 01.01.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: არასრული უმაღლესი

ნასამართლობა: არ მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. რუსთავი, მე-1-----------------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი) - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,სხდომის სახე - ღია;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ა-----–----------ე 2016 წლიდან დაქორწინებულია ა-------------–ზე, რომელსაც თანაცხოვრების პერიოდში თითქმის ყოველდღიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, უშლიდა მშობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობას და დამოუკიდებლად მობილური ტელეფონით სარგებლობის უფლებას. აღნიშნულის გამო ა-------------–ი განიცდიდა სულიერ ტანჯვას. 2018 წლის 23 მაისს, დილის საათებში, ქ. რუსთავში, მე-1-----------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ა-------------–მა აიღო ა-----–----------ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, რის გამოც ეს უკანასკნელი ა-------------–ის მიმართ გახდა აგრესიული. ტელეფონის წართმევის მიზნით ა-------------–ი დააგდო ძირს, ესროლა ჭიქა, რომლის ნამსხვრევებმაც ა-------------–ს გაუკაწრა მარჯვენა ხელის სხივ-მაჯის მიდამო, ასევე მაგრად მოუჭირა ხელები მარჯვენა ხელზე. ა-------------–ი ცდილობდა ა-----–----------ისგან დაღწევას, რა დროსაც ა-----–----------ემ ანთებული სიგარეტი დაადო ორივე მაჯის შიდა მიდამოზე, შემდეგ კი მუშტები ჩაარტყა თავში რამდენჯერმე, რის გამოც ა-------------–მა დაკარგა გონება. ა-----–----------ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებით ა-------------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2017 წლის მარტის ბოლოს, ა-----–----------ემ ქ. რუსთავში, მე-1-----------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მეუღლეს ა-------------–ს, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელს სურდა მშობიარობის შემდეგ მშობლების სახლში წასვლა, რამდენჯერმე ხელი გაარტყა სახის არეში, რითაც ა-------------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა-------------–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2016 წლიდან ოფიციალურ ქორწინებაშია ა-----–----------ესთან. ცხოვრება დაიწყეს ამ უკანასკნელის სახლში, მდებარე ქ. რუსთავი, მე-1-----------------ში. თანაცხოვრების პერიოდში მეუღლე თითქმის ყოველდღიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, უშლიდა მშობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობას და დამოუკიდებლად მობილური ტელეფონით სარგებლობის უფლებას, ხელს უშლიდა სწავლაში, აღნიშნულის გამო იგი განიცდიდა სულიერ ტანჯვას.

2018 წლის 23 მაისს, დილის საათებში, ქ. რუსთავში, მე-1-----------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, უნდა წასულიყო გამოცდაზე, საათის სანახავად აიღო ა---ის მობილური ტელეფონი, ეს არ ესიამოვნა ა---ის, წამოხტა საწოლიდან, ტელეფონის წართმევის მიზნით დააგდო ძირს, ესროლა ჭიქა, რომლის ნამსხვრევებმაც გაუკაწრა მარჯვენა ხელი. ასევე ხელებს უჭერდა მარჯვენა ხელზე. იგი ცდილობდა მისგან თავის დაღწევას, რა დროსაც ა-----–----------ემ ანთებული სიგარეტი დაადო ორივე მაჯის შიდა მიდამოზე, შემდეგ კი მუშტები ჩაარტყა თავში რამდენჯერმე, რის გამოც გონება დაკარგა. ა-----–----------ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებით განიცდიდა ფიზიკური ტკივილს (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შ--------–---–-----ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის ა-------------–ის დედა, - ა-----–----------ის სიდედრი. მისი ქალიშვილი ა-------------–ი ა---ის ოჯახში ცხოვრობდა დაქორწინებიდან შვილის გაჩენამდე. მშობიარობის შემდეგ მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. მისთვის ცნობილია, რომ ა-----–----------ე მის ქალიშვილზე ძალადობდა თავისი დედის ზეგავლენით. 2018 წლის იყო მაისში, გამოცდა ჰქონდა მის შვილს ა-------------–ს, რომ დაურეკა, ეგონა გამოცდიდან გამოვიდა, მაგრამ გაიგო, რომ ა---იმ სცემა და საავადმყოფოში იყო. მან საავადმყოფოში ნახა დალურჯებული და სიგარეტით დამწვარი მისი შვილი. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კ--------------–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის ა-------------–ის მამა. მისთვის ცნობილია, რომ ა-----–----------ე მის ქალიშვილზე ძალადობდა თავისი დედის ზეგავლენით, უკრძალავდა მათთან ურთიერთობას. რამდენჯერმე შეატყობინა შვილმა ამის თაობაზე. ბავშვის დაბადების შემდეგ, ჯერ ღამის საათებში, შემდეგ დილით, მისმა ქალიშვილმა ა-------------–მა დაურეკა შველა სთხოვა. იგი ჩავიდა რუსთავში და მისი შვილისგან გაიგო, რომ ა---იმ სცემა. ამის შემდეგ შერიგდნენ. 2018 წლის იყო მაისში, მან საავადმყოფოში ნახა დალურჯებული და სიგარეტით დამწვარი მისი შვილი, რომელიც მოუყვა, რომ ა-----–----------ემ იძალადა მასზე (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამარლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N006054518 დასკვნის თანახმად, ა-------------–ი მეუღლის, ა-----–----------ის ქმედებით განიცდიდა მორალურ დამცირებას და ტანჯვა(იხ. დასკვნა, ტომი 2, ს.ფ. 128-137).

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლევან სამხარაულის სახელობის სახელმწიფო საექსპერტო ბიუროს ექსპერტმა თინათინ კახაძემ.

 

2.5. ლევან სამხარაულის სახელობის სასამარლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N003500518 დასკვნის თანახმად, 1,2,3/ შპს კლინიკა რუსთავის ფორმა N100, რეგისტრაციის N6137-ის მონაცემებით და პირადი გასინჯვით ა-------------–ს 23-24.05.18 წ აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობები და სისხლნაჟღენთები მარჯვენა წინამხრის მიდამოში, სისხლნაჟღენთი მარჯვენა მუხლის სახსრის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებებიდან სისხლნაჟღენთები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ნაკვეთი ჭრილობები-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით. დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.(იხ. დასკვნა, ტომი 1, ს.ფ. 84-56).

 

2.6. 2019 წლის 22 ივლისს გამართულ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა ა-----–----------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ, საქმეში არსებული ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი დანარჩენი მტკიცებულებები უდავოდ გახადა, დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, ასევე მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევაზე უარი განაცხადა.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნა შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ა----------–--ე, რომელმაც აღწერა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, დაკითხული იქნა მოწმე ც-–-----------ე;

 

სასამართლოს დასკვნა, ა-----–----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ა-------------–ის, ნ-------------–---–ის, ო-----------–---–ის გამოკითხვის ოქმს, ა-------------–ის სამედიცინო დოკუმენტაციას, ა-------------–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, შ--------–---–-----ის, ა-----–----------ის, კ--------------–ის გამოკითხვის ოქმებს და სხვა მტკიცებულებებს.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.

 

კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.

 

კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.

 

ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლი პირველი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ამ დანაშაულის ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია და მსხვერპლი - ერთი ოჯახის წევრები არიან.

 

ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა-სისტემატურ შეურაცხყოფა-შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ, როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური კუთხით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ფიზიკურ ძალადობას წარმოადგენს ცემა და სხვაგვარი ძალადობა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულის ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ცემის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს.

 

სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობრივი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას.

 

საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2017 წლის 18 იანვრის №1გ/79-17 განჩინებაში ნათქვამია, რომ ,,ოჯახური ძალადობა, რაც ტრადიციულად მიიჩნეოდა ოჯახის ,,შიდა საქმედ’’, გასცდა ამ ვიწრო გაგებას და იგი, დღეის მდგომარეობით მიჩნეულია ისეთ დანაშაულად, რომელიც საფრთხეს უქმნის არამარტო ცოლ-ქმრის ურთიერთობას, არამედ მცირეწლოვანი შვილების ნორმალურ ფსიქიკურ გარემოში განვითარებას”.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ა-----–----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობის და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასამართლო ჩადენილი ქმედების (ოჯახში ძალადობის) საზოგადოებრივ საშიშროებისა და ხასიათის, მისი გავრცელების მასშტაბებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდებულის პირადი და ეკონომიკურ პირობების, დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, რომ ამჟამად შერიგებულია ბრალდებულთან და სურს მასთან თანაცხოვრება (იხ. განცხადება საქმეში), მიჩნევს, რომ ა-----–----------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ აღზრდა-გამოსწორებას.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

6.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, სს საქმეზე დართული 01(ერთი) CD დისკი და მეორე CD დისკი(რომელიც ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილებაში) - დაერთოს სს საქმეს და ორივე დისკი შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

6.2. ა-----–----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს. ასევე უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს განჩინებით დადებული ყადაღა მ-----–-–----------ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. რუსთავი, მე-1------------ (საკადასტრო კოდი 02.02.04.018.0-----).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-----–----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (25.05.2018 წ. ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის მარტის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ა-----–----------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად ა-----–----------ეს პირობითი მსჯავრის დროს გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი.

 

2. ა-----–----------ის მიმართ შფარდებული აღკვეთის ღონისძიება -გირაო გაუქმდეს.

 

3. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს განჩინებით ა-----–----------ის გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მ-----–-–----------ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. რუსთავი, მე-1------------- (საკადასტრო კოდი 02.02.04.018.0-----).

 

4. ა-----–----------ის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 23 მაისიდან 2018 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით.

 

5. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდგომ განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

7. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, სს საქმეზე დართული 01(ერთი) CD დისკი და მეორე CD დისკი(რომელიც ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილებაში) - დაერთოს სს საქმეს და ორივე დისკი შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი