განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1/2840-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
“ 11 “ ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ი-----------,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - კ---------------,თარჯიმნის - მ----------–------- და
ბრალდებულ კ--------------------
მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
კ-------------------------------- (დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ--–--------–--–--------------------–-) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინე-ბული დანაშაულის ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 10 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარ-ტამენტის ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–---–- დაიწყო გამოძი-ება სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, კ-------------------- მიერ მეუღლის - ი----------------- მიმართ მუქარისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებით.
კ------------------- ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2019 წლის 10 მაისს, 17 საათსა და 33 წუთზე. 2019 წლის 11 მაისს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 მაისის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო, პატიმრობით უზრუნველყოფით.
2019 წლის 12 მაისს, გირაოს შეტანის შემდეგ, კ------------------- გათავისუფლდა პატიმ-რობიდან.
2019 წლის 20 ივნისს კ------------------- წარედგინა დაზუსტებული ბრალდება საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით. კერძოდ კ------------------- ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბრალდების შესახებ დადგენილებისა და საქმის მასალების მიხედვით, კ--------------------- მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:
2019 წლის 9 მაისს განხორციელებული ოჯახური კონფლიქტისა და ამ მოტივით, არარე-გისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის, მისი თანხმობის გარეშე, მშობლების სახლში გადასვლით გაბრაზებული კ------------------- - 2019 წლის 10 მაისს, დაახლოე-ბით 08:00 საათზე მისული არ შეუშვეს რა ქალაქ თ---–--–-------------------------–------------------------------ მშობლების სახლში - 2019 წლის 10 მაისს, დაახლოებით 09:00 საათზე იგი კვლავ მივიდა სპეციალურად საამისოდ მომარჯვებული სახრახნისითა და ჩაქუჩით და თ---–--–-------------------------–------------------------------ მშობლების სახლის რკინის კარის მტვრევითა და დაზიანებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ი-----------------, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა ი----------- აღნიშნა, რომ სასამართლოში წარმოდგენილი და საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხა-რეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილი პრეიუდიცი-ული მნიშვნელობის ფაქტებითა და გარემოებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება კ-------------------------- წაყენებული ბრალდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრო-კურორმა ითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის დამნა-შავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, (2019 წლის 11 ივლისის სასა-მართლო სხდომის ოქმი).
კ-------------------- წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და, ამასთან, არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარის წარმომადგენლებმა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება მიიჩნიეს კ-------------------------- წაყენებული ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად. აღნიშნული გარემოებებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს და არ გააჩნია მის მიმართ პრეტენზია, ადვოკატმა კ--------------- ისუამდგომლა კ-------------------------- სასჯელად ჯარიმის დანიშვნა, კანონით გათვალისწინებული მინი-მალური ოდენობით, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც, (2019 წლის 11 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ კ--------------------- მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია კ-------------------- ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ:
- დაზარალებულ ი----------------- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 56-58);
- მოწმე ლ--------------------- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 37-39);
- მოწმე კ------------------- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 56-58);
- მოწმე დ---------–------–-–---–-- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 78-81);
- მოწმე გ-------------–-–---–-- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 82-85);
- მოწმე ი------–---------- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 82-85);
- მოწმე გ------------–-–---–-- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 82-85);
- კ-------------------- გამოკითხვის ოქმებით, (ს.ფ. 44-46, 96-99, 206-208)
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, (ს.ფ. 27-33);
- სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათით, (ს.ფ. 27-33);
- ტრასოლოგიური-სასაქონლო ექსპერტიზის N--------------- დასკვნით, (ს.ფ. 58-59);
- ექსპერტ მ-----------–--–---–-- გამოკითხვის ოქმით (ს.ფ. 58-59), რაც სხვა მტკიცებუ-ლებებსა და საპროცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს კ-------------------- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება კ-------------------- მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანა-შაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ კ-------------------- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძ-ვლიანი შიში.
სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასა-მართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამ-ძიმებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვ-ლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, სასამარ-თლომ მხედველობაში მიიღო, რომ კ------------------- აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, მან აგრეთვე ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. კ--------------------- სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებად მიჩნეულ ინდა იქნას ის ფაქტიც, რომ დაზარალებული შეურიგდა მას.
სასჯელის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება და წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასი-ათი და სიმძიმე, მუქარის გამოხატვის ფორმა.
კერძოდ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ კ-------------------- მიერ დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ და, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ეს გარემოება წარმოადგენს მისი პასუხისმგებ-ლობის დამამძიმებელს.
ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, კ-------------------- მიმართ სასჯე-ლად ჯარიმის გამოყენება სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია და, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის (ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ) ფარგლებში, მას სას-ჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა მინიმალური - ექვსი თვის - ვადით. ამასთანავე, ვინაიდან კ-------------------- მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშა-ული, იგი ნასამართლობის არმქონეა და აღიარებს დანაშაულს, სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მისთვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაითვალოს პირობითად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ კ-------------------- მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყე-ნება, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ------------------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების შესაბამი-სად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი;
2. კ-------------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა;
3. კ------------------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრო-ბაში ყოფნის დრო - 2019 წლის 10 მაისიდან 2019 წლის 12 მაისის ჩათვლით;
4. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულ კ-------------------- ყოფაქცევის კონ-ტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართვე-ლობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერტიტორიულ ორ-განოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
5. ნივთიერი მტკიცებულებების (საქმეზე დართული საგნების და ნივთების) საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
5.1. ორი ცალი CD-R დისკი, რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს ნივთმტკიცებათა საცავში, - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
5.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ორი ცალი საკეტი, გასაღები, ერთი ცალი სახრახნისი, სათვალთვალო (ე.წ. “გლაზოკი“), კარის ზარის დეტალები და სხვადასხვა ზომისა და ფორმის მეტალის საგნები, რომლებიც ინა-ხება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–---–-, - დაუბრუნდეთ კანო-ნიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
5.3. კ-------------------- ნერწყვის ნიმუში და სახრახნისიდან აღებული ანაწმენდი (ორი პაკეტი, გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექს-პერტიზის ეროვნულ ბიუროში) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიო-ნული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ნიკოლოზ მარსაგიშვილი