გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.07.2019
საქმის ნომერი
330210019002855439
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
12.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3132-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

 

მოსარჩელე - სს „თ----- ბ---ი”

წარმომადგენელი - ი----- წ--------–ი

 

მოპასუხეები - ნ---- მ----–-–---–ი, ე-–--- ც-----------ა

 

დავის საგანი - საკრედიტო დავალიანების გადახდევინება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებისათვის სს "თ----- ბ---ის" სასარგებლოდ დავალიანების 6 913.35 ლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 3 490.22 ლარი, პროცენტი - 1 488.17 ლარი; შემცირებული პირგასამტეხლო- 1 850 ლარი, ხოლო დაზღვევის ხარჯი - 5-.38 ლარი.

 

მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს 2013 წლის 08 ნოემბერს სს "თ----- ბ---სა" და ნ---- მ----–-–---–ს შორის გაფორმებულ საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებაზე (სწრაფი სამომხმარებლო სესხი). სესხი გაიცა შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა- 6050 ლარ, კრედიტის მოქმედების ვადა-1454 კალენდარული დღე, წლი----- საპროცენტო განაკვეთი-13.95 %. პირგასამტეხლო - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეს ყოველი თვის პირველ რიცხვში უნდა გადაეხადა 167.64 ლარი. მხარეებს შორის დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება. მოპასუხეს სადაზღვევო ხარჯი უნდა დაეფარა ძირითად ვალდებულებასთან ერთად.

2013 წლის 08 ნოემბერს სს "თ----- ბ---სა" და ე-–--- ც-----------ას შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 50 000 ლარით ან მისი ექვივალენტი ნებისმიერ ვალუტაში.

 

მოპასუხის მიერ შეტანილი თანხებიდან 2559.78 ლარით დაიფარა ძირითადი თანხა, 1425.69 ლარით პროცენტი, 160.24 ლარით დაიფარა პირგასამტეხლო.

 

მოპასუხის დავალიანება 2013 წლის 08 ნოემბრის ხელშეკრულებაზე შეადგენს 6 913.35 ლარს. საიდანაც სესხის ნაშთის თანხაა 3490.22 ლარი; პროცენტია 1488.17 ლარი; შემცირებული პირგასამტეხლო 1850 ლარი, ხოლო დაზღვევის ხარჯი წარმოადგენს 5-.38 ლარს. მოპასუხეს პროცენტი ერიცხებოდა ხელშეკრულების დადებიდან ცნობის გაცემის მომენტამდე, ხოლო პირგასამტეხლო დარღვევიდან - ცნობის გაცემამდე. თუმცა პირგასამტეხლო შემცირებულია გონივრულ ოდენობამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ნ---- მ----–-–---–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში. მოპასუხემ მიუთითა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე.

 

მოპასუხე ე-–--- ც-----------ას შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა. მას სარჩელისა და სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა სსსკ-ის 70-ე - 78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 08 ნოემბერს სს „თ----- ბ---სა” და ნ---- მ----–-–---–ს შორის გაფორმდა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება №--------------- (ძირითადი ხელშეკრულება - საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №----------------), რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაიცა კრედიტი 6050 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა-1454 კალენდარული დღე, წლი----- საპროცენტო განაკვეთი-13.95 %. პირგასამტეხლო - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეებს შორის შეთანხმდა კრედიტის დაფარვის გრაფიკი.

 

2013 წლის 08 ნოემბერს მხარეებს შორის შეთანხმდა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ბ---ის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).

საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, შეთანხმება დამატებითი პირობების შესახებ, კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 16-23).

 

3.1.2. სს „თ----- ბ---სა” და ე-–--- ც-----------ა შორის 2013 წლის 08 ნოემბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება №------------, რომლის მიხედვითაც თავდებმა ე-–--- ც-----------ამ იკისრა სოლიდარული ვალდებულება მსესხებელსა და ბ---ს შორის გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №---------------- ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.

 

თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 50 000 ლარით ან მისი ექვივალენტით ნებისმიერ ვალუტაში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).

თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-27).

 

3.1.3. 2019 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით საბ---ო კრედიტის №--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება სესხის ძირითადი სახით შეადგენს 3490.22 ლარს, ხოლო პროცენტის სახით - 1488.17 ლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).

ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 28).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 55).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2019 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით საბ---ო კრედიტის №--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება შეადგენს პირგასამტეხლოს სახით - 1850 ლარს, ხოლო დაზღვევის თანხის სახით - 5-.38 ლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).

ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 28).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „თ----- ბ---ის” სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია რომ მხარეებს სს „თ----- ბ---სა” და ნ---- მ----–-–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბ---მა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში. დადგენილია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გასცა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 6050 ლარის ოდენობით, რაც მსესხებელმა ნ---- მ----–-–---–მა აითვისა.

 

სს ”თ----- ბ---ი” უფლებამოსილია მოსთხოვოს ნ---- მ----–-–---–ს გადაცემული კრედიტის ძირი თანხის 3490,22 ლარისა და სადაზღვევო თანხის 5-.38 ლარის დაბრუნება.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კრედიტით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდევინება, ამ ვალდებულების შესასრულებლად მოვალე ნ---- მ----–-–---–ს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის 1488,17 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სს „თ----- ბ---ის“ სარჩელი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე კრედიტის ძირითადი თანხის 3490,22 ლარისა და სარგებლის სახით 453 ლარის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ ნ---- მ----–-–---–მა ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 1850 ლარისა, არის შეუსაბამოდ მაღალი და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება. ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში და დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობის შემცირება 700 ლარამდე.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ან უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „თ----- ბ---სა“ და ე-–--- ც-----------ას შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვით თავდებმა ე-–--- ც-----------ამ იკისრა სოლიდარული ვალდებულება მსესხებელსა და ბ---ს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 50 000 ლარით.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა ნ---- მ----–-–---–მა არ შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება და ერიცხება დავალიანება. შესაბამისად, სს „თ----- ბ---ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეებისათვის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება, ხოლო მოპასუხეებს სოლიდარულად ეკისრებათ აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის გადახდა, მათ შორის, თავდებს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრულ ოდენობის, 50 000 ლარის ფარგლებში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოსარჩელეს მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ცნობის გამო (3943,22 ლარი) უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 118,29 ლარის ოდენობით, მოპასუხეებმა მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურონ 53,59 ლარი, ხოლო 35,5- ლარი ჩაითვლება ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს „თ----- ბ---ი”-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს ნ---- მ----–-–---–სა და ე-–--- ც-----------ას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 5 729,77 ლარის ანაზღაურება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 3490,22 ლარი, პროცენტი - 1488,17 ლარი, პირგასამტეხლო - 700 ლარი და დაზღვევა - 5-,38 ლარი.

 

3. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 53,59 ლარის ანაზღაურება.

 

4. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს „თ----- ბ---ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 207,40 ლარიდან 118,29 ლარი (საგადახდო დავალება 5-, 2---------).

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ლილი ტყემალაძე