განაჩენი

სისხლის სამართლის 27.07.2019
საქმის ნომერი
120100119003080436
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
27.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #3080436-1/179-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

23.07.2019 წელი ქ.ახალციხე

 

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - გ--–-----------

 

დაცვისმხარე- ბრალდებული ა-----ი ზ-----ე; საქართველოს მოქალაქე, დაბ; 03.09.1972 წელს, პ/ნ 0---------4; მცხ.ას----ა, სოფ. თ-----ი.

ადვოკატი- ნ-------------------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა", ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

1. 2019 წლის მარტის თვეში, ას----ის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-----ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ა-----ი ზ-----ემ, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, წინასწარი შეცნობით ორსულ ქალს-მეუღლეს მ----ა ზ-----ეს არასრულწლოვანი შვილების: ბ--ა, მ-----მი და თ---–ა ზ-----ეების თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ითრევდა თმებიდან და ხელს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

არსებობს დასაბუთებული ვარაუდი მასზედ, რომ ა-----ი ზ-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი; ჩადენილი წინასწარი შეცნობთ ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალიწინებული საქართევლოს სსკ-ის 1261 -ე მეორე ნაწილის,,ა" და ,,ბ" ქ/პ-ებით.

 

2. ა-----ი ზ-----ემ 2019 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 22:30 საათზე ას----ის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-----ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ალოკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ა-----ი ზ-----ემ, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, მეუღლეს მ----ა ზ-----ეს არასრულწლოვანი შვილების: ბ--ა, მ-----მი და თ---–ა ზ-----ეების თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ჯერ ხელი დაარტყა მარჯვენა მკლავის არეში და ითრევდა მას ხელით, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მანვე, 2019 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 22:30 საათზე ას----ის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-----ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ალოკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების მ-----მი და თ---–ა ზ-----ეების თანდასწრებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს ბ--ა ზ-----ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ჯერ ხელი დაარტყა მარჯვენა მკლავის არეში, შემდეგ კი მკლავზე ხელმოკიდებულმა გადააგდო საძინებელი ოთახის კედლისკენ, ზურგით შეეჯახა კედელზე, რის შედეგადაც არასრულწლოვანი ბ--ა ზ-----ე დავარდა ძირს იატაკზე. აღნიშნული ძალადობით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მანვე, 2019 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 22:30 საათზე ას----ის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-----ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ალოკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების ბ--ა და თ---–ა ზ-----ეების თანდასწრებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს მ-----მი ზ-----ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი ჩაავლო სვიტერში და მიაგდო საძინებელ ოთახში მდგარ საწოლ დივანზე, რის შედეგადაც არასრულწლოვანმა მ-----მი ზ-----ემ ფეხი მიარტყა მითითებული დივანის კუთხეს, აღნიშნული ძალდობით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მანვე, 2019 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 22:30 საათზე ას----ის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-----ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ალოკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების ბ--ა და მ-----მი ზ-----ეების თანდასწრებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს თ---–ა ზ-----ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი ჩაავლო თმებში და მიაგდო საძინებელი ოთახში მდგარ საწოლზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

არსებობს დასაბუთებული ვარაუდი მასზედ, რომ ა-----ი ზ-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი; ჩადენილი წინასწარი შეცნობთ ორსული ქალის,ასევე არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალიწინებული საქართევლოს სსკ-ის 1261 -ე მეორე ნაწილის ,,ა", ,,ბ" და ,,გ" ქ/პ-ებით.

 

სამართლებრივი შეფასება

ბრალდებულმა ა-----ი ზ-----ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, დაზარალებულ მ----ა ზ-----ის გამოკითხვის ოქმი; არასრულწლოვანი დაზარალებულების: ბ--ა ზ-----ის, მ-----მი ზ-----ის გამოკითხვის ოქმები; მოწმეების: გ------ი ზ-----ის, გ--–ა ზ-----ის, მ--- ლ---–---–-ს, ა-–----ნ ა----------ს გამკითხვის ოქმები; ბრალდებულ ა-----ი ზ-----ის დაკავების ოქმი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი დზარალებულ მ----ა ზ-----ესთან; არასრულწლოვნების: ბ--ა ზ-----ის, მ-----მი ზ-----ის, თ---–ა ზ-----ის დაბადების მოწმობები; ა-----ი ზ-----ის და მ----ა ზ-----ის ქორწინების მოწმობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბ--ი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლოს დასკვნა ა-----ი ზ-----ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულ ა-----ი ზ-----ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები

ა-----ი ზ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო დამამძიმებელ გარემოება არ არსებობს.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ა-----ი ზ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავო), იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს, მოტივს/მიზანს, ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, სასამართლო დამატებით ითვალისწინებს ვალერი ოდიკაძის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, მის წარსულ ცხოვრებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენში არსებული გარემოებების გათვალისწინებით ა-----ი ზ-----ის სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ,რაც შეეცვლება პირობითი მსჯავრით ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ა-----ი ზ-----ე ( პ/ნ 0---------4)ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის,,ა“ ქ/პ-ით და ,,ბ“ ქ/-პით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით.

 

2. ა-----ი ზ-----ე( პ/ნ 0---------4) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის,,,,ა“ და ,,ბ“ ,,გ“ ქ/პ-ებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით.

- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთი სასჯელი შთანთქავს მეორე სასჯელს და საბოლოოდ, ა-----ი ზ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.

 

- ა-----ი ზ-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 22 აპრილიდან 2019 წლის 11 ივლისის ჩათვლით.

 

3. ა-----ი ზ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს,4. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

5. ნივთიერი მტკიცებულება-სამსუნგის ფირმის ტელევიზორი, 2 ცალი დისტანციურად სამართავი პულტი და 3 ცალი დისტანციურად სამართავი პულტის ელემენტი ინახება შსს ას----ის რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, რომლის შესრულებაც დაევალოს შსს ას----ის რაიონულ სამმართველოს,6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე გია ბერაია