განაჩენი

სისხლის სამართლის 16.07.2019
საქმის ნომერი
240100119002991826
დავის ტიპი
381 (1) , 381 , 151
თარიღი
16.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240100119002991826 (1/60-2019)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 ივლისი, 2019 წელი. ქ. სენაკი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი - ვასილ გოგინავა

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ვახტანგ სართანია

 

დაცვის მხარე

ბრალდებული - თე----- მი---- (პირადი ნომერი - 2----------)

დაბადების თარიღი - 12.07.1--- წ.

მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე;

განათლება - საშუალო განათლების მქონე;

ოჯახური მდგომარეობა - დაოჯახებული;

ნასამართლეობა - ნასამართლობის მქონე;

საცხოვრებელი ადგილი - მა-------–-- რაიონი, სოფელი ონ------

 

ადვოკატი - დავით გოგუა

 

კვა-–-ფიკაცია- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის მესამე ნაწილი;

 

სასამართლომ ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №05----------

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

1. 2019 წლის 14 აპრილს, 13:00 საათზე შემაკავებელი ორდერით თე----- მი----ს ერთი თვის ვადით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ცხოვრობდა მსხვერპლი - მისი მეუღლე, ლა-–- ჯი---. ასევე მას აეკრძალა მსხვერპლთან - ლა-–- ჯი---სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია და სახლში მისვლა. 2019 წლის 14 აპრილს, 14:00 საათზე მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა თე----- მი----მ, დაარღვია 2019 წლის 14 აპრილის შემაკავებელი ორდერით გათვა-–-სწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, მივიდა მა-------–-- რაიონის სოფელ ონ------ში, შემაკავებელი ორდერით მსხვერპლად ცნობილ ლა-–- ჯი---ს საცხოვრებელ სახლთან და ლა-–- ჯი---სა და მისი დედის, ცი---- ჯი---ს მიმართ, ჩაიდინა მუქარა.

 

2019 წლის 14 აპრილს 14:00 საათზე მა-------–-- რაიონის სოფელ ონ------ში მცხოვრები თე----- მი----, რომელსაც შემაკავებელი ორდერით აკრძალული ქონდა ამავე სოფელში მცხოვრებ, მეუღლე ლა-–- ჯი---ს სახლთან მიახლოება, მისვლა, ასევე სხვა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, ადრე არსებული უკმაყოფილების გამო, მივიდა მის საცხოვრებელ სახლთან, სადაც შეხვდა ლა-–- ჯი---ს და ამ უკანასკნელის დედას ცი---- ჯი---ს, დაუწყო მათ გინება, გამოეკიდა და დაემუქრა მათ სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით, რითაც ამ უკანასკნელებს გაუჩნდათ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების საფუძვლიანი შიში.

 

თე----- მი----ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის მესამე ნაწილით.

 

1.1. ბრალდებულმა თე----- მი----მ თავი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის მესამე ნაწილით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვა-–-სიწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების არაერთგზის შეუსრულებლობაში, ხოლო მის მიმართ ბრალად წარდგენილ მუქარის ნაწილში, თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვა-–-სიწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, არაერთგზის.

 

2.2. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების, ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები:

 

2.1.საქმის განხილვისას დაზარალებულმა ლა-–- ჯი---მ განაცხადა, რომ ცხოვრობს მა-------–-- რაიონის სოფელ ონ------ში დედასთან - ცი---- ჯი---სთან ერთად, 2019 წლის 04 იანვრამდე იმყოფებოდა თანაცხოვრებაში თე----- მი----სთან, ყავთ ხუთი შვილი.თანაცხოვრების პერიოდში მათ ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა, ვერ თანხმდებოდნენ საყოფაცხოვრებო საკითხებზე; მისი მეუღლე ხშირად სვამდა და შემდეგ კონტროლს კარგავდა საკუთარ თავზე და მის მიმართ ხდებოდა აგრესიული, რის გამოც მის მიმართ არაერთხელ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რასაც თე----- მი---- არ ემორჩილებოდა და აგრძელებდა იგივე ქმედებას; 2019 წლის 14 აპრილს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თე----- მი---- მივიდა მასთან საცხოვრებელ სახლში და მისი ნების საწინააღმდეგოდ, უხეში ფორმებით ცდილობდა დალაპარაკებას, რის გამოც იძულებული გახდა პოლიცია გამოეძახა, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც თე----- მი----ს აეკრძალა მასთან მიახლოება, იმავე დღეს დედასათან - ცი---- ჯი---სთან ერთად იმყოფებოდა ბანძის აგრარულ ბაზარში საკვები პროდუქტების შესაძენად, ბაზარში იყვნენ დაახლოებით ერთი საათი და ამის შემდეგ ქვეითად წამოვიდნენ სოფელ ონ------ში მათი საცხოვრებელი სახლისაკენ, დაახლოებით ასი მეტრი იქნებოდა სახლამდე დარჩენილი, რა დროსაც მათ მიუახლოვდა აგრესიულად განწყობილი მისი ყოფილი მეუღლე თე----- მი---- და დაემუქრა, თუ პოლიციაში არ შეწყვეტდნენ მის დასმენას, მას და დედამისს ორივეს მოკლავდა, ბავშვებს წაართმევდა და სახლს გადაწვავდა. იმდენად აგრესიული იყო, რომ მას და დედამისს გაუჩნდათ რეალური შიში, რომ ის აასრულებდა თავის მუქარას.

 

2.2. საქმის განხილვისას დაზარალებულმა ცი---- ჯი---მ განაცხადა, რომ ცხოვრობს მა-------–-- რაიონის სოფელ ონ------ში შვილთან - ლა-–- ჯი---სთან და შვილიშვილებთან ერთად, თე----- მი---- არის მისი ყოფილი სიძე, რომელიც მუდმივად კონფლიქტში იმყოფებოდა მის ქა-–-შვილთან, ლა-–- ჯი---სთან. შემთხვევის დღესაც, მოვიდა დილის საათებში და დაიწყო ლანძღვა-გინება,რის შემდეგაც ლა-–-მ დარეკა პოლიციაში, რომლებმაც გამოკითხეს ორივე დედა-შვილი, რის შემდეგაც თე----- მი----ს მიმართ შეადგინეს შემაკავებელი ორდერი და აუკრძალეს ლა-–- ჯი---სთან მიახლოება. ამის შემდეგ, ორივენი წავედნენ ბანძის აგრარულ ბაზარში, ბაზრიდან მობრუნებისას მათ მოუახლოვდა აგრესიულად განწყობილი, ყოფილი სიძე თე----- მი----, რომელიც ლა-–- ჯი---ს თხოვდა, წასულიყო სახლში მასთან, მიეტოვებინა პოლიციაში მისი დაბეზღება, თორემ მის თავზე პასუხს არ აგებდა და მოკლავდა ორივეს, ხოლო სახლს გადაწვავდა. იმდენად აგრესიული იყო პასუხის გაცემის შეეშინდათ და შეირბინეს საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც მათ უკან გაყვა თე----- მი---- ყვირილით და ლანძღვა -გინებით, იმუქრებოდა, რომ მოკლავდა ლა-–- ჯი---ს და მასაც, ხოლო სახლს გადაწვავდა. ლა-–-მ აღნიშნულის შესახებ დარეკა პოლიციაში, რის შემდეგაც თე----- მი----ს შეეშინდა და გაიქცა სახლიდან. დამატებით აღნიშნა, რომ ყოველთვის აფრთხილებდა მას მოქცეულიყო წესიერად და მიეტოვებინა მისი შვილის - ლა-–- ჯი---ს ტანჯვა, მაგრამ შედეგი არ გამოიღო ამ გაფრთხილებამ, დღესაც რომ გამოვიდეს ციხიდან დარწმუნებულია, რომ მისი ყოფილი სიძე ანალოგიურ ქმედებებს გაარძელებს, ითხოვა მშვიდად ცხოვრების საშუალება.

 

2.3. მოწმის სახით დაკითხვისას ფა----- ჭკ------- განაცხადა, რომ ცხოვრობს მა-------–-- რაიონის სოფელ ონ------ში ოჯახის წევრებთან ერთად, მის წინ მეზობლად ცხოვრობს ცი---- ჯი--- და მისი ქა-–-შვილი - ლა-–- ჯი---, მისთვის ცნობილია, რომ ლა-–- ჯი---ს უთანხმოება აქვს მეუღლესთან თე----- მი----სთან, რამდენიმეჯერ იყო პოლიცია გამოძახებული და გაფრთხილებული თე----- მი----, რომ არ მიეყენებინა შეურაცხყოფა ლა-–- ჯი---სათვის. ფა----- ჭკ------- განმარტა, რომ ის ეთანხმება და ადასტურებს მის მიერ წინასწარი გამოძიებისას მოწმის სახით მიცემულ ჩვენებას, კერძოდ, მიმდინარე წლის 14 აპრილს იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, საიდანაც კარგად ჩანს ლა-–- ჯი---ს ეზო და სახლი. დაახლოებით შუადღის პერიოდში ლა-–- ჯი---ს საცხოვრებელი სახლიდან შემოესმა ხმამაღა-–- ლაპარაკის ხმა და დაინახა, რომ თე----- მი---- ლა-–- ჯი---ს საცხოვრებელი სახლის ეზოში მისდევდა ლა-–- ჯი---ს და მის დედას ცი---- ჯი---ს და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.

 

2.4. ბრალდებულმა თე----- მი----მ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

 

3. არსებით სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული სხვა არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა სხვა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

3.1.სასამართლო მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სადავო მტკიცებულებების ანა-–-ზით თვლის, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც იძლევიან საკმარის ინფორმაციას ბრალდებულ თე----- მი----ს მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე; სასამართლო მოცემული სახით დასკვნას აკეთებს შემდეგ სამართლებრივ ნორმებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მიმოიხილავს და შეაფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

3.2. სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თე----- მი----მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვა-–-სიწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, არაერთგზის, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2019 წლის 16 იანვრის შემაკავებელი ორდერით თე----- მი----ს ერთი თვის ვადით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც ცხოვრობდა მსხვერპლი, მისი მეუღლე ლა-–- ჯი---, ასევე მას აეკრძალა მსხვერპლთან ლა-–- ჯი---სთან ნებისმიერ სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. 2019 წლის 18 იანვარს თე----- მი----მ დაარღვია 2019 წლის 16 იანვარის შემაკავებელი ორდერით გათვა-–-სწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, მივიდა მა-------–-- რაიონის სოფელ ონ------ში, შემაკავებელი ორდერით მსხვერპლად ცნობილ ლა-–- ჯი---ს საცხოვრებელ სახლში.

 

სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 მარტის განაჩენით თე----- მი---- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

სს კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა 2017 წლის 02 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით და საბოოლოდ განაჩენთა ერთობლიობით თე----- მი----ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშა ჯარიმა 2 500 (ორიათასხუთასი) ლარის ოდენობით.

 

2019 წლის 14 აპრილს, 13:00 საათზე შემაკავებელი ორდერით თე----- მი----ს ერთი თვის ვადით აეკრძალა, იმ სახლთან მიახლოება, სადაც ცხოვრობდა მსხვერპლი - მისი მეუღლე ლა-–- ჯი---. ასევე მას აეკრძალა მსხვერპლთან - ლა-–- ჯი---სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია და სახლში მისვლა.

 

2019 წლის 14 აპრილს, 14:00 საათზე მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა თე----- მი----მ, დაარღვია 2019 წლის 14 აპრილის შემაკავებელი ორდერით გათვა-–-სწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ მივიდა მა-------–-- რაიონის სოფელ ონ------ში, შემაკავებელი ორდერით მსხვერპლად ცნობილ ლა-–- ჯი---ს საცხოვრებელ სახლთან.

 

თე----- მი----ს ბრა-–- წარდგენილი აქვს არაერთგზის ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვა-–-სიწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენას. თე----- მი---- მსჯავრდებულია საქართველოს სსკ ოდეექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის; აღნიშნული დანაშაულისათვის იგი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებული არ ყოფილა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ თავად ბრალდებულის თე----- მი----ს განმარტებიდან დასტურდება, რომ ის თავს ცნობს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის მესამე ნაწილით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვა-–-სიწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების არაერთგზის შეუსრულებლობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თე----- მი----სთვის ცნობილი იყო მის მიმართ მიღებული ორდერის თაობაზე, რომლის საფუძველზეც მას აკრძალული ჰქონდა ლა-–- ჯი---სთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია 30 დღის ვადით, მიუხედავად ამისა 2019 წლის 14 აპრილს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა თე----- მი----მ, დაარღვია 2019 წლის 14 აპრილის შემაკავებელი ორდერით გათვა-–-სწინებული მოთხოვნები.

 

სასამართლო, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით (შეტყობინების ოქმი, მოწმეების: ფა----- ჭკ------ს, ლა-–- ჯი---ს, ცი---- ჯი---ს გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ თე----- მი----ს გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულ ლა-–- და ცი---- ჯიქიების გამოკითხვის ოქმი, 2019 წლის 14 აპრილის შემაკავებელი ორდერი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შუამდგომლობა დაკავების შესახებ, დაკავების ოქმი, სასამართლო განჩინება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა თე----- მი----მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის მესამე ნაწილით შერაცხული ქმედება;

 

3.3. სასამართლოს ასევე უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ლა-–- ჯი---ს და ცი---- ჯი---ს მიმართ თე----- მი----მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა. თე----- მი----ს მიერ განხორციელებული ქმედებებიდან გამომდინარე, ლა-–- ჯი---ს და ცი---- ჯი---ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების რეალური შიში. აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმეში სადავო მტკიცებულებების გამოკვლევით დადასტურებულია, რომ, 2019 წლის 14 აპრილს, დაზარალებული ლა-–- ჯი--- და დაზარალებული ცი---- ჯი--- ბანძის აგრარული ბაზრიდან ქვეითად ბრუნდებოდნენ სოფელ ონ------ში მდებარე მათ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გზაზე მათ დახვდა აგრესიულად განწყობილი თე----- მი----, რომელიც მათ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, სახლის გადაწვით და ბავშვების წართმევით, თუ ისინი არ შეწყვეტდნენ მის დასმენას პოლიციაში და ლა-–- ჯი--- ბავშვებთან ერთად არ წამოვიდოდა მის საცხოვრებელ სახლში. მუქარა და აგრესიული ტონი გაგრძელდა მათი სახლში შესვლის შემდეგაც.

 

მუქარის ეპიზოდს შეესწრო მეზობლად მცხოვრები ფა----- ჭკ------, მიუხედავად იმისა, რომ მას უჭირს დეტალურად გაიხსენოს ყველაფერი, ეთანხმება მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას, შესაბამისად ამ ნაწილში მისი ჩვენება დამაჯერებელია;

 

3.4. სასამართლოს მიერ შიშის რეალურობის სუბიექტურად შესაფასებლად, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საფრთხის სწორედ დაზარალებულისეული აღქმა. დაზარალებულების ლა-–- ჯი---სა და ცი---- ჯი---ს ჩვენებით ცალსახად დადასტურებულია, რომ თე----- მი----ს არაერთი მუქარა მათ რეალურად აღიქვეს და შეეშინდათ, რომ ავნებდათ, რადგან იყო აგრესიული და შიში ამ დრომდე არ განელებიათ. შიშის რეალურობის ობიექტურად შესაფასებლად, სასამართლო იშველიებს ინციდენტის თვითმხილველი მოწმის ჩვენებას, რომელთა შეფასებითაც, შიში, რომელსაც განიცდიდა ლა-–- ჯი---ს და ცი---- ჯი---, იყო რეალური.

 

3.5. მოწმე ფა----- ჭკ------ს განმარტებით - ლა-–- ჯი---ს საცხოვრებელი სახლიდან შემოესმა ხმამაღა-–- ლაპარაკის ხმა და დაინახა, რომ თე----- მი---- ლა-–- ჯი---ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, მისდევდა ლა-–- ჯი---ს და მის დედას ცი---- ჯი---ს და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარით. ანუ ჩვენებით დადასტურებულია, რომ დაზარალებულმა მუქარა რეალურად აღიქვა და შეეშინდა. დაზარალებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესაფასებლად, სასამართლოსთვის ასევე მეტად მნიშვნელოვანია დაზარალებულის ცი---- ჯი---ს განმარტება იმის შესახებ, რომ იგი დაზარალებული დარწმუნებულია, თავისუფლების შემთხვევაში, თე----- მი----ს არაფერი დააკავებს და ისევ გააგრძელებს ანალოგიური ქმედებების ჩადენას, მათთვის აუცილებელია, არ ჰქონდეთ ბრალდებულის მხრიდან ზიანის მიყენების შიში, იყვნენ უსაფრთხოდ და მშვიდად. მათ ესაჭიროებათ დაცვა თე----- მი----საგან.

 

3.6.ამდენად, სასამართლოს, წარმოდგენილი, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ანლიაზით, უტყუარად დადგენილად მიაჩნია ზემოთ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლის კვალიფიკაციაზე, სასამართლო, გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

სასამართლო მოიშველიებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს, რომლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ოჯახის წევრის მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა;

 

ასევე სამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სს კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ცნობილია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული, აზრის და იდეის გამომჟღავნება არ წარმოადგენს დასჯად სტადიას. მოცემულ შემთხვევაში ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, ამასთან მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. საქართველოს სს კოდექსის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.

 

საქართველოს სს კოდექსის 111-3811-ე მუხლი პასუხისმგებლობას ითვლიასწინებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისიწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, არაერთგზის. ; სუბიექტური მხარე კონკრეტული დანაშაულისა, გამოიხატება განზრახვაში - დამნაშავემ იცის, რომ იგი ვალდებულია შეასრულოს შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები მაგრამ არ ასრულებს და სურს ასეთი შედეგი; ობიექტური მხარე კი გამოიხატება შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობაში.

 

ასევე კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის, კერძოდ ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თე----- მი----მ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისიწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, არაერთგზის - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის მესამე ნაწილით და სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს თე----- მი----ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულისა და მისი ადვოკატის პოზიციებს უდანაშაულობასთან დაკავშირებით, რადგან ეს მოსაზრებები არის მხოლოდ ზოგადი ხასიათის, არ გააჩნიათ რაიმე დასაბუთებული საფუძველი და ეწინააღმდეგებიან სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებათა ანალიზს.

 

სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, თე----- მი----ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1511-ე მუხლის მესამე ნაწილით ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო ადგენს, რომ 2019 წლის 14 აპრილს დაახლოებით 14:00 საათზე, მა-------–-- რაიონ სოფელ ონ------ში, თე----- მი---- არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს ლა-–- ჯი---ს და ამ უკანასკნელის დედას ცი---- ჯი---ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით;

 

კონკრეტული ქმედების ჩადენა, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული თავს არ ცნობს დამნაშავედ დადასტურებულია, მოწმის სახით გამოკითხული პირების მიერ; კერძოდ: ლა-–- ჯი--- და ცი---- ჯი---ს ზუსტად და კონკრეტულად აღწერენ შემთხვევის დღეს მომხდარ ფაქტებს, კერძოდ ისინი ბანძის აგრარული ბაზრიდან ბრუნდებოდნენ სოფელ ონ------ში საკუთარ საცხოვრებელ სახლში ფეხით, მათ სახლის მისვლამდე დახვდათ აგრესიულად განწყობილი თე----- მი----, რომელიც მათ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, სახლის გადაწვით და ბავშვების წართმევით თუ ისინი არ შეწყვეტდნენ მის დასმენას პოლიციაში და ლა-–- ჯი--- ბავშვებთან ერთად არ წამოვიდოდა მის საცხოვრებელ სახლში. მუქარა და აგრესიული ტონი გაგრძელდა მათი სახლში შესვლის შემდეგაც. მუქარის ეპიზოდს შეესწრო მეზობელი ფა----- ჭკ------ და გაიგონა ყოველივე.

 

ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თე----- მი---- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლა-–- ჯი---ს და ცი---- ჯი---ს, რომ მოკლავდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. იგივეს ადასტურებს გამოკვლეული მტკიცებულებები;

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

თე----- მი----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია

 

თე----- მი----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა -ნასამართლობა.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსს კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

6.2. საქართველოს სს კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს;

 

6.3. საქართველოს სს კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

6.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის მესამე ნაწილი - სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ;

 

ბრალდებულ თე----- მი----ს მიმართ შერაცხული ბრალდებები სუბიექტური მხრივ მართა-–-ა, განზრახ, ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, თუმცა გასათვა-–-სწინებელია მათი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან ოჯახური დანაშაულებრივი ქმედებები ყველაზე მეტად ეხება ოჯახის წევრებს, იგი განსხვავდება სხვა სახის დანაშაულისაგან თავისი ჩაკეტილი სივრცით და არაერთჯერადი ხასიათით.

 

6.5. სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

სასამართლო საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.

 

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვა-–-სწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის პიროვნება, მისი მახასიათებლები;

 

მოცემულ შემთხვევაში მხედველობაშია მისაღები, რომ თე----- მი---- გასამართლებულია სენაკის სასამართლოს მიერ 2019 წლის 04 მარტს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული აქვს ჯარიმა - 2500 ლარის ოდენობით, რომელიც მას ამ ეტაპისთვის გადახდილი არ აქვს. ასევე მხედველობაშია მისაღები, ის გარემოებაც, რომ ბრალდებული დაზარალებულთან შერიგებული არ არის;

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის ჯანმრთელობის დამადასტურებელ დოკუმენტს (ცნობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ),რომლის მიხედვით, ბრალდებულს 2019 წლის მაისის თვეში ჩაუტარდა მარცხენა წინა და გასწვრივი ტოტის სტენდირება, ამჟამად უტარდება მკურნალობა და არის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;

 

ყველა ამ გარემოებებისა და მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ თე----- მი----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით უნდა დაენიშნოს - სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესის შესაბამისად, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ თე----- მი----ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად უნდა დაემატოს წინა 2019 წლის 04 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით თე----- მი----ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და ჯარიმა 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, - აღნიშნული, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და თე----- მი----ს პიროვნების და მდგომარეობის გათვალისწინებით - შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 50-ე, 59-ე, 67-ე მუხლით, სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თე----- მი---- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესის შესაბამისად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ თე----- მი----ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს წინა 2019 წლის 04 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით თე----- მი----ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და ჯარიმა 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

2. გაუქმდეს მსჯავრდებულ თე----- მი----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

3. მსჯავრდებულ თე----- მი----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 16.04.2019 წელი, 13:15 საათიდან.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32) სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ. სენაკი, რუსთაველის ქ.№247) მეშვეობით.

 

მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია