გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210118002629369
საქმე №2/3063-2018
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი - ნათია ხუნწარია
მოსარჩელე - მ------ შ--–--------ე
მოპასუხეები- 1. მ----- ო-----–--ე (წარმომადგენელი ზ----- ა------------ე)
2. გ------ შ--–--------ე
დავის საგანი: მოძრავი ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
გათავისუფლდეს ყადაღისაგან გ------ი შ--–--------ის გამო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. მაცივარი „ვესტელი“ თეთრი ფერის, ორკამერიანი - 1 ც.; 2. ტელევიზორი „ლჯ“ შავი ფერის, პლაზმური - 1 ც.; 3. გაზქურა „სიმფერი“ ყავისფერი - 1 ც.
მოსარჩელის განმარტებით, ცხოვრობს ქ.ქუთაისში, მ----–----მ----–ის პირველი შეს. N----ში. მეუღლის შვილის, გ------ შ--–--------ის საალიმენტო ვალდებულების გამო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ დააყადაღა მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1. მაცივარი „ვესტელი“ თეთრი ფერის ორკამერიანი - 1 ც.; 2. ტელევიზორი „ლჯ“ შავი ფერის პლაზმური - 1 ც.; 3. გაზქურა „სიმფერი“ ყავისფერი - 1 ც. დაყადაღებული ნივთების ღირებულება შეადგენს - 1750 ლარს.
მოსარჩელის განმარტებით, დაყადაღების აქტში ჩამოთვლილი მოძრავი ნივთები არ წარმოადგენს მისი მეუღლის შვილის - გ------ შ--–--------ის საკუთრებას. უფრო მეტიც, გ------ შ--–--------ე წასულია ოჯახიდან და მასთან აღარ ცხოვრობს. მაცივარი „ვესტელი“ შეძენილია მ----- ო-----–--ის სახელზე განვადებით, მაგრამ თანხებს არ იხდიდა და მ----- ო-----–--ესთან შეთანხმების თანახმად თანხები დაფარა მოსარჩელემ; ტელევიზორი „LG“ აჩუქა რძალმა - ე-–--- შ-------ემ, ხოლო გაზქურა „სიმფერი“ შეძენილია განვადებით მისი მეუღლის მ----- შ--–--------ის მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. გ------ შ--–--------ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. თუმცა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო. დაადასტურა, რომ დაყადაღებული ნივთები - 1. მაცივარი „ვესტელი“ თეთრი ფერის ორკამერიანი - 1 ც.; 2. ტელევიზორი „ლჯ“ შავი ფერის პლაზმური - 1 ც.; 3. გაზქურა „სიმფერი“ ყავისფერი - 1 ც. შეძენილია მისი მშობლების - მიერ და შესაბამისად, აღნიშნული ნივთები არ შეიძლება დაყადაღებულ იქნეს მისი ვალდებულებების შესასრულებლად.
2.2. მ----- ო-----–--ემ თავის შესაგებელში სარჩელი არ ცნო, ხოლო სასამართლო სხდომაზე მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ გ------ შ--–--------ე ცხოვრობს ქ.ქუთაისში, მ----–----მ----–ის პირველი შეს. N----ში, სარგებლობს დასახელებული ნივთებით და სწორად აქვს ისინი აღმასრულებელს დაყადაღებული. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე მ------ შ--–--------ე ცხოვრობს ქ.ქუთაისში, მ----–----მ----–ის პირველი შეს. N----ში, რაც წარმოადგენს მისი მეუღლის - გ------ შ--–--------ის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 36-37);
3.1.2. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული 2/1732-14 29.12.2014 წ. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, 2018 წლის 03 სექტემბერს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტით, კრედიტორის ვალდებულებების შესასრულებლად, ქ.ქუთაისში, მ----–----მ----–ის პირველი შეს. N----ში აღწერილი და დაყადაღებული იქნა შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. მაცივარი „ვესტელი“ თეთრი ფერის ორკამერიანი - 1 ც.; 2. ტელევიზორი „ლჯ“ შავი ფერის პლაზმური - 1 ც.; 3. გაზქურა „სიმფერი“ ყავისფერი - 1 ც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- აქტი მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ (ს.ფ. 31-32);
3.1.3. დაყადაღებული ნივთები შეფასებულია 1750 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- აუდიტორული შეფასების აქტი (ს.ფ. 29-30);
3.1.4. 2018 წლის 03 სექტემბრის მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტში ჩამოთვლილ მოძრავ ქონებაზე იძულებითი აუქციონი გამოცხადებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვა (ს.ფ. 35)
3.1.5. დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ------ შ--–--------ე მოხსნილი იქნა რეგისტრაციიდან, შემდეგი მისამართიდან: ქ.ქუთაისი, მ----–----მ----–ის პირველი შეს N---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 19-20)
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. დადგენილია, რომ მ------ შ--–--------ე არის მ----- შ--–--------ის მეუღლე, რომლის საკუთრებაშიც არის განლაგებული დაყადაღებული ნივთები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მოწმეთა ჩვენებები.
3.2.2. საქმეში წარმოდგენილი საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებებით დადგენილია, რომ „LG“ ფირმის, ტელევიზორი შეძენილია ე-–--- შ-------ის მიერ 2014 წლის 05 სექტემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 21-24);
- გირავნობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 25-26);
3.2.3. მოწმე ე-–--- შ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის მოსარჩელის რძალი (ძმის ცოლი). „LG“ ფირმის ტელევიზორი შეძენილია მის მიერ და აჩუქა მულს, მ------ შ--–--------ეს. მოწმის განმარტებით, მაცივარი „ვესტელი“ შეძენილია განვადებით მოპასუხე მ----- ო-----–--ის მიერ იქ ცხოვრების პერიოდში, მაგრამ შეთანხმების თანახმად, მ------ შ--–--------ემ გადაიხადა განვადების თანხა და შესაბამისად მისი საკუთრებაა, ხოლო გაზქურა „სიმფერი“ შეძენილია მოსარჩელის მეუღლის მ----- შ--–--------ის მიერ განვადებით. იმ პერიოდში მ------ შ--–--------ე იმყოფებოდა საზღვარგარეთ, მაგრამ თანხებს აგზავნიდა განვადების დასაფარად, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, პირადად გადაიხადა და დაასრულა მაცივრისა და გაზქურის განვადების თანხების გადახდა. გ------ შ--–--------ეს ოჯახში არაფერი არ შეუძენია და დაყადაღებული ნივთებიც არ წარმოადგენს მის საკუთრებას.
3.2.4. მოწმე მ-----ი ტ----–--ის განმარტებით დადგენილია, რომ იგი არის მოსარჩელის სიძე (მულის ქმარი). დაახლოებით 4 წელია ცხოვრობს მოსარჩელის სახლში, ამ ხნის განმავლობაში გ------ შ--–--------ეს იმ სახლში არ უცხოვრია, პერიოდულად მოდის სტუმრად და იშვიათად ათევს ღამეს. მისთვის ცნობილია, რომ დაყადაღებული ნივთები არ შეუძენია გ------ შ--–--------ეს და ისინი ოჯახის საკუთრებაა. კერძოდ, ტელევიზორი „LG“ აჩუქეს მოსარჩელე მ------ შ--–--------ეს, ხოლო მაცივარი და გაზქურა შეძენილია განვადებით და თანხებს იხდიდნენ მ------ შ--–--------ე და მისი მეუღლე. მისთვის ცნობილა, რომ სახლი, სადაც განლაგებულია დაყადაღებული ნივთები არის მ------ შ--–--------ის მეუღლის, მ----- შ--–--------ის საკუთრება, სადაც ცხოვრობს მოსარჩელეც და მისი პირადი ნივთებიც აქ აქვს განთავსებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოწმე ე-–--- შ-------ის განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი );
-მოწმე მ-----ი ტ----–--ის განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი );
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოთ აღნიშნული მუხლების საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ ვინაიდან მოწმეებმა სარწმუნოდ დაადასტურეს, რომ ტელევიზორი „LG“ შავი ფერის პლაზმური - არის მოსარჩელის საჩუქარი და განლაგებულია მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილსამყოფლის მიხედვით, შესაბამისად, იგი უნდა ჩაითვალოს მ------ შ--–--------ის პირად საკუთრებად.
მოსარჩელისადმი მაცივარი „ვესტელის“ ფირმის (თეთრი ფერის ორკამერიანი) და გაზქურა „სიმფერის“ ფირმის (ყავისფერი) - კუთვნილების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. თანაც ეს ნივთები განთავსებულია იმ სახლში, სადაც მოსარჩელე ცხოვრობს ქმართან და ოჯახის სხვა წევრებთან (რძალი-შვილიშვილები) ერთად. ეს ნივთები წარმოადგენენ ყოველდღიური გამოყენების საგნებს ოჯახის საჭიროებისათვის და ცალსახად იმის მტკიცება, რომ ისინი მხოლოდ მოსარჩელის პირად ნივთებს მიეკუთვნებიან, დამაჯერებლობას არის მოკლებული, ამასთან, მოწმეთა ჩვენებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ ისინი მოსარჩელის მიერ არ არის შეძენილი, შესაბამისად, აღნიშნული ნივთები ვერ ჩაითვლება მოსარჩელის საკუთრებად.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი, მე-40 მუხლი, -სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები,-სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ტელევიზორი „ლჯ“ შავი ფერის პლაზმური წარმოადგენს უშუალოდ მოსარჩელე მ------ შ--–--------ის საკუთრებას, რომლის მოსარჩელისადმი კუთვნილება დაადასტურა როგორც მოპასუხე გ------ შ--–--------ემ, ასევე მოწმეებმა ე-–--- შ-------ემ და მ----- ტ----–--ემ. შესაბამისად არ არსებობს მათზე გ------ შ--–--------ის ვალდებულებების სანაცვლოდ აღსრულების მიქცევისა და ყადაღის დადების საფუძველი.
6.3. რაც შეეხება თეთრი ფერის ორკამერიან „ვესტელის“ მაცივარს და „სიმფერის“ ფირმის ყავისფერ გაზქურას - სასამართლოს დადასტურებულად არ მიაჩნია მათი მოსარჩელისადმი კუთვნილება, ვინაიდან მათი შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის, ხოლო მხარეთა და მოწმეთა განმარტებებით დასტურდება, რომ მაცივარი შეძენილია განვადებით მ----- ო-----–--ის მიერ, გაზქურა კი - მ-----ი შ--–--------ის მიერ. თანაც ეს ნივთები განთავსებულია იმ სახლში, სადაც მოსარჩელე ცხოვრობს ქმართან და ოჯახის სხვა წევრებთან (რძალი-შვილიშვილები) ერთად. ეს ნივთები წარმოადგენენ ყოველდღიური გამოყენების საგნებს ოჯახის საჭიროებისათვის და ცალსახად იმის მტკიცება, რომ ისინი მხოლოდ მოსარჩელის პირად ნივთებს მიეკუთვნებიან, დამაჯერებლობას არის მოკლებული, ამასთან, მოწმეთა ჩვენებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ ისინი მოსარჩელის მიერ არ არის შეძენილი, შესაბამისად, აღნიშნული ნივთები ვერ ჩაითვლება მოსარჩელის საკუთრებად.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი აქვს 50 ლარი, ხოლო სასამართლოში სარჩელის აღძვრისათვის 50 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო გ------ შ--–--------ეს არ წარმოუდგენია შესაგებელი, თუმცა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო, ხოლო მ----- ო-----–--ემ სარჩელი არ ცნო, მას უნდა დაეკისროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ, დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახ.ბაჟის სანაცვლოდ სარჩელის უზრუნველყოფისათვის - 50 ლარის და სარჩელის აღძვრისთვის გადახდილი 14,29 ლარის ანაზღაურება, 35,71 ლარი კი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად. კერძოდ, უნდა გაუქმდეს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ № A-------- საქმეზე, საქმეზე აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთის რეალიზაციის აღსრულების შეჩერება და უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან: ტელევიზორი „ლჯ“ შავი ფერის, პლაზმური - 1 ც., ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244, 248-249-ე, 257-ე, 259-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ------ შ--–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 03 სექტემბერს ქ.ქუთაისში, მ----–----მ----–ის პირველი შეს. N----ში აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთი: ტელევიზორი „LG“ შავი ფერის, პლაზმური-1 ცალი;
1.2. მოძრავ ნივთებზე - მაცივარი „ვესტელი“ თეთრი ფერის ორკამერიანი - 1 ც. და გაზქურა „სიმფერი“ ყავისფერი - 1 ც. - იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ დადებული ყადაღა დარჩეს უცვლელი;
2. მოპასუხე მ----- ო-----–--ეს მოსარჩელე მ------ შ--–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის და სარჩელის აღძვრისთვის გადახდილი 14,59 ლარის ანაზღაურება;
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გაუქმდეს ნაწილობრივ. კერძოდ, მაცივარი „ვესტელი“ თეთრი ფერის ორკამერიანი - 1 ც. და გაზქურა „სიმფერი“ ყავისფერი - 1 ც. - რეალიზაციის ნაწილში გაუქმდეს აღსრულების შეჩერება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე