განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1/2660-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - დ---------------,ბრალდებულ ი--------–-----
მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
ი-------–--------–-----–----- (დაბადებული 19---–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 6----------, უმაღ-ლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრი-რებული მისამართზე - ქა-–---------–-----------–-----–--------------------------------------------–----------------–--–-----–----–----–-----------------------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 22 მაისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თ---–---------------------------–-----------–--------------–--–-----------------–----------------- სისხლის სამართლის საქმეზე, ი--------–----- მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
2019 წლის 22 მაისს ი--------–---ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაუ-ლის ჩადენისათვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 4000 ლარის ოდენობით.
ი--------–---ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრა-ციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენო-ბით შემოსავლის მიღება.
ბრალდების შესახებ დადგენილებისა და საქმის მასალების მიხედვით, ი--------–----- მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:
ი--------–---მა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორცილე-ბინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ - მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანი-ზებულად, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარი-რების გარეშე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ი--------–---ი 2014 წლიდან - 2018 წლის ჩათვლით პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ი--------–---ი ეწეოდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორცი-ელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. ი--------–---ს უკანონო სამეწარმეო საქმია-ნობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 142,500 აშშ დოლარი და 80,764 ლარი, რაზედაც მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 9,372.50 აშშ დოლარი, შესა-ბამისი კურსით - 20,192.58 ლარი და 3,424.39 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემო-სავლების დეკლარირების შემთხვევაში, ი--------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარ-გებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით, 2014-2018 წლების პერიოდზე, გადასახდე-ლად დაეკისრებოდა 4,723.40 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა დ--------------- აღნიშნა, რომ სასამართლოში წარმოდგენილი და წინასასამართლო სხდომაზე მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილი პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებითა და გარემოებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი--------–-----ათვის წაყენებული ბრალდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორმა იშუამდგომლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ი--------–----- დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა (2019 წლის 11 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).
ი--------–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ. აღნიშნული გარემოების, ბრალდებულის პიროვნების, სოციალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით ბრალდებულმა იშუამდგომლა ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული არ იქნება რეალურ თავისუფლების აღკვეთასა და შინაპატიმრობასთან, კერძოდ იშუამდგომლა სასჯელად ჯარიმის გამოყენება (2019 წლის 11 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ი--------–------ მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია ი--------–----- ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ:
- მოწმე მ-------------- გამოკითხვის ოქმი, (ს.ფ. 164-166);
- მოწმე ც-------------- გამოკითხვის ოქმი, (ს.ფ. 167-169);
- მოწმე თ------------------ გამოკითხვის ოქმი, (ს.ფ. 170-172);
- მოწმე ი-----–--------------- გამოკითხვის ოქმი, (ს.ფ. 173-175);
- მოწმე ს-----------–------- გამოკითხვის ოქმი, (ს.ფ. 176-178);
- მოწმე ქ-----------–-------- გამოკითხვის ოქმი, (ს.ფ. 179-181);
- მოწმე გ----------------- გამოკითხვის ოქმი, (ს.ფ. 182-184);
- მოწმე დ-------–-------- გამოკითხვის ოქმი, (ს.ფ. 205-207);
- ი--------–----- გამოკითხვის ოქმები, (ს.ფ. 185-188; 213-214);
- საჯარე რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი თანდართულ სესხისა და იპო-თეკის ხელშეკრულებებთან ერთად და ხელშეკრულებების გაუქმების სანოტარო აქტებ-თან ერთად, (ს.ფ. 21-150);
- ელექტრონული საინფორმაციო საშუალების დათვალიერების ოქმი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, (ს.ფ. 6-13)
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომართვის წერილი, (ს.ფ. 15);
- შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის წერილი, (ს.ფ. 17);
- თემატური რევიზიის აქტი დანართით, (ს.ფ. 189-198), რაც სხვა მტკიცებულებებსა და საპროცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ი--------–----- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ი--------–----- მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაუ-ლის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ ი--------–---მა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშა-ული - სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნა-შავის წარსულ ცხოვრებას.
კერძოდ, როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ი--------–---ი აღიარებს ჩადენილ დანა-შაულს, მან აგრეთვე ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
სასჯელის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება და წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე.
ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის (ჯარიმა ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე) ფარგლებში ი--------–---ს სასჯელად უნდა დაენიშნოს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ი--------–----- მიმართ ჯარიმის გამოყენება სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-------–--------–-----–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანა-შაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
2. ი--------–----- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემ-ტან პირს;
3. განაჩენის აღსრულებაზე - მსჯავრდებულის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე - კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულე-ბას;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქა-ლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ნიკოლოზ მარსაგიშვილი