გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/208-19წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ივლისი, 2019 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
მოსარჩელე - სს ,,თ----- ბანკი'';
წარმომადგენელი - რ--------–------ე;
მოპასუხე - ნ------------ე;
დავის საგანი: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ნ------------ეს სს ,,თ----- ბანკის“ სასარგებლოდ N 3-------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების თანხის 8618,33 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა 6939,45 ლარი, პროცენტი-1197,54 ლარი, ჯარიმა - 464,66 ლარი და დაზღვევის პრემია 16,68 ლარი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ მაწილობრივ სცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მძიმე ეკონომიკური პირობების გამო ვერ შესძლებს დავალიანების გადახდას პროცენტისა და ჯარიმის ნაწილში. ხოლო ძირ თანხას გადაიხდის გარკვეული დროის შემდეგ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 21 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო N3-------------- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 7000 ლარის ოდენობით 48 თვის ვადით, წლიური 25% სარგებლის დარიცხვით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- N3-------------- სესხის ხელშეკრულება;
3.1.2. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში განისაზღვრა პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი, კერძოდ, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი ერთჯერადი ჯარიმა, ხოლო შემდეგ, დავალიანების 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულების 2.9-2.10 მუხლები;
3.1.3. მოპასუხემ 2018 წლის 27 აგვისტოს დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, 05.04.2019 წლის მდგომარეობით მას ერიცხება ძირითადი დავალიანება 6939,45 ლარის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- შეტყობინება, ცნობა დავალიანების შესახებ;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. N3-------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება შეადგენს 8618,33 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 6939,45 ლარი, პროცენტი-1197,54 ლარი, ჯარიმა - 464,66 ლარი და დაზღვევის პრემია 16,68 ლარი;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ამონაწერი მოპასუხის საბანკო ანგარიშიდან;
3.2.3. მოპასუხეს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი, მიუხედავად ამისა მის მიერ არ მომხდარა დავალიანების დაფარვა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- გაფრთხილების წერილი და ჩაბარების დასტური;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ,,თ----- ბანკის'' სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 417-420-ე, 867- 873-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, კი ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, მაშინ თუ ორ კვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას მიუხედავად გაფრთხილებისა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ 2019 წლის 4 მაისს ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და მომართა სარჩელით სასამართლოს მოპასუხისათვის ვალდებულების შესრულების დაკისრების მოთხოვნით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებებით განისაზღვრა პირგასამტეხლო. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა შესაბამისია ვალდებულების ოდენობასთან და ვადაგადაცილების პერიოდთან მიმარტებაში, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არის შეუსაბამოდ მაღალი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტის თანახმად: ''სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.'' ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა: პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს: იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს;
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება: ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით;
ამავე კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. თუ ასეთი მოქმედების შესრულება სასამართლოს ინიციატივით ხდება, მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად;
სარჩელის აღძვრისას მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 258,55 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოპასუხეს ნ------------ეს მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სარჩელის ცნობის პროპორციულად, გაწეული საპროცესო ხარჯის 50,37 ლარის გადახდა. ხოლო 208,18 ლარი დაუბრუნდეს სს ,,თ----- ბანკს".
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,თ----- ბანკის“ (ს/ნ2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ნ------------ეს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკის“ სასარგებლოდ N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების 8618,33 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 6939,45 ლარი, პროცენტი-1197,54 ლარი, ჯარიმა - 464,66 ლარი და დაზღვევის პრემია 16,68 ლარი;
3. მოპასუხე ნ------------ეს მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრო გაწეული საპროცესო ხარჯის 50,37 ლარის გადახდა.
მოსარცელე სს ,,თ----- ბანკის" მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 258,55 ლარიდან 208, 18 ლარი დაუბრუნდეს სს ,,თ----- ბანკს" ხაზინიდან. (თანხა სს ,,თ----- ბანკის" მიერ გადახდილია 2019 წლის 11 თებერვალს რეფერანსი N2---------)
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ.7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უარდეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი