განაჩენი

სისხლის სამართლის 31.07.2019
საქმის ნომერი
210100118002756263
დავის ტიპი
177 3 ბ , 177 2 ა , 177
თარიღი
31.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100118002756263

საქმე № 1/224-18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ივლისი, 2019 წელი ქ.სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა

მარი მირიანაშვილის მდივნობით

 

პროკურორ - გ--------------–---–--

ბრალდებულ - ე-–------------------

ადვოკატ - ა-----–-------–---–--

თარჯიმან- ნ--–---------–---–--

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №033101118001

 

ბრალდებულ ე-–------------------ მიმართ

დაბადებული: 08.02.1----–--–-

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 3----------

ნასამართლობა: ნასამართლევი (პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი)

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

განათლება: ა---------–----–----–-- განათლების მქონე

რეგისტრაციის მისამართი: საგარეჯოს რაიონი, სოფელი ლ-----–-------------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: საგარეჯოს რაიონი, სოფელი ლ-----–-------------------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. ე-–------------------ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.

 

ე-–-----------------, რომელსაც სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდა პირობითი მსჯავრი ოთხი წლის ვადით, 2018 წლის 08 ნოემბერს, შუადღის საათებში, საგარეჯოს რაიონის სოფელ ს-------–-- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, მ--------------------- მეცხოველეობის ფერმის ტერიტორიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მ--------------------- კუთვნილ სამ სულ ცხენს, რითაც მ-------------------- მიაყენა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ამ გარემოებათა გამო ე-–----------------- ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ე-–------------------ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.

რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2.1 ე-–----------------- რომელსაც სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდა პირობითი მსჯავრი ოთხი წლის ვადით, 2018 წლის 08 ნოემბერს, შუადღის საათებში, საგარეჯოს რაიონის სოფელ ს-------–-- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, მ--------------------- მეცხოველეობის ფერმის ტერიტორიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მ--------------------- კუთვნილ სამ სულ ცხენს, რითაც მ-------------------- მიაყენა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ესე იგი, ე-–------------------ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

3.1 2019 წლის 19 თებერვლის ღია სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარის - უშუალოდ ბრალდებულ ე-–------------------ ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ დაფიქსირებულ იქნა პოზიცია წინასასამართლო სხდომის ეტაპზე სადავოდ გამხდარ ბრალდების მხარის მტკიცებულებებთან დაკავშირებით, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ და გამოსაკვლევ მტკიცებულებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ ხდიან. 2019 წლის 10 ივნისს და 20 მაისს გამართულ არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეებმა მოწმეების ნ----------–-–---–--, მ------------------------ და რ------------------- ჩვენებები მიიჩნიეს უდაო ძალის მქონე მტკიცებულებებად, ხოლო 2019 წლის 05 ივლისის სხდომაზე მხარეებმა წერილობითი მტკიცებულებები 6.1 პუნქტიდან 6.5 პუნქტის ჩათვლით, ასევე სხვა წერილობითი მტკიცებულებები 7.1. პუნქტიდან 7.8 -ის პუნქტის ჩათვლით, წერილობითი მტკიცებულებები სხვა საპროცესო დოკუმენტაცია 8.1 პუნქტიდან 8.17 პუნქტის ჩათვლით რომელი მტკიცებულებებიც არ ყოფილა სხდომაზე გამოკვლეული ცნეს უდავოდ, ამავე სხდომაზე ბრალდების მხარემ დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა მოწმეები გ--–--------------, ვ-----–---–----, ე-–-----------------, ლ--------------–---–-, მოწმე ე-–----------------- დასაკითხ პირთა სიიდან ასევე მოხსნა დაცვის მხარემ 2019 წლის 15 ივლისს გამართულ არსებითი განხილვის სხდომაზე.

 

3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ს---–----------------–-- ჩვენებით დგინდება, რომ მის მიერ გამოკითხული იქნა დაზარალებული და მისი არასრულწლოვანი შვილი, მან მოწმის სახით გამოკითხა ე-–-----------------, ჩაატარა ამოცნობა, მის მიერ გამოკითხული იქნა ლ------------------ და თ---–-–---–-, მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს შენიშვნები არ გამოთქმულა. ს---–----------------–-- აჩვენა, რომ მოწმე ს---------------- ე-–----------------- ამოიცნო გარეგნობით და იმ ნიშნების მიხედვით რაც გამოკითხვისას ოქმში მიუთითა.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ლ------------------ს ჩვენებიდან დგინდება, რომ 2018 წლის 10 ნოემბერს პოლიციაში შესული შეტყობინების - ქურდობის ფაქტზე, შემთხვევის ადგილზე მ--------------------- ფერმაზე გავიდა გ-------------–---–---- ერთად, ხოლო იქედან წავიდა ე-–-------- ფერმაზე გ-------------–---–---- ერთად. ე-–-------- ფერმა სად მდებარეობდა მიუთითათ მ---------------------, გზად მ--------------------- დაინახა ე-–-------, იცნო იგი და ასევე ამოიცნო მისი ცხენები, რომლებიც სხვა მიმართულებით მიჰყავდა ე-–-----------------, მაშინვე მოხდა იმ ცხენების ამოღება და პატრონისთვის მ---------------------თვის ჩაბარება. ე-–------- მათი მიმართულებით არ მიჰყავდა ცხენები, ე-–------- ცხენზე იჯდა თუ არა არ ახსოვს. შემთხვევის ადგილზე შემოღობილი ან რაიმე წყალსაქაჩი არ ყოფილა. მათი მისვლის შემდგომ იქ მივიდნენ გამომძიებელი ბ---------–---–- და თარჯიმანი. მოწმემ განმარტა, რომ ე-–------- ცხენები საპირისპირო მიმართულებით მიჰყავდა, საიდან მოდიოდა ე-–------- და საით მიდიოდა არ იცის, მხოლოდ ის იცის, რომ მის ფერმამდე არ მისულან, იგი მთავარი გზიდან მოცილებული იყო. ე-–-------- დანახვის დროს დაზარალებულის შვილი იქ არ ყოფილა, დაზარალებულის მითითების შემდეგ იქ მოხდა ე-–-------- შეჩერება. მოწმეს როგორც ახსოვს თეთრი ფერის ცხენები იყვნენ.

 

3.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ------- თ---–-–---–-ს ჩვენებიდან დგინდება, რომ მისი ფერმა მდებარეობს საგარეჯოდან 15 კილომეტრის მოშორებით უდაბნოს მიმართულებით, ე-–------- მუშაობდა მის ფერმაზე მწყემსად, მას ასევე ჰყავდა თავისი საქონელი. ე-–------- ჰყავდა ერთი წითელი ფერის ცხენი, იგი ხან ცხენით მოძრაობდა ხან ფეხით. მოწმე ე-–----------------- ახასიათებს როგორც წესიერ, კარგ პიროვნებას და მორჩილს, იგი გულმოდგინედ მუშაობდა და მადლობელია მისი, მან ე-–-------- დაკავების შესახებ გაიგო პოლიციიდან და ძალიან გაუკვირდა. ე-–------- ნასიმინდვრებში დადიოდა ყოველდღე და იქ მწყემსავდა საქონელს, მან გადმოცემით იცის რომ ე-–------- დაკავების მომენტში საქონელთან ერთად იყო, ეს ადგილი მისი ფერმიდან 1 კილომეტრის მოშორებით არის, მოხრეშილი გზაა, ე-–-------- დაკავების შემდგომ მისი საქონელი ვინ დააბინავა კვლავ ფერმაში არ იცის. ე-–-------- დაკავების დროს იგი ფერმაში არ ყოფილა, ასევე არ იცის როგორ მოხდა მისი დაკავება.

 

3.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ს---------------- ჩვენებიდან დგინდება, რომ იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს ა-----–- ფერმზე, მას ამჟამად ჰყავს ძროხები და ასევე სამი ცალი ცხენი - მუქი შინდისფერი, შავი და წითელი, ერთი ცხენი ხუთი წლის არის, მეორე ორის და მესამე კვიცი სამი თვის, აქედან ორი ცხენი დედალია, ერთი - მამალი. 2018 წლის 08 ნოემბერს მას საქონელი ჰყავდა წაყვანილი მინდორში, ცხენები საძოვრად გასულები იყვნენ ფერმიდან 200-300 მეტრის მოშორებით, მამა ამ დროს სოფელში იყო წასული. ს------------------ განმარტა, რომ 2018 წლის ნოემბერში მას სხვა ცხენები ჰყავდა, სულ სამი ცხენი ჰყავდა, ორი თეთრი ცხენი, მესამე შავი, თეთრი ცხენები 6-7 წლის იქნებოდნენ, მისი საკუთარი ცხენი კი 4 წლის იქნებოდა. 2018 წლის 08 ნოემბერს ფერმის გარეთ ყავდა ორი ცხენი დაბმული, ხოლო ერთი იყო გაშვებული, შავი იყო დაბმული ადგილზე თოკით, ამ დროს მივიდა ე-–-------, მოხსნა დაბმული მისი ცხენი და გაიყვანა, ე-–------- ფერმაზე წითელი ცხენით მივიდა. ს------ განმარტა, რომ ყველაფერი კარგად დაინახა ე-–-------- მაშინ სამივე ცხენი წაიყვანა ორი თეთრი და ერთი შავი, მოწმემ ამ დროს დაიყვირა „სად მიგყავთ ჩემი ცხენები დატოვეთო“, თუმცა ე-–-------- ყურადღება არ მიაქცია. ამის შემდგომ ს------ დაურეკა მამას მ--------------------. შემდეგ მ----------ა დაურეკა ე-–------- და უთხრა დაებრუნებინა ცხენები, ე-–------- შეპირდა, რომ დააბრუნებდა ცხენებს, მაგრამ არ დაუბრუნათ. მოწმე ე-–----------------- იცნობდა რადგან ამ ფაქტამდე 5 დღით ადრე მათთან მისული იყო ფერმაზე ნაკელის წასაღებად, ნაკელი არ წაუღია ვინაიდან მას არ მოეწონა. მოწმეს მონაწილეობა მიღებული აქვს ასევე ამოცნობაში და მან ამოიცნო ე-–-------. მოწმემ განმარტა, რომ პოლიციაში რა ჩვენება მისცა არ ახსოვს, მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ე-–------- მან 100 მეტრში დაინახა, მას პოლიციისთვის არ უთქვამს, რომ 200 მეტრში დაინახა. ე-–-------- როცა ცხენები წაიყვანა მაშინ ქუდი ეხურა, მან ცხენები წინ გაირეკა და ისე წაიყვანა, შავი ცხენი კი თოკით წაიყვანა. მან იცის, რომ მისი შავი ცხენი მოგვიანებით მოიყვანეს, ხოლო თეთრი ცხენები მის ფერმაში ვინ მიიყვანა არ იცის, ქურდობიდან დაახლოებით 10-15 დღის შემდეგ მიიყვანეს. ხოლო შავი ცხენი მოგვიანებით მიიყვანა ე-–-------- მამამ. ადვოკატის შეკითხვაზე: „თუ გახსოვს ასეთი მომენტი, როცა პოლიცია არის გზაზე, იქ ჰყავთ ე-–------- და შენ და მამამ იქ მიიყვანეთ თეთრი ცხენები? - მოწმემ უპასუხა, რომ არ ყოფილა ასეთი შემთხვევა.

 

3.6 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა----------–----- ჩვენებიდან დგინდება, რომ ე-–----------------- მისი დისშვილია. 2018 წლის დეკემბერში, შუა დღეს მივიდა მასთან ე-–-------- მამა დ--------- და ცხენის პატრონთან მ------------- ერთად წავიდნენ და მივიდნენ ა------------- ფერმაში, რომელიც მდებარეობს მ-------–------ 5 კილომეტრში, არხის თავში. იქ მ---------- აჩვენეს შავი ფერის ცხენი, პატარა კვიცი, მ----------ა ამოიცნო მისი ცხენი; ამის შემდეგ ცხენი ჩასვეს მანქანაში, და წაიყვანეს მ----------ს ფერმაში. ისინი ა-------- ფერმაში იმიტომ წავიდნენ, რომ დ---------- თქვა ასე და მ---------- თავად დ---------- მოიწვია.

 

3.7 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ბ--------------–----- ჩვენებიდან დგინდება, რომ იგი ე-–-----------–----- ნათესავია. იგი ადვოკატ ა-----–-------–---–---- ერთად მივიდა ა------------- ფერმაზე, სადაც ცხენი იყო ნაპოვნი და მან შეასრულა თარჯიმნის მოვალეობა, მიიღო მონაწილეობა ა----------–-----, ე------------------ და ა---- ა-------- გამოკითხვაში. მოწმემ განმარტა, რომ მას ადვოკატისთვის არ უთქვამს, რომ ბრალდებული ე-–----------------- მისი ნათესავი იყო.

 

3.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ-------------------- ჩვენებიდან დგინდება, რომ ე-–----------------- არის მისი შვილი. 2018 წლის 5 თუ 6 ნოემბერს ე-–------- მისული იყო მასთან სახლში, მან უთხრა, რომ ფერმაში იყო ორი ცხენი და ერთი კვიცი, რომლებიც მას აწუხებდნენ, ასე თქვა, რომ ერთი წითელი იყო და მეორე შავი. შემდგომ ე-–-------- დარეკა პოლიციაში და შეატყობინა ამის შესახებ, ასევე ცხენებს სურათი გადაუღო და ფოტოც გადაუგზავნათ, პოლიციამ უთხრა ე-–-------, რომ დაება ცხენები, პოლიციაში თუ ვის ესაუბრა არ იცის. ამ საუბარს ესწრებოდა ასევე მისი მეუღლე და მეორე შვილი ე-–-----------------. როდესაც ე-–------- დააკავეს ორივე ცხენი წაიყვანეს, ერთი ცხენი ყოფილა სხვისი. სასამართლოში, რომ მივიდა იქ ე-–-------- უთხრა, რომ მას აიძულებდნენ, რომ ეღიარებინა დანაშაული, მას პროკურორი შეპირდა, რომ ეღიარებინა დანაშაული და ეს კარგი იქნებოდა ე-–--------თვის, ეს უთხრა მას ე-–-------- დარბაზიდან გამოსვლისას. დ---------- განმარტა, რომ ერთი ცხენი შავი კვიცი მისული იყო ა---- კ------------ ფერმაში, მან დააბა კვიცი და კითხულობდა პატრონს, მან ასევე შეატყობინა პოლიციას ამის შესახებ, ასევე მისი შვილიც ეძებდა კვიცს. შემდგომ როცა გაიგეს ეს ფაქტი წაიყვანეს კვიცის პატრონი მ---------- და მისცეს თავისი კვიცი, რომელმაც დაადასტურა, რომ ეს კვიცი მისი იყო. მოწმემ განმარტა, რომ ე-–-------- ტელეფონი სადაც სურათები იყო გადაღებული და რომლითაც ე-–-------- დაურეკა პოლიციას თავად პოლიციამ წაართვა და გამომძიებლები ორი-სამი თვე უარს ეუბნებოდნენ ტელეფონის დაბრუნებაზე, რომ მათ არ ჰქონდათ ე-–-------- ტელეფონი. მას ტელეფონი დაუბრუნეს 2 თვის შემდეგ და სურათები რაც ჰქონდა გადაღებული ე-–------- წაშალეს, ვინ დაუბრუნა ტელეფონი მისი სახელი არ იცის.

 

3.9 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულ ე-–------------------ ჩვენებიდან დგინდება, რომ იგი თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2018 წლის 05 ნოემბერს იყო ფერმაზე სადაც მივიდა 3 ცხენი, იმ დღეს იგი წავიდა ნათლობაში სოფელ თ---–---–-, მეორე დღეს კი დილით ადრე წავიდა ფერმაზე. ფერმაზე, რომ დაბრუნდა ორი თეთრი ფერის ცხენი ისევ ფერმაში იყო და შავი აღარ დახვდა. ე-–------- შეტყობინებული ჰქონდა ყველასთვის, რომ მის ფერმაზე ცხენები იყვნენ მისულები. მას ასევე დაურეკა მ--------------------- და ჰკითხა თუ რამდენი ცხენი იყო, ე-–-------- უახსნა, რომ თავიდან სამი ცხენი მივიდა, მაგრამ ქორწილიდან, რომ დაბრუნდა შემდგომ მხოლოდ ორი ცხენი დახვდა. მ----------ა უთხრა, რომ მისთვის ცხენები შეენახა, ე-–-------- ასევე დაურეკა პოლიციაში ვინმე შ--–---, რომელმაც უთხრა, რომ ტელეფონით გადაეღო სურათები და გადაეგზავნა მისთვის. ე-–-------- გადაუგზავნა ორი თეთრი ცხენის სურათი შ--–---, მან ასევე შეატყობინა ამის თაობაზე ვინმე რ------ საგარეჯოს განყოფილებაში, ე-–-------- მას უთხრა, რომ პრობლემები არ უნდოდა შექმნოდა ამის გამო, რადგან პირობითი სასჯელი ჰქონდა. ე-–------- ცხენის ქურდობა დააბრალა მ----------ა. მოწმემ განმარტა, რომ როდესაც პოლიციამ დააკავა მაშინ გამომძიებელმა წაართვა ტელეფონი და როდესაც დაკავებული გადაიყვანეს პოლიციის შენობაში მას პოლიციელებმა უთხრეს, რომ ეღიარებინა დანაშაული და მალე გაუშვებდნენ რადგან არჩევნების პერიოდი იყო. მაშინ მან, რომ აღიარა დანაშაული არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქურდობა მან ჩაიდინა. ამ ცხენების შესახებ იცოდა ა--------------– და ე-–----- ე-––----- შვილმა. მისი დაკავების დროს მასთან ერთად იყო ა-------------, მას თან თავის წითელი ცხენი ჰყავდა, რომელიც იყო ა------ ცხენი, ხოლო ის თეთრი ცხენები ვინ წაიყვანა მის გარეშე არ იცის. დაკავების დროს თავიდან იყო ორი პოლიციელი და მერე მოვიდნენ დანარჩენები სულ 6 პოლიციელი იყო. დაკავების დროს მთელი დღე ორი პოლიციელი და ე-–------- იყო მანქანაში, შემდგომ მოვიდნენ მ---------- და მისი შვილი ორი ცხენით, ხელი მოაწერინეს, რომ ცხენი იქედან წაიყვანეს. ე-–------- მოატყუეს, რომ თუ ხელს მოაწერდა მას პრობლემა აღარ ექნებოდა, ასევე პოლიციელებმა მას უთხრეს, რომ ცხენებთან სურათი გადაეღო, თუმცა ე-–-------- უარი უთხრათ. აქამდე დუმდა რადგან პროკურორმა უთხრა, რომ ჩვენება არ შეეცვალა და ყველაფერი კარგად იქნებოდა. ბრალდებულმა განმარტა, რომ იგი მ-------------------- და მის შვილს არ იცნობს და არც მის ფერმაზე არ არის ნამყოფი. სადაც ე-–------- მუშაობდა მ----------ს ფერმა 5-7 კილომეტრით არის დაშორებული. ე-–-------- ცხენების ამოღების ოქმზე ხელი მოაწერა და იქ თარჯიმანიც იყო, თუმცა არ იცოდა რაზე აწერდა ხელს, მოტყუებით მოაწერინეს ხელი, რადგან ეუბნებოდნენ არჩევნები იყო და მალე გაუშვებდნენ. ხელი როცა მოაწერა უთხრეს, რომ იმაზე აწერდა ხელს, რომ მან მ---------- ცხენი ჩააბარა.

 

3.10 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ--------------------- ჩვენებიდან დგინდება, რომ 2018 წლის 08 ნოემბერს იგი იყო სოფელში, მის ფერმაზე ადრე ე-–----------------- ერთხელ იყო ნამყოფი. მას ფერმაზე ყავს საქონელი, რომელსაც იქვე აძოვებენ, შორს არ მიდიან. მისმა შვილმა დაურეკა მას და უთხრა, რომ მან დაინახა ე-–-----------------, რომელმაც წაიყვანა მისი ცხენები. მისი შვილი იცნობს იმ პიროვნებას ვინც წაიყვანა მისი ცხენი, ერთ ცხენზე თვითონ დაჯდა ე-–------- და დანაჩენები ისე წაიყვანა. ამის შემდეგ 9 ნოემბერს დილის 10 საათზე დაურეკა მან ე-–------- და ჰკითხა მან წაიყვანა თუ არა მ----------ს ცხენები, ე-–-------- უთხრა, რომ მას ჰყავდა ცხენები და აუცილებლად დაუბრუნებდა, თუმცა ე-–-------- ცხენები არ დაუბრუნა. შემდეგ 10 ნოემბერს მ----------ა 112 დარეკა და შეატყობინა ქურდობის ფაქტი, მასთან მივიდნენ პოლიციელები ფერმაზე და წაიყვანეს მ----------ც და წავიდნენ ე-–---------- ფერმაზე. მას გზაში შეხვდათ ე-–------- ცხენით და თუ სად მიჰყავდა არ იცის მოწმემ. ამ ცხენებიდან ორი თეთრი ცხენი მისი იყო, ამ დროს მ---------- ე-–--------თვის არაფერი უთქვამს. აღნიშნულის შედეგად მ---------- მიადგა დაახლოებით 3000 ლარის ქონებრივი ზიანი. მოწმემ განმარტა, რომ მისმა შვილმა ე-–------- 200 მეტრს დაშორებით დაინახა და იცნო, ვინაიდან ადრე ე-–------- მათთან იყო მისული. დაცვის შეკითხვაზე: „თუ რატომ არ წახვედით თქვენ თვითონ ცხენების მოსაყვანად?“ მ----------ა უპასუხა, რომ ის რატომ უნდა წასულიყო მოსაყვანად ე-–-------- წაიყვანა ცხენები და მასვე უნდა დაებრუნებინა. ე-–-------- პოლიციაში, რომ დარეკა უთხრა, რომ 8 ნოემბერს მოპარეს ცხენები, ხოლო როცა უთხრეს, რომ ასე მოგვიანებით რატომ რეკავდა უთხრათ, რომ ელოდებოდა, რომ მას დაუბრუნებდნენ. დაკავებისას ე-–-------- პოლიციელებს უთხრა, რომ ეს ცხენები მას არ მოუპარავს. მოწმემ განმარტა, რომ იმ სამი ცხენიდან ორი თეთრი იყო მოწმის, ხოლო ერთი იყო ე-––-----ი, ის ცხენიც მოპარული იყო თუ არა არ იცის. მან ს-------–-- ტერიტორიაზე მდებარე წყალსაქაჩის ტერიტორიიდან შემოღობილიდან წაიყვანა ცხენები. შემდგომ მისი შვილი და თვითონ 10 ნოემბერსვე წაიყვანეს პოლიციის შენობაში. ბრალდებულის შეკითხვაზე: „თუ როდის მოვედი შენთან ფერმაში?“ მოწმე უპასუხა, რომ იგი 3 რიცხვში მივიდა და მის ვაჟიშვილს უთხრა ე-–--------, რომ ნაკელი უნდა ეყიდა, მოწმე ამ დროს სოფელში იყო და რომ მივიდა ფერმზე მაშინ ნახა. დაზარალებულმა განაცხადა, რომ მას ზიანი ანაზღაურებული აქვს.

 

3.11 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ-------------–---–-- ჩვენებიდან დგინდება, რომ მას მონაწილეობა მიღებული აქვს მხოლოდ ცხენების ამოღებაში, კერძოდ მ-------------------- შეხვდათ გზის პირზე ერთ-ერთი ფერმის სიახლოვეს და ჩაჯდა მათ მანქანაში და წავიდნენ აღმოსავლეთის მიმართულებით გრუნტიან გზაზე, დაახლოებით 2 კილომეტრის გავლის შემდეგ, დაზარალებულის მითითებით მივიდნენ მინდორში, სადაც შენიშნა მამაკაცი ზურგიდან და განაცხადა, რომ ეს იყო ე-–------- მისი ცხენების ქურდი. ცხენები ამოღება მოხდა სათანადო ოქმის შედგენით, რასაც ესწრებოდა თარჯიმანი. ე-–------- ნახეს მინდორში ცხენებთან ერთად, ცხენები არსად არ დაუბინავებიათ, მას ხელწერილიც ჩამოართვეს და დაზარალებულს როგორ გადასცეს ცხენები ეს არ იცის. მოწმემ განაცხადა, რომ მ----------ს შვილი იმ მანქანაში სადაც მოწმე იჯდა არ მჯდარა, მ----------ა მგონი ორი ცხენი წაიყვანა და მესამე ვინ წაიყვანა არ იცის.

 

3.12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებელ ბ------------–---–-- ჩვენებიდან დგინდება, რომ მას მიღებული აქვს მონაწილეობა ცხენების ამოღებაში და დაკითხული ჰყავს მოწმე გ-------------–---–-. 2018 წლის 10 ნოემბერს ჩატარდა ამოღება. მოწმემ განმარტა, რომ ე-–----------------- პოლიციის მანქანაში ეჯდათ მის თანამშრომლებს, ე-–-------- მითითებით მოახდინა ორი ულაყი ცხენის ამოღება, მას ე-–--------თვის არ უკითხავს სად მიყავდა ცხენები, ამოღებასთან დაკავშირებით არავის პრეტენზია არ განუცხადებია და საჩივარი არ ჰქონაით. ამოღება მოხდა კ-------------- მინდორში, შემოღობილი ტერიტორია ან რაიმე ობიექტი ახლო-მახლოს არ შეუნიშნავს, ამოღება მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში ე-–------- ხელი არ შეუშლია, დაზარალებული იყო თუ არა იქ ვერ იხსენებს. ე-–------- რა მიმართულებით მოძრაობდა არ იცის იგი როცა მივიდა შემთხვევის ადგილას ე-–------- პოლიციას შეჩერებული ჰყავდა და მანქანაში ეჯდათ.

 

3.13. 2018 წლის 10 ნოემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ კ-------------- მინდორში ე-–------------------გან ამოღებული იქნა ორი სული ულაყი ცხენი, აღნიშნული ცხენები ხელწერილით ჩაბარდა მეპატრონეს მ--------------------.

 

3.14. 2018 წლის 11 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ს-------–-–- მდებარე მ--------------------- ფერმის მიმდებარედ არსებული საძოვარი, რომელსაც ესაზღვრება მინდორი, საძოვარზე არის პატარა ხეობა, დაზარალებულ მ---------------------- მითითებით სწორედ ამ ადგილიდან მოიპარა ე-–------------------ მისი ცხენები. შემთხევის ადგილზე რაიმე ნივთი ან კვალი ნანახი და ამოღებული არ ყოფილა.

 

3.15. 2018 წლის 11 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა საგარეჯოს ტერიტორია, ე.წ. „გ---–----------- არსებული მელიორაციის ტერიტორია, აღნიშნული ტერიტორია შემოსაზღვრულია მავთულით და ესაზღვრება საგარეჯო-უდაბნოს დამაკავშირებელი გზა, ტერიტორიაზე განთავსებულია ორი ძველი შენობა, შემთხვევის ადგილს დასავლეთით ესაზღვრება მინდორი, შემთხვევის ადგილიდან რაიმე ნივთი ან კვალი ნანახი და ამოღებული არ ყოფილა.

 

3.16. 2018 წლის 10 ნოემბრის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამოცნობა ჩატარდა შსსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს შენობაში, ამოცნობაში მონაწილებას იღებდა ს---------------, რომელის წინაშე წარდგენილი იქნა სამი პიროვნება ე-–-----------------, გ--–-------------- და ვ-----–---–---, ს---------------- მიერ ამოცნობილ იქნა ე-–-----------------, რომელმაც მისი განმარტებით მოიპარა მ----------ს ცხენები.

 

3.17 ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 27 ივნისის სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენით დამტკიცდა სიღნაღის რაიონულ პროკურატურასა და ბრალდებულ ე-–----------------- შორის 2017 წლის 27 ივნისს დადებული საპროცესო შეთანხმება და ე-–----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი ) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 04 (ოთხი) წელი. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

3.18 სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს კახეთის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 12 ნოემბრის წერილიდან დგინდება, რომ ე-–----------------- კახეთის პრობაციის ბიუროში იმყოფება აღრიცხვაზე სიღნაღის რაიონული სასამართლოს 27.06.2017 წლის განაჩენის საფუძველზე და ამჟამად იხდის სასჯელს.

 

4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 სასამართლო აღნიშნავს, რომ ფარულ დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სხვისი ნივთის დაუფლება ხდება როგორც მისი მესაკუთრისაგან, ისევე სხვა, გარეშე პირებისაგან ფარულად, რომელთაც გააზრებული და გაცნობიერებული არა აქვთ ეს ფაქტი. ამასთან, სუბიექტურ მხრივ, პირს, რომელიც აღნიშნულ ქმედებას სჩადის, შეცნობილი აქვს, რომ ფარულად, სხვებისგან შეუმჩნევლად ეუფლება სხვის მოძრავ ქონებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. ამასთან, დაზარალებულს თავად არ დაუნახავს, თუ როგორ დაეუფლა ე-–----------------- მის კუთვნილ ცხენებს, დაზარალებულის განმარტებით იგი არ იცნობს ე-–-----------------, ერთხელ ჰყავს ნანახი საკუთარ ფერმაზე და შესაბამისად, მას ნება არ დაურთავს ე-–------------------თვის დაუფლებოდა მის კუთვნილ ცხენებს. ამასთან თვითმხილველი მოწმის ს---------------- ჩვენებით დგინდება, რომ ე-–-------- როდესაც წაიყვანა მ--------------------- ცხენები ფერმიდან ე-–------- იგი არ დაუნახავს და როცა მან ე-–------- დაუძახა თუ სად მიყავდა ცხენები ე-–------- მისთვის არ შემოუხედავს.

 

ასევე დადგენილია, რომ დაზარალებულ მ-------------------- მისი კუთვნილი ცხენები არ გაუსხვისებია, არც სხვისთვის გადაუცია განკარგვის მიზნით. მოძრავი ქონება მესაკუთრის მფლობელობიდან გავიდა მისგან ფარულად, ასევე მის მფლობელობაში არსებულ საძოვრიდან ფარულად დაუფლების გზით, რითაც მას მიადგა 3000 ლარის ზიანი. დადგენილია, რომ დაზარალებულმა მისი კუთვნილი ორი სული ცხენი ამოიცნო საგარეჯოს რაიონის სოფელ კ-------------- მინდორში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ამოღების დროს, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა ე-–------------------გან ორი სული ულაყი ცხენი. შესაბამისად დადგენილია ე-–------------------ მიერ მ--------------------- მფლობელობაში არსებული საძოვრიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ ცხენების ფარული მისაკუთრების ფაქტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვა, რა დროსაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას - მოძრავ ნივთს, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია, განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაზარალებულ მ--------------------- კუთვნილი ცხენები, მის მფლობელობაში არსებული საძოვრიდან გავიდა მათი ნების გარეშე და ე-–------------------ შეეძლო მოპარული ნივთის, როგორც საკუთარის ისე განკარგვა, რაც განახორციელა კიდეც, ამოღების ოქმიდან დგინდება, რომ იგი სწორედ მ--------------------- კუთვნილ ორ ულაყთან ერთად ნახეს საგარეჯოს რაიონის სოფელ ს-------–-- მიმდებარე მინდორში 2019 წლის 10 ნოემბერს, ხოლო საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე-–----------------- 2018 წლის 08 ნოემბერს ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ--------------------- კუთვნილ სამ სულ ცხენს, რაც დადასტურა შემთხვევის ადგილზე მყოფმა მ--------------------- შვილმა ს----------------, რომელმაც დაინახა თუ როგორ დაეუფლა ცხენებს ე-–----------------- და რომელმაც შემდგომ ამოიცნო კიდეც ბრალდებული.

 

ბრალდებულ ე-–------------------ მიმართ საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 27 ივნისის სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენით დამტკიცდა სიღნაღის რაიონულ პროკურატურასა და ბრალდებულ ე-–----------------- შორის 2017 წლის 27 ივნისს დადებული საპროცესო შეთანხმება და ე-–----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი ) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 04 (ოთხი) წელი. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დასტურდება ე-–------------------ მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რაც გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის. შესაბამისად, ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდებში ე-–------------------ მიმართ არსებობს პერსონალური ნიშანიც, რაც გულისხმობს სხვა მაკვალიფიცირებელ გარემოებებთან ერთად მოიცავს ქურდობას ჩადენილს არაერთგზის.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს რა, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ე-–------------------ მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ე-–------------------ ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

ამასთან სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, რომ მ--------------------- ცხენები თავად მივიდნენ ე-–-------- ფერმაზე, ასევე აღნიშნული შესახებ მან შეატყობინა პოლიციას, ვინაიდან ამის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება დაცვის მხარის მიერ სასამართლო განხილვის ეტაპზე არ ყოფილა წარმოდგენილი, აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით, გარდა მოწმე დ-------------------- ჩვენებისა, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ აღნიშნულის შესახებ იცის თავად ე-–--------გან. დ-------------------- ჩვენება ამ ნაწილში წარმოდგენს ირიბ ჩვენებას, რომელიც ემყარება ბრალდებულის მიერ მისთვის მიწვდილ ინფორმაციას და არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით, ამდენად ვერ იქნება სასამართლოს მიერ გაზიარებული. ასევე ვერ გაიზიარებს სასამართლო ე-–------------------ ჩვენებას, როდესაც იგი მიუთითებს, რომ თითქოს ცხენების ამოღების დროს მას ორი თეთრი ცხენი თან არ ყოლია და რომ აღნიშნული ცხენები თავად დაზარალებულმა და მისმა შვილმა მიიყვანეს მისი დაკავებისას მასთან. აღნიშნული ჩვენება არ გამომდინარეობს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და ეწინააღმდეგება, როგორც დაზარალებულის მ---------------------, ასევე ს----------------ა და ცხენების ამოღებაში და ბრალდებულის დაკავებაში მონაწილე სამართალდამცველების ჩვენებებს, რომლებიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდიან. ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ ე-–------------------ განმარტებით მას დ-----------–-------ა დააბრალა ცხენების ქურდობა, თუმცა იგი ვერ ხსნის თუ რა გახდა ამის მიზეზი, ამასთან ე-–------- კ--------ი უთითებს, რომ მას დაზარალებულთან ნაცნობობა არ აკავშირებდა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5. ე-–------------------- მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ან/და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი ან/და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ე-–----------------- უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ე-–------------------ მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ე-–------------------ მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებას, კერძოდ, იმ ფაქტს, რომ ე-–----------------- წარსულში არის ნასამართლევი და ზემოთ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის დროს იგი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. დადგენილია, რომ 2017 წლის 27 ივნისის სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენით დამტკიცდა სიღნაღის რაიონულ პროკურატურასა და ბრალდებულ ე-–----------------- შორის 2017 წლის 27 ივნისს დადებული საპროცესო შეთანხმება და ე-–----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 04 (ოთხი) წელი. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით

 

სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს კახეთის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 12 ნოემბრის წერილიდან დგინდება, რომ ე-–----------------- კახეთის პრობაციის ბიუროში იმყოფება აღრიცხვაზე სიღნაღის რაიონული სასამართლოს 27.06.2017 წლის განაჩენის საფუძველზე და ამჟამად იხდის სასჯელს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ე-–----------------- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

ამასთან საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს წინა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით, ე-–----------------- მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის საბოლოოდ დანიშნული სასჯელი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად უნდა შთანთქოს წინა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ე-–----------------- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 05 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით და,დაადგინა:

 

1. ე-–----------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს წინა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით, ე-–----------------- მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის საბოლოოდ დანიშნული სასჯელი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ე-–----------------- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 05 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. გაუქმდეს ე-–------------------ მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ე-–----------------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 10 ნოემბრიდან.

 

5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:

ორი სული ცხენი შესანახად ჩაბარებული დაზარალებულ მ---------------------თვის - დარჩეს მის მფლობელობაში;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი