გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.07.2019
საქმის ნომერი
330210018002648125
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
18.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/2-----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 ივლისი, 2019 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი

მოსარჩელე - მ-------–--------–----------------

წარმომადგენელი - თო-----ე ამ--–------ი

მოპასუხე- გჰ------ი ს-----

მოპასუხის წარმომადგენელი – ომ---- მა------–-–---–ი

დავის საგანი – თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა 1.1. გჰობადი სონიას მ-------–--------–----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 111000 აშშ დოლარის გადახდა;

მოსარჩელის განმარტებით, მოსარჩელე მ-------–--------–----------------მ და მოპასუხე ს---------------მ 2018 წლის იანვარ-თებერვალში გაიცნეს ერთმანეთი დუბაიში, რის შემდეგაც დამეგობრდნენ და გარკვეული პერიოდის მანძილზე ჰქონდათ ახლო მეგობრუ-ლი ურთიერთობა. მოგვიანებით, მოსარჩელემ მოისურვა თბილისში საცხოვრებელი ბინის შეძენა, რაშიც მოპასუხემ აღუთქვა დახმარება და შეპირდა, რომ დაეხმარებოდა ბინის მოძებნასა და შეძენაში. სასურველი ბინის მოძიების შემდგომ (მდებარე ქ.თბილისი,---–-- ჭ------------------ი N60ბ, სართული 14, ბინა N54ა, 74,46 კვ.მ ს/კ 01.14.11.003.025.01.01.0--) მოსარჩელემ დაავალა მოპასუხე ს---------------ს, წარმოედგინა იგი ბინის მფლობელ კომპანია - შპს ,,ჰ-----------–----თან“ ურთიერთობაში და მისი სახელით ეყიდა ბინა. თუმცა, მოპასუხემ ბოროტად გამოიყენა მისდამი მოსარჩელის ნდობა და შპს ,,ჰ-----------–----თან“ თავისი სახელით დადო ნასყიდობის ხელშეკრულება 2018 წლის 25 ივნისს, რის შემდეგაც მისსავე სახელზე აღირიცხა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში. მოპასუხემ მოატყუა მოსარჩელე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდებოდა მოსარჩელის სახელით და წარუდგინა შპს ,,ჰ-----------–----ის“ ანგარიში და გადასახდელი თანხის ოდენობა, რის შემდეგაც მოსარჩელემ 2018 წლის 25 ივნისს შპს ,,ჰ-----------–----ს“ სრულად გადაურიცხა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ნასყიდობის საფასური 111 000 აშშ დოლარის ოდენო-ბით. მოპასუხემ დაირეგისტრირა ბინა თავის სახელზე, ხოლო ნასყიდობის საფასური გადახდილ იქნა მოსარჩელის მიერ, რაც, იწვევს მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტომი I, ს.ფ-ები: 230-246).

2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: 2018 წლის 25 ივნისს, ს---------------სა და შპს ,,ჰ-----------–----ს“ შორის გაფორმდა უძრავი ნივთვის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად გამყიდველმა გადასცა მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, ხოლო მყიდველმა გადაუხადა გამყიდველს შეთანხმებული ფასი. ნასყიდობის საგნის ფასის გადახდა განხორციელდა მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან, მოსარჩელის ინიციატივით. მოსარჩელე, საკუთარი სურვილით ამყარებდა ურთიერთობას ქ.თბილისში ერთ-ერთი უძრავი ქონების სააგენტოსთან და სწორედ იგი არის ინიციატორი მოპასუხის მიერ უძრავი ქონების შეძენის. მოპასუხე მხარეს არ აღუთქვამს დახმარება მოსარჩელისთვის, ბინის შეძენასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მათ შორის არ არსებობდა ზეპირი ფორმით დადებული დავალების ხელშეკრულება. მოსარჩელე მოპასუხე ს----- გჰ------თან ერთად, უძრავი ქონების ნასყიდობის სამართლებრივ პროცედურებთან დაკავშირებით, ორი დღის განმავლობაში იღებდა კონსულტაციებს. შესაბამისად, მოსარჩელეს ჰქონდა ინფორმაცია საქმის მსვლელობის ყველა დეტალის შესახებ. მოსარჩელის ქმედება ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - ნასყიდობის თანხის გადახდის სანაცვლოდ, ბინის მესაკუთრე გამხდარიყო მოპასუხე. მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ბინის ნასყიდობის ფასის გადახდა წარმოადგენდა მის კეთილ ენბას, რაც მოსარჩელისა და მოპასუხის პირადი, ახლო მეგობრებული ურთიერთობით იყო განპირობებული. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი (იხ. შესაგებელი დაზუსტებულ სარჩელზე, ტომი I, ს.ფ-ები:257-266).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელემ და მოპასუხე ს---------------მ, 2018 წლის იანვარ-თებერვალში, გაიცნეს ერთმანეთი დუბაიში, რის შემდეგაც მათ ჩამოუყალიბდათ ახლო მეგობრული ურთიერ-თობა. 2018 წლის 25 ივნისს, ს---------------მ შპს ,,ჰ-----------–----თან“ თავისი სახელით დადო საცხოვრებელი ბინის (ქ.თბილისი,---–-- ჭ------------------ი N60ბ, სართული 14, ბინა N54ა, 74,46 კვ.მ ს/კ 01.14.11.003.025.01.01.0--) ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნუ-ლი ბინის ნასყიდობის თანხა 111 000 აშშ დოლარის ოდენობით გადახდილ იქნა მოსარ-ჩელე მ-------–--------–----------------ს მიერ, ხოლო ბინა დარეგისტრირდა მოპასუხე ს---------------ს სახელზე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2018 წლის 25 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ-ები 56-63); - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ-ები 64-65); - 2018 წლის 25 ივნისის საგადახდო დავალება N1 (ტომი I, ს.ფ. 66); - მხარეთა ახსნა-განმარტება; (იხ. 2019 წლის 12 ივლისის სასამარლოს სხდომის ოქმი)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1. მ-------–--------–----------------სა და ს---------------ს შორის დადებული იქნა ჩუქების ხელშეკრულება. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძ-ლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში ჩამო-თვლილი მტკიცებულებებიდან არცერთს არა აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა, თუმცა, რიგ შემთხვევებში მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას თავად მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს. ფულადი ვალდებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების წარმოშობის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს მოვალისათვის თანხის გადაცემის ფაქტზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, რომელთა შეფასება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს კომპეტენციაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას - აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ მოპასუხესთან დადო ზეპირი ფორმით დავალების ხელშეკრულება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს მოსარჩელისთვის უნდა შეერჩია და შემდგომში შეეძინა ბინა. მოპასუხემ ბოროტად გამოიყენა მისდამი მოსარჩელის ნდობა და შპს ,,ჰ-----------–----თან“ თავისი სახელით დადო ნასყიდობის ხელშეკრულება 2018 წლის 25 ივნისს, რის შემდეგაც მისსავე სახელზე აღირიცხა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში. მოპასუხემ მოატყუა მოსარჩელე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდებოდა მოსარჩელის სახელით და წარუდგინა შპს ,,ჰ-----------–----ის“ ანგარიში და გადასახდელი თანხის ოდენობა, რის შემდეგაც მოსარჩელემ 2018 წლის 25 ივნისს შპს ,,ჰ-----------–----ს“ სრულად გადაურიცხა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ნასყიდობის საფასური 111 000 აშშ დოლარის ოდენობით, რითაც მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2019 წლის 28 მაისის მოსამზადებელ სხდომაზე, მოწმის სახით დაიკითხნენ ნოტარიუსი ნინო გახოკიძე, თარჯიმანი მაია ყანდინაშვილი, შპს ,,ჰ-----------–----ის“ იურისტი ანა მდივნიშვილი და შპს ,,ჰ-----------–----ის“ თანამშრომელი ნინო ერაგია. მოწმის სახით დაკითხულმა ნოტარიუსმა ნინო გახოკიძემ, 2019 წლის 28 მაისის მოსამზადებელ სხდომაზე, მის მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ მან დაამოწმა მოპასუხესა და შპს ,,ჰ-----------–----ს“ შორის დადებული 2018 წლის 25 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება. მასთან ოფისში, ორჯერ იყვნენ მოსულები ერთად მოსარჩელე და მოპასუხე მხარე. ნოტარიუსმა კანო--ს შესაბამისად დაადგინა პირობები, ხელშეკრულების საგანი, ასევე თარჯიმნის მეშვეობით მოსარჩელემ და მოპასუხემ ორივემ წაიკითხა ნასყიდობის ხელშეკრულება. მოწმემ მიუთითა, რომ მოსარჩელე მაქსიმალურად იყო ჩართული აღნიშნულ პროცესში და არანაირი პრეტენზია იმის თაობაზე, რომ უძრავი ქონება ფორმდებოდა მოპასუხის სახელზე, არ გამოუთქვამს. მოსარჩელემ ასევე წაიკითხა ნასყიდობის ხელშეკრულება სრულად. მოწმის მითითებით, ნათლად ჩანდა, რომ უძრავი ქონების მყიდველი იყო მოპასუხე (იხ. 2019 წლის 28 მაისის სხდომის ოქმი, 16:36:09-16:44:45). მოწმის სახით დაკითხულმა ინგლისური და რუსული ენების თარჯიმანმა მაია ყანდინაშვილმა, 2019 წლის 28 მაისის მოსამზადებელ სხდომაზე, მის მიერ სასამარ-თლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ მან თარგმნა მოპასუხესა და შპს ,,ჰ-----------–----ს“ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. მოწმის მითითებით, მოპასუხე ს--------------- ყიდულობდა უძრავ ქონებას. მას შემდეგ რაც ითარგმნა ნასყიდობის ხელშეკრულება, მოპასუხემ ხელშეკრულებას გადაუღო ფოტო და გადაუგზავნა მოსარჩელეს. შემდგომ, როცა ხდებოდა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების დამოწმება ნოტარიუსთან, მოსარჩელე და მოპასუხე ერთად ისხდნენ ნოტარიუსთან და მოპასუხე უთანხმებდა მოსარჩელეს გარკვეულ საკითხებს, თუმცა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, უძრავი ქონება უნდა დარეგისტრირებულიყო მოსარჩელის სახელზე, მოწმეს არ გასჩენია (იხ. 2019 წლის 28 მაისის სხდომის ოქმი, 16:45:45-16:58:51). მოწმის სახით დაკითხულმა შპს ,,ჰ-----------–----ის“ იურისტმა ანა მდივნიშვილმა 2019 წლის 28 მაისის მოსამზადებელ სხდომაზე, მის მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ უძრავი ქონების შეძენისას, შეძენის მსურველებთან თავდა-პირველად მოლაპარაკებას იწყებს გაყიდვების ოფისი. მოპასუხის მიერ შეძენილი ბინა იყო ერთიანი ბინა დიდი კვადრატულობით. მოსარჩელე და მოპასუხე მოწმესთან ერთად მოვიდნენ, რა დროს მოსარჩელემ იკითხა პრობლემა ხომ არ იქნებოდა, რომ ბინის ნასყიდობის თანხა მას ჩაერიცხა, ვინაიდან ბინა უნდა გაფორმებულიყო მოპასუხის სახელზე, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. აღნიშნულის გარდა, სხვა კითხვა მოსარჩელეს მოწმისთვის არ დაუსვამს. მოწმე მიუთითებს, რომ ნოტარიუსთთან მხარეებს გაყვა მათი თანამშრომელი. თანხა ჩაირიცხა მოსარჩელის მიერ, თუმცა მხარეებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ბინა უნდა გაფორმებულიყო მოპასუხეზე (იხ. 2019 წლის 28 მაისის სხდომის ოქმი, 16:59:58-17:12:23). მოწმის სახით დაკითხულმა შპს ,,ჰ-----------–----ის“ თანამშრომელმა ნინო ერაგიამ 2019 წლის 28 მაისის მოსამზადებელ სხდომაზე, მის მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ მოსარჩელე და მოპასუხე ბინის შესაძენად ოფისში მივიდნენ ერთად. ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მოპასუხესთან. მთელი ბინის ყიდვის პროცესის განმავლობაში, მოსარჩელე და მოპასუხე ერთად მიდიოდნენ ოფისში მოლა-პარაკებებზე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და ორივე ჩართული იყო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაში (იხ. 2019 წლის 28 მაისის სხდომის ოქმი, 17:13:54-17:16:43). სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას იმის თაობაზე, რომ მასსა და მოპასუხეს შორის დადებული იყო ზეპირი ფორმით დავალების ხელშეკრულება, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით ცალსახად დასტურდება, რომ მოსარჩელე, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების გაფორმებისას, მუდმივად იმყოფებოდა მოპასუხის გვერდით და მისთვის ცნობილი იყო ყველა დეტალი მოპასუხესა და შპს ,,ჰ-----------–----ს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და უძრავი ქონების მოპასუხის სახელზე დარეგისტრირების თაობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეებმა ცალსახად მიუთითეს, რომ ერთადერთი კითხვა, რაც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით იმ პერიოდისთვის გააჩნდა მოსარჩელეს იყო ის, რომ იქნებოდა თუ არა პრობლემა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა თავად მოსარჩელეს რომ ჩაერიცხა. ამასთან, მოსარჩელე ცალსახად იყო ინფორმი-რებული იმის თაობაზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმდებოდა მოპასუხესა და შპს ,,ჰ-----------–----ს“ შორის და უძრავი ქონება აღირიცხებოდა მოპასუხის სახელზე. სასამართლოს შეკითხვაზე თუ რატომ შეიძლებოდა მოსარჩელეს მოპასუხისათვის დაევალებინა უძრავი ქონების შეძენა, ჰქონდა თუ არა მას რაიმე განსაკუთრებული ცოდნა ან იცნობდა თუ არა იგი უძრავი ქონების ბაზარს თბილისში, მოპასუხის წარმომადგენლის პასუხი იყო, რომ ამ სახის ხელშეკრულების დადება ნებისმიერ პირთან არის შესაძლებელი და ეს კანონს არ ეწინააღმდეგება. სასამრთლო აღნიშნავს რომ მოწმეთა ჩვენებიც ცალსახად დადასტურდა რომ მოსარჩელეს მოპასუხის დახმარება უძრავი ქონების შეძენაში არ ესჭიროებოდა და მან სრულად გათვითნობიერებულად და გააზრებულად მოპასუხის სასარგებლოდ გადაიხადა თანხა. შესაბამისად, სასამართლო დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად ადგენს, რომ სახეზეა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის. ამასთან მოპასუხისთვის მოსარჩელის მიერ ბინის შეძენა, მოხდა ნებაყოფლობით საჩუქრის სახით, რასაც ასევე ადასტურებს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა. კერძოდ, მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა პირადი პარტნიორული ურთიერთობა, რაც სრულიად ბუნებრივს ხდის მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის გარკვეული საჩუქრის გაკეთების შესაძლებლობას. სამოტივაციო ნაწილი 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა 4.1. საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317; 524-ე მუხლები 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ამავე კოდექსის 525-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ, მ-------–--------–----------------სა და ს---------------ს შორის, დაიდო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება (იხ. 3.1.1. სადავო ფაქტ. გარემოება), ვინაიდან მოსარჩელემ მისი ნებით გადაიხადა უძრავი ქონების საფასური, რომელიც ასევე მოსარჩელის ნებით დარეგისტრირდა მოპასუხე ს---------------ს სახელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები. 7. საპროცესო ხარჯები. 7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე - მ-------–--------–----------------ს მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 3000 (სამი ათასი) ლარი. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად. 8. უზრუნველყოფის ღო--სძიებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღო--სძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანო--თ დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მ-------–--------–----------------ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღო--სძიებაც უნდა გაუქმდეს. სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და გადაწყვიტა 1. მ-------–--------–----------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს; 2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად; 3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღო--სძიება მოპასუხე ს---------------ს (პასპორტის ნომერი - 138472588) მიერ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ქ.თბილისი,---–-- ჭ------------------ი N60ბ, სართული 14, ბინა N54ა, 74,46 კვ.მ ს/კ 01.14.11.003.025.01.01.0--) გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვაზე; 4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მეშვეობით; 5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობი-–-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე თამარ ჩიხლაძე