გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.07.2019
საქმის ნომერი
100210119002976573
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 100210119002976573

#2/160 -2019 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23.07.2019 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე

 

მოსარჩელე: ს.ს.,, კ------- ბ----“

წარმომადგენელი: კ--- ჩ-----ა

 

მოპასუხეები: ხ---- ჭ----–--ე, თ-------ე ჭ----–--ე, გ--–- ჭ----–--ე

 

დავის საგანი : ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ს.ს ” კ------- ბანკ”-მა (ს/კ 2--------) მოპასუხეების - ხ---- ჭ----–--ის, გ--–- ჭ----–--ის და თ-------ე ჭ----–--ის მიმართ, დავალიანების გადახდევინების თაობაზე.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 21 062 ლარისა დ 45 თეთრის გადახდა, საიდანაც 12746,42 ლარი არის სესხის ძირი, 5916 ლარი და 13 თეთრი არის საპროცენტო სარგებელი, 672 ლარი და 32 თეთრი არის სადაზღვევო შენატანი, 1726 ლარი და 58 თეთრი არის პირგასამტეხლო.

მოსარჩელის მოთხოვნაა მოპასუხეებს ასევე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოების ხარჯების- 624 ლარის და 04 თეთრის ანაზღაურება.

მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 650 ლარის და 57 თეთრის ანაზღაურება ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი -50 ლარის ოდენობით რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯი-22 ლარი, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი 42 ლარი და ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაციის ხარჯი-300 ლარის ოდენობით.

 

1.2.მოსარჩელე განმარტავს, რომ 2018 წლის 24 ნოემბერს ს.ს.,, კ------- ბანკ“-სა და ხ---- ჭ----–--ეს(პ/ნ3----------) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N183283532876VDA, რის საფუძველზედაც მან ისესხა 13000 ლარი 48 თვის ვადით 2022 წლის 06 დეკემბრის ჩათვლით სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად , რომელშიც მითითებული გადასახდელი მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას და მომსახურების გადასახდელებს. სესხის წლიური კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს საბაზისო განაკვეთს 14,45 პროცენტს დამატებული 7%( ეროვნული ბანკის მიერ დამატებული რეფინანსირების განაკვეთი) ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 28,64 % საპროცენტო სარგებელი ცვალებადია. სესხის გადახდის გრაფიკის დარრვევის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება პირგასამტეხლო დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0,27 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მსესხებელს ჰყავს ორი თავმდები, გ--–- ჭ----–--ე და თ-------ე ჭ----–--ე 2018 წლის 24 ნოემბერს გ--–- ჭ----–--ემ და თ-------ე ჭ----–--ემ იკისრეს ვალდებულება 2018 წლის 24 ნოემბრის N183283532876VDA ხელშეკრულებით ნაკისრ სასესხო ვალდებულებაზე. ხელშეკრულების 8.1. მუხლის შესაბამისად გამსესხებელს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მსესხებელი არღვევს წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერ პირობას.

მოსარჩელემ მოსამზადებელ ეტაპზე მომართა სასამართლოს განცხადებით და სასარჩელო მოთხოვნა ჩამოაყალიბა შემდეგი შინაარსით:

მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 21 061 ლარისა დ 45 თეთრის გადახდა, საიდანაც 12746,42 ლარი არის სესხის ძირი, 5916 ლარი და 13 თეთრი არის საპროცენტო სარგებელი, 672 ლარი და 32 თეთრი არის სადაზღვევო შენატანი, 1726 ლარი და 58 თეთრი არის პირგასამტეხლო.

მოსარჩელის მოთხოვნაა მოპასუხეებს ასევე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოების ხარჯების-200 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 650 ლარის და 57 თეთრის ანაზღაურება ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი - 50 ლარის ოდენობით რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯი-22 ლარი, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი 40 ლარი და ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაციის ხარჯი-100 ლარის ოდენობით.

მოსარჩელე ასევე ითხოვს მეორე სასარჩელო მოთხოვნის შემცირების გამო 12,72 თეთრის დაბრუნებას.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. მოცემულ სარჩელზე შესაგებელი შემოიტანეს მოპასუხეებმა ხ---- ჭ----–--ემ, გ--–- ჭ----–--ემ, თ-------ე ჭ----–--ემ, სადაც მიუთითებდნენ , რომ სარჩელს ცნობდნენ ნაწილობრივ, მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტეს, რომ ისინი სარჩელს ცნობენ , მხოლოდ ძირი თანხის- 12746,42 ლარის ფარგლებში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .

3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. დადგენილია რომ 2018 წლის 24 ნოემბერს ს.ს.,, კ------- ბანკ“-სა და ხ---- ჭ----–--ეს(პ/ნ3----------) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N183283532876VDA, რის საფუძველზედაც მან ისესხა 13000 ლარი 48 თვის ვადით 2022 წლის 06 დეკემბრის ჩათვლით სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად , რომელშიც მითითებული გადასახდელი მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას და მომსახურების გადასახდელებს. სესხის წლიური კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს საბაზისო განაკვეთს 14,45 პროცენტს დამატებული 7%( ეროვნული ბანკის მიერ დამატებული რეფინანსირების განაკვეთი) ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 28,64 % საპროცენტო სარგებელი ცვალებადია. სესხის გადახდის გრაფიკის დარრვევის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება პირგასამტეხლო დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0,27 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება(ს.ფ.25-32)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.2. მსესხებელს ჰყავს ორი თავმდები, გ--–- ჭ----–--ე და თ-------ე ჭ----–--ე 2018 წლის 24 ნოემბერს გ--–- ჭ----–--ემ და თ-------ე ჭ----–--ემ იკისრეს ვალდებულება 2018 წლის 24 ნოემბრის N183283532876VDA ხელშეკრულებით ნაკისრ სასესხო ვალდებულებაზე. ხელშეკრულების 8.1. მუხლის შესაბამისად გამსესხებელს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მსესხებელი არღვევს წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერ პირობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება(ს.ფ.37-43)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.3. 2019 წლის 24 აპრილის მდგომარეობით დავალიანების დოკუმენტის მიხედვით ხ---- ჭ----–--ისა და თვმდებების მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 21061 ლარს და 45 თეთრს საიდანაც 12746,42 ლარი არის სესხის ძირი, 5916 ლარი და 13 თეთრი არის საპროცენტო სარგებელი, 672 ლარი და 32 თეთრი არის სადაზღვევო შენატანი, 1726 ლარი და 58 თეთრი არის პირგასამტეხლო. 2019 წლის 24 ნოემბრამდე დარიცხული პროცენტია 545,15 ლარი ,ხოლო დასარიცხი პროცენტი კი 5370 ,98 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი(ს.ფ.21-24 ს.ფ.75)

- მხარეთა განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ ს.ს. კ------- ბ----”-ს სარჩელი ხ---- ჭ----–--ის, გ--–- ჭ----–--ის, თ-------ე ჭ----–--ის, მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში სასამართლო თვლის რომ პროცენტი უნდა განისაზღვროს სარჩელის შემოტანამდე , ხოლო მიუღებელი შემოსავალი უნდა განისაზღვროს ეროვნული ბანკის მონაცემების გამოყენებით სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საშუალო არითმეტიკულის შესაბამისად. ასევე მოპასუხეებს უნდა დაეკისროს დაზღვევა ხელშეკრულების შეწყვეტამდე. პირგასამტეხლო არაგონივრულობის გამო უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 691-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2.მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება(სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 254-ე მუხლები )

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

დადგენილია რომ 2018 წლის 24 ნოემბერს ს.ს.,, კ------- ბანკ“-სა და ხ---- ჭ----–--ეს(პ/ნ3----------) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N183283532876VDA, რის საფუძველზედაც მან ისესხა 13000 ლარი 48 თვის ვადით 2022 წლის 06 დეკემბრის ჩათვლით სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად , რომელშიც მითითებული გადასახდელი მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას და მომსახურების გადასახდელებს. სესხის წლიური კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს საბაზისო განაკვეთს 14,45 პროცენტს დამატებული 7%( ეროვნული ბანკის მიერ დამატებული რეფინანსირების განაკვეთი) ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 28,64 % საპროცენტო სარგებელი ცვალებადია. სესხის გადახდის გრაფიკის დარრვევის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება პირგასამტეხლო დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0,27 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.

 

2019 წლის 24 აპრილის მდგომარეობით დავალიანების დოკუმენტის მიხედვით ხ---- ჭ----–--ისა და თვმდებების მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 21061 ლარს და 45 თეთრს საიდანაც 12746,42 ლარი არის სესხის ძირი, 5916 ლარი და 13 თეთრი არის საპროცენტო სარგებელი, 672 ლარი და 32 თეთრი არის სადაზღვევო შენატანი, 1726 ლარი და 58 თეთრი არის პირგასამტეხლო. 2019 წლის 24 ნოემბრამდე დარიცხული პროცენტია 545,15 ლარი ,ხოლო დასარიცხი პროცენტი კი 5370 ,98 ლარი.

6.4. სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.“

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად „ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.“

 

6.6.ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი (მიუღებელი შემოსავალი). ამდენად, მოხმობილ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და თვლის, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საბანკო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის (მოსარჩელის) უსაფუძვლო გამდიდრება.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საშუალო არითმეტიკული , დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს.

აღნიშნულ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავალი უნდა განისაზღვროს 1274 ლარისა და 64 თეთრით.

უდავოდაა დადგენილი, რომ მოვალეს დარღვეული აქვს ვალდებულება რის გამოც კრედიტორმა სარჩელის აღძვრით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მოვალესთან.

 

6.7.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის შესაბამისად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

სარჩელის შემოტანით ხელშეკრულება შეწყდა , შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროს, 672,32 ლარი.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

6.8.სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა დაგვიანებული თანხის 0,27 პროცენტი ყოველ გადაცილებულ დღეზე.

 

ამ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს ძირი თანხის ათ პროცენტამდე , კერძოდ 1274 ლარი და 64 თეთრამდე.

 

6.9.სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა თავდებობის ხელშეკრულებები, 2018 წლის 24 ნოემბერს გ--–- ჭ----–--ემ და თ-------ე ჭ----–--ემ იკისრეს ვალდებულება 2018 წლის 24 ნოემბრის N183283532876VDA ხელშეკრულებით ნაკისრ სასესხო ვალდებულებაზე.

სამოქალაქო კოდექსის - 895-ე მუხლის შესაბამისად ”თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხსენებულ სამართლებრივ ურთიერთობაში თავდებები ვალდებული არიან სოლიდარულად უზრუნველყონ მსესხებელთან ერთად დაკისრებული ვალდებულების შესრულება.

 

6.10.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

6.11. ამდენად სასამართლო თვლის , რომ სს. ,, კ------- ბ----“-ს (ს/კ2--------) სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ხ---- ჭ----–--ეს, თ-------ე ჭ----–--ეს და გ--–- ჭ----–--ეს სოლიდარულად დაეკისროს სს.,, კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ 16513 ლარისა და 17 თეთრის გადახდა (საიდანაც 12746 ლარი და 42 თეთღი არის ძირითადი თანხა, 545,15 ლარი არის პროცენტი , 1274,64 მიუღებელი შემოსავალი , სიცოცხლის დაზღვევა არის 672,32 ლარი, პირგასამტეხლო 1274,64 ლარი, )

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

7.2.დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხებმაა მოსამზადებელ სხდომაზე ცნეს სარჩელი ძირი თანხის ნაწილში, შესაბამისად ამ სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შემოტანილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი უბრუნდება მოსარჩელეს. .ხ---- ჭ----–--ეს, თ-------ე ჭ----–--ეს და გ--–- ჭ----–--ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროს სს.,, კ------- ბანკ“-ის სასარგებლოდ მოპასუხის გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან სს. ,, კ------- ბ----ს“-ს სასარგებლოდ 119 ლარის გადახდა.

 

სს.,, კ------- ბანკს“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 12,72 ლარი (მოთხოვნის შემცირება), ასევე 382 ლარი და 39 თეთრი(სარჩელის ცნობა).

 

ხ---- ჭ----–--ეს, თ-------ე ჭ----–--ეს და გ--–- ჭ----–--ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროს სს.,, კ------- ბანკ“-ის სასარგებლოდ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოების ხარჯებიდან 200 ლარის გადახდა(საიდანაც 100 ლარი არის აპლიკაციის საფასური ასი ლარი კი ყადაღის საფასური), ასევე სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარი, საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯი -22 ლარი, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი- 40 ლარი, ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაციის ხარჯი -100 ლარი.

 

7.3,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეშვიდე მუხლის შესაბამისად თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, სასამართლო ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს. ,, კ------- ბ----“-ს (ს/კ.2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ხ---- ჭ----–--ეს, თ-------ე ჭ----–--ეს და გ--–- ჭ----–--ეს სოლიდარულად დაეკისროს სს.,, კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ 16513 ლარისა და 17 თეთრის (თექვსმეტი ათასხუთასცამეტი ლარი და ჩვიდმეტი თეთრი) გადახდა (საიდანაც 12746 ლარი და 42 თეთრი არის ძირითადი თანხა, 545.15 ლარი არის პროცენტი, 1274.64 ლარი არის მიუღებელი შემოსავალი, სიცოცხლის დაზღვევა არის 672.32 ლარი და პირგასამტეხლო - 1274.64 ლარი).

 

2. ხ---- ჭ----–--ეს, თ-------ე ჭ----–--ეს და გ--–- ჭ----–--ეს სოლიდარულად დაეკისროს სს. ,,კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან სს. ,,კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ 119 ლარის გადახდა.

 

3. სს. ,,კ------- ბანკს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი ბაჟის თანხის ნაწილი - 395 ლარი და 11 თეთრი (საგადახდო დავალება N631730; გადახდის თარიღი – 25.04.2019 წ; გადამხდელის დასახელება - სს „კ------- ბ----“; გადამხდელის ბანკი – სს ”კ------- ბ----”; ბანკის კოდი -TRESGE22; სახაზინო კოდი – 300223150; მიმღები – სახელმწიფო ხაზინა; თანხა - 650.57 ლარი;) კანონით დადგენილი წესით.

 

4. ხ---- ჭ----–--ეს, თ-------ე ჭ----–--ეს და გ--–- ჭ----–--ეს სოლიდარულად დაეკისროს სს.,, კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოების ხარჯებიდან 200 ლარის გადახდა (საიდანაც 100 ლარი არის აპლიკაციის საფასური, 100 ლარი კი ყადაღის საფასური), ასევე სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარი, საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯი -22 ლარი, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი- 40 ლარი, ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაციის ხარჯი -100 ლარი.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი