განაჩენი

სისხლის სამართლის 08.07.2019
საქმის ნომერი
020100119002881283
დავის ტიპი
236 4 , 236 3
თარიღი
08.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020100119002881-83 (1/1-6-2019)

განაჩენი

საქართველოს სახელით

08 ივლისი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნატრული აკობიამ

სხდომის მდივანი-მარიამ თოდუას და სალომე ქობალიას

პროკურორი-მ----------------

ბრალდებული-კ---------------

ადვოკატების-რ------------------------------–---

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

1.ბრალდებული: კ--------------- მიმართ

მამის სახელი: გ---–-

დაბადებული: 04.1-.1--- წელს

პირადი ნომერი: 1----------

საქართველოს მოქალაქე

საშუალო განათლების მქონე

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ქ------------------------------------

რეგისტრირებული: ქ------------------------------------

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

კ--------------- ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა.

იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცე-ბულად ცნო:

კ--------------- მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ,----------------------- მოდელის 9-------------–---------–------ პისტოლეტი, რომელიც ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.

კ--------------- ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცე-ბულად ცნო:

2019 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 21:10 საათზე, კ-------------- იმყოფებოდა ქ-------–--–------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ,----------------------- მოდელის 9-------------–---------–------ პისტოლეტს, რომელიც ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

კ--------------- მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია საქმეზე გამოკვლეული ეჭვის გამომრიცხავი, უტყუარი და რელევანტური მტკიცებულებებით.

მოწმე გ---------------- განმარტებით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 15 იანვარს დაახლოებით 20:00 საათზე მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქ-------–--–--------------------------- კ-------------- მოძრაობდა ,------------------ის მარკის ავტომანქანით და გააჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი, რაც მოახსენა ხელმძღვანელობას, რის შემდეგ გამოკითხა დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა გ-------------. მისი მონაცემების შეყვანის შემდეგ კომპიუტერი გაშავდა და ზ--------------- კომპიუტერთან გააგრძელა გამოკითხვა.

მოწმე შ--–--------- განმარტავს, რომ 2019 წლის 15 იანვარს უბნის ინსპექტორ- გამომძიებელმა გ---------------- მოუყვა ოპერატიული ინფორმაციის მიღების შესახებ, რომ ქ.------–--–- მყოფ კ--------------- გააჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი და გადაადგილდებოდა პ-------------- ქუჩაზე, ურჩია, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით მიემართა ხელმძღვანელობისთვის, გამოკითხა გამომძიებელმა გ------------- ზ--------------- სამუშაო მაგიდასთან, რადგან მისი სამუშაო კომპიუტერი გაფუჭდა, მან დაურეკა გ------------–--- დაახლოებით 20:00 საათისთვის და მიაწოდა აღნიშნული ინფორმაცია.

მოწმე გ--------------–---–-- განმარტავს, რომ 2019 წლის 15 იანვარს თანამშრომლე- ბთან ერთად მივლინებით გაემგზავრა ქალაქ თ---–--–-, სადაც ჩავიდნენ საღამოს საათებში, დ------------–- მარკეტთან გააჩერეს ავტომანქანა, რა დროსაც ზ--------------- შეატყობინეს, რომ კ-------------- იმყოფებოდა პ-------------- ქუჩაზე დ------------------------–---------------------- მარკის ავტომანქანით და გააჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი, დაახლოებით 15 წუთში მივიდნენ პ-------------- ქუჩაზე, სადაც ნახეს გზის პირას გაჩერებული ავტომანქანა, რომელშიც იმყოფებოდნენ დ------------- და კ--------------. ზ--------------- განუმარტა უფლებები კ--------------- და გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, მან განმარტა, რომ გააჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი და ამოუღო ზ---------------, ადგილზე შეადგინა ოქმი, რაზეც ხელი მოაწერა კ---------------აც და ამოღებული იარაღი დალუქეს, რის შემდგომ დააკავეს და გადაიყვანეს ვ---------------–---------------------------------–---–-. კ--------------- მიმართ პირადი ჩხრეკის ჩატარებისას იქვე მარჯვენა მხარეს იდგა დ-------------.

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ა-–------------------ და განმარტა, რომ 2019 წლის 15 იანვარს ზ---------------თან, გ--------------–---–--სთან და გ------------–-------- ერთად სამსახურებრივი მივლინებით გაემგზავრა ქ.------–--–-, ვიდრე ქალაქში შევიდოდნენ დაახლოებით 20:30 საათზე ზ--------------- დაუკავშირდა გ------------ ზუგდიდის რაიონული სამმართველოში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის შესახებ, რომ თ---–--–- პ-------------- ქუჩაზე იმყოფებოდა კ-------------- და გააჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი, თვითონაც დიდი დიღმის დასახლებაში იმყოფებოდნენ და მალე შეამჩნიეს ,------------------ის მარკის გაჩერებული ავტომანქანა, საჭესთან იჯდა დ-------------, კ--------------- ზ--------------- განუმარტა, რომ გააჩნდათ ინფორმაცია, მან პირადი ჩხრეკის ჩატარებაზე განაცხადა თანხმობა, გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, მან განმარტა, რომ გააჩნდა პისტოლეტი და მისი მითითებით ამოიღეს შავი ფერის პისტოლეტი 4 ცალი ვაზნით, რომელიც ადგილზე დაილუქა, შემდეგ დააკავეს, იქვე შედგა ოქმი, რასაც კ---------------აც მოაწერა ხელი, შემდეგ ჩაატარეს დ-------------ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკა, დაკავებული გადაიყვანეს უახლოეს განყოფილებაში. კ--------------- მიმართ პირადი ჩხრეკის ჩატარებას ესწრებოდა დ-------------.

მოწმე ზ--------------- განმარტებით დადასტურებულია, რომ 2019 წლის იანვრიდან მივლინებულია ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, 15 იანვარს სამსახურებრივი მივლინებით თანამშრომლებთან ერთად გაემგზავრა ქ.------–--–-, ახალი ჩასული იყო, როდესაც დაუკავშირდა გ------------ და უთხრა, რომ პ-------------- ქუჩაზე კ---------------, რომელიც იმყოფებოდა ,------------------ის მარკის ავტომანქანით, გააჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, პ-------------- ქუჩაზე შეამჩნიეს გაჩერებული ავტომანქანა, რომელშიც იჯდა კ--------------, მას წარუდგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ და მისცა წინადადება ნებაყოფლობით წარმოედგინა თუ გააჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი და მისი მითითებით მარჯვენა უკანა მხარეს, შარვალსა და ქამარს შორის ამოუღო იარაღი მჭიდით და ვაზნებით, რომელიც დაათვალიერა და დალუქა, პირად ჩხრეკას ესწრებოდნენ ა-–----------------- და გ--------------–---–--, შორიახლოს იდგა ავტომანქანის მძღოლი დ-------------, შედგა საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რასაც მონაწილე პირებთან ერთად კ---------------აც მოაწერა ხელი, რის შემდეგ გადაიყვანეს ვ---------------–---------------------------------–---–-, სადაც მისგან ამოიღო ტანსაცმელი.

მოწმე დ------------- განმარტავს, რომ კ-------------- არის მისი ბიცოლის ძმა, რომელიც 2019 წლის 15 იანვარს იმყოფებოდა მასთან სტუმრად და საღამოს მისი ავტომანქანით წავიდნენ დ------------–-, დის სახლში, პ-------------- ქუჩაზე კ--------- თხოვნით გააჩერა ავტომანქანა, 2-3 წუთში მათ წინ გაჩერდა პიკაპის მოდელის ავტომანქანა და პოლიციის თანამშრომლებმა კ--------------- ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რომელსაც ის არ დასწრებია, მხოლოდ ესმოდა ხმამაღალი ლაპარაკი, მან დაინახა, რომ კ--------- უცებ მოაწერა ოქმს ხელი, ეტყობა იმიტომ, რომ მას არ შექმნოდა პრობლემა, შემდეგ ჩაატარეს მისი ავტომანქანის ჩხრეკა და კ-------------- გადაიყვანეს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, ქამარი და წითელი ფერის ზედა ტანსაცმელი მას გადასცა პოლიციის თანამშრომელმა და შემდეგ მისგან ამოიღეს.

მოწმე გ------------ განმარტავს, რომ 2019 წლის 15 იანვარს იყო სამსახურებრივი მორიგე, უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა გ---------------- მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ კ---------------, რომელიც იმყოფებოდა ქ.------–--–- და ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა, აღნიშნულთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და მოწმის სახით გამოკითხა პატაკის ავტორი გ---------------, ხელმძღვანელობის მითითებით დაუკავშირდა ქ.------–--–- მყოფ ზ--------------- და მიაწოდა ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია, გ---------------- გამოკითხვის დროს მის სამუშაო კომპიუტერს შეექმნა პრობლემა და გვერდით მაგიდასთან ზ--------------- პერსონალურ კომპიუტერზე გააგრძელა გ---------------- და შ--–---------ს გამოკითხვა. ტექნიკური შეცდომის გამო გამოკითხვის ოქმზე დაფიქსირებულია ზ--------------- ხელწერა, რისთვისაც ყურადღება არ მიუქცევია.

მოწმე მ------–-----–--- თავის ჩვენებაში დაადასტურა კ--------------- ბრალდების საქმეზე მოწმეების გ--------------–---–--ს, ა-–-----------------ს და ზ--------------- გამოკითხვის შესახებ.

მოწმე მ--------------- განმარტავს, რომ კ--------------- საქმეზე ჩაატარა ბ--–----------- ექსპერტიზა, გამოსაკვლევად წარედგინა ნივთიერი მტკიცებულება და გაიცა დასკვნა, რომ კ--------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული პისტოლეტი წარმოადგენს 9-----------–---------–---------------–--------------------------------- მოდელს და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, ხოლო ოთხი ცალი ვაზნა განკუთვნილია 9 მმ კალიბრის პისტოლეტთა დიდი ჯგუფისათვის, ხმოვანია და სროლისათვის ვარგისი, შესაბამისად წარმოადგენს საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტი ლ-----------–---–ი განმარტავს, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩაატარა ნივთიერებათა, მასალათა და ნაკეთობათა ექსპერტიზა, წარმოდგენილი ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლე-ვით მივიდა დასკვნამდე, რომ კ--------------- ჯინსის შარვლის წელის მიდამოში უკანა მარჯვენა მხარეს, გარე ზედაპირზე დაფიქსირდა არასაგნობრივი გამოსახუ-ლების მცირედ კონცენტრირებული რკინის კვლები, მარჯვენა და მარცხენა ჩაჭრილ ჯიბეებში დაფიქსირდა წერტილოვანი გაფანტული რკინის კვლები, რაც წარმოიშო-ბოდა შარვლის ქსოვილის მეტალის საგანთან მჭიდრო კონტაქტის შედეგად, კონკრეტულად თუ რა საგანთან ამის განსაზღვრა მის კომპეტენციაში არ შედის.

მოწმე ნ-----------–---–-- განმარტებით დადასტურებულია, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩაატარა ბიოლოგიური ექსპერტიზა. გენეტიკური კვლევის და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ პისტოლეტზე წარწერით ,,--------------------” არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი კ--------------- გენეტიკური პროფილის იდენტურია, ანაწმენდები აღებული იყო სასხლეტიდან, დამცავი რკალიდან და ტარიდან, ხოლო მჭიდზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილი, რომელზეც არანაკლებ სამი პირის გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმაციული იყო, ვაზნებზე იდენტიფიკაციისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ი არ დაფიქსირდა.

ბრალდებული კ-------------- მის მიმართ შერაცხულ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ და განმარტავს, რომ 2019 წლის 15 იანვარს დ-------------სთან იმყოფებოდა სტუმრად, დაახლოებით 18:00 საათზე ბრუნდებოდნენ დის სახლში, დ-----------–-----–-------–---- შავი ფერის ჯიპი კინაღამ დაეჯახათ და პ-------------- ქუჩაზე თხოვა დ-------------ს ავტომანქანის გაჩერება, ორ-სამ წუთში მათი ავტომანქანის წინ გაჩერდა თეთრი ფერის პიკაპის მოდელის ავტომანქანა, საიდანაც სამი პიროვნება გადმოვიდა. გადმოიყვანეს დ------------- დ ჩასვეს თავიანთ ავტომანქანაში, ხოლო მას უჩვენეს პოილიეთილენის პარკში ჩადებული ორი პისტოლეტი და უთხრეს, რომ წამალს და იარაღს ჩაუდებდნენ დ-------------ს ავტომანქანის საბარგულში და ამის გამო რაღაცას მოაწერა ხელი, შემდეგ წაიყვანეს პოლიციაში, შესვლის წინ უთხრეს, რომ იარაღი ისევ იდო ავტომანქანაში და დაემუქრნენ, რომ ორივეს გაუშვებდნენ ციხეში, ჭ------- უთხრა, რომ დაეხმარებოდა და ერთ წელიწადში გამოუშვებდნენ, მან ყველაფერს მოაწერა ხელი, ასევე განერვიულებული აფურთხებდა ავტომანქანაში ყოფნისას და ხელსახოცზე დააფურთხებინეს და როდესაც ნერწყვის ნიმუში აუღეს, მიხვდა თუ რაში გამოიყენებდნენ, ხოლო ზუგდიდში ჩამოყვანის შემდეგ პ---–-–--------------- კაბინეტში პატარა ფურცელზე მოაწერინეს ხელი, გააფრთხილეს თუ ადვოკატი მათ მოთხოვნას არ დაემორჩილებოდა, ბევრი სხვა რამე გაჩნდებოდა მის საქმეში. ზეწოლის შესახებ არ აცხადებდა, რადგან ეშინოდა მის ნათესავებს არ შექმნოდა პრობლემა, მაგრამ დამ უთხრა, რომ ტელევიზიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავდა და ამიტომ გადაწყვიტა ჩვენების მიცემა.

კ--------------- ბრალეულობა ასევე დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით:

2019 წლის 15 იანვრის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კ--------------- მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ კ--------------- ნებაყოფლობით წარმოადგინა, ჯინსის შარვლის ქამარსა და შარვალს შორის მიდამოდან, ერთი ცალი პისტოლეტი, ერთი ცალი მჭიდით და 4 ცალი ვაზნით. (ს.ფ. 11-15)

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კ--------------- მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკა ცნობილია კანონიერად (ს.ფ. 101-105)

საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტის 2019 წლის 16 იანვრის №6-- ბ--–----------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კ--------------- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული პისტოლეტი N-------–---------------------------–---------–---------------–-------------–------------------------, რომელსაც ლულის არხში არ გააჩნია საფანტის და აირის იარაღისთვის აუცილებელი, სპეციალური სტაციონარული მზღუდავი, ვარგისია სროლისთვის და მიეკუთვნება ცაცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.

4 ცალი ვაზნა წარმოადგენს 9 მმ ნომინალური კალიბრის პისტოლეტების დიდი ჯგუფისათვის, მათ შორის „----------------------- მოდელის პისტოლე-ტისთვის განკუთვნილ 9 მმ ნომინალური კალიბრის ხმოვან ვაზნებს, რომლებიც ვარგისია სროლისთვის და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. (ს.ფ. 60-64)

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 04 მარტის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადასტურებულია, რომ კ--------------- ჯინსის შარვლის წელის მიდამოში უკანა მარჯვენა მხარეს გარე ზედაპირზე დაფიქსირდა არასაგნობრივი გამოსახულების მცირედ კონცენტრირებული რკინის კვლები, ასევე წინა მარჯვენა და მარცხენა ჩაჭრილ ჯიბეებში დაფიქსირდა არასაგნობრივი გამოსახულების წერტილოვანი გაფანტული რკინის კვლები.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 21 აპრილის ბიოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადასტურებულია, რომ პისტოლეტზე „--------------------------- არსებული ბიომასალის (ობ N1-3) გენეტიკური პროფილი კ--------------- გენეტიკური პროფილის იდენტურია.

მჭიდზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფი-კაციისათვის არაინფორმატიულია, ხოლო ვაზნებზე გენეტიკური იდენტიფი-კაციისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

სამართლებრივი შეფასება:

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად ბრალდებული კ-------------- მის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას უზრუნველყოფილი იყო გონივრულ ვადაში სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლებით. გააჩნდა საკმარისი დრო და შესაძლებლობა საკუთარი დაცვის მოსამზადებლად.

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას კ--------------- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, რადგან საფუძველს მოკლებულად მიაჩნია ბრალდებულ კ--------------- განმარტება, რომ მის მიერ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია, რომ მას ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღი და ასევე მის მიმართ ფსიქიკურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი დაკავების და პირადი ჩხრეკის ჩატარებისას და ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში მიყვანის შემდეგ, სადაც მის ადვოკატს უზღუდავდნენ დაცვის ფუნქციის განხორციელების შესაძლებლობას, აღნიშნული ეწინააღმდეგება თვით, მის ახლობელ, დ-------------ს ჩვენებასაც, ამასთან დადასტურებულია ის გარემოება, რომ კ--------------- ადვოკატებმა განახორციელეს მისი ინტერესების სრულყოფილი და კვალიფიციური დაცვა, არ გამორჩენიათ არც ერთი დეტალი შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების გარეშე, მათ შორის საგამოძებო მოქმედებათა კანონიერების შემოწმების და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლიანობის საკითხიც, შესაბამისად კ--------------- ჩვენება არ არის სარწმუნო როგორც საქმის შედეგში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ამავე დროს გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბრალის აღიარება ბრალდებულის უფლებაა და არა მოვალეობა, მისი ჩვენება ნაკარნახევია მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების გრძნობით, ამიტომ ბრალდებულის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან, რადგან ის არაობიექტური და ტენდენციურია, რადგან ის პასუხს არ აგებს ცრუ ჩვენების ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის.

სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს დაცვის მხარის მოსაზრებას კ--------------- მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის ჩატარებისას კანონის დარღვევის შესახებ და განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულია, რომ ქ-------–--–--------------------------- კ--------------- მიმართ პირადი ჩხრეკის ჩატარების სამართლებრივი საფუძველი არსებობდა. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე, პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ბრალდებულს საკუთარი ხელით აქვს მიწერილი პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე თანხმობის და პისტოლეტის წარმოდგენის შესახებ, რასაც აწერს ხელს შენიშვნისა და პრეტენზიის გარეშე. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი, როგორც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მიერ. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები, რომლებმაც დაადასტურეს თუ სად და რა ვითარებაში ჩაუტარეს კ--------------- პირადი ჩხრეკა და ამოუღეს პისტოლეტი და ვაზნები, შესაბამისად საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგა საგამოძიებო მოქმედების ოქმი, დაილუქა ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება, რაც დადასტურდა სასამართლო სხდომაზე ნივთიერი მტკიცებუ-ლებების დათვალიერებით (გამოკვლევით).

ის გარემოება, რომ კ--------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული საგანი ცეცხლსას-როლი იარაღია, დადასტურებული არის ბ--–----------- ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ მ---------------ს განმარტებით, ხოლო ამოღებულ ნივთიერ მტკიცებუ-ლებასთან ბრალდებულის კავშირი დადასტურებულია ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და ექსპერტების ლ-----------–---–ის და ნ-----------–---–-- ჩვენებებით. ამასთან ბუნებრივია, რომ კ--------------- პისტოლეტთან შემხებლობის გარეშე მისი ბირთვული დნმ ვერ აღმოჩნდებოდა პისტოლეტზე და რკინის კვალი შარვალზე და ამ თვალსაზირისით მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია საფუძველს მოკლებულია, რადგან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული.

ამდენად, კ--------------- პირადი ჩხრეკის ოქმით, ბ--–----------- ექსპერტიზის, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა და ბიოლოგიური ექსპერტი-ზების დასკვნებით, ექსპერტთა ჩვენებებით, საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარებაში მონაწილე მოწმეების ზ---------------, ა-–-----------------ს, გ--------------–---–--ს ჩვენებებით, ნივთიერი მტკიცებულების, „------------------------ მოდელის პისტოლეტის, გამოკვლევით უტყუარად არის დადასტურებული კ--------------- მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა-ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება.

სასამართლო განმარტავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენის და ტარების ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება.

დანაშაულის საგანია გამოყენებისათვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება მართლსაწინააღმდეგო ქმედებად ჩაითვლება, თუ იგი ხორციელდება ,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ.

სუბიექტური მხრივ კ--------------- მიერ დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დანაშაული პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, მას შეგნებული ჰქონდა, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, რადგან მას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია.

,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ცეცხლსასროლი იარაღია, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად.

,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად სამხედრო-საბრძოლო იარაღი მოიცავს შეიარაღებას, სამხედრო ტექნიკას, საბრძოლო მასალას და ტექნიკურ დოკუმენტაციას. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ბრუნვა რეგუ-ლირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის 19-ე მუხლის თანახმად იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენის და ტარების უფლებას ფიზიკურ პირებზე, გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი-შსს მომსახურების სააგენტო.

ამავე კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად ,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონისნდარღვევისათვის სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლისსამარ-თლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

აღნიშნული სამართლებრივი შეფასება არ ეწინააღმდეგება ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, საქმეზე ,,ილდანი საქართველოს წინააღმდეგ’’ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, სასამართლომ სათანადოდ მიიჩნია პირის ბრალეულობის დამადასტურებელი სამხილები და არგუმენტები, არ გაიზიარა მომჩივანი მსჯავრდებულის პოზიცია და ჩათვალა რომ არ არსებობს კონვენციით და დამატებითი ოქმებით განსაზღვრული უფლებების და თავისუფლების დარღვევის ნიშანი.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.

სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტი-ტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობ-ლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებუ-ლებათა ერთობლიობა.

პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)

ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულ კ--------------- მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით, სამართლებრივი და შინაგანი რწმენის საფუძველზე შეფასებით სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები იძლევა იმის საფუძველს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად ჩაითვალოს, რომ კ--------------- ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, შესაბამისად, ბრალდებულ კ--------------- ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარე-მოებები:

კ--------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

სასჯელის დასაბუთება:

საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ კ--------------- უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მას სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო, აღნიშნული სრულად შეესაბამება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 1981 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებას საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom, სადაც მსჯელობს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.

ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად.

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს – ნადგურდება.

ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

ნივთიერი მტკიცებულება: კ---------------გან ამოღებული ერთი ცალი პისტოლეტი, ერთი მჭიდით და 2 ცალი ვაზნით, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, გადაეცეს საქართველოს შსს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით.

კ--------------- კუთვნილი ჯინსის შარვალი, ქამარი, სპორტული ზედა და კ--------------- სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კ--------------- ოჯახს.

კ---------------გან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ცნობილი იქნას დამნაშავედ კ-------------- (პირადი ნომერი 1----------) საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით.

 

2.საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

3.საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

4.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ კ--------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

5.კ--------------- სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2019 წლის 15 იანვრის 21:10 საათიდან.

 

6.კ--------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

7.ნივთიერი მტკიცებულება: კ---------------გან ამოღებული ერთი ცალი პისტოლეტი, ერთი მჭიდით და 2 ცალი ვაზნით, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, გადაეცეს საქართველოს შსს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით.

 

კ--------------- კუთვნილი ჯინსის შარვალი, ქამარი, სპორტული ზედა და კ--------------- სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კ--------------- ოჯახს.

 

კ---------------გან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქუჩა №1-).

 

მოსამართლე: ნატრული აკობია