გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3050813-3/104-19წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ივლისი, 2019 წელი ქ. ახალციხე
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლუიზა თოდუა
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მონაწილეობის გარეშე)
მოპასუხე - თ--------------------–- (მონაწილეობის გარეშე)
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. მოპასუხე თ--------------------–- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის თანხა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 09.03.2018 წლის N---- ბრძანებით თ--------------------–- გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებულ ძალების რიგებში და ჩაირიცხა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში. 12.03.2018 წელს თ--------------------–- და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008 წლის N--- ბრძანებით დამტკიცებული N------ კონტრაქტი სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.
სამხედრო სამსახურის ვადა კონტრაქტის 3.2 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა 4 წლით.
კონტრაქტის 7.3. პუნქტით განისაზღვრა "სამხედრო მოსამსახურის" ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ "სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 დღის ვადაში), ჯარიმის სახით აენაზღაურებინა "სამინისტროსათვის" 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
თ--------------------–მა 21.01.2019 წლის პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა, რაც დაკმაყოფილდა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 31.01.2019 წლის N---- ბრძანების თანახმად, თ--------------------–- გათავისუფლდა თანამდებობიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ,, საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,„თ,, (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით) საფუძველზე.
თ--------------------–- საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწვეულ იქნა 09.03.2018 წელს და დათხოვნილია 31.01.2019 წლის N---- ბრძანებით, შესაბამისად, მისი ნამსახურეობის პერიოდი შეადგენს 10 თვესა და 19 დღეს, შესაბამისად, მას წარმოეშვა კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობა. აღნიშნული თანხა, თ--------------------–-ს მიერ დღემდე გადახდილი არ არის.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე თ--------------------–- შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 09.03.2018 წლის NM---------------- ბრძანებით თ--------------------–- გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებულ ძალების რიგებში და ჩაირიცხა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 09.03.2018 წლის NM---------------- ბრძანება (იხ.მტ. ს.ფ.15).
3.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ,,სამხედრო მოსამსახურე'' თ--------------------–- შორის 2018 წლის 12 მარტიდან გაფორმდა N------ ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2018 წლის 9 მარტის N------ კონტრაქტი (იხ.მტ. ს.ფ.16-23).
3.3. კონტრაქტის 3.2. პუნქტის თანახმად კონტრაქტი პირველ ეტაპზე მოქმედებს შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის) დამთავრებამდე. კონტრაქტის პირველ ეტაპზე მოქმედების ვადის ამოწურვისთანავე, კონტრაქტი ავტომატურად გაგრძელებულად ითვლება 4 წლამდე ვადით. კონტრაქტის 7.3. პუნქტით განისაზღვრა ,,სამხედრო მოსამსახურის“ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ სამხედრო მოსამსახურე კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროსათვის 3000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2018 წლის 9 მარტის N------ კონტრაქტი (იხ.მტ. ს.ფ.16-23).
3.4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 24.05.2018წ. N---- ბრძანებით თ--------------------–- დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის 1-ლი მსუბუქი ქვეითი ასეულის მე-2 მსუბუქი ქვეითი ოცეული პირველი მსუბუქი ქვეითი ათეულის მეორე საცეცხლე ჯგუფის მეტყვიამფრქვევედ გათავისულდა რა გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის რეკრუტის თანამდებობიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-24.05.2018წ. N---- ბრძანება (იხ.მტ. ს.ფ.25).
3.5. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 14.12.2018წ. NM--------------- ბრძანებით თ--------------------–- დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის 1-ლი მსუბუქი ქვეითი ასეულის მე-2 მსუბუქი ქვეითი ოცეული პირველი მსუბუქი ქვეითი ათეულის მეორე საცეცხლე ჯგუფის მეტყვიამფრქვევედ გათავისულდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის 1-ლი მსუბუქი ქვეითი ასეულის მე-2 მსუბუქი ქვეითი ოცეულის პირველი მსუბუქი ქვეითი ათეულის მეორე საცეცხლე ჯგუფის მეტყვიამფრქვევის თანამდებობიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-14.12.2018წ. NM--------------- ბრძანება (იხ.მტ. ს.ფ.26).
3.6. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 28.12.2018წ. NM---------------- ბრძანებით თ--------------------–- დაინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის A ქვეითი ასეულის მე-2 ქვეითი ოცეული პირველი ქვეითი ათეულის მეორე საცეცხლე ჯგუფის მეტყვიამფრქვევედ გათავისულდა რა საქართველოს თავდაცვის სამინიტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის 1-ლი მსუბუქი ქვეითი ასეულის მე-2 მსუბუქი ქვეითი ოცეული პირველი მსუბუქი ქვეითი ათეულის მეორე საცეცხლე ჯგუფის მეტყვიამფრქვევის თანამდებობიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 28.12.2018წ. NM---------------- ბრძანება (იხ.მტ. ს.ფ.27).
3.7. 2019 წლის 21 იანვარს თ--------------------–მა პატაკით მიმართა ბატალიონის მეთაურს და მიუთითა, რომ აღარ აქვს სურვილი გააგრძელოს შემდგომი სამხედრო საკონტრაქტო სამსახური, ითხოვა დათხოვნილი იქნეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან პირადი პატაკის საფუძველზე კონტარაქტის პირობების დარღვევით. მას აღარ სურს შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება, სხვა რაიმე მიზეზი არ აქვს. ზემდგომ ხელმძღვანელობასთან და პირად შემადგენლობასთან რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია, გაცნობილი არის კონტრაქტის პირობების დარღვევის შედეგებს, რაზეც თანახმა არის. ასევე გაცნობილი არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 27 მარტის N 161 ტელეფონოგრამას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 21 იანვრის პატაკი MO--------------- (იხ.მტ. ს.ფ.29).
3.8. 2019 წლის 31 იანვრის ბრძანებით თ--------------------–- ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,თ" (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის საფუძველზე (პირადი პატაკით) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან სამობილიზაციო რეზევრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2019 წლის 31 იანვრის საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანება N----------------- (იხ.მტ. ს.ფ. 28).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის N119 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.
’’სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს.
ამდენად, სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო უფლებამოსილებას და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში ერთის მხრივ თავდაცვის სამინისტროს და მეორეს მხრივ მოპასუხე თ--------------------–- შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა ორივე მათგანის როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
ამავე კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
დადგენილი, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ,,სამხედრო მოსამსახურე'' თ--------------------–- შორის 2018 წლის 12 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე.
2018 წლის 12 მარტის კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, "სამხედრო მოსამსახურე" ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2. პუნქტში მითითებული "სამხედრო მოსამსახურე", უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი) დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 3.2. პუნქტის თანახმად, კონტრაქტის საფუძველზე მსახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხ) წელს.
დადგენილია, რომ 2019 წლის 21 იანვარს თ--------------------–მა პატაკით მიმართა ბატალიონის მეთაურს და მიუთითა, რომ აღარ აქვს სურვილი გააგრძელოს შემდგომი სამხედრო საკონტრაქტო სამსახური, ითხოვა მისი შუამდგომლობა, რათა დათხოვნილი იქნეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან პირადი პატაკის საფუძველზე კონტარაქტის პირობების დარღვევით. კონკრეტულად აღარ სურს შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება, სხვა რაიმე მიზეზი არ აქვს. ზემდგომ ხელმძღვანელობასთან და პირად შემადგენლობასთან რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია, გაცნობილი არის კონტრაქტის პირობების დარღვევის შედეგებს, რაზეც თანახმა არის.
2019 წლის 31 იანვარს თ--------------------–- ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,თ" (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტით (პირადი პატაკით) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
კონტრაქტის 7.3. პუნქტის თანახმად, თუ "სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული "სამხედრო მოსამსახურე" მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, "სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს "სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ჯარიმის თანხა დღემდე გადახდილი არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარემ, რადგან მოპასუხე თ--------------------–- პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე, შესაბამისად მას უნდა დაეკისროს კონტრაქტის 7.3. პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კონტრაქტის 7.3. პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამასთან მოთხოვნა დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. თ--------------------–- (პ/ნ 1----------) დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ ჯარიმის თანხის 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა.
3. თ--------------------–- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზ. №7ა), ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით.
მოსამართლე ლუიზა თოდუა