განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/287-19 (N0-----------)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 ივნისი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- გ----------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ი--- კ-------ე
მამის სახელი: ვ--–----
დაბადებული: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები: ბაღდათი, რ---------–----------------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ქვეპუნქტი;
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
ბრალდებული: ა-------ი კ-------ე
მამის სახელი: მ------
დაბადებული: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: არ მქონე
რეგისტრაციის მიხედვით მცხოვრები: ბაღდათი, ს------–------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ბაღდათი, რუსთაველის ქუჩა N20
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ქვეპუნქტი (სამი ეპიზოდი);
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (სამი ეპიზოდი);
ადვოკატი - ალექსანდრე მუკბანიანი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. ა-------ი კ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:
2019 წლის 3-------------ს (ზუსტი დრო დაუდგენელია) ქ. ბაღდათში, რ---------–-------------ში მდებარე სახლში, ა------- კ-------ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე - ლ--–- შ--–--------ეზე (რამდენჯერმე დაარტყა მუჭი თავისა და ტანის არეში) დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 30 ი------ს, ქ. ბაღდათში, რ---------–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ა------- კ-------ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე - ლ--–- შ--–--------ეზე (ესროლა წყლით სავსე ბოთლი, რომელიც ლ--–- შ--–--------ეს მოხვდა ფეხში) დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 2 თ--------–ს ქ. ბაღდათში, რ---------–-------------ში მდებარე სახლში, ა------- კ-------ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე - ლ--–- შ--–--------ეზე (ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში) დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება ა-------ი კ-------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ქვეპუნქტით (2019 წლის 3-------------ს ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ქვეპუნქტით (2019 წლის 3--------ის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ქვეპუნქტით (2019 წლის 2----------–ის ეპიზოდი); გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა-------ი კ-------ის ბრალეულობას მითითებულ სამ ეპიზოდში.
ი--- კ-------ემ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 13 თ--------–ს დაახლოებით 15:00 საათზე, ბაღდათში რ---------–----------–- მდებარე სახლში ი--- კ-------ემ არასრულწლოვანი შვილიშვილების თანდასწრებით იძალადა რძალზე ლ--–- შ--–--------ეზე, რამდენჯერმე დაარტყა სახეში, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:
დაზარალებულ ლ--–- შ--–--------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ი--- კ-------ე არის მისი მეუღლის დედა. 2019 წლის 13 თ--------–ს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც შეაგვიანდა სახლში დაბრუნება. სახლში დაბრუნებულს ი--- კ-------ემ დაგვიანების გამო უსაყვედურა, აღნიშნულზე წარმოიშვა მათ შორის შელაპარაკება, რაც გადაიზარდა კონფლიქტში და ი--- კ-------ის მიერ მოხდა დაზარალებულის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, კერძოდ ხელი მოუჭირა კისერში და მობილური ტელეფონი ჩაარტყა ტუჩის არეში რა დროსაც წამოუვიდა სისხლი. აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდნენ მისი მცირეწლოვანი შვილები, მისი მული - თ------- კ-------ე და დედამთილის მეგობარი. დაზარალებულმა დაადასტურა გამოძიებისას მიცემული ჩვენება, სადაც განმარტა, რომ 2019 წლის 13 თ--------–ს ი--- კ-------ემ ორივე ხელით დაუწყო ცემა სახის არეში, ასევე კისერზე დაკაწრა ფრჩხილებით, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი და დაიხია უკან, ამის შემდეგ ი--- კ-------ემ აიღო ტელეფონი და დაარტყა ტუჩის არეში, რის გამოც წამოუვიდა სისხლი. ლ--–- შ--–--------ემ განმარტა, რომ არ ითხოვს ი--- კ-------ის მკაცრად დასჯას.
დაზარალებულმა ლ--–- შ--–--------ემ არ მისცა ჩვენება მეუღლის ა------- კ-------ის წინააღმდეგ. ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მეუღლე.
მოწმე გ-- შ--–--------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ დაზარალებული ლ--–- შ--–--------ე არის მისი ქალიშვილი, ბრალდებული ა------- კ-------ე - სიძე, ი--- კ-------ე - სიძის დედა. მოწმემ განმარტა, რომ ის არ შესწრებია ოჯახურ კონფლიქტს და შვილის - ლ--–- შ--–--------ისაგან გაიგო როგორც მეუღლესთან, ასევე დედამთილთან კონფლიქტის თაობაზე. მოწმე უთითებს ორ ფაქტთან დაკავშირებით, ბოლოს ლ--–-ს გადმოცემით დედამთილთან მოუვიდა შელაპარაკება, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირიპირებასაც, რის გამოც მას დაზიანება ჰქონდა ტუჩის მიდამოში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ აღნიშნულ ფაქტამდე, დაახლოებით თებერვლის თვეში, ლ--–- შ--–--------ე მივიდა მასთან სახლში ბავშვებით და მოუყვა მეუღლესთან ოჯახური კონფლიქტის თაობაზე. პირველ შემთხვევაში ლ--–- შ--–--------ეს დაზიანება არ აღენიშნებოდა.
მოწმე თ------- კ-------ემ არ მისცა ჩვენება, ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება დედა და ძმა.
საქმეში წარმოდგენილი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, გამოძიება დაიწყო 2019 წლის 14 თ--------–ს ლ--–- შ--–--------ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე.
საქმეში წარმოდგენილი დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2019 წლის 14 თ--------–ს ბაღდათის რაიონულ სამმართველოში გამოცხადდა მოქალაქე ლ--–- შ--–--------ე, რომელმაც განაცხადა, რომ 2019 წლის 13 თ--------–ს მის მიმართ ოჯახური ძალადობა განახორციელა და ცემა მისმა დედამთილმა - ი--- კ-------ემ.
საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 14 თებერვლის შემაკავებელი ორდერებით დადგენილია, რომ სავარაუდო მსხვერპლი არის ლ--–- შ--–--------ე, ხოლო სავარაუდო მოძალადეები არიან ი--- კ-------ე და ა-------ი კ-------ე. შემაკავებელი ორდერები გაცემულია ი--- კ-------ის და ა-------ი კ-------ის მიმართ.
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 14.02.2019 წ 20:01 საათიდან - 20:15 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ლ--–- შ--–--------ეს სხეულზე გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრების, სისხლნაჟღენთისა და სისხლჩაქცევის სახით. დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები სისხლნაჟღენთის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (3-------) ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (1-------);
ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად: 2019 წლის 06 მარტს 12:40 საათზე, ბაღდათის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ა-------ი კ-------ე.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ა-------ი კ-------ის მიერ - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ჩადენა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2019 წლის 3-------------ს ეპიზოდი, 2019 წლის 3--------ის ეპიზოდი და 2019 წლის 2----------–ის ეპიზოდები);
სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2019 წლის 3-------------ს (ზუსტი დრო დაუდგენელია) ქ. ბაღდათში, რ---------–-------------ში მდებარე სახლში, ა-------ი კ-------ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე - ლ--–- შ--–--------ეზე (რამდენჯერმე დაარტყა მუჭი თავისა და ტანის არეში) დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და 2019 წლის 2 თ--------–ს ქ. ბაღდათში, რ---------–-------------ში მდებარე სახლში, ა-------ი კ-------ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე - ლ--–- შ--–--------ეზე (ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში) დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. რაც შეეხება ა-------ი კ-------ის მიმართ ბრალად წარდგენილ 2019 წლის 30 ი------ის ეპიზოდს, საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ (მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული), სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად დადგენილია, რომ 14.02.2019 წ 20:01 საათიდან - 20:15 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ლ--–- შ--–--------ეს სხეულზე გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრების, სისხლნაჟღენთისა და სისხლჩაქცევის სახით. დაზიანებები სისხლნაჟღენთის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (3-------). სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს სხეულზე მიყენებული დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე და რაოდენობა, თუმცა სამედიცინო ექსპერტი ვერ დაადგენს თუ ვის მიერ იქნა მიყენებული ეს დაზიანებები. საქმეში კი არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული დაზიანება ლ--–- შ--–--------ემ მიიღო ა-------ი კ-------ის ძალადობრივი ქმედების შედეგად. რაც შეეხება საქმეზე დაკითხული მოწმე - გ-- შ--–--------ის ჩვენებას, არ არის ფაქტის თვითმხილველი და ავრცელებს დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას, ამასთან, სასამართლო სხდომაზე დაკითხული აღნიშნული მოწმის ჩვენება საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენს ირიბ ჩვენებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა-------ი კ-------ის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდით) დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც ა-------ი კ-------ე წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
რაც შეეხება ი--- კ-------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულ ი--- კ-------ის აღიარებისა სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა, ერთობლიობა ი--- კ-------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ლ--–- შ--–--------ემ განმარტა, რომ 2019 წლის 13 თ--------–ს მას დედამთილმა - ი--- კ-------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც შეესწრო მისი არასრულწოვანი შვილი. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულის მამამ - გ-- შ--–--------ემ თავის ჩვენებაში გარკვევით და ცალსახად მიუთითა, რომ დედამთილთან კონფლიქტის შემდეგ მისი შვილი ბავშვებთან ერთად დაბრუნდა მამის სახლში და მას ეტყობდა დაზიანება ტუჩის მიდამოში, შვილმა - ლ--–- შ--–--------ემ მას განუმარტა, რომ დედამთილმა იძალადა მასზე. სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილა, რომ ლ--–- შ--–--------ეს სხეულზე გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრების, სისხლნაჟღენთისა და სისხლჩაქცევის სახით, დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (1-------). აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულ თანხვედრაშია როგორც დაზარალებულის, ისე მოწმის მიერ აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებთან.
სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ ი--- კ-------ე წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის სუბიექტს. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიციისთვის აუცილებელია, რომ ქმედება განხორციელდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: რძალი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ლ--–- შ--–--------ე არის ი--- კ-------ის რძალი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ ი--- კ-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი--- კ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ აღიარებს და ინანიებს დანაშაულის ჩადენას, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის დადგენის შემდეგ აუცილებელია ადეკვატური და დანაშაულის თანაზომიერი სასჯელის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ი--- კ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ი--- კ-------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხასიათდება დადებითად, სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს, მის კანონის შესაბამის ქცევას საქმის განხილვისას, დაზარალებულის პოზიციას, რომელიც უთითებს, რომ ი--- კ-------ის მიმართ ითხოვს მსუბუქი სასჯელის განსაზღვრას, ასევე, იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება მომხდარ ფაქტამდე გაცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ასევე მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ი--- კ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ვინაიდან სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელის სახე, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორცილებას. დანიშნული სასჯელი კი, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულ ი--- კ-------ის მიერ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-------ი კ-------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 3-------------ს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 3--------ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 2----------–ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
ა-------ი კ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ა-------ი კ-------ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ი--- კ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
ი--- კ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ი--- კ-------ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გამართლებულ ა-------ი კ-------ეს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური