გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.09.2018
საქმის ნომერი
010210015003138151
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
17.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210015003138151

№2-1123/15

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელეები - მ---------–---–ი, ლ---–- შ----–--ე,წარმომადგენელი - პ----- შ----ე

მოპასუხე - პ----- ბ-----–--ე

წარმომადგენელი - ვ--–------ გ--------ე

მოპასუხე - გ------- ხ--–--–ი

წარმომადგენელი - დ-----– ხ------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია

გაერთიანებულ საქმეში მოსარჩელე - გ------- ხ--–--–ი

წარმომადგენელი - დ-----– ხ------ე

გაერთიანებულ საქმეში მოპასუხეები - მ---------–---–ი, ლ---–- შ----–--ე,წარმომადგენელი - პ----- შ----ე

დავის საგანი - იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება, უძრავი ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხეებს პ----- ბ-----–--ეს და გ------- ხ--–--–ს დაეკისროთ მოსარჩელე მ---------–---–ის სასარგებლოდ სესხის ძირი თანხა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, ორი თვის საპროცენტო სარგებელი 1000 აშშ დოლარის ოდენობით, პირგასამტეხლო დაგვიანებულ პროცენტის თანხაზე ყოველ ვადაგადაცილებულ 1183 დღეზე 0,3% - 3549 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო სესხის დაფარვის დარღვევისათვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ 1222 დღეზე - გადასახდელი თანხის 0,09% - 10 998 აშშ დოლარის ოდენობით, სულ მოპასუხეებს დაეკისროთ მ---------–---–ის სასარგებლოდ 25 547 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2 მოპასუხეებს პ----- ბ-----–--ეს და გ------- ხ--–--–ს დაეკისროთ მოსარჩელე ლ---–- შ----–--ის სასარგებლოდ სესხის ძირი თანხა 5 000 აშშ დოლარის ოდენობით, ორი თვის საპროცენტო სარგებელი 500 აშშ დოლარის ოდენობით, პირგასამტეხლო დაგვიანებულ პროცენტის თანხაზე ყოველ ვადაგადაცილებულ 1183 დღეზე 0,3% - 887,25 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო სესხის დაფარვის დარღვევისათვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ 1222 დღეზე - გადასახდელი თანხის 0,09% - 5499 აშშ დოლარის ოდენობით, სულ მოპასუხეებს დაეკისროთ ლ---–- შ----–--ის სასარგებლოდ 11 886 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.3 მოპასუხეებზე დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით დადგინდეს მოპასუხე გ------- ხ--–--–ის საკუთრებაში რიცხული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, ჯ-----–---–-ს ქN74ა, საკადასტრო კოდი №0-----------, იძულებითი აუქციონის წესით რეალიზაცია.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე პ----- ბ-----–--ის წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს და აღნიშნავს, რომ მართალია პ----- ბ-----–--ეს ნასესხები ქონდა მოსარჩელე მ---------–---–ისაგან 10000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით და დასაბრუნებელი ქონდა სულ 11500 აშშ დოლარი, ხოლო ლ---–- შ----–--ისაგან ნასესხები ქონდა 5000 აშშ დოლარი ასევე სამი თვის ვადით და დასაბრუნებელი ქონდა 5750 აშშ დოლარი, მაგრამ მის მიერ აღნიშნული თანხები დაბრუნებული იქნა მოსარჩელეებისათვის ნაწილ-ნაწილ, კერძოდ 2014 წლის ივლისის ჩათვლით მ---------–---–ისათვის მას გადახდილი აქვს საერთო ჯამში 18 000 აშშ დოლარი, ხოლო ლ---–- შ----–--ისათვის გადახდილი აქვს საერთო ჯამში 9000 აშშ დოლარი.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე პ----- ბ-----–--ის წარმომადგენლის მტკიცებით ამჟამად პ----- ბ-----–--ეს მოსარჩელეების მიმართ არანაირი ვალდებულება არ გააჩნიათ, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2. სარჩელს არ ცნობს მოპასუხე გ------- ხ--–--–ის წარმომადგენელი, რომელიც განმარტავს, რომ გ------- ხ--–--–მა სადაო ქონება შეიძინა აუქციონის წესით, ქონებაზე რეგისტირებულია მოსარჩელეთა იპოთეკის უფლება, თუმცა მისი მტკიცებით ვინაიდან სესხი, რომლის უზრუნველსაყოფადაც დადებული იყო იპოთეკა დაიდო 2011 წელს და იყო მხოლოდ სამ თვიანი, შესაბამისად მოთხოვნა ხარდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე მოპასუხე განმარტავს, რომ რადგანაც არ არსებობს თანხის მიღება-ჩაბარების აქტები, ამიტომ გამოდის, რომ სესხი საერთოდაც არ გაცემულა და გამოდის, რომ არ არსებობს მოთხოვნა, შესაბამისად იპოთეკის არსებობასაც არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. აღნიშნულის გამო მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. გაერთიანებული სარჩელის მოთხოვნა

 

3.1. გაუქმდეს საჯარო რეესტრის მონაცემებში 2011 წლის 13 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული იპოთეკა უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. ბათუმი, ჯ-----–---–-ს ქN74ა, საკადასტრო კოდი №0----------- და აღნიშნული ქონება გათავისუფლდეს მ---------–---–ის და ლ---–- შ----–--ის სასარგებლოდ დატვირთული იპოთეკისაგან.

 

4. გაერთიანებულ სარჩელში მოპასუხეების პოზიცია

 

გაერთიანებული სარჩელის მოპასუხეები მ---------–---–ი და ლ---–- შ----–--ე გ------- ხ--–--–ის სარჩელს არ ცნობენ და მოითხოვს, რომ გ------- ხ--–--–ს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.

 

5. ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1.1. 2011 წლის 13 ივლისს ერთის მხრივ ლ---–- შ----–--ეს, მ---------–---–ს და მეორეს მხრივ პ----- ბ-----–--ეს და ა------ რ-----ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებული იქნა ნოტარიუს ლ---–- ჭ-----ს მიერ. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად ლ---–- შ----–--ემ პ----- ბ-----–--ეს სესხის სახით გადასცა 5000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, თვეში 5%-იანი სარგებლით. ამავე ხელშეკრულებით მ---------–---–მაც სესხის სახით გადასცა პ----- ბ-----–--ეს 10 000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, თვეში 5%-იანი სარგებლის დარიცხვით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხდებელი უფლებამოსილი იყო სესხის თანხა დაებრუნებინა ვადაზე ადრე ნებისმიერ დროს, ამასთან ხელშეკრულების თანახმად მხარეები ურთიერთშეთანხმებით უფლებამოსილი იყვნენ გაეგრძელებინათ სესხის დაბრუნების ვადა. სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელება უნდა მომხდარიყო წერილობითი შეთანხმებით და დამოწმებული უნდა ყოფილიყო ისევ სანოტარო წესით.

 

ხელშეკრულების თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროცენტის გადახდა მოხდებოდა ყოველი თვის 13 რიცხვში, პროცენტის გადახდის შესახებ კი შეადგენდნენ დამატებით პროცენტის გადახდის გრაფიკს. ამასთან მსესხებელი ვალდებული იყო ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში გამსესხებლისათვის გადაეხადა პირგასამტეხლო გადასახდელი პროცენტის თანხის 0,3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო სესხის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევაში მოხდებოდა პირგასამტეხლოს გადახდა თანხის 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ა------ რ-----ს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ბათუმი, ჯ-----–---–-ს ქN74ა, საკადასტრო კოდი №0-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. 13.07.2011წ.

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.2.1. სასამართლო იზიარებს მოპასუხე პ----- ბ-----–--ის წარმომადგენლის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ პ----- ბ-----–--ეს ორივე მოსაჩელის მიმართ შესრულებული აქვს ვალდებულება და გადახდილი აქვს სესხის თანხა საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად სრულად.

 

როგორც მხარეებს შორის 2011 წლის 13 ივლისს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით დგინდება მ---------–---–მა პ----- ბ-----–--ეზე გასცა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხი 3 თვის ვადით, თვეში 5 პროცენტის დარიცხვით. ხელშეკრულების თანახმად სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის მხარეთა შორის უნდა გაფორმებულიყო წერილობითი შეთანხმება, რომელიც უნდა დამოწმებულიყო სანოტარო წესით. დადგენილია, რომ მხარეებს მსგავსი შეთანხმება ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ არ გაუფორმებიათ. შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო სამი თვე, ანუ 2011 წლის 13 ოქტომბრამდე და პ----- ბ-----–--ის ფულადი ვალდებულება მ---------–---–ის მიმართ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შეადგენდა სულ 11500 აშშ დოლარს. აქედან 10 000 აშშ დოლარი იყო სესხის ძირი თანხა, 1500 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი.

 

დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა შეთანხმებას სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადაგადაცილებულ პერიოდზე პროცენტის გადახდის თაობაზე, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ნებისმიერი თანხა, რომელიც სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ პერიოდში იქნებოდა გადახდილი პ----- ბ-----–--ის მიერ უნდა ჩათვლილიყო ძირ თანხად.

 

პოლიციის ორგამოებში მიცემული ჩვენებებით მ---------–---–მა დაადასტურა და არც სასამართლო სხდომაზე არ უარყოფდა მოსარჩელე იმ გარემოებას, რომ მ---------–---–ს პ----- ბ-----–--ე თანხას უხდიდა 2014 წლის ივლისის ჩათვლით ყოველთვიურად 500 აშშ დოლარის ოდენობით და საერთო ჯამში პ----- ბ-----–--ეს მისთვის გადახდილი აქვს 18 000 აშშ დოლარი. შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პ----- ბ-----–--ის მიერ გადახდილი ზ/აღნიშნული თანხიდან 1500 აშშ დოლარი წარმოადგენს სესხის საპროცენტო სარგებელს, 10 000 აშშ დოლარი წარმოადგენს სესხის ძირ თანხას. რაც შეეხება დარჩენლ 6500 აშშ დოლარს, სასამართლო იზიარებს მოპასუხე პ----- ბ-----–--ის წარმომადგენლის განმარტებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული თანხა უნდა ჩაითვალოს იმ პირგასამტეხლოდ, რომელიც მან გადაიხადა სესხის ძირი თანხის ვადაში დაუბრუნებლობის გამო.

 

ანალოგიურად დადგენილია, რომ 2011 წლის 13 ივლისს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ლ---–- შ----–--ემ პ----- ბ-----–--ეზე გასცა სულ 5 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხი 3 თვის ვადით, თვეში 5 პროცენტის დარიცხვით. ხელშეკრულების თანახმად სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის მხარეთა შორის უნდა გაფორმებულიყო წერილობითი შეთანხმება, რომელიც უნდა დამოწმებულიყო სანოტარო წესით. დადგენილია, რომ არც ლ---–- შ----–--ეს და პ----- ბ-----–--ეს შორის არ გაფორმებულა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმება. შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო სამი თვე, ანუ 2011 წლის 13 ოქტომბრამდე და პ----- ბ-----–--ის ფულადი ვალდებულება ლ---–- შ----–--ის მიმართ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შეადგენდა სულ 5750 აშშ დოლარს. აქედან 5 000 აშშ დოლარი იყო სესხის ძირი თანხა, 750 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი.

 

დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა შეთანხმებას სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადაგადაცილებულ პერიოდზე პროცენტის გადახდის თაობაზე, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ნებისმიერი თანხა, რომელიც სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ პერიოდში იქნებოდა გადახდილი პ----- ბ-----–--ის მიერ ლ---–- შ----–--ისათვის უნდა ჩათვლილიყო ძირ თანხად.

 

ასევე დადგენილია, რომ პ----- ბ-----–--ემ 2014 წლის ივლისის ჩათვლით ლ---–- შ----–--ეს გადაუხადა სულ 9000 აშშ დოლარი. შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პ----- ბ-----–--ის მიერ გადახდილი 9000 აშშ დოლარიდან 750 აშშ დოლარი წარმოადგენდა სესხის საპროცენტო სარგებელს, 5000 აშშ დოლარი წარმოადგენდა სესხის ძირ თანხას. რაც შეეხება დარჩენლ 3250 აშშ დოლარს, სასამართლო იზიარებს მოპასუხე პ----- ბ-----–--ის წარმომადგენლის განმარტებას, რომ აღნიშნული თანხა იყო ის პირგასამტეხლო, რომელიც პ----- ბ-----–--ემ გადაიხადა სესხის ძირი თანხის ვადაში დაუბრუნებლობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

- მოწმეთა ჩვენება.

- ზეპირი გასაუბრების შესახებ ოქმები.

 

5.2.2. დადგენილია, რომ პ----- ბ-----–--ის სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ჯ-----–---–-ს ქN74ა ს/კ N0-----------, 2017 წლის 02 მაისის განკარგულების საფუძველზე სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შეიძინა გ------- ხ--–--–მა და ამჟამად საჯარო რეესრტის მონაცენებით იგი წარმოადგენს ზ/აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეს.

 

ზ/აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დღემდე რეგისტრირებულია 2011 წლის 13 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იპოთეკარებს წარმოადგენენ მ---------–---–ი და ლ---–- შ----–--ე, უძრავი ქონების მესაკუთრეს - გ------- ხ--–--–ი, ხოლო მსესხებელს პ----- ბ-----–--ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

- საჯარო რეესტრის ამონაწერი.

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. 13.07.2011წ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ დაკმაყოფილდეს მ---------–---–ის და ლ---–- შ----–--ის სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრების და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე. დაკმაყოფილდეს გ------- ხ--–--–ის სარჩელი მ---------–---–ი და ლ---–- შ----–--ის მიმართ ქონების იპოთეკისგან გათავისუფლების თაობაზე; გაუქმდეს საჯარო რეესტრის მონაცემებში 2011 წლის 13 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული იპოთეკა გ------- ხ--–--–ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ჯ-----–---–-ს ქN74ა-ში, ს/კ N0----------- და აღნიშნული უძრავი ქონება გათავისუფლდეს მ---------–---–ის და ლ---–- შ----–--ის სასარგებლოდ დატვირთული იპოთეკისაგან.

 

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 153-ე, 316-317-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 361-ე, 427-ე, 403-ე მუხლებით;

 

8. სამართლებრივი შეფასება

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623 მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

 

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2011 წლის 13 ივლისს ლ---–- შ----–--ეს, მ---------–---–ს, პ----- ბ-----–--ეს და ა------ რ-----ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებული იქნა ნოტარიუს ლ---–- ჭ-----ს მიერ. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად ლ---–- შ----–--ემ პ----- ბ-----–--ეს სესხის სახით გადასცა 5000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, თვეში 5%-იანი სარგებლით. ამავე ხელშეკრულებით მ---------–---–მაც სესხის სახით გადასცა პ----- ბ-----–--ეს 10 000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, თვეში 5%-იანი სარგებლის დარიცხვით.

 

ხელშეკრულების თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროცენტის გადახდა მოხდებოდა ყოველი თვის 13 რიცხვში, პროცენტის გადახდის შესახებ კი შეადგენდნენ დამატებით პროცენტის გადახდის გრაფიკს. ამასთან მსესხებელი ვალდებული იყო ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში გამსესხებლისათვის გადაეხადა პირგასამტეხლო გადასახდელი პროცენტის თანხის 0,3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო სესხის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევაში მოხდებოდა პირგასამტეხლოს გადახდა თანხის 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ხელშეკრულების თანახმად სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის მხარეთა შორის უნდა გაფორმებულიყო წერილობითი შეთანხმება, რომელიც უნდა დამოწმებულიყო სანოტარო წესით. დადგენილია, რომ მხარეებს მსგავსი შეთანხმება ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ არ გაუფორმებიათ. შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო სამი თვე, ანუ 2011 წლის 13 ოქტომბრამდე და პ----- ბ-----–--ის ფულადი ვალდებულება მ---------–---–ის მიმართ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შეადგენდა სულ 11500 აშშ დოლარს, აქედან 10 000 აშშ დოლარი იყო სესხის ძირი თანხა, 1500 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი. ხოლო პ----- ბ-----–--ის ფულადი ვალდებულება ლ---–- შ----–--ის მიმართ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შეადგენდა სულ 5750 აშშ დოლარს, აქედან 5 000 აშშ დოლარი იყო სესხის ძირი თანხა, 750 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი.

 

სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 625-ე და 403-ე მუხლების დანაწესზე და განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. მოცემულ შემთხვევაში კი ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო სამი თვით და მოპასუხეების მიერ ამ ვადაში საპროცენტო სარგებელი სრულად გადახდილია. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით ასევე სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო; ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: 1) მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; 2) ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; 3) ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში მართალია მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულება და არ გადაიხადეს თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მაგრამ, ვინაიდან მხარეებს შორის არ არსებობდა შეთანხმება ვალდებულების დარღვევისას საპროცენტო სარგებლის გადახდის შესახებ, რაც, სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლიდან გამომდინარე დამატებითი შეთანხმების საგანია, ამიტომ სასამართლო მიიჩნევს, რომ ნებისმიერი თანხა, რომელიც სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ პერიოდში იქნა გადახდილი პ----- ბ-----–--ის მიერ უნდა ჩაითვალის ძირ თანხად.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ მსესხებელმა მოპასუხე პ----- ბ-----–--ემ, მართალია ვადის გადაცილებით, მაგრამ შეასრულა 2011 წლის 13 ივლისის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მ---------–---–ს პერიოდულად, 2014 წლის ივლისის ჩათვლით გადაუხდა სულ 18 000 აშშ დოლარი, ხოლო ლ---–- შ----–--ეს გადაუხადა სულ 9000 აშშ დოლარი. შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პ----- ბ-----–--ის მიერ მ---------–---–ისათვის გადახდილი ზ/აღნიშნული თანხიდან 1500 აშშ დოლარი წარმოადგენდა სესხის საპროცენტო სარგებელს, 10 000 აშშ დოლარი წარმოადგენდა სესხის ძირ თანხას, დარჩენილი 6500 აშშ დოლარი კი პირგასამტეხლოს. ხოლო პ----- ბ-----–--ის მიერ ლ---–- შ----–--ისათვის გადახდილი 9000 აშშ დოლარიდან 750 აშშ დოლარი წარმოადგენდა სესხის საპროცენტო სარგებელს, 5000 აშშ დოლარი წარმოადგენდა სესხის ძირ თანხას, 3250 აშშ დოლარი - პირგასამტეხლოს.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო იზიარებს მოპასუხე პ----- ბ-----–--ის წარმომადგენლის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ პ----- ბ-----–--ეს ორივე მოსაჩელის მიმართ შესრულებული აქვს ვალდებულება და გადახდილი აქვს სესხის თანხა საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად სრულად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქონდა ადგილი.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების მ---------–---–ის და ლ---–- შ----–--ის მოთხოვნა მოპასუხეებზე 2011 წლის 13 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის, საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8.2. სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს გაერთიანებული სარჩელის მოსარჩელის გ------- ხ--–--–ის სასარჩელო მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ გ------- ხ--–--–ის სარჩელი მის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ჯ-----–---–-ს ქN74ა-ში (ს/კ N0-----------), რეგისტრირებული 13.07.2011წ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების და აღნიშნული ქონების მ---------–---–ის და ლ---–- შ----–--ის სასარგებლოდ დატვირთული იპოთეკისაგან გათავისუფლების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ იპოთეკა სანივთო-სამართლებრივი გარიგებაა, რომელიც ცალკე კი არ წარმოშობს ვალდებულებას, არამედ უზრუნველყოფს მხარეებს შორის უკვე არსებულ ვალდებულებას. მისი არსი და დანიშნულება არსებული ვალდებულების უზრუნველყოფაა და მის გარეშე არ არსებობს. იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე, რომელთანაც დაკავშირებულია.

 

იპოთეკა, როგორც სანივთო-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც არსებობს იპოთეკარსა და იპოთეკის საგნის მესაკუთრეს შორის, ემსახურება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შესრულებას, რომლის მონაწილეებიც არიან კრედიტორი (მოთხოვნის მფლობელი) და მოვალე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოვალემ (მსესხებელმა) სრულად შეასრულა კრედიტორის (გამსესხებლის, იპოთეკარის) წინაშე ნაკისრი ვალდებულება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად კრედიტორს და მოვალეს შორის 2011 წლის 13 ივლისს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდა. ამდენად აღარ არსებობს ის მოთხოვნა, რომლის უზრუნველსაყოფადაც დადებული იყო იპოთეკა ამჟამად გ------- ხ--–--–ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ჯ-----–---–-ს ქN74ა-ში (ს/კN0-----------). შესაბამისად თუ არ არსებობს ძირითადი მოთხოვნის უფლება, შესაბამისად აზრს კარგავს ამ უფლების უზრუნველსაყოფად რეგისტრირებული იპოთეკა. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ზ/აღნიშნული, უკვე შესრულებული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად რეგისტრირებული იპოთეკა, უნდა გაუქმდეს საჯარო რეესტრის მონაცემებში 2011 წლის 13 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული იპოთეკა გ------- ხ--–--–ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ჯ-----–---–-ს ქN74ა-ში, ს/კ N0----------- და აღნიშნული უძრავი ქონება გათავისუფლდეს მ---------–---–ის და ლ---–- შ----–--ის სასარგებლოდ დატვირთული იპოთეკისაგან.

 

9. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.

 

საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელეეების მ---------–---–ის და ლ---–- შ----–--ის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 2620,83 ლარის ოდენობით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის კი გადახდილი იქნა ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ხოლო გაერთიანებული სარჩელის მოსარჩელე გ------- ხ--–--–ის მიერ მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 1277 ლარის ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა მ---------–---–ის და ლ---–- შ----–--ის სარჩელი, ხოლო სრულად დაკმაყოფილდა გ------- ხ--–--–ის სარჩელი, ამიტომ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: დაეკისროთ ლ---–- შ----–--ეს და მ---------–---–ს გ------- ხ--–--–ის სასარგებლოდ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1277 ლარის ოდენობით, ხოლო ლ---–- შ----–--ეს და მ---------–---–ს მათ მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაეთვალოთ ბიუჯეტში გადახდილად და არ ანაზღაურდეს.

 

10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან მოსარჩელეებს მ---------–---–ს და ლ---–- შ----–--ეს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამიტომ ზ/აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე უნდა გაუქმდეს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც, კერძოდ უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 აპრილის სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ N157 უზრ-15 განჩინება, რომლის თანახმადაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ქ. ბათუმი, ჯ-----–---–-ს ქN74ა-ში მდებარე უძრავ ქონებას (ს/კ N0-----------).

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს მ---------–---–ის და ლ---–- შ----–--ის სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრების და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე.

 

2. დაკმაყოფილდეს გ------- ხ--–--–ის სარჩელი მ---------–---–ის და ლ---–- შ----–--ის მიმართ ქონების იპოთეკისგან გათავისუფლების თაობაზე;

 

2.1. გაუქმდეს საჯარო რეესტრის მონაცემებში 2011 წლის 13 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული იპოთეკა გ------- ხ--–--–ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ჯ-----–---–-ს ქN74ა-ში, ს/კ N0----------- და აღნიშნული უძრავი ქონება გათავისუფლდეს მ---------–---–ის და ლ---–- შ----–--ის სასარგებლოდ დატვირთული იპოთეკისაგან.

 

2.2. დაეკისროთ ლ---–- შ----–--ეს და მ---------–---–ს გ------- ხ--–--–ის სასარგებლოდ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1277 ლარის ოდენობით.

3. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 აპრილის სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ N157 უზრ-15 განჩინება, რომლის თანახმადაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ქ. ბათუმი, ჯ-----–---–-ს ქN74ა-ში მდებარე უძრავ ქონებას (ს/კ N0-----------).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე