გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.06.2019
საქმის ნომერი
140210118002412321
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210118002412321

საქმე №2/781-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 ივნისი, 2019 წ. ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

მოსარჩელე - ე-–--ა გ--–------

მოპასუხე - შპს „ე--------------ი“

წარმომადგენელი ქ------ნ ყ------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე შპს „ე--------------ს“ მოსარჩელე ე-–--ა გ--–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 7000 აშშ დოლარის გადახდა;

 

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 02 მაისს ე-–--ა გ--–------სა და შპს „ე--------------ს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძელზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 7 000 აშშ დოლარის ოდენობით, კრედიტით სარგებლობის ვადა 3 თვე, სესხი იყო სარგებლიანი, რაც ყოველთვიურად შეადგენდა 3.5 %, ხოლო თვეში 240 აშშ დოლარს. შპს „ე--------------ს“ სესხი უნდა დაებრუნებინა 2017 წლის 02 აგვისტოს ძირ თანხასთან ერთად.

 

მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შესრულებულა , მოპასუხის დავალიანება სულ შეადგენს 7720 აშშ დოლარს, რის გამოც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს და მოითხოვს მხოლოდ ძირი თანხის - 7000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე შპს „ე--------------ის“ წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა, წარმოდგენილი შესაგებლით კი სარჩელი მთლიანად ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლი 02 მაისის სესხის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ შპს „ე--------------მა“ ე-–--ა გ--–-----ისგან მიიღო 7000 აშშ დოლარი. იმავე ხელშეკრულებით სესხის ვადა განისაზღვრა 3 თვის ვადით.

 

3.1.2. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4-ე მუხლზე რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლო საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენლად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 7 000 აშშ დოლარი მოსარჩელე ე-–--ა გ--–-----ისათვის გადახდილი არ არის.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის . საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 341-ე, 361-ე, 623-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხესათვის თანხის გადახდის დაკისრება სესხის სამართლებრივ ურთიერთობაზე მითითებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. იმისათვის, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ გააჩნდეთ მოთხოვნის უფლება, საჭიროა ისინი ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყვენ ერთმანეთთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. ხელშეკრულება არის ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოსარჩელის მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოპასუხემ არ გადაიხადა სესხად აღებული თანხა მის მიერ შესრულებულ ხელწერილში მითითებული ვადის გასვლის მიუხედავად.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მათ შორის არსებობდა სასესხო-ვალდებულებითი ურთიერთობა. სარჩელზე თანდართული 02.05.2017 წლის სესხის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ მოპასუხე შპს „ე--------------მა“ ე-–--ა გ--–-----ისგან მიიღო სესხის სახით - 7000 აშშ დოლარი, ასევე იკისრა ვალდებლება ამ თანხის კონკრეტულ ვადაში სრულად გადახდის თაობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ე--------------მა“ ე-–--ა გ--–-----ისგან სესხის სახით მიიღო 7000 აშშ დოლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის მიუხედავად ვალდებულება სრულად არ არის შესრულებული.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა შპს „ე--------------ს“, მოსარჩელე ე-–--ა გ--–-----ისათვის არ გადაუხდია.

 

ამდენად, ე-–--ა გ--–------ს 02.05.2017 წლის სესხის სელშეკრულების საფუძველზე წარმოეშვა შპს „ე--------------ისგან“ 7 000 აშშდოლარის გადახდის მოთხოვნის უფლება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ვინაიდან მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით;

 

კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, იქედან გამომდინარე, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი მთლიანად ცნო, მოსარჩელე ე-–--ა გ--–------ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ბაჟის სახით გადახდილი 512.40 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

2. მოპასუხე შპს „ე--------------ს“, მოსარჩელე ე-–--ა გ--–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 7 000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელე ე-–--ა გ--–------ს (პ/ნ 0---------2) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 23 აპრილს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 512.40 (ხუთას თორმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი, საგადახდო დავალება 0;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე