განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1/1885-19
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ივნისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი - ფატიმა გოგიშვილი
ბრალდების მხარე :
პროკურორი - თ-------- ტ----–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ე--------- დ------–-–---–ი - დაბადებული 1--- წლის 6------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: თბილისი, კ--------------, ბინა N--- ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი გ--------------------.
ადვოკატი - თ----- დ----------–---–ი
კვალიფიკაცია:
ე--------- დ------–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევის მცდელობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1. 1. 2019 წლის 16 მარტს, დაახლოებით 01:55 საათზე, ქ. თბილისში გ-------ის ქუჩა N------ში მდებარე შპს ,,ა-----ს“ კუთვნილ სუპერმარკეტში ე--------- დ------–-–---–ი, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სუპერმარკეტის სალაროში არსებულ თანხას. კერძოდ, დანა მოუღერა სუპერმარკეტის კონსულტანტებს - მ------ ჯ----სა და მ------ გ-------ს, დაემუქრა მათ, რომ თუკი ფულს არ მისცემდნენ ორივეს მოკლავდა, რასაც მ------ გ-------ს მხრიდან მოყვა სალაროში არსებული თანხის - 195 ლარის ე--------- დ------–-–---–ისათვის გადაცემა. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულებს - მ------ ჯ----სა და მ------ გ-------ს მიადგათ მორალური ზიანი, ხოლო შპს ,,ა-----ს“ მიადგა 195 ლარის ქონებრივი ზიანი.
1.2. 2019 წლის 16 მარტს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, მ-----– გ-------ის ქუჩა N----ში მდებარე შპს ,,კ------ს“ სასურსათო ჯიხურში სარკმლიდან სცადა ფარულად შეღწევა ე--------- დ------–-–---–მა, რათა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სასურსათო ჯიხურში არსებულ თანხას. აღნიშნულის შედეგად შპს ,,კ-----ს“ შესაძლოა მისდგომოდა 550 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა.
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა ხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის
საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
2.1. წარდგენილ ბრალდებაში ე--------- დ------–-–---–მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ მასში, რომ 2019 წლის 16 მარტს, დაახლოებით 01:55 საათზე, ქ. თბილისში გ-------ის ქუჩა N------ში მდებარე შპს ,,ა-----ს“ კუთვნილ სუპერმარკეტში სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დანა მოუღერა სუპერმარკეტის კონსულტანტებს - მ------ ჯ----სა და მ------ გ-------ს, დაემუქრა მათ, რომ თუკი ფულს არ მისცემდნენ ორივეს მოკლავდა, რასაც მ------ გ-------ს მხრიდან მოყვა სალაროში არსებული თანხის - 195 ლარის ე--------- დ------–-–---–ისათვის გადაცემა.
2.2. წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდაოდ და ისინი გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდავო მტკიცებულებებად.
2.3. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ე--------- დ------–-–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
2.4. ბრალდებულმა ე--------- დ------–-–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2019 წლის 16 მარტს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, მ-----– გ-------ის ქუჩა N----ში მდებარე შპს ,,კ------ს“ სასურსათო ჯიხურში სარკმლიდან სცადა ფარულად შეღწევა, რათა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სასურსათო ჯიხურში არსებულ თანხას.
2.5. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.
2.6. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ე--------- დ------–-–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
2.7. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ ე--------- დ------–-–---–ის ქმედების შედეგად დაზარალებულ - შპს ,,კ-----ს“ შესაძლოა მისდგომოდა 550 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2.8. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ, განსახილველ შემთხვევაში შესაძლო ქონებრივმა ზიანმა შეადგინა 550 ლარი.
2.9. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ე--------- დ------–-–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ქურდობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით
2.10. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ე--------- დ------–-–---–მა 2019 წლის 16 მარტს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, მ-----– გ-------ის ქუჩა N----ში მდებარე შპს ,,კ------ს“ სასურსათო ჯიხურში სარკმლიდან სცადა ფარულად შეღწევა.
2.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ უკანონო შეღწევა გულისხმობს წინააღმდეგობის გადალახვით სხვის საკუთრებაში, მფლობელობაში შესვლას დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მიზნით. საცავში იგულისხმება მატერიალური ფასეულობის მუდმივ ან დროებით შესანახად განკუთვნილი ტერიტორიის ნაწილი, რომლის დაცვაც უზრუნველყოფილია.
2.12. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ე--------- დ------–-–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით.
3.მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.1. ე--------- დ------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების ა----------–---–ის, მ------ გ-------ს, მ------ ჯ----ის, ა-----– ა---–-–---–-ს, ნ----–- დ------–---–ის, ე--------- დ------–-–---–ის, დ----- ჩ------ის გამოკითხვის დროს მიღებული ინფორმაცია, პირადი ჩხრეკის ოქმი და მის საფუძველზე ამოღებული ნივთმტკიცებები, ე--------- დ------–-–---–ის ამოცნობის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ე--------- დ------–-–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით, ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევის მცდელობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტებით.
4.2. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით.
4.3. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
4.4. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ე--------- დ------–-–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ე--------- დ------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
5.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ე--------- დ------–-–---–ს არ გააჩნია.
6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას. ე--------- დ------–-–---–ი ნასამართლობის არ მქონე პირია, მან გულწრფელად აღიარა ჩადენილი ქმედება და ითანამშრომლა გამოძიებასთან, არის უმუშევარი, ყავს ცოლშვილი, აქვს მატერიალური პრობლემები.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას ე--------- დ------–-–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.
6.3. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ე--------- დ------–-–---–ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით გამოყენებულ იქნას თავისუფლების აღკვეთა სანქციით გათვალისწინებული მინიმალური ზღვარის ფარგლებში.
7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
7.1.შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუშები დალუქული სახით ინახება ქ-------–----------------------------------–--------–-–-----------–- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლები, დალუქული სახით ინახება ქ-------–----------------------------------–--------–-–-----------–- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.4. ბრალდებულ ე--------- დ------–-–---–ის პირადი ჩხრეკით ამოღებული ფულადი თანხა, რომელიც დალუქული სახით ინახება ქ-------–----------------------------------–--------–-–-----------–- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.5. ბრალდებულ ე--------- დ------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა, რომელიც გადაგზავნილია ლ-------------–--------–-------------------------------–---------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.6. ბრალდებულ ე--------- დ------–-–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი დალუქული სახით გადაგზავნილია ლ------------–--------–-------------------------------–---------ში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.7. ბრალდებულ ე--------- დ------–-–---–ისაგან აღებული სუნის ნიმუში, რომელიც დალუქული სახით ინახება ქ-------–----------------------------------–--------–-–-----------–- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.8. ბრალდებულ ე--------- დ------–-–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, დალუქული სახით გადაგზავნილია ლ------------–--------–-------------------------------–---------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.9. ბრალდებულ ე--------- დ------–-–---–ისგან აღებული ხელის კვლები, რომლებიც მოთავსებულ იქნა შ-----–------------–---------–---------------------------ში, შენახულ იქნეს შესაბამის ბაზაში.
7.10. ორი ცალი ლაზერული დისკი, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე--------- დ------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. ე--------- დ------–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
3. ე--------- დ------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
4. ე--------- დ------–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა -თავისუფლების აღკვეთამ 5 (ხუთი) წლის ვადით შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე--------- დ------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
6. ე--------- დ------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 16 მარტიდან.
7. ნივთმტკიცებები:
7.1.შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუშები დალუქული სახით ინახება ქ-------–----------------------------------–--------–-–-----------–- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლები, დალუქული სახით ინახება ქ-------–----------------------------------–--------–-–-----------–- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.4. ბრალდებულ ე--------- დ------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, რომელიც დალუქული სახით ინახება ქ-------–----------------------------------–--------–-–-----------–- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.5. ბრალდებულ ე--------- დ------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა, რომელიც გადაგზავნილია ლ-------------–--------–-------------------------------–---------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.6. ბრალდებულ ე--------- დ------–-–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი დალუქული სახით გადაგზავნილია ლ------------–--------–-------------------------------–---------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.7. ბრალდებულ ე--------- დ------–-–---–ისაგან აღებული სუნის ნიმუში, რომელიც დალუქული სახით ინახება ქ-------–----------------------------------–--------–-–-----------–- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.8. ბრალდებულ ე--------- დ------–-–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, დალუქული სახით გადაგზავნილია ლ------------–--------–-------------------------------–---------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.9. ბრალდებულ ე--------- დ------–-–---–ისგან აღებული ხელის კვლები, რომლებიც მოთავსებულ იქნა შ-----–------------–---------–---------------------------ში, შენახულ იქნეს შესაბამის ბაზაში.
7.10. ორი ცალი ლაზერული დისკი, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/