გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.07.2019
საქმის ნომერი
090210019002884122
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N(2/24–19) 090210019002884122

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

9 ივლისი 2019 წელი ქ. ამბროლაური

 

შესავალი ნაწილი

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - გურამ გოცირიძე

სხდომის მდივანი - იამზე მურუსიძე

 

მოსარჩელე - შ--------------------------------------------------

წარმომადგენელი - თ----------–---

მოპასუხე - ა-------–--------------–----–---------------

წარმომადგენელი - გ-------------–-------------------–---–-------------–---

დავის საგანი - პირგასამტელოს შემცირება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. 2018 წლის 7 მაისს გაფორმებული N75 და N76 ხელშეკრულბებთან დაკავშირებით დაკისრებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს (144405,45 ლარი) 10–ჯერ შემცირება.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ა-------–-------------–----–----------, 2018 წლის 7 მაისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N75 ხელშეკრულების საფუძველზე, აწარმოებდნენ ქ. ა-------–-----–- ასფალტი– ბეტონის საფარიანი გზების მოწყობის და ამავე ქუჩების საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოებს. ხელშეკრულების შესაბამისად, სამუშაოების დასრულების ვადად, განსაზღვრული იქნა 2018 წლის 14 აგვისტო, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 2018 წლის 31 დეკემბერს, სამუშაოები დაიწყეს ორი დღის დაგვიანებით, რის გამოც, ხელშეკრულების 13.3 პუნქტის მიხედვით, დაეკისრათ საჯარიმო სანქცია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სახელშეკრულებო ღირებულების 0,1%–ის ოდენობით, რამაც შეადგინა 595,20 ლარი. სამუშაოები დათქმულ ვადაში ვერ დაასრულეს, რის გამოც, 2018 წლის 15 აგვისტოდან, დაეკისრათ საჯარიმო სანქცია –ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სახელშეკრულებო ღირებულების –0.15 პროცენტის ოდენობით. საჯარიმო სანქციამ მთლიანად შეადგინა 62644.01 ლარი.

 

2018 წლის 7 მაისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N76 ხელშეკრულების საფუძველზე, აწარმოებდნენ ქ. ა-------–-----–- გოგებაშვილის ქუჩის ჩიხების ბეტონის საფარიანი გზების და ამავე ქუჩების საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოებს. ხელშეკრულების შესაბამისად, სამუშაოს მიწოდების ვადად, განისაზღვრა 2018 წლის 14 აგვისტო, ხელშეკრულების მოქმედების ვადა –2018 წლის 31 დეკემბერი. სამუშაოები დათქმულ ვადაში ვერ დაასრულეს, რის გამოც, 2018 წლის 15 ავისტოდან დაეკისრათ საჯარიმო სანქციები– ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სახელშეკრულებო ღირებულების 0,15% ოდენობით. შესაბამისად, 2018 წლის 15 აგვისტოდან–03 ოქტომბრამდე, საჯარიმო სანქცია შეადგენს 49 დღეს. საჯარიმო სანქციამ მთლიანად შეადგინა 81761,44 ლარი. შ--------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების N75 და N76 მოქმედების ვადა მოქმედებდა 2018 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. ბოლომდე ვერ შეასრულეს, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მათ შორის, ცუდი მეტეოროლოგიური პერიოდის გამო. აღნიშნულის შესახებ, პერიოდულად ამცნობდნენ მუნიციპალიტეტს აღნიშნულის თაობაზე და ითხოვდნენ ვადის გაგრძელებას. შ-------------- ყოველ ახალ წინააღმდეგობაზე, აკეთებდა მყისიერ რეაგირებას. ადმინისტრაციული ერთეული შემოიფარგლებოდა მხოლოდ სიტყვიერი თანადგომით და საჭიროებისამებრ, მიწოდების ვადების გაზრდით, რაც შ-----------------ვის“ ნდობის წყაროსა და სანდოობას წარმოადგენდა.

 

მოსარჩელე მხარე არ ეთანხმება ა-------–-------------–----–---ეტის მერიის მიერ შექმნილი კომისიის 22.01.2019 წლის მიღება–ჩაბარების აქტს, შ-----------------ვის“ საჯარიმო სანქციების დარიცხვასთან დაკავშირებით, რაც მათ მიერ გასაჩივრებული იქნა, თვითონ ადმინისტრაციულ ერთეულშიც.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ შ------------ს“, როგორც მიმწოდებელს ხელშეკრულების დადების უფლების მიზნით, არ ჩაუდენია რაიმე სახის არაკეთილსინდისიერი ქმედება. შ-------------ა“ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მხოლოდ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ის არის აქტიური ორგანიზაცია, მიმწოდებელი, რომელიც პირნათლად ასრულებს მასზე დაკისრებულ უფლება–მოვალეობებს. მის ისტორიაში არ ფიქსირდება რაიმე სახის დარღვევა, სხვა შესრულებასთან დაკავშირებით.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ა-------–-------------–----–---ეტის მერის 25.02.2019 წლის N1225 და N1226 წერილები შ------------ზე“ საჯარიმო სანქციების დაკისრებასთან, დარიცხული თანხის დაკავებასთან დაკავშირებით, კანონშეუსაბამოა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას 10–ჯერ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნებს არც ერთ ნაწილში და მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს. 2018 წლის 7 მაისს N75 და N76 ხელშეკრულების მოქმედების ვადა გათვალისწინებული იყო 2018 წლის 31 დეკემბერს, შესაბამისად, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა ვადის გასვლის გამო. შემსყიდველის ინტერესი ხელშეკრულების გაფორმების მიმართ, მდგომარეობდა მის ჯეროვან შესრულებაში და სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებაში, ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მოსარჩელემ ნაწილობრივ შეასრულა, 2018 წლის 7 მაისის N75 და N76 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებული იქნა 139 დღიანი ვადაგადაცილებით მაშინ, როდესაც N75 ხელშეკრულება ითვალისწინებდა სამუშაოების 70 დღეში შესრულებას, ხოლოN76 ხელშეკრულება 100 დღეში, ასევე, შ--------------- მიერ შესრულებული სამუშაოები კომისიამ, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, კამერალურად და ადგილზე დათვალიერებით შეისწავლა სესრულებული სამუშაოების მოცულობები და ხარისხი. 2018 წლის 07 მაისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N75 ხელშეკრულების საფუძველზე, ქალაქ ა-------–-----–- გამსახურდიას ქუჩის 04 ჩიხის, 05 ქუჩის 02 ჩიხის ასფალტობეტონის საფარიანი გზების და ამავე ქუჩების საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოების პროექტის ფარგლებში, 05 ქუჩის 02 ჩიხში შესრულებული სამუშაოების მოცულობითი და ხარისხობრივი ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ საექსპერტო დასკვნით, დადგენილი იქნა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოებიდან– 630 მ2 ასფალტო–ბეტონის საფარი უხარისხოდ იყო შესრულებული. მიუხედავად იმისა, რომ შ-------------- არღვევდა მიწოდების ვადებს და მუნიციპალიტეტს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ჰქონდა უფლება ცალხმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება, მუნიციპალიტეტმა არ გამოიყენა ცალმხრივად შეწყვეტის უფლებამისილება და ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე, მისცა შესაძლებლობა შ------------ს“ ეწარმოებინა სამუშაოები. შ-------------ა" დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადები, მას შეუსრულებელი დარჩა სატენდერო პირობებში გათვალისწინებული სამუშაოების გარკვეული ნაწილი და მუნიციპალიტეტს შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით, კერძოდ, 630 კვადრატულ მეტრზე გააჩნია შენიშვნა, უხარისხოდ შესრულების გამო, არ მოახდინა მისი ჩაბარება. ასევე, შ------------ს“ მიუხედავად მუნიციპალიტეტის მიმართვისა, არ განუახლებია და წარუდგენია საბანკო გარანტია, შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის გათვალისწინებული საბანკო გარანტიის თანხა –34593 ლარის ოდენობით. N75 ხელშეკრულების მე–10 მუხლის შესაბამისად, მან ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას, წარადგინა ,,არდი დაზღვევის“ მიერ გაცემული ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია 14880,00 ლარზე, რომლის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2018 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით, 10.07.2018 წელს მოხდა გარანტიის მოქმედების ვადის გაგრძელება 20.10.2018 წლის ჩათვლით. ვინაიდან შ-------------- აგრძელებდა სამუშაოების შესრულებას საჭირო იყო ,,არდი დაზღვევის“ მიერ გაცემული NCPB/18-003945 გარანტიის მოქმედების ვადის გაზრდა– 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით. მიუხედავად, მუნიციპალიტეტის წერილობითი მოთხოვნისა, გარანტიის მოქმედების ვადის გაზრდა მოსარჩელე მხარის მიერ არ მომხდარა.

 

მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მისი ოდენობა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, თავიდანვე იყო გათვალისწინებული და მუნიციპალიტეტის მიერ, მისი გამოყენება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების საფუძვლით მოხდა. შ-------------ა“ ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან იცოდა, რომ პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო და მისი დაკავება მოხდებოდა ასანაზღაურებელი თანხიდან.

 

შპს მიმდემის მიერ, სამუშაოების ხარისხიან შესრულებაზე ზედამხედველობას აწარმოებდა შპს ,,ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინი“ პირველი წერილი შ--------------- მიერ N75 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოების წარმოებაზე წარმოჩენილ პრობლემებზე, წარდგენილი იქნა 2018 წლის 7 ივლისს. შესაბამისად მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები, კერძოდ, სასმელი წყლის მაგისტრალის გადატანა დაევალა შესაბამის უწყებას და სამუშაოები ჩატარდა გონივრულ ვადაში. წარმოშვებული გარემოებების გამო,შ------------ს“ N 75 ხელშეკრულებაზე 2018 წლის 13 ივლისს N1 ცვლილებით, სამუშაოების მოწოდების ვადა გადაეწია ერთი თვით. შ-------------- სამუშაოებს აწარმოებდა არასათანადო ტემპით. N75 ხელშეკრულებაზე, სამუშაოები დაიწყო დაგვიანებით იმასთან შედარებით, რასაც ხელშეკრულება და წარდგენილი გეგმა–გრაფიკი ითვალისწინებდა. ასევე ხშირად, სამუშაოებს ასრულებდა უხარისხოდ და რამდენიმე მონაკვეთზე შესრულებული სამუშაოები ხელმეორედ გახდა შესასრულებელი.

 

შ------------ს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს მიწოდების მოცულობით ცვლილებებზე არ წარდგენილა შესაბმისი დოკუმენტაცია (კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის ვარიანტი), რის გამოც ხელშეკრულების ცვლილების პროცედურების დაწყება შეუძლებელი იყო. შ------------ზე“ სამუშაოების მიწოდების ვადის გასვლის შემდგომ, განხორციელდა ხელშეკრულების შესაბამისად, სათანადო საჯარიმო სანქციები. სამუშაოების მიწოდების ვადის გასვლის შემდგომაც, შ-------------- ვერ ახერხებდა სამუშაოების ორგანიზებულად და სათანადო ტემპით წარმართვას. N75 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ასფალტისქვეშა საფარის მოწყობაზე, დადებითი ლაბორატორიული დასკვნა წარმოდგენილი იქნა 2018 წლის ივლისის თვეში, ხოლო ასფალტო–საფარის მოწყობა მოხდა ნოემბრის თვეში. სამი თვის განმავლობაში, შ-------------ა“ ვერ უზრუნველყო აღნიშნულ მონაკვეთზე საჭირო მასალების შემოტანა და საფარის მოწყობა. ანალოგიური მდგომარეობა იყო სხვა უბნებზეც. გრუნტის მოჭრის სამუშაოების შესრულების შემდგომ შემდეგი სამუშაოები დაიწყო დაგვიანებით, რამოდენიმე თვის შემდეგ, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.

 

გამოვლენილ ხარვეზებზე, არასათანადო სამუშაოთა ტემპზე, შენიშვნები დაფიქსირებულია საზედამხედველო უწყების მიერ, სამუშაოთა წარმოების ჟურნალშიც, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი იქნება. შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დიზაინი“–ს დირექტორის მინდობილი პირის კოორდინატორის N ზედ 01/34 მომართვით დასტურდება, რომ სამუშაოები მნიშვნელოვანი ჩამორჩენით მიმდინარეობდა, რაზედაც მოსარჩელეს მიეწერა გაფრთხილების წერილები, თუმცა, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა არ შეცვლილა, N75 ხელშეკრულების ფარგლებში, პირველი მიმდინარე შესრულება წარმოდგენილი იქნა 2018 წლის 12 დეკემბერს თანხით, 59593.57, რაც შეეხება N76 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს, კანალიზაცია მოეწყო მხოლოდ 150 მეტრზე, არ გაკეთებულა გაბიონი და არ გაკეთებულა ბეტონის კიუვეტი, ბეტონის საფარი მოეწყო დეკემბრის თვეში, პირველი მიმდინარე შესრულება წარმოდგენილი იქნა 2018 წლის 14 აგვისტოს თანხით, 35392.01. სამშენებლო სამუშაოების წარმოება შედარებით უფრო აქტიური ტემპით დაიწყო მას შემდეგ, რაც გავიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადები, შესაბამისად, საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირების ძირითადი ნაწილი, ამ პერიოდში, განხორციელდა. საზედამხედველო უწყება აღნიშნავს, რომ არ განხორციელებულა ისეთი კორექტირებები, რომელიც იწვევდა სამუშაოების წარმოების დროის გაზრდას და სამუშაოების გეგმა–გრაფიკით შესრულების შემთხვევაში შესაძლებელი, იყო სახელშეკრულებო ვადაში, სამუშაოების დასრულება, შემაფერხებელ გარემოებას ადგილი ჰქონოდა მხოლოდ ბარათაშვილის ქუჩაზე, რის გამოც, ა-------–-------------–----–---ეტის მერიამ მიწოდების ვადა გაზარდა –30 დღით.

 

მოპასუხეს მიაჩნია, რომ სარჩელი არის დაუსაბუთებელი უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 7 მაისს, ა-------–-------------–----–---ეტსა და შ------------ს“ შოროს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N75 და N76 ხელშეკრულებები

 

3.1.2. N75 ხელშეკრულებით, სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების დადებიდან –70 კალენდარული დღით - 2018 წლის 15ივლისის ჩათვლით.

 

3.1.3. 2018 წლის 13 ივლისს N75 ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილება N1 და სამუშაოს მიწოდების ვადა 2018 წლის 15 ივლისის ნაცვლად, განისაზღვრა 2018 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით.

 

3.1.4. 2018 წლის 6 დეკემბერს N75 ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილება N2 და ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა 18,46 ლარით და განისაზღვრა 297581,20 ლარის ოდენობით.

 

3.1.5. N76 ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების დადებიდან –100 კალენდარული დღით - 2018 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით.

 

3.1.6. 2018 წლის 3 ოქტომბერს, N76 ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილება N2 და ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა 20,17 ლარით და განისაზღვრა 394201.87 ლარის ოდენობით.

 

3.1.7. 2018 წლის 6 დეკემბერს, N76 ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილება N3 და ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა 11054,38 ლარით და განისაზღვრა 383147,49 ლარის ოდენობით.

 

3.1.8. 2018 წლის 13 დეკემბერს, მხარეებს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2018 წლის 7 მაისს გაფორმებული N75 ხელშეკრულების საფუძველზე, შ-------------- აწარმოებდა ქალაქ ა-------–-----–- ასფალტო–ბეტონის საფარიანი გზების მოწყობის სამუშაოებს და ამავე ქუჩების საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოებს. შუალედური სამუშაოები შესრულებულია წარმოდგენილი ფორმა N2–ის შესაბამისად, ღირებულებით, 59593,57 ლარი, აქედან ასფალტო–ბეტონის საფარიანი გზების მოწყობა –46727, 43 ლარი და საკანალიზაციო ქსელის მოწყობა –12866,14 ლარი.

 

3.1.8. 2018 წლის 15 აგვისტოს, მხარეებს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2018 წლის 7 მაისის N76 ხელშეკრულების საფუძველზე, შ-------------- აწარმოებდა ქალაქ ა-------–-----–- ბეტონის საფარიანი გზებისა და საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოებს. შუალედური სამუშაოები შესრულებულია წარმოდგენილი ფორმა N2–ის შესაბამისად, ღირებულებით, 35392,01 ლარი დღგ–ს ჩათვლით.

 

3.1.9. 2018 წლის 12 ოქტომბერს, შედგენილი იქნა მიღება–ჩაბარების აქტი შ--------------- მიერ, 2018 წლის 7 მაისის N76 ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული ქ. ა-------–-----–- 05 ქუჩის 03 ჩიხის ბეტონის საფარიანი გზის და ამავე ქუჩის საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოების მიღების შესახებ.

 

3.1.10.2018 წლის 31 დეკემბრის შ--------------- მიერ, 2018 წლის 7 მაისის N76 ხელშეკრულების ფარგლებში, ქ. ამბროლარში, ბეტონის საფარიანი გზების მოწყობის მიმდინარე სამუშაოების და ამავე ქუჩების საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოებზე ჩატარებული ინსპექტირების შესახებ N4 დასკვნის მიხედვით, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობები შეესაბამება წარმოდგენილ ფორმა N2–ს, ასევე შესაბამისობაშია, საპროექტო–სახრჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან. ასევე მითითებულია, რომ შესრულებული სამუშაოს ხარისხი დამაკმაყოფილებელია. სულ შესრულებულია –86370.42 ლარის სამუშაოები.

 

3.1.11.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N000756819 დასკვნის მიხედვით, ა-------–-------------–----–---ეტის მერიის მიერ, ექსპერტიზაზე წარდგენილი შ--------------- მიერ, ქალაქ ა-------–-----–-, გამსახურდიას ქუჩის 04 ჩიხის 05 ქუჩის 02 ჩიხის (ბარათაშვილის ქუჩა) ასფალტბეტონიანი საფარიანი გზების და ამავე ქუჩების საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოების საერთო ღირებულება მოცემულია კრებსით დანართ N1-ში და დღდ-ს ჩათვლით, შეადგენს 156507,32 ლარს. სამუშაოების მოცულობები ცალკეული სახეობების მიხედვით, მოცემულია დანართN1.1-1.3 და N2-ში. ქალაქ ა-------–-----–- ბარათაშვილის 05 ქუჩის და 02 ჩიხში დაგებული ასფალტბეტონის საფარის ზედა და ქვედა ფენის ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შ---------------ს მიერ მოწყობილი ასფალტბეტონის საფარის ზედა და ქვედა ფენის ხარისხის პარამეტრები, აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს.

 

3.1.12. 2018 წლის 20 აგვისტოს, N5878 წერილის თანახმად, ა-------–-------------–----–---ეტის მერიამ აცნობა შ--------------- დირექტორს, რომ ვინაიდან ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები არ დასრულებულა, ერიცხებოდა პირგასამტეხლო –ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე – 591,33 ლარის ოდენობით.

 

3.1.13. 2019 წლის 25 თებერვლის N1226 წერილის თანახმად, ა-------–-------------–----–---ეტის მერიამ შ------------ს“ აცნობა რომ, ვინაიდან სამუშაოები ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ვერ დასრულდა, შესაბამისად, N75 ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა და საჯარიმო სანქციამ მთლიანად შეადგინა– 62 644.01 ლარი.

 

3.1.14. 2019 წლის 25 თებერვლის N1225 წერილის თანახმად, ა-------–-------------–----–---ეტის მერიამ შპს მიმდემს აცნობა რომ, ვინაიდან სამუშაოები ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ვერ დასრულდა, შესაბამისად, N76 ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა და საჯარიმო სანქციამ მთლიანად შეადგინა– 81 761, 44 ლარი.

 

3.1.15. შ------------ს’’, N75 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო, დაეკისრა 62 644.01 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხა ა-------–-------------–----–---ეტის მერიამ მოსარჩელეს გაუქვითა შესრულებული სამუშაოების თანხაში და შესრულებული სამუშაოების თანხა ჩაურიცხა 62 644.01 ლარით ნაკლები.

 

3.1.16. შ------------ს’’, N76 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო, დაეკისრა 81 761, 44 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხა ა-------–-------------–----–---ეტის მერიამ მოსარჩელეს გაუქვითა შესრულებული სამუშაოების თანხაში და შესრულებული სამუშაოების თანხა ჩაურიცხა 81 761, 44 ლარით ნაკლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–სასარჩელო განცხადება, შესაგებელი

 

- 2018 წლის 7 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N75 და N76 ხელშეკრულებები;

 

- 2018 წლის 13 ივლისს, N75 ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილება N1;

 

- 2018 წლის 6 დეკემბერს, N75 ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილება N2;

 

-2018 წლის 3 ოქტომბერს, N76 ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილება N2;

 

–2018 წლის 6 დეკემბერს, N76 ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილება N3;

 

-2018 წლის 13 დეკემბერს, მხარეებს შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი;

 

2018 წლის 15 აგვისტოს მხარეებს შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი;

 

– 2018 წლის 12 ოქტომბერს შედგენილი მიღება–ჩაბარების აქტი;

 

–2018 წლის 31 დეკემბრის შპს მიმდემის მიერ, 2018 წლის 7 მაისის N76 ხელშეკრულების ფარგლებში, ქ. ა-------–-----–- ბეტონის საფარიანი გზების მოწყობის მიმდინარე სამუშაოების და ამავე ქუჩების საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოებზე ჩატარებული ინსპექტირების შესახებ N4 დასკვანა;

 

–ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N000756819 დასკვნა;

 

–2019 წლის 25 თებერვლის N1226 წერილი;

 

–2019 წლის 25 თებერვლის N1225 წერილი;

 

–2018 წლის 20 აგვისტოს N5878 წერილი;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც, უნდა მოხდეს მისი შემცირება 10-ჯერ. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით შეადგენს –144405,45 ლარს, რაც არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო 144405,45 შეუსაბამოდ დიდია, რაც მისი შემცირების საფუძველია. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო 144405,45 უნდა შემცირდეს 2-ჯერ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 420-ე, 629-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილში - „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში, თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის, აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის „ა” ქვეპუნქტი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად მიიჩნევს ისეთ შემთხვევას, როდესაც შესრულებისათვის დადგენილ დროში, ვალდებულება არ შესრულდება.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 7 მაისს, ა-------–-------------–----–---ეტსა და შ------------ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N75 და N76 ხელშეკრულებები. N75 ხელშეკრულებით, სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების დადებიდან –70 კალენდარული დღით - 2018 წლის 15 ივლისის ჩათვლით, ხოლო N76 ხელშეკრულებით, სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების დადებიდან –100 კალენდარული დღით - 2018 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 29.05.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მიმწოდებელმა - შ-------------ა’’ ხელშეკრულებებით დადგენილ ვადაში, ვერ შეასრულა, რის გამოც შეწყდა აღნიშნული ხელშეკრულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებები - პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ, მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დადგენილია რომ, მხარეთა შორის 2018 წლის 7 მაისს გაფორმებული N75 და N76 ხელშეკრულებებით, შესრულების ვადის გადაცილებისათვის, გათვალისწინებული იქნა პიერგასამტეხლო, რომელიც განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც, უნდა მოხდეს მისი შემცირება 10–ჯერ. მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით, N75 და N76 ხელშეკრულებების შემთხვევაში, შეადგენს 144405,45 ლარს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი, ამოსავალია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლო ეკისრება მოვალეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცავს ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

ქართულ კანონმდებლობაში პიგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად, პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია–განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტრომა ზიანი ამ დარღევევის შედეგად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით - სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის, აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით, გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე, უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა, ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის, ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

 

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმების ინდიკატორი ყოველთვის უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება, ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ, ნომინალიზმის პრინციპი და სხვა ყველა იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოება უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადებიდან, პირგასამტეხლოზე შედავების პერიოდში, რომელიც დაეხმარება სასამართლოს, საკითხის სამართლიან, გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტაში (სუსგ Nას-155-155-2018წ., 15 თებერვალი 2018 წელი).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ, განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ, ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით, პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით, (სამოქალაქო კოდექსის 420 მუხლი). სასამართლოს მხრიდან, მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს. სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. (სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი 2017 წელი; სუსგ №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.

 

სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელის მოტივაციას და მიაჩნია, რომ შუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 2–ჯერ. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირგასამტეხლო 144405,45 ლარის ოდენობით, შემცირდეს 2–ჯერ და უნდა განისაზღვროს 72 202, 73 ლარის ოდენობით.

 

7. სასამართლო ხარჯები:

 

7.1. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შ------------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1.2018 წლის 7 მაისს, შ------------სა“ და ა-------–-------------–----–---ეტს შორის გაფორმებული, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, N75 და N76 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, დაკისრებული პირგასამტეხლო (144 405, 45 ლარი) შემცირდეს 2–ჯერ და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 72 202, 73 ლარით.

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი –100 ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან –14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, არა უადრეს– 20 და არა უგვიანეს –30 დღისა, გამოცხადდეს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან –30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გურამ გოცირიძე