განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1/2021-19
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივნისი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ფატიმა გოგიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - მ--- ჟ-----
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ა-–---------- ს------ი - დაბადებული 1--- წლის 1--------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები - თბილისი, გ------–---–----------------.
ადვოკატი - ო-–--- გ------
თარჯიმანი - ი---- ე-------
კვალიფიკაცია:
ა-–---------- ს------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 08 მარტს, დაახლოებით 16 საათსა და 46 წუთზე, ქ. თბილისში, დ-----------–-----–-------------------ში მდებარე შპს ,,ო----------–-“ ა-–---------- ს------ი შეეცადა ფარულად დაუფლებოდა სუპერმარკეტის სარეალიზაციო პროდუქციას ,,იაკობს მონარქის“ ფირმის ორ ცალ ყავას, თითოეული ღირებული 18 ლარი და 95 თეთრი.
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
2.1. ბრალდებულმა ა-–---------- ს------მა თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, რომ 2019 წლის 08 მარტს, დაახლოებით 16 საათსა და 46 წუთზე, ქ. თბილისში, დ-----------–-----–-------------------ში მდებარე შპს ,,ო----------–-“ ა-–---------- ს------ი შეეცადა ფარულად დაუფლებოდა სუპერმარკეტის სარეალიზაციო პროდუქციას ,,იაკობს მონარქის“ ფირმის ორ ცალ ყავას.
2.2. ბრალდების მტკიცებულებები გარდა მოწმე ი-----–- ზ--------ს ჩვენებისა მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.
2.3. მოწმე ი-----–- ზ--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 8 მარტს დაიწყო გამოძიება მაღაზია ,,ო----------–-“ განხორციელებული ქურდობის ფაქტზე. სამორიგეო ნაწილში მიღებულ იქნა შეტყობინება, მასზედ, რომ მაღაზიაში მენეჯერს შეჩერებული ყავდა ა-–---------- ს------ი, რომელმაც თაროდან აიღო ორი ცალი ,,იაკობსის’’ ფირმის ყავის შეკვრა და ისე გაიარა სალარო, რომ არ გადაიხადა თანხა, რის გამოც კართან იქნა შეჩერებული მენეჯერის მიერ. პირადი ჩხრეკისას მას ქურთუკის შიდა ჯიბეში მოთავსებული ჰქონდა ორი ცალი ,,იაკობსის’’ ფირმის ყავა, რომელზედაც ა-–---------- ს------მა განმარტა, რომ აღნიშნული ყავა მის მიერ იქნა მოპარული, ს------ი ნებაყოფლობით გაყვა პოლიციაში და გამოკითხვის დროს დაადასტურა ქურდობის მცდელობის ფაქტი.
3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ა-–---------- ს------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების ფ--------- ტ---–-–---–ის და ა-–---------- ს------ის გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა-–---------- ს------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ქურდობის მცდელობით, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ა-–---------- ს------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ა-–---------- ს------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
5.2. ა-–---------- ს------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას. ა-–---------- ს------ი მიდრეკილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისკენ.
6.2. ა-–---------- ს------ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2--------–ის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მულის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 02 (ორი) წელი. ვინაიდან ა-–---------- ს------ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება ჩადენილია 2019 წლის 08 მარტს, ა-–---------- ს------ს სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად. ამასთანავე, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს ამავე მუხლის მე-2-3 ნაწილებით, რომლის თანახმად, საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.
6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, ა-–---------- ს------ს სასჯელის დანიშვნისას უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.
6.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა ა-–---------- ს------მა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
7. ნივთმტკიცება:
4.1. ა-–---------- ს------ის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები - ,,იაკობ მონარქის“ ფირმის ყავები, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-------------------–---ს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
4.2. საქმეს თან ერთვის ერთი ცალი ელექტრონული დისკი-საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოცხრილით (ფ--------- ტ---–-–---–თან), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4.3. საქმეს თან ერთვის ერთი ცალი ელექტრონული დისკი-საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოცხრილით (ა-–---------- ს------თან), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4.4. საქმეს თან ერთვის ერთი ცალი ელექტრონული შპს ,,ო-----------ს’’ სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერით, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-–---------- ს------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. ა-–---------- ს------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ა-–---------- ს------ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2--------–ის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა.
4. საბოლოოდ, ა-–---------- ს------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი- თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი.
5. ა-–---------- ს------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანიდან - 2019 წლის 26 ივნისიდან.
6.მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 2--------–ის განაჩენით დანიშნული და ნაწილობრივ მოხდილი სასჯელი - 2019 წლის 24 აპრილიდან - 2019 წლის 25 ივნისის ჩათვლით.
7. მსჯავრდებულ ა-–---------- ს------ის ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
8.ნივთმტკიცება:
8.1. ა-–---------- ს------ის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები - ,,იაკობ მონარქის“ ფირმის ყავები, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-------------------–---ს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
8.2. საქმეს თან ერთვის ერთი ცალი ელექტრონული დისკი-საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოცხრილით (ფ--------- ტ---–-–---–თან), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
8.3. საქმეს თან ერთვის ერთი ცალი ელექტრონული დისკი-საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოცხრილით (ა-–---------- ს------თან), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
8.4. საქმეს თან ერთვის ერთი ცალი ელექტრონული შპს ,,ო-----------ს სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერით, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/