განაჩენი

სისხლის სამართლის 01.08.2019
საქმის ნომერი
160100119002953533
დავის ტიპი
260 1
თარიღი
01.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100119002953533

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/144-19 1 აგვისტო 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031080419001)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი, ვერიკო ნინიაშვილი

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზაზა ცქვიტარია

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: მურმან ხვიბლიანი

 

ბრალდებული: გ----– ი---------ი

მამის სახელი: დ--------–

დაბადებული: 1-----–-–----------------

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული: მ--------–---–-------------–--------

ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–-----------------

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი, ნაილი იბრაგიმოვა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. გ----– ი---------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

გ----– ი---------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს საერთო წონით - 0.00501 გრამს, რაც ამოღებული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2019 წლის 24 მარტს 19:25 საათზე ქ----------––------------------------- 3-ში ჩატარებული გ----– ი---------ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების დროს. კერძოდ, 2 ცალ 1მლ-ანი ერთჯერადი მოხმარების ე.წ ,,ინსულინი“-ს ცარიელ შპრიცში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 0.00004 გრამი. მინის ფლაკონში ინახავდა ნარკოტიკულ საშულება ჰეროინს წონით - 0.00497 გრამი.

 

1.2. გ----– ი---------მა ასევე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

გ----– ი---------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს საერთო წონით - 0.035978 გრამს, რაც ამოღებული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2019 წლის 08 აპრილს 19:55 საათზე ქ----------––-----------------------------–ი ჩატარებული გ----– ი---------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს. კერძოდ, 1მლ-ანი ერთჯერადი მოხმარების ე.წ ,,ინსულინი“-ს ცარიელ შპრიცში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 0.00139 გრამი. მინის ფლაკონში ინახავადა ნარკოტიკულ საშულება ჰეროინს წონით -0,03449 გრამი. მეორე მინის ფლაკონში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით -0.000098 გრამი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. ( 2019 წლის 24 მარტის ეპიზოდი)

 

2019 წლის 24 მარტის დათვალიერების ოქმის თანახმად გ----– ი---------ის საცხოვრებელი ბინის დათვალიერებისას, რომელიც მდებარეობს მარნეულში, გიორგაძის ქუჩა N1, ბინა N3-ში ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა შუშის ფლაკონი, 2 ცალი ინსულინის შპრიცი და 3 ცალი ქაღალდის მონახევი.

 

ქიმიური ექსპერტიზის N1594/სქ-1692/ქრ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: ქაღალდის პაკეტში (წარწერით: „2ც საინექციო ნემსის გახსნილი პაკეტები; ქაღალდის ფრაგმენტები“) მოთავსებული: 2 ცალი შპრიცის ცარიელი შალითის; ერთი - ზოლებიანი ქაღალდის; ერთი - ხაზებიანი ქაღალდის და ერთი - ხელსახოცის ქაღალდის ნაჭრების ზედაპირებზე არ აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

2 ცალ ქაღალდის პაკეტში (წარწერებით: „საინექციო ნემსი“) მოთავსებული - 2 ცალი 1 მლ-ანი ერთჯერადი მოხმარების ე.წ. „ინსულინი“-ს ცარიელი შპრიცის შიდა კედლებზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი - 0,00004 გრამის ოდენობით.

ქაღალდის პაკეტში (წარწერით: „ერთი ც შუშის კოლბა (პუზიროკი) მუქი ფერის შიგთავსით“) მოთავსებული უფერო გამჭვირვალე მინის ცარიელ ფლაკონში (თავზე მორგებული დოლბანდის ხუფით და ქაღალდის ეტიკეტით: „ВАЛЕРИАНЫ ЭКСТРАКТ“) არსებული 2 ცალ ბამბის ტამპონზე და შიდა კედლებზე არსებული ყავისფერი ნივთიერების დანაშრევები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 0,00497 გრამის ოდენობით.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობა შეადგენს - 0,00501 გრამს.

 

საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური ექსპერტიზის N702976 დასკვნის თანახმად, გ----– ი---------ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშულება - ოპიუმის ჯგუფის და ტეტრაჰიდროკანაბილონის მოხმარების ფაქტი.

 

2.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. (2019 წლის 8 აპრილის ეპიზოდი)

 

უდავოდ ცნობილი 2019 წლის 8 ჩხრეკის ოქმის თანახმად, გ----– ი---------ის საცხოვრებელი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ერთი ცალი სამედიცინო გამოყენების შპრიცი და ორი ცალი შუშის ფლაკონი. ერთი ცალის შიგნით მოთავსებული მასით და მომწვანო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასით.

 

ქიმიური ექსპერტიზის N1719/სქ-1775/ქრ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი: 1 მლ-ანი ერთჯერადი მოხმარების ე.წ ,,ინსულინის“ -ს შპრიცში მოთავსებულ 0.74 მლ ხსნარი(ობ.N1) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს საერთო წონით 0,00139 გრამს.

მინის ფლაკონის ეტიკეტზე წარწერით ,,ВАЛЕРИАНЫ ЭКСТРАКТ...“ შიდა კედლებზე და ბამბის ტამპონზე (ობ.N2) აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი წონით 0,03449.

მინის ფლაკონის ეტიკეტზე წარწერით ,,ВАЛЕРИАНЫ ЭКСТРАК...“ შიდა კედლებზე (ობN3) აღინიშნება ნარკოტიკული საშულება ჰეროინი წონით 0,000098 გრამი.

პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული მომწვანო მცენარეული მასა გამომშრალ მდგომარეობაში, წონით 2,25 გრამი (ობ N4) წარმოადგენს ნარკოტიკულ საშულება გამომშრალ მარიხუანას.

ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული მომწვანო მცენარეული მასა გამომშრალ მდგომარეობაში, წონით 0.35 გრამი (ობ. N5) წარმოადგენს ნარკოტიკულ საშულება გამომშრალ მარიხუანას.

 

ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული მომწვანო მცენარეული მასა გმომშრალ მდგომარეობაში, წონით 1,47 გრამი (ობ. N6) წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას.

 

საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური ექსპერტიზის N70124 დასკვნის თანახმად, გ----– ი---------ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშულება - ოპიუმის ჯგუფის და ტეტრაჰიდროკანაბილონის მოხმარების ფაქტი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა გ----– ი---------მა განცხადა რომ ორივე შემთხვევაში ამოღებული ნივთები ეკუთვნოდა მას. იგი თავად მოიხმარს ნარკოტიკს. საიდან ჰქონდა ნარკოტიკი არ ახსოვს. პოლიციამ ამოიღო ცარიელი მინის ბოთლი და შპრიცი. ნარკოტიკი იყო პატარა ქაღალდში.

 

ზემოაღნიშნული და საქმეში წარმოდგენილი უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ----– ი---------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. (2019 წლის 24 მარტის და 2019 წლის 8 აპრილის ეპიზოდი)

 

3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა გ----– ი---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ გ----– ი---------ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ლ-–------------------------–-–-------------- გამოკითხვის ოქმი, 2019 წლის 8 აპრილის ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცება, 2019 წლის 24 მარტის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცება, 2019 წლის 8 აპრილის დაკავების ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის N1719/სქ-1775/ქრ და N1594/სქ-1692/ქრ დასკვნები, ნარკოლოგიური ექსპერტიზის N70124 და N702976 დასკვნები.

 

სასამართლომ მოახდინა უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, გ----– ი---------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ გ----– ი---------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინს. (ორი ეპიზოდი)

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ევროპულმა კომისიამ საქმეში Denmark, Norway, Sweden and the Netherlands v Greece (The Greek case), ”გონივრულ ეჭვს მიღმა” სტანდარტი განმარტა, როგორც ”არა ისეთი ეჭვი, რომელიც მხოლოდ დაფუძნებულია თეორიულ შესაძლებლობაზე ან წარმოშობილია რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი დასკვნები, არამედ ეჭვი, რომლის მიზეზები გამომდინარეობს წარდგენილი ფაქტებიდან”.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ----– ი---------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მათ წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

5.1. გ----– ი---------ი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

5.2. გ----– ი---------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, რომ იგი ნასამართლევის განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

6.3. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე ვადით. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს რომ ბრალდებულ გ----– ი---------ს ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი. ასევე მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იგი აღიარებს დანაშაულს და აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ასევე მის ნასამართლეობას და სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია გ----– ი---------ს საქართველოს სსკ-ის 260-ე პირველი ნაწილით (2019 წლის 24 მარტის ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2(ორი) წლის ვადით. ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე პირველი ნაწილით ( 2019 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2(ორი) წლის ვადით. საბოლოოდ გ----– ი---------ს სასჯელი დაენიშნება შთანთქმის პრინცის გათვალისიწინებით და განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა - 2(ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად, გ----– ი---------ს 5 (ხუთი) წლით უნდ აჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; მასვე ამავე კანონის შესაბამისად 10 (ათი) წლით ჩამოერთმევა საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

7. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.

 

7.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება. საქმეზე ნივთმტკიცების სახით ცნობილი ე.წ. ,,ინსულინის“ შპრიცები, მინის ფლაკონები, ბამბის ტამპონები - უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გ----– ი---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 24 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2(ორი) წლის ვადით.

 

გ----– ი---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2(ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი მას დაენიშნოს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

 

გ----– ი---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩათვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი - 2019 წლის 8 აპრილიდან - 2019 წლის 8 მაისის ჩათვლით.

 

განაჩენის აღსრულება დაევალოს მარნეულის რაიონულ სამმართველოს და დაკავების შემთხვევაში ბრალდებული მოთავსებულ იქნეს პენიტენციალური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში.

 

საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად, გ----– ი---------ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; მასვე ამავე კანონის შესაბამისად 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

აღნიშნულის თაობაზე ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

გ----– ი---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. 2019 წლის 8 მაისს გირაოს სახით გადახდილი 4000 ლარი განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს ბ----–ი ი---------ს (პ/ნ 28001042570)

 

სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- ე.წ. ,,ინსულინის“ შპრიცები, მინის ფლაკონები, ბამბის ტამპონები - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე