განაჩენი

სისხლის სამართლის 24.06.2019
საქმის ნომერი
330100119002981257
თარიღი
24.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1985-19

(#0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ _ ა-–---------–-–---–-ს,ბრალდებულ _ გ-----–--–---–-–---–-ს,ადვოკატ - ი-----–---------–---–-ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ გ-------–-----------–--–---–-–---–-ს (დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: თ---–--–--------–---------------------------------------ში, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–------------------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ-----–--–---–-–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ:

მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.

მოწმეების: ხ----------–-–---–-ს, ბ-----------–---–-ს, მ-----–--------–--ის, მ------–------–--ის, ლ--–-----–-–---–-ს, თ-----------------ის, ბრალდებულ გ-----–--–---–-–---–-ს გამოკითხვის ოქმებით; გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით; დათვალიერების შედეგად ამოღებული ნივთებით; ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ გ-----–--–---–-–--ლმა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 19 მარტს, დაახლოებით 11:00 საათზე, თ---–--–-------------------------ში მდებარე შპს „მისო გირო კრედიტში“, გ-----–--–---–-–---–- პისტოლეტისმაგვარი საგნით შეიარაღებულ, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, თავს დაესხა შენობაში მომუშავე პერსონალს და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მოითხოვა ორგანიზაციის კუთვნილი თანხის მათთვის გადაცემა. კერძოდ: ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იგი შეეცადა უკანონოდ შესულიყო სალაროების ოთახში, რაც ვერ განახორციელა, ხოლო მასთან ერთად მყოფმა პირმა გაისროლა სალაროების ოთახის დამცავი შუშის მიმართულებით. აღნიშნულიდან მალევე, ორივე პიროვნებამ დატოვა შემთხვევის ადგილი.

სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია გ-----–--–---–-–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

გ-----–--–---–-–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. იმავე კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე.

საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 სექტემბრის განაჩენით, გ-----–--–---–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და იმავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 02 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობითად, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 24 მაისის განკარგულებით, გ-----–--–---–-–--ლს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 სექტემბრის განაჩენით დანიშნული საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით, გ-----–--–---–-–---–- გათავისუფლდა პირობით ვადამდე 09 (ცხრა) თვითა და 22 (ოცდაორი) დღით ადრე.

მოცემულ შემთხვევაში, გ-----–--–---–-–---–-ს მიმართ, სახეზე გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობა, რაც გვაძლევს დანაშაულის რეციდივის შემადგენლობას, ვინაიდან მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის გასვლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში, შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. იმავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს გ-----–--–---–-–---–-ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით, დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით, განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით, რომლის მიხედვითაც, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ე-–-------–--–---–-–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მზის სათვალე, რაც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;

მასრისმაგვარი საგანი და ლითონის ფრაგმენტი, რომლებიც გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში, ასევე ორი 1მ.ლ ტევადობის ე.წ. „ინსულინის შპრიცი“, ნემსითა და პლასტმასის ხუფებით; ორი 3მ.ლ ტევადობის საინექციო შპრიცი ნემსებითა და პლასტმასის ხუფებით; ერთი 12მ.ლ ტევადობის საინექციო შპრიცი მასში არსებული სითხით, ნემსით და პლასტმასის ხუფით; მცირე ზომის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მინის ამპულა, მასში არსებული სითხით; მცირე ზომის მინის ქილა პლასტმასის ხუფით და მცირე ზომის ბამბა; სუნის ნიმუშები სამ ქილად; ხუთი ანაწმენდი; შვიდი ხელის თითის კვალი; ე-–-------–--–---–-–---–-ს ნერწყვის ნიმუში და დენთის ნიმუში; გ-----–--–---–-–---–-ს ნერწყვის ნიმუში; ე-–-------–--–---–-–---–-ს და გ-----–--–---–-–---–-ს სუნის ნიმუშები; ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს ამოღებული სამედიცინო პირბადე და სამედიცინო რეზინის ხელთათმანი; კომპლექსურ ექსპერტიზაზე წარდგენილი შპრიცებიდან, ამპულებიდან, მინის ფლაკონიდან, პოლიეთილენის პაკეტიდან და კომპლექსურ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი მასრიდან ამოღებული ანაწმენდები, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ფოტოსურათები; ცხრა დისკი მასზე არსებული ვიდეოჩანაწერებით; ხუთი დისკი მასზე არსებული ფოტოსურათებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ადგილმდებარეობის დათვალიერების და ბინის ჩხრეკის ამსახველი ფოტოსურათები, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ უნდა დაერთოს საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ-----–--–---–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 სექტემბრის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით, გ-----–--–---–-–---–-ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 07 (შვიდი) წლის ვადით, შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 სექტემბრის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით, გ-----–--–---–-–---–-ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 02 (ორი) წლით, 09 (ცხრა) თვითა და 22 (ოცდაორი) დღით თავისუფლების აღკვეთა;

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-----–--–---–-–--ლს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის განჩინებით, გ-----–--–---–-–---–-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებულ გ-----–--–---–-–--ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 20 მარტის 01:43 საათიდან.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ე-–-------–--–---–-–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მზის სათვალე, რაც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;

მასრისმაგვარი საგანი და ლითონის ფრაგმენტი, რომლებიც გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში, ასევე ორი 1მ.ლ ტევადობის ე.წ. „ინსულინის შპრიცი“, ნემსითა და პლასტმასის ხუფებით; ორი 3მ.ლ ტევადობის საინექციო შპრიცი ნემსებითა და პლასტმასის ხუფებით; ერთი 12მ.ლ ტევადობის საინექციო შპრიცი მასში არსებული სითხით, ნემსით და პლასტმასის ხუფით; მცირე ზომის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მინის ამპულა, მასში არსებული სითხით; მცირე ზომის მინის ქილა პლასტმასის ხუფით და მცირე ზომის ბამბა; სუნის ნიმუშები სამ ქილად; ხუთი ანაწმენდი; შვიდი ხელის თითის კვალი; ე-–-------–--–---–-–---–-ს ნერწყვის ნიმუში და დენთის ნიმუში; გ-----–--–---–-–---–-ს ნერწყვის ნიმუში; ე-–-------–--–---–-–---–-ს და გ-----–--–---–-–---–-ს სუნის ნიმუშები; ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს ამოღებული სამედიცინო პირბადე და სამედიცინო რეზინის ხელთათმანი; კომპლექსურ ექსპერტიზაზე წარდგენილი შპრიცებიდან, ამპულებიდან, მინის ფლაკონიდან, პოლიეთილენის პაკეტიდან და კომპლექსურ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი მასრიდან ამოღებული ანაწმენდები, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ფოტოსურათები; ცხრა დისკი მასზე არსებული ვიდეოჩანაწერებით; ხუთი დისკი მასზე არსებული ფოტოსურათებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ადგილმდებარეობის დათვალიერების და ბინის ჩხრეკის ამსახველი ფოტოსურათები, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე