განაჩენი

სისხლის სამართლის 06.08.2019
საქმის ნომერი
010100119003009644
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
06.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003009644

საქმე N1-425/19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02.08. 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ან---------–---–ი

 

ბრალდებული: კო-----–-------–-ძე

მამის სახელი: ას-–---

დაბადებული: 23.---1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: მქონე

ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, თა----------------------------------

 

ადვოკატი - და----------–-ძე

 

თარჯიმანი - ზი-----------------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №171200419016

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 20 აპრილს, ქ. ბათუმში, თამარ მეფის გამზირი #7 ბინა N44-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კო-----–-------–-ძემ ხელების სახეში დარტყმით და ხელების სახეში მოჭერით ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი ოჯახის წევრის- დედის ან-------–--ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ესე იგი ოჯახში ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

2.1. არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. სხდომის ოქმი).

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. ბრალდებულმა კო-----–-------–-ძემ დაადასტურა, რომ 2019 წლის 20 აპრილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას ან-------–--ეს რასაც ინანიებს; (იხ ოქმი);

 

2.4 2019 წლის 20 აპრილის სხეულის ვიზუალური დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ან-------–--ეს მარცხენა ლოყაზე ქვედა ნაწილში აღენიშნება დაზიანება კერძოდ სიწითლე და ნაკაწრები, ან-------–--ის განმარტებით აღნიშნული დაზიანებები მას მიაყენა თავისმა შვილმა კო-----–-------–-ძემ.

 

2.5 2019 წლის 20 აპრილის შემაკავებელი ორდერით N0----- დადგენილია, რომ 2019 წლის 20 იანვარს ქ. ბათუმში, თამ---------------------------------ში მცხოვრებმა მიქელაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა შვილმა კო-----–-------–-ძემ.

 

2.6 2019 წლის 23 აპრილის ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 23 აპრილს 19:00 საათზე დაკავებულ იქნა კორნელი ას-–---ს ძე მიქელაძე.

 

2.7 სსიპ- არასაპატიმრო სასჯელთა და აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოდან მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ კო-----–-------–-ძე მცხოვრები ქ. ბათუმი, თა----------------------------------- დაბადებული 23.---1--- წელს, პ/ნ 6---------- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის განაჩენით დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით, რის საფუძველზეც იმყოფება აღრიცხვაზე;

 

2.8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ძალადობას, რაც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას და რასაც არ თან არ ახლავს ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

2.9. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას;

 

2.10. საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, რომ კო-----–-------–-ძე და ან-------–--ე არიან დედა-შვილი;

 

2.11. ამდენად, სასამართლოს, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (ან-------–--ის, ზაზა გოგიტიძის, ელენე რუხაძის, ნანი მაჭუტაძის ჩვენებები, შემაკავებელი ორდერი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კო-----–-------–-ძემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება;

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, მხარეთა მიერ შეთანხმებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია კო-----–-------–-ძის მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ კო-----–-------–-ძეს ჰქონდა განზრახვა, ხელეყო დაზარალებულის ჯანმრთელობა ფიზიკური ძალის გამოყენებით;

 

სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ კო-----–-------–-ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს;

 

5.3. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

5.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

5.5. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის პიროვნება, მისი მახასიათებლები; ასევე ის გარემოება, რომ დაზარალებულთან შერიგებულია, მას რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია;

 

5.6. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, კო-----–-------–-ძის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ის არაერთხელაა მსჯავრდებული სხვადასხვა სახის განზრახი დანასაულის ჩადენისათვის, ბოლოს ის გასამართლებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ და 2014 წლის 22 მაისს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე დამესამე ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითი 03 (სამი) წლით გამოსაცდელი ვადით; ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2016 წლის 07 სექტემბერს და ამ პერიოდიდან იმყოფებოდა აღრიცხვაზე აჭარის პრობაციის ბიუროში; (იხ ს.ფ.40-48)

 

კო-----–-------–-ძე დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში;

 

სასამართლო საბოლოო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით და 67-ე მუხლით არსებულ დანაწესებს, ასევე მხედველობაში იღებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმ გარემოებებს, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, - თვლის, რომ მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, საბოლოოდ სასჯელი კი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად. აღნიშნული - ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და კო-----–-------–-ძის პიროვნების გათვალისწინებით - სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული კო-----–-------–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის განაჩენით, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველო სსკ -ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 04 (ოთხი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით კო-----–-------–-ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 10 (ათი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ კო-----–-------–-ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ კო-----–-------–-ძეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 23 აპრილიდან.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე