განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/95-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 აგვისტო, 2019 წელი ქ. სამტრედია.
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან მეშველიანი
სხდომის მდივ--- - ქე------ მეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--- გო–---.
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გი------ გო----–--–ი.
მამის სახელი: ას-–---.
დაბადებული: 3-.0-.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 5----------
რეგისტრირებული: გორის რაიონი სოფელი მე------.
მცხოვრები: ქ. სამტრედია, ბე----ს მეორე ჩიხი N--ში.
ადვოკატი - თე----- ჟვ---ა.
სხდომის სახე - ღია
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 11 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, გი------ გო----–--–მა, ქ. სამტრედიაში, ბე----ს მე-2 ჩიხი N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვ--- შვილის ზუ---- შუ--–--ის თანდასწრებით, ხელის სახის არეში რამოდენიმეჯერ დარტყმით სცემა მეუღლეს ვი---–---- ოგ-------ს, რის შემდეგაც დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არასრუწლოვან გერს ზუ---- შუ--–--ეს. აღნიშნულის გამო შეშინებულმა ვი---–---- ოგ-------მა, გი------ გო----–--–ის ხელში არსებულ დანას ჩასჭიდა ხელები, ხოლო ამ უკანასკნელის ხელის კვრის შედეგად წაიქცა და მიიღო მარჯვენა მტევნის მე-3, მე-4 და მე-5 თითების ნაკვეთი ჭრილობები. ყოველივე აღნიშნულით ვი---–---- ოგ-------მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლით.
1.2. 2019 წლის 11 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, გი------ გო----–--–მა, ქ. სამტრედიაში ბე----ს მე-2 ჩიხი N--ში მდებარე საცხოვრებელი სახლში, უსაფუძვლოდ განაწყენების ნიადაგზე, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან გერს ზუ---- შუ--–--ეს გულმკერდის არეში ხელი ჰკრა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ზურგით მიენარცხა ხის კარადას და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2019 წლის 11 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, გი------ გო----–--–მა, ქ. სამტრედიაში ბე----ს მე-2 ჩიხი N--ში მდებარე საცხოვრებელი სახლში, არასრუწლოვ--- შვილის თანდასწრებით, ხელის სახის არეში რამდენიმეჯერ დარტყმით სცემა მეუღლეს ვი---–---- ოგ-------ს, რომელმაც აღნიშნულით მიიღო ჯამრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით. აღნიშნულის შემდეგ პოლიციის გამოძახების გამო განაწყენების ნიადაგზე, გი------ გო----–--–ი მეუღლეს ვი---–---- ოგ-------ს და მეუღლის დედას სო---- ოგ-------ს დაემუქრა მათი კუთვნილი მაღაზიის გადაწვის გზით განადგურებით, რის გამოც ამ უკანასკნელებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2019 წლის 11 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, გი------ გო----–--–მა, ქ. სამტრედიაში ბე----ს მე-2 ჩიხი N--ში მდებარე საცხოვრებელი სახლში, არასრუწლოვ--- შვილის თანდასწრებით, ხელის სახის არეში რამდენიმეჯერ დარტყმით სცემა მეუღლეს ვი---–---- ოგ-------ს, რომელმაც აღნიშნულით მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით. აღნიშნულის შემდეგ, პოლიციის გამოძახების გამო განაწყენების ნიადაგზე, გი------ გო----–--–ი დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან გერს ზუ---- შუ--–--ეს რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა :
2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ვი---–---- ოგ-------მა განაცხადა, რომ 3 წელია დაქორწინებულია გი------ გო----–--–ზე და ცხოვრობენ სამტრედიაში ეგ-----ს ქუჩის N2--ში, დედასთან. 2019 წლის 11 მაისს, საღამოს იყო სახლში და აძინებდა უმცროს შვილს, რომელიც ჭირვეულობდა. ამ დროს მივიდა გი------ ნასვამი სახლში და ეუბნებოდა ბავშვი მომეციო, არ მისცა ძლივს დავამშვიდე და ეძინოსო. ამაზე გ. გო----–--–მა ხელი დაარტყა სახეში და დაუწყო გინება. თან ცდილობდა ბავშვი წაერთმია. ხმაურზე აბაზანიდან გამოვიდა მისი უფროსი შვილი ზუ----ი, რომელმაც უთხრა რომ დარეკავდა პოლიციაში. გ. გო----–--–ი მას დაემუქრა ნახე ახლა რას გიზამო და წავიდა სამზარეულოში. ვ. ოგ-------მა იფიქრა, რომ დანის ასაღებად წავიდა და თვითონაც გაყვა რომ ხელი შეეშალა. გ. გო----–--–მა მარლაც დანა აიღო და იმუქრებოდა ზ. შუ--–--ის მისამართით. მას შეეშინდა, რომ ზუ----ს მართლა რაიმეს დაუშავებდა, ხელს უშლიდა სამზარეულოდან გამოსვლაში და ცდილობდა დანის წართმევას. დანის პირსზე ეკიდა ხელი და არ უშვებდა გ. გო----–--–მა მას ჩამოცილების მიზნით კრა ხელი, რის შემდეგადაც გაეჭრა ხელისგული. ამასობაში ზ. შუ--–--ეს დაურეკავს პოლიციაში. გ გო----–--–ი იმუქრებოდა, რომ მათ კუთვნილ მაღაზიას დაწვავდა, აიღო გასაღები და მიდიოდა მანქანით, თუმცა შეაჩერეს ხმაურზე მოსულმა მეზობლებმა. პოლიციაც მალევე მივიდა. ამ ინციდენტისას იგი თვლიდა, რომ გ. გო----–--–ი ყველაფრის გამკეთებელი იყო და ძალიან შეშინდა.
(სასამართლო სხდომის ოქმი)
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის დაზარალებულმა სო---- ოგ-------მა განაცხადა, რომ ცხოვრობს ვი---–---- ოგ-------თან, ზუ---- შუ--–--ესთან და ელენე გო----–--–თან და გი------ გო----–--–თან ერთად მისსავე კუთვნილ სახლში. 2019 წლის 11 მაისს, ვი---–----მ ბავშვი აბანავა, დააძინა და შეყავდა ოთახში. გ. გო----–--–ი მივიდა მთვრალი და ვიოლტას უთხრა ბავშვი მიეცა. ვი---–----მ უპასუხა, რომ ძლივს დააძინა და არ გაეღვიძებინა. გ. გო----–--–ი შეეცადა ძალით წაერთმია ბავშვი. ცემა ვი---–----. მან რაღაცნაირად მოახერხა და გამოართვა ბავშვი. ამ დროს აბაზანიდან გამოვიდა ვი---–----ს უფროსი შვილი ზუ----ი, რომელიც შეეცადა დედას დახმარებოდა. გ. გო----–--–მა ხელი კრა ზ. შუ--–--ეს, რომელმაც უთხრა, რომ პატრულს დაურეკავდა. გ. გო----–--–ი დაემუქრა ზ. შუ--–--ეს ნახე ახლა რას გიზამო და წავიდა სამზარეულოში. მას გაყვა ვი---–----, რომელიც შეეცადა დანის წართმევას. დანის პირზე ეკიდა ხელი, გ. გო----–--–ი კი მას ფეხებს ურტყამდა. ამ დროს გაეჭრა ხელი ვი---–----ს. ამის გამო ზ. შუ--–--ემ დარეკა პატრულში. ამის გამო გ. გო----–--–ი მათ დაემუქრა, რომ მათ კუთვნილ მაღაზიას დაუწვავდა და აპირებდა მანქანით წასვლას, გადაიყვანა კიდეც ქუჩაში, მაგრამ მეზობლებმა არ გაუშვეს და პატრულიც მალე მივიდა. გ. გო----–--–ის მდგომარეობიდან გამომდინარე, იგი ფიქრობდა, რომ მართლა დაწვავდა მაღაზიას.
(სასამართლო სხდომის ოქმი)
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა, არასრულწლოვანმა ზუ---- შუ--–--ემ განაცხადა, რომ კონფლიქტი დაიწყო გ. გო----–--–სა და ვ. ოგ-------ს შორის. გ. გო----–--–ი აგინებდა და ცემდა დედამისს - ვ. ოგ-------ს. სამჯერ დაარტყა ხელი სახეში. იგი ცდილობდა შეეჩერებინა გ. გო----–--–ი, თან უთხრა, რომ პატრულში დარეკავდა, რის გამოც მასაც დაარტყა, რაც ეტკინა. დაემუქრა მოკვლით და გაიქცა სამზარეულოში დანის ასაღებად. მას გაყვა ვ. ოგ-------ი რომ ხელი შეეშალა. როდესაც გ. გო----–--–მა დანა აიღო, ვ. ოგ-------მა ხელი მოკიდა დანას და გაეჭრა. მან რეალურად აღიქვა გ. გო----–--–ის მუქარა და შეეშინდა.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნა----- და-------მა განაცხადა, რომ ცხოვრობს ოგ-------ების მეზობლად. 11 მაისს გაიგონა ხმაური. გ. გო----–--–ი და ვ. ოგ-------ის ხმა ესმოდა. გადავიდა მათთან გ. გო----–--–ი იყო ნასვამი და მანქანით მიდიოდა, სადღაც. ვ. ოგ-------ი იძახდა, რომ არ გაეშვათ მანქანით. გაიგონა გ. გო----–--–ის ნათქვამი, რომ მაღაზიას დაწვავდა. მან გასაღები ამოაცალა მანქანიდან, რომ გ. გო----–--–ი ვერ წასულიყო. ვ. ოგ-------მა უთხრა, რომ ხელი გაუჭრა გ. გო----–--–მა.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქე------ თე-----ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ოგ-------ების მეზობლად. 11 მაისს საღამოს მათთან დაინახა საპატრულო და სასწრაფო, და გადავიდა. იქ იყვენენ ვი---–---- და სო---- ოგ-------ები, ზუ---- შუ--–--ე და გი------ გო----–--–იც იქ იდგა პოლიციელებთან ერთად. ვი---–----მ მას უთხრა, რომ გ--- ხელი გაუჭრა.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმე------ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მთავარმა ექსპერტმა ოლ--ი სვ---ძემ განაცხადა, რომ 12 მაისს იყო გამოძახებული სამტრედიაში, ბე----ს ქუჩის მეორე ჩიხის N--ში, სადაც გამომძიებელ ნ. ნი-------ესთან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ამოიღეს დანა და სისხლისმაგვარი ლაქები.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა გი------ გრ-----–-–-იმა დაადასტურა მის მიერ მის მიერ ვ. ოგ-------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ექსპერტიზის დასკნა და განმარტა, რომ დასკვნა გასცა სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და ვ. ოგ-------ის პირადი შემოწმების საფუძველზე.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 13 ივნისის N0-------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დაზიანებები მარჯვენა მტევნის III- IV-V თითების ნაკვეთი ჭრილობების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად და იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. დაზიანება შუბლის მიდამოში მარცხნივ არსებული სისხლნაჟღენთის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად.
(ს.ფ. 96–100).
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება
3.1. ბრალდებულმა გი------ გო----–--–მა სასამართლოს წინაშე თავი არ სცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მას ვ. ოგ-------ის ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვა არ ჰქონია. ხოლო რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებს, მან სრულად ცნო თავი დამნაშავედ. ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება, გარდა სასამართლო სხდომაზე არსებითად გამოკვლეული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა, გ. გო----–--–ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის მასალებისა და გ. გო----–--–ის ბრალდების შესახებ 2019 წლის 18 ივნისის დადგენილებისა სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
3.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ გი------ გო----–--–ის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდება, დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და საქმეში არსებული პრეიუდიციული მნიშვნელობის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების კერძოდ შეტყობინება დანაშაულის შესახებ, დაზარალებულების - ვი---–---- ოგ-------ის, სო---- ოგ-------ის და ზუ---- შუ--–--ის, მოწმეების - ნა----- და-------ის, ქე------ თე-----ის, ოლ-- სვ---ძის, გი------ გრ-----–-–-ილის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა და საქმეში არსებული სხვა ინფორმაციათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას,3.4. მითითებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და არასადავო მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გი------ გო----–--–მა 2019 წლის 11 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. სამტრედიაში, ბე----ს მე-2 ჩიხი N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზუ---- შუ--–--ის, ვი---–---- ოგ-------ის, სო---- ოგ-------ს მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა:
- ოჯახის წევრის მიმართ ჯამრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
- ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯამრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლით, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
- ოჯახის წევრის მიმართ ქონების განადგურების მუქარა, როდესაც მას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
3.5. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“.
3.6. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.7. სასამართლომ საქმის არსებით განხილვისას უშუალოდ გამოკვლეული და საქმეში არსებულ მტკიცებულებები რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ გ. გო----–--–ი ვ. ოგ-------ის სხეულის მსუბუქი დაზიანების ბრალდების ნაწილში უნდა გამართლდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
3.8. სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახ, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით. ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
3.9. საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ გ. გო----–--–ს რაიმე ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი არ გააჩნია, სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი აცნობიერებდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სულ მცირე ითვალისწინებდა (უნდა გაეთვალისწინებინა) ასეთი შედეგის დადგომის გარდაუვალობას.
3.10. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ გ. გო----–--–ის ბრალდების შესახებ 2019 წლის 18 ივნისის დადგენილება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას ვინაიდან სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა გამომძიებელი რომელმაც გ. გო----–--–ს მითითებული ბრალის დადგენილება წარუდგინა, სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს, ვინაიდან პირის ბრალდების შესახებ დადგენილება არ წარმოადგენს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის ნაწილს და შესაბამისად, იმთავითვე ცხადია იგი სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ კონტექსტით საფუძვლად ვერ დაედება. პირის ბრალდების შესახებ დადგენილება გამოძიების სტადიის ერთგვარი შემაჯამებელი გადაწყვეტილებაა, ისეთი საპროცესო დოკუმენტია, რომელსაც უკავშირდება გარკვეული საპროცესო უფლებების ან/და ვალდებულებების წარმოშობა. პირის ბრალდების შესახებ დადგენილება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ მტკიცებულებას და შესაბამისად მასზე არ ვრცელდება ამავე კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
3.11. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გი------ გო----–--–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
4.1. გი------ გო----–--–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53- მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გარემოება - დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
4.2. გი------ გო----–--–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის ნაწილობრივ აღიარება.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
5.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
5.2 სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
5.4. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
5.5. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
5.6. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გი------ გო----–--–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა. ამასთან 111 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშულისათვის დანიშნული სასჯელი უნდა იყოს ამ მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმუმზე მეტი. ხოლო რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს.
უნდა დაენიშნოს მითითებული მუხლებით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გი------ გო----–--–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
6. ნივთიერი მტკიცებულება
6.1. საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მოკლე ჯინსის შარვალი, რაც გადაგზავნილია ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონით მფლობელს.
6.2. სპორტული მოკლე შარვალი და მოკლემკლავიანი მაისური, რაც გადაგზავნილია ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს გი------ გო----–--–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
6.3. დანა, მოწითალო ფერის ლაქა და ნერწყვის ნიმუშები, რაც გადაგზავნილია ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გი------ გო----–--–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 02 წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად გი------ გო----–--–ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
გი------ გო----–--–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 12 მაისიდან.
გაუქმდეს გი------ გო----–--–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
მოკლე ჯინსის შარვალი, რაც გადაგზავნილია ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონით მფლობელს.
სპორტული მოკლე შარვალი და მოკლემკლავიანი მაისური, რაც გადაგზავნილია ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს გი------ გო----–--–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
დანა, მოწითალო ფერის ლაქა და ნერწყვის ნიმუშები, რაც გადაგზავნილია ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).
მოსამართლე ლევან მეშველიანი